პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მძღოლი, რომელიც სიმთვრალის დასადგენ შემოწმებაზე უარს იტყვის, სამი წლის ვადით მართვის უფლებას დაკარგავს
მძღოლი, რომელიც სიმთვრალის დასადგენ შემოწმებაზე უარს იტყვის, სამი წლის ვადით მართვის უფლებას დაკარგავს

მძღო­ლი, რო­მე­ლიც ალ­კოჰო­ლუ­რი თუ ნარ­კო­ტი­კუ­ლი სიმ­თვრა­ლის და­სად­გე­ნად შე­მოწ­მე­ბა­ზე უარს იტყვის, სამი წლის ვა­დით, მარ­თვის უფ­ლე­ბას და­კარ­გავს.

ასეთ შემ­თხვე­ვებ­ზე, მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, მძღო­ლებს 500-ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მის გა­დახ­და უწევთ, თუმ­ცა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ პარ­ლა­მენტს კა­ნონ­მდებ­ლო­ბის გამ­კაც­რე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვით მი­მარ­თა და ურჩი მძრო­ლე­ბის­თვის სამი წლის ვა­დით მარ­თვის უფ­ლე­ბის ჩა­მორ­თმე­ვის წი­ნა­და­დე­ბით გა­მო­ვი­და. ცვლი­ლე­ბე­ბი "ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვევ­თა კო­დექსში" შე­დის.

მკაცრ­დე­ბა კა­ნონ­მდებ­ლო­ბა მძო­ლე­ბის­თვის, რომ­ლებ­საც სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მარ­თვის უფ­ლე­ბა არ აქვთ, ან ჩა­მორ­თმე­უ­ლი აქვთ და სიმ­თვრა­ლის და­სად­გე­ნად შე­მოწ­მე­ბას თავს არი­დე­ბენ. აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ტე­გო­რი­ის მძღო­ლე­ბის ასე­თი ქმე­დე­ბა 2000-ლა­რი­ან ჯა­რი­მას­თან ან 15-დღი­ან ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ პა­ტიმ­რო­ბას­თან იქ­ნე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ლე­ვან იზო­რი­ამ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე გან­მარ­ტა, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გამ­კაც­რე­ბა ნას­ვა­მო­ბის­თვის 200-ლა­რი­ა­ნი ფუ­ლა­დი ჯა­რი­მის 6-თვის ვა­დით მარ­თვის უფ­ლე­ბის შე­ჩე­რე­ბით შეც­ვლას უკავ­შირ­დე­ბა.

"თუკი პირს ეცო­დი­ნე­ბა, რომ შე­მოწ­მე­ბის­თვის თა­ვის არი­დე­ბის გამო მას მხო­ლოდ 500 ლა­რის გა­დახ­და მო­უ­წევს და ამით მარ­თვის უფ­ლე­ბას შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს, რა თქმა უნდა, შე­ეც­დე­ბა შე­მოწ­მე­ბას თავი აა­რი­დოს", - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან იზო­რი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, სტა­ტის­ტი­კის მი­ხედ­ვით, მიმ­დი­ნა­რე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 200 შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და, როცა მძღოლს შე­მოწ­მე­ბის შე­დე­გად 200 ლა­რის გა­დახ­და უწევ­და, თუმ­ცა შე­მოწ­მე­ბას თავი აა­რი­და და 500 ლარი გა­და­ი­ხა­და.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

მძღოლი, რომელიც სიმთვრალის დასადგენ შემოწმებაზე უარს იტყვის, სამი წლის ვადით მართვის უფლებას დაკარგავს

მძღოლი, რომელიც სიმთვრალის დასადგენ შემოწმებაზე უარს იტყვის, სამი წლის ვადით მართვის უფლებას დაკარგავს

მძღოლი, რომელიც ალკოჰოლური თუ ნარკოტიკული სიმთვრალის დასადგენად შემოწმებაზე უარს იტყვის, სამი წლის ვადით, მართვის უფლებას დაკარგავს.

ასეთ შემთხვევებზე, მოქმედი კანონმდებლობით, მძღოლებს 500-ლარიანი ჯარიმის გადახდა უწევთ, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტს კანონმდებლობის გამკაცრების ინიციატივით მიმართა და ურჩი მძროლებისთვის სამი წლის ვადით მართვის უფლების ჩამორთმევის წინადადებით გამოვიდა. ცვლილებები "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევთა კოდექსში" შედის.

მკაცრდება კანონმდებლობა მძოლებისთვის, რომლებსაც სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება არ აქვთ, ან ჩამორთმეული აქვთ და სიმთვრალის დასადგენად შემოწმებას თავს არიდებენ. აღნიშნული კატეგორიის მძღოლების ასეთი ქმედება 2000-ლარიან ჯარიმასთან ან 15-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობასთან იქნება დაკავშირებული.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორიამ ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე განმარტა, ამ მიმართულებით პასუხისმგებლობის გამკაცრება ნასვამობისთვის 200-ლარიანი ფულადი ჯარიმის 6-თვის ვადით მართვის უფლების შეჩერებით შეცვლას უკავშირდება.

"თუკი პირს ეცოდინება, რომ შემოწმებისთვის თავის არიდების გამო მას მხოლოდ 500 ლარის გადახდა მოუწევს და ამით მართვის უფლებას შეინარჩუნებს, რა თქმა უნდა, შეეცდება შემოწმებას თავი აარიდოს", - განაცხადა ლევან იზორიამ.

მისივე თქმით, სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის განმავლობაში 200 შემთხვევა დაფიქსირდა, როცა მძღოლს შემოწმების შედეგად 200 ლარის გადახდა უწევდა, თუმცა შემოწმებას თავი აარიდა და 500 ლარი გადაიხადა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ