ნაომი კემპბელი ფილიპინებში ტაიფუნის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას დაეხმარება.
სუპერმოდელმა ლიმიტირებული ტირაჟის ფოტო გასაყიდად გამოიტანა. ფოტოს გაყიდვიდან შემოსული თანხა დაზარალებულთა ფონდში უნდა გადაირიცხოს. ფოტო ფოტოგრაფ ჯონ-პოლ პიტრუსს ეკუთვნის, რომელიც სანახევროდ ფილიპინელია.
"ნაომი ყოველთვის ცდილობს დაეხმაროს მათ, ვისაც ეს სჭირდება. მე მადლობელი ვარ მისი, რომ ეს ინიციატივა გამოიჩინა", - აღნიშნა ფოტოგრაფმა.
ნაომიმ თავისი ფონდი Fashion For Relief 2005 წელს დააფუძნა. ფონდი უკვე დაეხმარა ქარიშხალ "კატრინასა" და 2010 წელს ჰაიტის მიწისძვრით დაზარალებულებს. ფილიპინებზე მომხდარ ტაიფუნს 10 000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 9 მლნ დაზარალდა.
20 ფუნტად ფოტოს შეძენა შესაძლებელია ბმულზე www.johnpaulpietrus.com.
მომზადებულია johnpaulpietrus.com-ის მიხედვით.