პოლიტიკა

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რეცეპტი, რომლის მიხედვით მომზადებულმა საკვებმა 61 სამხედრო მოწამლა (ექსკლუზივი)
რეცეპტი, რომლის მიხედვით მომზადებულმა საკვებმა 61 სამხედრო მოწამლა (ექსკლუზივი)

მა­კა­რო­ნი ფლო­ტუ­რად – ეს სწო­რედ ის კერ­ძია, რომ­ლის ჭა­მის შემ­დე­გაც გუ­შინ 61 სამ­ხედ­როს მსუ­ბუ­ქი დი­ა­რეა და­ე­მარ­თა. Ambebi.ge-სთვის ცნო­ბი­ლია მზა­რე­უ­ლის შეც­დო­მა, რა­მაც ჯა­რის­კა­ცე­ბის მო­წამ­ვლა გა­მო­იწ­ვია. რო­გორც ირ­კვე­ვა, მზა­რე­ულ­მა რე­ცეპ­ტი თვით­ნე­ბუ­რად შეც­ვა­ლა, რად­გან ივა­რა­უ­და, რომ მომ­ზა­დე­ბუ­ლი კერ­ძი ზედ­მე­ტად მშრა­ლი იყო. მან გა­და­წყვი­ტა, ძრო­ხის ხორ­ცით გამ­ზა­დე­ბუ­ლი მა­კა­რო­ნის­თვის ქათ­მის ბუ­ლი­ო­ნიც და­ე­მა­ტე­ბი­ნა. შე­დე­გად, კერ­ძში ცხი­მი­ა­ნო­ბამ ზო­მა­ზე მე­ტად მო­ი­მა­ტა.

ზედ­მე­ტი მონ­დო­მე­ბის­თვის მზა­რე­უ­ლი უკვე და­ი­თხო­ვეს. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის გა­მოც­დი­ლი მზა­რე­უ­ლი იყო და ამ სფე­რო­ში უკვე ხუთი წე­ლია მუ­შა­ობს.

ოსი­ა­უ­რის საწ­ვრთნელ ბა­ნაკ­ში სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბი გუ­შინ მო­ი­წამლნენ. აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე შპს "ქარ­თუ­ლი კვე­ბის კომ­პა­ნი­ამ" გან­ცხა­დე­ბა უკვე გა­ავ­რცე­ლა.

"ოსი­ა­უ­რის საწ­ვრთნელ ბა­ნაკ­ში გუ­შინ, 61-მა სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რემ სამ­ხედ­რო ნა­წი­ლის სა­მე­დი­ცი­ნო პუნ­ქტს ერთჯე­რა­დი ჩი­ვი­ლე­ბით მი­მარ­თა. სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ამ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე უკვე აღ­ძრა. საქ­მე­ზე და­წყე­ბუ­ლია მოკ­ვლე­ვა. და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, რომ ეს იყო მსუ­ბუ­ქი დი­ა­რეა. ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ას ან მო­წამ­ვლის რა­ი­მე მძი­მე ფორ­მას ად­გი­ლი არ ქო­ნია. არც ერთ სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რეს არ და­ჭირ­ვე­ბია არა­ნა­ი­რი ფორ­მის სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა. ად­გილ­ზე შე­მოწ­მე­ბის შემ­დეგ სამ­ხედ­რო­ე­ბი და­უბ­რუნ­დნენ საწ­ვრთნელ პო­ლი­გონს. გა­მო­ძი­ე­ბის პირ­ვე­ლა­დი მო­ნა­ცე­მე­ბით, იკ­ვე­თე­ბა მზა­რე­უ­ლის და­უ­დევ­რო­ბა საკ­ვე­ბის მომ­ზა­დე­ბი­სას. მზა­რე­უ­ლი, რომ­ლის და­უ­დევ­რო­ბაც იკ­ვე­თე­ბა, "ქარ­თუ­ლი კვე­ბის კომ­პა­ნი­ი­დან" უკვე და­თხოვ­ნი­ლია", - ნათ­ქვა­მია კომ­პა­ნი­ის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ნა­თია კიკ­ვა­ძე, Ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

რეცეპტი, რომლის მიხედვით მომზადებულმა საკვებმა 61 სამხედრო მოწამლა (ექსკლუზივი)

რეცეპტი, რომლის მიხედვით მომზადებულმა საკვებმა 61 სამხედრო მოწამლა (ექსკლუზივი)

მაკარონი ფლოტურად – ეს სწორედ ის კერძია, რომლის ჭამის შემდეგაც გუშინ 61 სამხედროს მსუბუქი დიარეა დაემართა. Ambebi.ge-სთვის ცნობილია მზარეულის შეცდომა, რამაც ჯარისკაცების მოწამვლა გამოიწვია. როგორც ირკვევა, მზარეულმა რეცეპტი თვითნებურად შეცვალა, რადგან ივარაუდა, რომ მომზადებული კერძი ზედმეტად მშრალი იყო. მან გადაწყვიტა, ძროხის ხორცით გამზადებული მაკარონისთვის ქათმის ბულიონიც დაემატებინა. შედეგად, კერძში ცხიმიანობამ ზომაზე მეტად მოიმატა.

ზედმეტი მონდომებისთვის მზარეული უკვე დაითხოვეს. გავრცელებული ინფორმაციით,  ის გამოცდილი მზარეული იყო და ამ სფეროში უკვე ხუთი წელია მუშაობს.

ოსიაურის საწვრთნელ ბანაკში სამხედრო მოსამსახურეები გუშინ მოიწამლნენ. აღნიშნულ საკითხზე შპს "ქართული კვების კომპანიამ" განცხადება უკვე გაავრცელა.

"ოსიაურის საწვრთნელ ბანაკში გუშინ, 61-მა სამხედრო მოსამსახურემ სამხედრო ნაწილის სამედიცინო პუნქტს ერთჯერადი ჩივილებით მიმართა. სამხედრო პოლიციამ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრა. საქმეზე დაწყებულია მოკვლევა. დადასტურებულია, რომ ეს იყო მსუბუქი დიარეა. ინტოქსიკაციას ან მოწამვლის რაიმე მძიმე ფორმას ადგილი არ ქონია. არც ერთ სამხედრო მოსამსახურეს არ დაჭირვებია არანაირი ფორმის სამედიცინო დახმარება. ადგილზე შემოწმების შემდეგ სამხედროები დაუბრუნდნენ საწვრთნელ პოლიგონს. გამოძიების პირველადი მონაცემებით, იკვეთება მზარეულის დაუდევრობა საკვების მომზადებისას. მზარეული, რომლის დაუდევრობაც იკვეთება, "ქართული კვების კომპანიიდან" უკვე დათხოვნილია", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ნათია კიკვაძე, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია