ახალმა მთვარობამ ბიზნესს ათეულობით მილიონობით ჯარიმა აპატია, ამის შესახებ განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა.
"ჩვენ ჯარიმების ჩამოწერა მოვახდინეთ იმისთვის, რომ ამ კომპანიებისთვის ხელ-ფეხი გაგვეხსნა და გაეგრძელებინათ მუშაობა. ასეთი ძალიან ბევრი კომპანია იყო. ათეულობით მილიონ ჯარიმაზეა საუბარი და ეს კომპანიები გაჩერებულები იყვნენ. დღეს კი მათ მუშაობა განაახლეს",- განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისი ინფორმაციით, ჯარიმები ეპატია მაგალითად, თბილისის უნივერმაღს, ასევე კომპანია "საირმეს". გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, საუბარია საინვესტიციო ხელშეკრულებების დარღვევისთვის დაკისრებულ ათეულობით მილიონი ლარის ჯარიმების პატიებაზე.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ "რადიო მარკეტში"
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო "პალიტრის" ეთერში - FM 103.9