პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სკანდალი საპატრიარქოსა და "იდენტობას" შორის - თავშესაფარი ლგბტ პირებისა და უსახლკაროებისთვის
სკანდალი საპატრიარქოსა და "იდენტობას" შორის - თავშესაფარი ლგბტ პირებისა და უსახლკაროებისთვის

გა­ზუ­ლუ­ქე­ბუ­ლი ტი­პე­ბი არი­ან, რო­მელ­თაც სი­კე­თის კე­თე­ბის იდე­ა­ზეც კი მო­ნო­პო­ლია აქვთ, - ორ­გა­ნი­ზა­ცია "იდენ­ტო­ბის" ხელ­მძღვა­ნე­ლი ირაკ­ლი ვა­ჭა­რა­ძე სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის გან­ცხა­დე­ბებს ეხ­მა­უ­რე­ბა.

ირაკ­ლი ვა­ჭა­რა­ძე სა­პატ­რი­არ­ქოს მად­ლო­ბას უხ­დის - რომ არა სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის უარ­ყო­ფი­თი რე­აქ­ცია თავ­შე­საფ­რის მო­წყო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, "იდენ­ტო­ბის" ინი­ცი­ა­ტი­ვას არა­ვინ გა­ა­შუ­ქებ­და.

"რა პა­სუ­ხი უნდა გავ­ცე იმას, რომ ადა­მი­ანს ეუბ­ნე­ბი, მირ­ჩევ­ნია ვინ­მე ქუ­ჩა­ში მოკ­ვდეს, ვიდ­რე ვინ­მემ სი­კე­თე გა­უ­კე­თოს და ეს არ ეხე­ბა მარ­ტო "იდენ­ტო­ბას", მე არ მე­ში­ნია სა­პატ­რი­არ­ქო­ზე სა­უბ­რის. მო­ნო­პო­ლი­აა, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ბიზ­ნე­სია, ფულს აგ­რო­ვე­ბენ. რა კო­მენ­ტა­რი შე­იძ­ლე­ბა, გა­ვა­კე­თო? ჩვე­უ­ლებ­რი­ვი აწყო­ბი­ლი ბიზ­ნე­სია, უკონ­ტრო­ლო, გა­ზუ­ლუ­ქე­ბუ­ლი ტი­პე­ბი არი­ან, რო­მელ­თაც სი­კე­თის კე­თე­ბა­ზეც კი მო­ნო­პო­ლია აქვთ. ბიზ­ნე­სია. შე­უ­ზღუ­და­ვი შე­მო­წი­რუ­ლო­ბე­ბი სად მი­დის, არა­ვინ იცის, უამ­რა­ვი მი­ლი­ო­ნე­ბი იხარ­ჯე­ბა. და ამ დროს ადა­მი­ა­ნე­ბი მა­ინც კვდე­ბი­ან ქუ­ჩა­ში.

გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია იმ ფაქ­ტმა, რომ აქამ­დე ქველ­მოქ­მე­დე­ბის­თვის სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხარ­და­ჭე­რის მო­სა­პო­ვებ­ლად ეკ­ლე­სია უკონ­კუ­რენ­ტოდ ით­ვლე­ბო­და. როცა ჩვენ და­ვი­წყეთ სა­უ­ბა­რი იმა­ზე, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი უსახ­ლკა­რო ადა­მი­ა­ნი კვდე­ბა, გა­მოჩ­ნდა პრობ­ლე­მა, რომ რე­ა­ლუ­რად უზარ­მა­ზა­რი თან­ხე­ბი, რაც მი­დის ამ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, შე­საძ­ლოა, სრუ­ლად არ ხმარ­დე­ბო­დეს ქველ­მოქ­მე­დე­ბას და ამი­ტომ გაბ­რაზ­დნენ. მეტი რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ახ­სნა აქ არ შე­იძ­ლე­ბა არ­სე­ბობ­დეს. რაც ეხე­ბა იმას, რომ მე გეი ვარ და ამი­ტომ არ უნდა გა­ვა­კე­თო, ძა­ლი­ან დიდი ბო­დი­ში, მაგ­რამ ჩემი გა­დახ­დი­ლი გა­და­სა­ხა­დე­ბი თუ გინ­დათ და ჩემი წა­კი­თხუ­ლი ლექ­ცი­ე­ბი?", - ამ­ბობს ვა­ჭა­რა­ძე.

ორ­გა­ნი­ზა­ცია "იდენ­ტო­ბა", რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ლგბტ პი­რე­ბის უფ­ლე­ბებს იცავს, უსახ­ლკა­რო­ე­ბის­თვის სო­ცი­ა­ლუ­რი თავ­შე­საფ­რის გახ­სნას გეგ­მავს.

ვა­ჭა­რა­ძე ამ­ბობს, რომ თავ­შე­საფ­რის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი 80 კვ. მეტ­რის ფარ­თი ერთ-ერ­თმა მო­ქა­ლა­ქემ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას რამ­დე­ნი­მე წლით გა­დას­ცა.

ვა­ჭა­რა­ძის თქმით, თავ­შე­სა­ფარ­ში და­ახ­ლო­ე­ბით, 15-დან 30-მდე უსახ­ლკა­რო ადა­მი­ა­ნი იცხოვ­რებს. რაც შე­ხე­ბა ამ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის შერ­ჩე­ვის კრი­ტე­რი­უმს, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი აცხა­დებს, რომ ამა­ზე სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კე­ბი იზ­რუ­ნე­ბენ და პრო­ცე­სი მაქ­სი­მა­ლუ­რად გამჭვირ­ვა­ლე იქ­ნე­ბა. თუმ­ცა, თავ­შე­სა­ფარ­ში "ბომ­ჟე­ბი" ვერ მოხ­ვდე­ბი­ან.

იდენ­ტო­ბა სა­ცხოვ­რი­სის ბი­ნად­რე­ბის­თვის სა­ჭი­რო თან­ხე­ბის შეგ­რო­ვე­ბას საქ­ველ­მოქ­მე­დო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­თა და შე­მო­წი­რუ­ლო­ბე­ბით გეგ­მავს. ამ ეტაპ­ზე მხო­ლოდ 600 ლარი აქვთ. თუმ­ცა მხო­ლოდ ფარ­თის გა­სა­რე­მონ­ტებ­ლად და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბის შე­საქ­მნე­ლად 20 000 ლარი სჭირ­დე­ბათ. ამას­თან, ვა­ჭა­რა­ძე ირ­წმუ­ნე­ბა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი საქ­მის­თვის მათ არა­ვი­თა­რი გრან­ტი არ აქვთ.

"ეს ინი­ცი­ა­ტი­ვა გვაქვს სამი წე­ლია. ეს შე­ე­ხე­ბა ყვე­ლა­ზე და­უც­ველ ადა­მი­ანს, რო­გო­რე­ბიც არი­ან ქა­ლე­ბი, ბავ­შვე­ბი, ლგბტ ადა­მი­ა­ნე­ბი და უსახ­ლკა­რო­ე­ბი", - ამ­ბობს ვა­ჭა­რა­ძე.

"იდენ­ტო­ბის" ინი­ცი­ა­ტი­ვას უკვე მოყ­ვა სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის უარ­ყო­ფი­თი რე­აქ­ცია.

სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის პრესმდი­ვან­მა მამა მი­ქა­ელ ბოტ­კო­ველ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ "იდენ­ტო­ბის" ინი­ცი­ა­ტი­ვას სა­პატ­რი­არ­ქო კა­ტე­გო­რი­უ­ლად ემიჯ­ნე­ბა.

"თუ ეს ნამ­დვი­ლად ასეა, ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ძა­ლი­ან მძი­მე კრი­ზის­ში იმ­ყო­ფე­ბა. სა­ზო­გა­დო­ე­ბა­მაც უნდა აი­მაღ­ლოს ხმა. თუ მხო­ლოდ ეკ­ლე­სი­ას მი­ვან­დოთ ეს საქ­მე და მხო­ლოდ ეკ­ლე­სია იყოს პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი? სა­ზო­გა­დო­ე­ბა ეკ­ლე­სი­ას გვერ­დით უნდა და­უდ­გეს და ერ­თად უნდა გა­ვაპ­რო­ტეს­ტოთ ეს ამ­ბა­ვი. ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში არის და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი და და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ხალ­ხი, ჩვენ აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვაპ­რო­ტეს­ტებთ ამ ამ­ბავს. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ამ ადა­მი­ა­ნებს ბავ­შვე­ბის ბედი ვან­დოთ? ამათ რო­გორ უნდა აღ­ზარ­დონ ბავ­შვე­ბის ნა­წი­ლი? ამა­ზე უა­რე­სი ტრა­გე­დია არ არ­სე­ბობს. ეს გახ­დე­ბა ძა­ლი­ან დიდი მსჯე­ლო­ბის და ძა­ლი­ან დიდი სკან­და­ლის სა­გა­ნი. ვინც ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ქველ­მოქ­მე­დე­ბას გა­მო­ი­ჩენს, ჩვენ არ­ცერთ ადა­მი­ანს არ დავ­ზო­გავთ. ეს დაჯ­გუ­ფე­ბა იმ­დე­ნად დის­კრე­დი­ტი­რე­ბუ­ლია, რომ მათ­გან ყვე­ლა­ფე­რია მო­სა­ლოდ­ნე­ლი, ყვე­ლა­ფერს გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ იმის­თვის, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბა მი­იქ­ცი­ონ, გან­სა­კუთ­რე­ბით უცხო­უ­რი დო­ნო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მხრი­დან", -აცხა­დებს მამა მი­ქა­ელ ბოტ­კო­ვე­ლი.

"იდენ­ტო­ბის" ინი­ცი­ა­ტი­ვის კა­ნონ­მდებ­ლო­ბას­თან შე­უ­სა­ბა­მო­ბა­ზე სა­უბ­რობს ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრი და­ვით სერ­გე­ენ­კო.

"იდენ­ტო­ბა" გვთა­ვა­ზობს, რომ გა­ა­კე­თოს ეს იზო­ლი­რე­ბუ­ლად, რომ სახ­ლს აა­შე­ნე­ბენ და შე­უშ­ვე­ბენ. ეს უნდა მოხ­დეს კომ­პლექ­სუ­რად და აუ­ცი­ლებ­ლად გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი უნდა იყოს აღ­ზრდის ის მე­თო­დი, რო­მე­ლიც სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბი­თა და დეკ­ლა­რა­ცი­ე­ბით რე­გუ­ლირ­დე­ბა. არის ნათ­ლად გა­წე­რი­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო დეკ­ლა­რა­ცი­ე­ბი და კა­ნო­ნე­ბი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ნე­ბის­მი­ე­რი აქ­ტი­ვო­ბა უნდა იყოს კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი და არა იზო­ლი­რე­ბუ­ლი. მათი ინი­ცი­ა­ტი­ვა არ არის კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო დეკ­ლა­რა­ცი­ებ­თან", - გა­ნა­ცხა­და სერ­გე­ენ­კომ.

იხი­ლეთ ვი­დეო

ნა­თია კიკ­ვა­ძე, Ambebi.ge

სკანდალი საპატრიარქოსა და "იდენტობას" შორის - თავშესაფარი ლგბტ პირებისა და უსახლკაროებისთვის

სკანდალი საპატრიარქოსა და "იდენტობას" შორის - თავშესაფარი ლგბტ პირებისა და უსახლკაროებისთვის

გაზულუქებული ტიპები არიან, რომელთაც სიკეთის კეთების იდეაზეც კი მონოპოლია აქვთ, - ორგანიზაცია "იდენტობის" ხელმძღვანელი ირაკლი ვაჭარაძე სასულიერო პირების განცხადებებს ეხმაურება.

ირაკლი ვაჭარაძე საპატრიარქოს მადლობას უხდის - რომ არა სასულიერო პირების უარყოფითი რეაქცია თავშესაფრის მოწყობასთან დაკავშირებით, "იდენტობის" ინიციატივას არავინ გააშუქებდა.

"რა პასუხი უნდა გავცე იმას, რომ ადამიანს ეუბნები, მირჩევნია ვინმე ქუჩაში მოკვდეს, ვიდრე ვინმემ სიკეთე გაუკეთოს და ეს არ ეხება მარტო "იდენტობას", მე არ მეშინია საპატრიარქოზე საუბრის. მონოპოლიაა, ჩვეულებრივი ბიზნესია, ფულს აგროვებენ. რა კომენტარი შეიძლება, გავაკეთო? ჩვეულებრივი აწყობილი ბიზნესია, უკონტროლო, გაზულუქებული ტიპები არიან, რომელთაც სიკეთის კეთებაზეც კი მონოპოლია აქვთ. ბიზნესია. შეუზღუდავი შემოწირულობები სად მიდის, არავინ იცის, უამრავი მილიონები იხარჯება. და ამ დროს ადამიანები მაინც კვდებიან ქუჩაში.

გაღიზიანება შეიძლება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ აქამდე ქველმოქმედებისთვის საზოგადოების მხარდაჭერის მოსაპოვებლად ეკლესია უკონკურენტოდ ითვლებოდა. როცა ჩვენ დავიწყეთ საუბარი იმაზე, რომ ძალიან ბევრი უსახლკარო ადამიანი კვდება, გამოჩნდა პრობლემა, რომ რეალურად უზარმაზარი თანხები, რაც მიდის ამ დაწესებულებაში, შესაძლოა, სრულად არ ხმარდებოდეს ქველმოქმედებას და ამიტომ გაბრაზდნენ. მეტი რაციონალური ახსნა აქ არ შეიძლება არსებობდეს. რაც ეხება იმას, რომ მე გეი ვარ და ამიტომ არ უნდა გავაკეთო, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ჩემი გადახდილი გადასახადები თუ გინდათ და ჩემი წაკითხული ლექციები?", - ამბობს ვაჭარაძე.

ორგანიზაცია "იდენტობა", რომელიც საქართველოში ლგბტ პირების უფლებებს იცავს, უსახლკაროებისთვის სოციალური თავშესაფრის გახსნას გეგმავს.

ვაჭარაძე ამბობს, რომ თავშესაფრისთვის  განკუთვნილი 80 კვ. მეტრის ფართი ერთ-ერთმა მოქალაქემ ორგანიზაციას რამდენიმე წლით გადასცა.

ვაჭარაძის თქმით, თავშესაფარში დაახლოებით, 15-დან 30-მდე უსახლკარო ადამიანი იცხოვრებს. რაც შეხება ამ მოქალაქეების შერჩევის კრიტერიუმს, ორგანიზაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ამაზე სოციალური მუშაკები იზრუნებენ და პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე იქნება. თუმცა, თავშესაფარში "ბომჟები" ვერ მოხვდებიან.

იდენტობა საცხოვრისის ბინადრებისთვის საჭირო თანხების შეგროვებას საქველმოქმედო ღონისძიებებითა და შემოწირულობებით გეგმავს. ამ ეტაპზე მხოლოდ 600 ლარი აქვთ. თუმცა მხოლოდ ფართის გასარემონტებლად და საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად 20 000 ლარი სჭირდებათ. ამასთან,  ვაჭარაძე ირწმუნება, რომ აღნიშნული საქმისთვის მათ არავითარი გრანტი არ აქვთ.

"ეს ინიციატივა გვაქვს სამი წელია. ეს შეეხება ყველაზე დაუცველ ადამიანს, როგორებიც არიან ქალები, ბავშვები, ლგბტ ადამიანები და უსახლკაროები", - ამბობს ვაჭარაძე.

"იდენტობის" ინიციატივას უკვე მოყვა სასულიერო პირების უარყოფითი რეაქცია.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პრესმდივანმა მამა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა, რომ "იდენტობის" ინიციატივას საპატრიარქო კატეგორიულად ემიჯნება.

"თუ ეს ნამდვილად ასეა, ჩვენი საზოგადოება ძალიან მძიმე კრიზისში იმყოფება. საზოგადოებამაც უნდა აიმაღლოს ხმა. თუ მხოლოდ ეკლესიას მივანდოთ ეს საქმე და მხოლოდ ეკლესია იყოს პასუხისმგებელი? საზოგადოება ეკლესიას გვერდით უნდა დაუდგეს და ერთად უნდა გავაპროტესტოთ ეს ამბავი. ამ ორგანიზაციაში არის დაზიანებული და დაავადებული ხალხი, ჩვენ აუცილებლად გავაპროტესტებთ ამ ამბავს. როგორ შეიძლება ამ ადამიანებს ბავშვების ბედი ვანდოთ? ამათ როგორ უნდა აღზარდონ ბავშვების ნაწილი? ამაზე უარესი ტრაგედია არ არსებობს. ეს გახდება ძალიან დიდი მსჯელობის და ძალიან დიდი სკანდალის საგანი. ვინც ასეთი ადამიანების საქმიანობაში ქველმოქმედებას გამოიჩენს, ჩვენ არცერთ ადამიანს არ დავზოგავთ. ეს დაჯგუფება იმდენად დისკრედიტირებულია, რომ მათგან ყველაფერია მოსალოდნელი, ყველაფერს გამოიყენებენ იმისთვის, რომ საზოგადოების ყურადღება მიიქციონ, განსაკუთრებით უცხოური დონორი ორგანიზაციების მხრიდან", -აცხადებს მამა მიქაელ ბოტკოველი.

"იდენტობის" ინიციატივის კანონმდებლობასთან შეუსაბამობაზე საუბრობს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო.

"იდენტობა" გვთავაზობს, რომ გააკეთოს ეს იზოლირებულად, რომ სახლს ააშენებენ და შეუშვებენ. ეს უნდა მოხდეს კომპლექსურად და აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იყოს აღზრდის ის მეთოდი, რომელიც საერთაშორისო გამოცდილებითა და დეკლარაციებით რეგულირდება. არის ნათლად გაწერილი საერთაშორისო დეკლარაციები და კანონები, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი აქტივობა უნდა იყოს კოორდინირებული და არა იზოლირებული. მათი ინიციატივა არ არის კოორდინირებული საერთაშორისო დეკლარაციებთან", - განაცხადა სერგეენკომ.

იხილეთ ვიდეო

ნათია კიკვაძე, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია