მადრიდის ქუჩები ნელ-ნელა ნაგვით ივსება, რადგან იგი უკვე ერთი კვირაა არავის გაუტანია. მენაგვეებისა და დამლაგებლების პროფკავშირებმა 4 ნოემბერს უვადო გაფიცვა გამოაცხადეს და მას შემდეგ, მენაგვეები სამსახურში არ გასულან. გაფიცვის მიზეზი მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებაა, რომ ამ სფეროში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა შეამციროს. ჯერჯერობით, როგორც მთავრობა ირწმუნება, გაფიცვას სერიოზული სანიტარული პრობლემები არ გამოუწვევია.
მომზადებულია fotoden.info-ს მიხედვით.