ვიეტნამში ღალატის პრობლემა იმდენად სერიოზულია, რომ მას მთავრობაშიც მიაქციეს ყურადღება. მთავრობა ინიციატივით გამოდის, რომ ქმრებსა და ცოლებს, რომელთაც ღალატში გამოიჭერენ, ფულადი ჯარიმა დაეკისროთ.
შესატყვისი სამთავრობო ბრძანება ძალაში 11 ნოემბერს შევიდა. ბრძანების თანახმად, მოღალატე მეუღლეები 1-დან 3 მლნ-მდე ვიეტნამური დონგით (დაახლოებით 45-145 აშშ დოლარამდე) დაჯარიმდებიან.
ამასთან, ადგილობრივ პრესაში აღნიშნავენ, რომ პერსპექტივაში მოღალატე მეუღლეებს ადიულტერის გამო შეიძლება სისხლის სამართლებრივი სასჯელი დაეკისროთ - თუ მათ ქორწინების გარეთ ურთიერთობას "სერიოზული შედეგები" მოჰყვება. მასში ვიეტნამის მთავრობა გულისხმობს ოჯახის დანგრევას ან მაგალითად, მოტყუებული მეუღლის თვითმკვლელობას, რომელმაც ღალატის ტკივილი ვერ გადაიტანა.
ამასთან, ეს ბრძანება ცოლ-ქმრობასთან დაკავშირებულ სხვა დარღვევების ჯარიმებსაც განსაზღვრავს. კერძოდ, არასრულწლოვან ვიეტნამის მოქალაქესთან ქორწინება ასევე ჯარიმას ითვალისწინებს. ხოლო ის, ვინც მხოლოდ იმისთვის ქორწინდება, რომ მოქალაქეობა მიიღოს, ამ აზიურ სახელმწიფოს 10-20 მლნ დონგი უნდა გადაუხადოს. (თუ რა თქმა უნდა, ანგარებითი ზრახვები დამტკიცდება).
ჯარიმა გათვალისწინებულია ასევე იმ წყვილებისთვის, რომელთაც განქორწინებაზე საბუთები შეაქვთ, რომ ოჯახში ბავშვების რაოდენობაზე სახელმწიფო შეზღუდვას თავი აარიდონ.
მომზადებულია BBC-ის მიხედვით.