ოფიციალური მიწვევის მიუხედავად ჯერ უცნობია, დაესწრება თუ არა მიხეილ სააკაშვილი ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას

ოფიციალური მიწვევის მიუხედავად ჯერ უცნობია, დაესწრება თუ არა მიხეილ სააკაშვილი ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას

მიხეილ სააკაშვილი ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ოფიციალურად მიიწვიეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" მოქმედი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრო ბარნოვმა განუცხადა, მოსაწვევი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს საღამოს შევიდა.

ანდრო ბარნოვისთვის უცნობია, დაესწრება თუ არა მიხეილ სააკაშვილი ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას. "თუ გიორგი მარგველაშვილი საჯარო მიმართვაში დაადასტურებს, რომ ახალი ხელისუფლება ქვეყანას არ ანგრევს, თუ ისინი იტყვიან, რომ რუსეთი ოკუპანტია, რომ ქვეყანას არ ანგრევენ, რომ ომი საქართველოს არ დაუწყია, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის კაციჭამია, რომ ისინი პროდასავლურ კურსს აგრძელებენ და ქვეყანას რუსეთს არ ჩუქნიან, ამ ყველაფერს მიხეილ სააკაშვილისგან ადეკვატური პასუხი მოჰყვება. ყველას მინდა ვთხოვო, მე შუამავლად ნუ განმიხილავენ, დაამყარონ პირდაპირი კონტაქტები", - განაცხადა ბარნოვმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა