პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
საზოგადოება
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამაზ ნოზაძე დედის სამსახურიდან გათავისუფლებას გიგი უგულავას პირად ანგარიშსწორებას უკავშირებს
რამაზ ნოზაძე დედის სამსახურიდან გათავისუფლებას გიგი უგულავას პირად ანგარიშსწორებას უკავშირებს

29-ე ბაგა-ბა­ღის ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რის, ლალი ნო­ზა­ძის ვაჟი, სპორ­ტსმე­ნი რა­მაზ ნო­ზა­ძე დე­დის სამ­სა­ხუ­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას გიგი უგუ­ლა­ვას პი­რად ან­გა­რიშს­წო­რე­ბას უკავ­ში­რებს.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" რა­მაზ ნო­ზა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, უგუ­ლა­ვა და ზო­გა­დად, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მას მა­შინ და­უ­პი­რის­პირ­დნენ, როცა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მხარ­დამ­ჭე­რი გახ­და. თუმ­ცა, პი­რა­დად გიგი უგუ­ლა­ვას­გან ან­გა­რიშს­წო­რე­ბა და­ი­წყო სა­ქარ­თვე­ლო­ში Deep Purple-ის კონ­ცერ­ტის შემ­დეგ. კერ­ძოდ, რა­მაზ ნო­ზა­ძის თქმით, Deep Purple-ის კონ­ცერ­ტზე მან გიგი უგუ­ლა­ვა და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ნახა, რო­მე­ლიც კონ­ცერტს ეს­წრე­ბოდ­ნენ და მათ შო­რის სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და.

"გიგი უგუ­ლა­ვა იყო მო­სუ­ლი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან ერ­თად. მე ჩემი ქარ­თუ­ლი პრო­ტეს­ტი გა­მოვ­თქვი და მივ­მარ­თე - სა­ქარ­თვე­ლო თავ­ზე გენგრე­ვათ და რა გე­კონ­ცერ­ტე­ბათ თქო. სწო­რედ ამის შემ­დეგ და­ი­წყო ჩემ­ზე პი­რა­დი ან­გა­რიშს­წო­რე­ბა და სა­მიზ­ნედ აირ­ჩი­ეს ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე წმინ­და, დე­და­ჩე­მი", - გა­ნა­ცხა­და რა­მაზ ნო­ზა­ძემ.

მისი თქმით, ლალი ნო­ზა­ძეს აბ­რა­ლე­ბენ 8 კილო ხახ­ვი­სა და 8 კილო ვაშ­ლის ზედ­მე­ტო­ბას, რის სა­ფუძ­ველ­ზეც მაქ­სი­მუმ უნდა და­ე­წე­რათ შე­ნიშ­ვნა, თუმ­ცა იგი, ნო­ზა­ძის თქმით, სამ­სა­ხუ­რი­დან პო­ლი­ტი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

რა­მაზ ნო­ზა­ძე აცხა­დებს, რომ ამას ასე არ და­ტო­ვებს და სა­ნამ ლალი ნო­ზა­ძეს აღ­ნიშ­ნულ ბრალ­დე­ბას არ გა­უ­ბა­თი­ლე­ბენ, მა­ნამ­დე იბ­რძო­ლებს. ამას­თან, სპორ­ტსმე­ნი აცხა­დებს, რომ იგი ესა­უბ­რა სა­ბავ­შვო ბა­ღე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტოს მმარ­თველ რა­მაზ სუ­ლა­მა­ნი­ძეს, რო­მელ­მაც უთხრა, რომ გიგი უგუ­ლა­ვას პი­რა­დი და­ვა­ლე­ბა იყო ლალი ნო­ზა­ძის 29-ე ბაგა-ბა­ღის დი­რექ­ტო­რო­ბი­დან გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბა.

"რა­მაზ სუ­ლა­მა­ნი­ძემ ჩემ­თან პი­რად სა­უ­ბარ­ში თქვა, რომ მას შე­ეძ­ლო შე­ნიშ­ვნის და­წე­რა ამ ზედ­მე­ტი პრო­დუქ­ცი­ის აღ­მო­ჩე­ნის პი­რო­ბებ­ში, თუმ­ცა თქვა, რომ გიგი უგუ­ლა­ვა დღე­ში რამ­დენ­ჯერ­მე ურე­კავს ლალი ნო­ზა­ძის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­თხოვ­ნით", - გა­ნა­ცხა­და რა­მაზ ნო­ზა­ძემ.

29-ე ბაგა-ბაღ­თან საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს. ბა­ღის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და აღ­საზ­რდე­ლე­ბის მშობ­ლე­ბი გა­ფი­ცუ­ლე­ბი არი­ან და ლალი ნო­ზა­ძის სამ­სა­ხუ­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას აპ­რო­ტეს­ტე­ბენ.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

რამაზ ნოზაძე დედის სამსახურიდან გათავისუფლებას გიგი უგულავას პირად ანგარიშსწორებას უკავშირებს

რამაზ ნოზაძე დედის სამსახურიდან გათავისუფლებას გიგი უგულავას პირად ანგარიშსწორებას უკავშირებს

29-ე ბაგა-ბაღის ყოფილი დირექტორის, ლალი ნოზაძის ვაჟი, სპორტსმენი რამაზ ნოზაძე დედის სამსახურიდან გათავისუფლებას გიგი უგულავას პირად ანგარიშსწორებას უკავშირებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" რამაზ ნოზაძემ განუცხადა, უგულავა და ზოგადად, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები მას მაშინ დაუპირისპირდნენ, როცა "ქართული ოცნების" მხარდამჭერი გახდა. თუმცა, პირადად გიგი უგულავასგან ანგარიშსწორება დაიწყო საქართველოში Deep Purple-ის კონცერტის შემდეგ. კერძოდ, რამაზ ნოზაძის თქმით, Deep Purple-ის კონცერტზე მან გიგი უგულავა და მიხეილ სააკაშვილი ნახა, რომელიც კონცერტს ესწრებოდნენ და მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

"გიგი უგულავა იყო მოსული მიხეილ სააკაშვილთან ერთად. მე ჩემი ქართული პროტესტი გამოვთქვი და მივმართე - საქართველო თავზე გენგრევათ და რა გეკონცერტებათ თქო. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ჩემზე პირადი ანგარიშსწორება და სამიზნედ აირჩიეს ჩემთვის ყველაზე წმინდა, დედაჩემი", - განაცხადა რამაზ ნოზაძემ.

მისი თქმით, ლალი ნოზაძეს აბრალებენ 8 კილო ხახვისა და 8 კილო ვაშლის ზედმეტობას, რის საფუძველზეც მაქსიმუმ უნდა დაეწერათ შენიშვნა, თუმცა იგი, ნოზაძის თქმით, სამსახურიდან პოლიტიკური ანგარიშსწორების საფუძველზე გაათავისუფლეს.

რამაზ ნოზაძე აცხადებს, რომ ამას ასე არ დატოვებს და სანამ ლალი ნოზაძეს აღნიშნულ ბრალდებას არ გაუბათილებენ, მანამდე იბრძოლებს. ამასთან, სპორტსმენი აცხადებს, რომ იგი ესაუბრა საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს მმართველ რამაზ სულამანიძეს, რომელმაც უთხრა, რომ გიგი უგულავას პირადი დავალება იყო ლალი ნოზაძის 29-ე ბაგა-ბაღის დირექტორობიდან განთავისუფლება.

"რამაზ სულამანიძემ ჩემთან პირად საუბარში თქვა, რომ მას შეეძლო შენიშვნის დაწერა ამ ზედმეტი პროდუქციის აღმოჩენის პირობებში, თუმცა თქვა, რომ გიგი უგულავა დღეში რამდენჯერმე ურეკავს ლალი ნოზაძის გათავისუფლების მოთხოვნით", - განაცხადა რამაზ ნოზაძემ.

29-ე ბაგა-ბაღთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ბაღის თანამშრომლები და აღსაზრდელების მშობლები გაფიცულები არიან და ლალი ნოზაძის სამსახურიდან გათავისუფლებას აპროტესტებენ.

იხილეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა