პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ფონდი ნატახტარი" პროექტის "იზრუნე მომავალზე" 6 თვის შედეგებს აქვეყნებს
"ფონდი ნატახტარი" პროექტის "იზრუნე მომავალზე" 6 თვის შედეგებს აქვეყნებს

მიღ­წე­უ­ლი შე­დე­გე­ბი

"ფონ­დი ნა­ტახ­ტა­რის" პრო­ექ­ტის "იზ­რუ­ნე მო­მა­ვალ­ზე" ფარ­გლებ­ში, რომ­ლის მი­ზა­ნია სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი ობოლ და მზრუნ­ვე­ლო­ბამ­კლე­ბულ აღ­საზ­რდე­ლებ­ზე ზრუნ­ვა და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ცხოვ­რე­ბი­სათ­ვის ხელ­შე­წყო­ბა, ასე­ვე მათი მხარ­და­ჭე­რი­სათ­ვის სა­ჭი­რო სერ­ვი­სე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა და სა­ხელ­მწი­ფო მომ­სა­ხუ­რე­ბის გას­ვლის შემ­დეგ გარ­კვე­უ­ლი სა­მუ­შაო უნა­რე­ბის მი­ცე­მა, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი მცი­რე სა­ო­ჯა­ხო სახ­ლე­ბი­სა და დიდ ინ­სტი­ტუ­ცი­ებ­ში არ­სე­ბუ­ლი ობოლ და მზრუნ­ვე­ლო­ბა­მოკ­ლე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბის 150 აღ­საზ­რდელ­ზე გან­ხორ­ცი­ელ­და სპე­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბა და დახ­მა­რე­ბა. პრო­ექტს ახორ­ცი­ე­ლებს "ფონ­დი ნა­ტახ­ტა­რის" პარტნი­ო­რი არა­სამ­თავ­რო­ბიო ორ­გა­ნი­ზა­ცია ასო­ცი­ა­ცია "ჩვე­ნი სახ­ლი - სა­ქარ­თვე­ლო".

გან­სხვა­ვე­ბით წინა წლის­გან, 2013 წლის აპ­რი­ლი­დან პრო­ექ­ტში ჩა­ერ­თვნენ 15 წლის მო­ზარ­დე­ბიც. მა­ნამ­დე პრო­ექ­ტის სა­მიზ­ნე ჯგუ­ფი იყო სა­ხელ­მწი­ფო ზრუნ­ვის ქვეშ მყო­ფი 16-18 წე­ლის და ზე­ვით მო­ზარ­დე­ბი. ბავ­შვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას­თან ერ­თად, წელს გა­ფარ­თოვ­და ფსი­ქო­ლო­გე­ბის გუნ­დის შე­მად­გენ­ლო­ბაც, რათა ბე­ნე­ფი­ცი­ა­რებს ხა­რის­ხი­ა­ნი მომ­სა­ხუ­რე­ო­ბა მი­ე­ღოთ. ამ­ჟა­მად 150 მო­ზარდს სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით ემ­სა­ხუ­რე­ბა 10 ფსი­ქო­ლო­გი.

წლე­ვან­დე­ლი წელი რომ შე­ვა­ფა­სოთ, უკა­ნას­კნე­ლი 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენ მარ­თლაც მნიშ­ვნე­ლო­ვან შე­დე­გებს მი­ვაღ­წი­ეთ. სუ­რა­თი უფრო თვალ­სა­ჩი­ნო, რომ იყოს, მხო­ლოდ რა­ო­დე­ნობ­რივ რე­ზულ­ტა­ტებ­ზე შევ­ჩერ­დე­ბით. სხვა­დას­ხვა სას­კო­ლო საგ­ნებ­ში მომ­ზა­დე­ბა 34 აღ­საზ­რდელ­მა გა­ი­ა­რა. კო­ლე­ჯებ­ში პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის და­უფ­ლე­ბა კი 52 მო­ზარ­დმა შეძ­ლო. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო სტა­ჟი­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბაც, რო­მე­ლიც 6 აღ­საზ­რდელ­მა გა­ი­ა­რა, თა­ნაც და­საქ­მე­ბის პერ­სპექ­ტი­ვით. სპორ­ტულ სექ­ცი­ებ­ში ჩარ­თვა 5 ბავ­შვს და­ვუ­ფი­ნან­სეთ, ხოლო მარ­თვის მოწ­მო­ბის აღე­ბა - 8 აღ­საზ­რდელს. შე­ვი­ძი­ნეთ პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის გა­სამ­ტკი­ცებ­ლად სას­წავ­ლო წიგ­ნე­ბის და ია­რა­ღე­ბი 15 ბავ­შვის­თვის, ხოლო მო­ზარ­დე­ბი რომ­ლე­ბიც გა­ვიდ­ნენ მცი­რე სა­ო­ჯა­ხო სახ­ლი­დან და არ გა­აჩ­ნი­ათ თა­ნად­გო­მის ქსე­ლი, პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში იღე­ბენ შემ­დგომ მომ­სა­ხუ­რე­ბებს: ბი­ნის ქი­რას, კვე­ბას, გზის თან­ხას და ხე­ლო­ბის შეს­წავ­ლა. ასე­თე­ბის რი­ცხვია ექ­ვსი. 2013 წლის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო გა­მოც­დე­ბი წარ­მა­ტე­ბით გა­ი­ა­რა სამ­მა მო­ზარ­დმა და გახ­და სტუ­დენ­ტი, სა­ხელ­მწი­ფო უფი­ნან­სებს სა­წავ­ლის გა­და­სა­ხადს, ხოლო თან­ხის სხვა­ო­ბის შემ­თხვე­ვა­ში ფონ­დი თან­ხობ­რი­ვად ავ­სებს სა­ხელ­მწი­ფოს მიერ დარ­ჩე­ნილ და­ფი­ნან­სე­ბას. ამ­ჟა­მად თან­ხას ვუ­მა­ტებთ მხო­ლოდ 1 სტუ­დენტს", აცხა­დებს პრო­ექ­ტის ერთ-ერთი ხელ­მძღვა­ნე­ლი, ასო­ცი­ა­ცია "ჩვე­ნი სა­ხე­ლი - სა­ქარ­თვე­ლოს" წარ­მო­მად­გენ­ლი ლელა მე­რა­ბიშ­ვი­ლი და დას­ძენს, რომ "პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში და­გეგ­მი­ლი ყვე­ლა აქ­ტი­ვო­ბა ხორ­ცი­ლე­დე­ბა მიზ­ნობ­რი­ვად და ეტა­პობ­რი­ვად, თი­თო­ე­უ­ლი აღ­საზ­რდე­ლის ინეტ­რე­სი და ინი­ცი­ა­ტი­ვა ჩვენ­თვის და­საყ­რდე­ნია და ამო­სა­ვალ წერ­ტილს წარ­მო­ად­გენს".

მცი­რე ის­ტო­რია

კომ­პა­ნია "ნა­ტახ­ტა­რის" ინი­ცი­ა­ტი­ვას, და­წე­სე­ბუ­ლი­ყო მე­ურ­ვე­ო­ბა მზრუნ­ვე­ლო­ბა­მოკ­ლე­ბულ მო­ზარ­დებ­ზე თა­ვი­დან­ვე დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა, რად­გან ამ კე­თილ საქ­მე­ში სა­კუ­თა­რი წვლი­ლის შე­ტა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბას კომ­პა­ნია ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს აძ­ლევ­და. ამ მიზ­ნით კომ­პა­ნი­ამ 2011 წელს "ფონ­დი ნა­ტახ­ტა­რი" და­ა­ფუძნა და ასო­ცი­ა­ცია "ჩვე­ნი სახ­ლი - სა­ქარ­თვე­ლოს­თან" ერ­თად საქ­ველ­მოქ­მე­დო პრო­ექ­ტის "იზ­რუ­ნე მო­მა­ვალ­ზე" გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და­ი­წყო. საქ­ველ­მოქ­მე­დო კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში, ყო­ველ წელს 3 თვის მან­ძილ­ზე - ნო­ემ­ბრი­დან თე­ბერ­ვლამ­დე - "ნა­ტახ­ტა­რის ლი­მო­ნა­თის" თი­თო­ე­უ­ლი გა­ყი­დუ­ლი ბოთ­ლი­დან ფონდში ირი­ცხე­ბო­და 1, 3 და 5 თეთ­რი შე­ფუთ­ვე­ბის შე­სა­ბა­მი­სად: 0.5, 1 და 2 ლიტ­რი. პრო­ექ­ტის პირ­ველ და მე­ო­რე ეტა­პებ­ზე (2011-2012 და 2012-2013 წლებ­ში) 250 ათას­ზე მეტი ლარი შეგ­როვ­და.

თუკი თავ­და­პირ­ვე­ლად "ფონ­დი ნა­ტახ­ტა­რი" 16-დან 18 წლამ­დე ბავ­შვებ­ზე ზრუ­ნავ­და, დღეს უკვე ზღვა­რი გა­ი­ზარ­და და პრო­ექ­ტში 15 წლის მო­ზარ­დე­ბიც ჩა­ერ­თვნენ. ცვლი­ლე­ბის მი­ზე­ზი გა­სა­გე­ბი და მი­სა­სალ­მე­ბე­ლია – 18 წლის შემ­დეგ მო­ზარ­დე­ბი ხომ სა­ო­ჯა­ხო ტი­პის სახ­ლებს ტო­ვე­ბენ და ცხოვ­რე­ბის ამ მნიშ­ვნე­ლო­ვან და გარ­დამ­ტეხ ეტაპ­ზე აუ­ცი­ლებ­ლად სჭირ­დე­ბათ გვერ­დში დგო­მა, რათა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ინ­ტეგ­რა­ცია არ გა­უ­ჭირ­დეთ.

R

"ფონდი ნატახტარი" პროექტის "იზრუნე მომავალზე" 6 თვის შედეგებს აქვეყნებს

"ფონდი ნატახტარი" პროექტის "იზრუნე მომავალზე" 6 თვის შედეგებს აქვეყნებს

მიღწეული შედეგები

"ფონდი ნატახტარის" პროექტის "იზრუნე მომავალზე" ფარგლებში, რომლის მიზანია საქართველოში არსებული ობოლ და მზრუნველობამკლებულ აღსაზრდელებზე ზრუნვა და დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის ხელშეწყობა, ასევე მათი მხარდაჭერისათვის საჭირო სერვისების შეთავაზება და სახელმწიფო მომსახურების გასვლის შემდეგ გარკვეული სამუშაო უნარების მიცემა, საქართველოში არსებული მცირე საოჯახო სახლებისა და დიდ ინსტიტუციებში არსებული ობოლ და მზრუნველობამოკლებული ბავშვების 150 აღსაზრდელზე განხორციელდა სპეციალური მომსახურება და დახმარება. პროექტს ახორციელებს "ფონდი ნატახტარის" პარტნიორი არასამთავრობიო ორგანიზაცია ასოციაცია "ჩვენი სახლი - საქართველო".

განსხვავებით წინა წლისგან, 2013 წლის აპრილიდან პროექტში ჩაერთვნენ 15 წლის მოზარდებიც. მანამდე პროექტის სამიზნე ჯგუფი იყო სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი 16-18 წელის და ზევით მოზარდები. ბავშვების რაოდენობასთან ერთად, წელს გაფართოვდა ფსიქოლოგების გუნდის შემადგენლობაც, რათა ბენეფიციარებს ხარისხიანი მომსახურეობა მიეღოთ. ამჟამად 150 მოზარდს საქართველოს მასშტაბით ემსახურება 10 ფსიქოლოგი.

წლევანდელი წელი რომ შევაფასოთ, უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში ჩვენ მართლაც მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწიეთ. სურათი უფრო თვალსაჩინო, რომ იყოს, მხოლოდ რაოდენობრივ რეზულტატებზე შევჩერდებით. სხვადასხვა სასკოლო საგნებში მომზადება 34 აღსაზრდელმა გაიარა. კოლეჯებში პროფესიული უნარების დაუფლება კი 52 მოზარდმა შეძლო. მნიშვნელოვანი იყო სტაჟირების მიმართულების გააქტიურებაც, რომელიც 6 აღსაზრდელმა გაიარა, თანაც დასაქმების პერსპექტივით. სპორტულ სექციებში ჩართვა 5 ბავშვს დავუფინანსეთ, ხოლო მართვის მოწმობის აღება - 8 აღსაზრდელს. შევიძინეთ პროფესიული უნარების გასამტკიცებლად სასწავლო წიგნების და იარაღები 15 ბავშვისთვის, ხოლო მოზარდები რომლებიც გავიდნენ მცირე საოჯახო სახლიდან და არ გააჩნიათ თანადგომის ქსელი, პროექტის ფარგლებში იღებენ შემდგომ მომსახურებებს: ბინის ქირას, კვებას, გზის თანხას და ხელობის შესწავლა. ასეთების რიცხვია ექვსი. 2013 წლის საუნივერსიტეტო გამოცდები წარმატებით გაიარა სამმა მოზარდმა და გახდა სტუდენტი, სახელმწიფო უფინანსებს საწავლის გადასახადს, ხოლო თანხის სხვაობის შემთხვევაში ფონდი თანხობრივად ავსებს სახელმწიფოს მიერ დარჩენილ დაფინანსებას. ამჟამად თანხას ვუმატებთ მხოლოდ 1 სტუდენტს", აცხადებს პროექტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ასოციაცია "ჩვენი სახელი - საქართველოს" წარმომადგენლი ლელა მერაბიშვილი და დასძენს, რომ "პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ყველა აქტივობა ხორცილედება მიზნობრივად და ეტაპობრივად, თითოეული აღსაზრდელის ინეტრესი და ინიციატივა ჩვენთვის დასაყრდენია და ამოსავალ წერტილს წარმოადგენს".

მცირე ისტორია

კომპანია "ნატახტარის" ინიციატივას, დაწესებულიყო მეურვეობა მზრუნველობამოკლებულ მოზარდებზე თავიდანვე დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რადგან ამ კეთილ საქმეში საკუთარი წვლილის შეტანის საშუალებას კომპანია ნებისმიერ ადამიანს აძლევდა. ამ მიზნით კომპანიამ 2011 წელს "ფონდი ნატახტარი" დააფუძნა და ასოციაცია "ჩვენი სახლი - საქართველოსთან" ერთად საქველმოქმედო პროექტის "იზრუნე მომავალზე" განხორციელება დაიწყო. საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში, ყოველ წელს 3 თვის მანძილზე - ნოემბრიდან თებერვლამდე - "ნატახტარის ლიმონათის" თითოეული გაყიდული ბოთლიდან ფონდში ირიცხებოდა 1, 3 და 5 თეთრი შეფუთვების შესაბამისად: 0.5, 1 და 2 ლიტრი. პროექტის პირველ და მეორე ეტაპებზე (2011-2012 და 2012-2013 წლებში) 250 ათასზე მეტი ლარი შეგროვდა.

თუკი თავდაპირველად "ფონდი ნატახტარი" 16-დან 18 წლამდე ბავშვებზე ზრუნავდა, დღეს უკვე ზღვარი გაიზარდა და პროექტში 15 წლის მოზარდებიც ჩაერთვნენ. ცვლილების მიზეზი გასაგები და მისასალმებელია – 18 წლის შემდეგ მოზარდები ხომ საოჯახო ტიპის სახლებს ტოვებენ და ცხოვრების ამ მნიშვნელოვან და გარდამტეხ ეტაპზე აუცილებლად სჭირდებათ გვერდში დგომა, რათა საზოგადოებაში ინტეგრაცია არ გაუჭირდეთ.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი