სამხედრო
პოლიტიკა
Faceამბები

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბაჩო ახალაია - პირობას ვდებ, არავის შერჩება პოლიციელზე ხელის აღმართვა
ბაჩო ახალაია - პირობას ვდებ, არავის შერჩება პოლიციელზე ხელის აღმართვა

ზუგ­დიდ­ში მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტი პირ­და­პირ არის კავ­შირ­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ზედ­მე­ტად ლი­ბე­რა­ლურ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას­თან კრი­მი­ნა­ლის მი­მართ, - ამის შე­სა­ხებ ში­ნა­გან საქ­მე­თა და თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის, პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი ბაჩო ახა­ლა­ი­ას მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი.

ახა­ლა­ი­ას გან­ცხა­დე­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და.

"ჩემ­თვის უმ­ძი­მე­სია იმის გა­აზ­რე­ბა, რომ დღეს ქვე­ყა­ნა­ში კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბი და ამ სამ­ყა­როს სხვა წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ახერ­ხე­ბენ შური იძი­ონ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­ზე, ადა­მი­ა­ნებ­ზე ვინც ბოლო წლე­ბის მან­ძილ­ზე თავ­და­უ­ზო­გა­ვად შრო­მობ­და და იბ­რძო­და სა­ზო­გა­დო­ე­ბის სიმ­შვი­დი­სათ­ვის და მათი კრი­მი­ნა­ლი­სა­გან და­სა­ცა­ვად. მი­მაჩ­ნია, რომ ზუგ­დიდ­ში მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტი პირ­და­პირ არის კავ­შირ­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ზედ­მე­ტად ლი­ბე­რა­ლურ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას­თან კრი­მი­ნა­ლის მი­მართ და უფრო მე­ტიც, ვთვლი, რომ კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბი წა­ხა­ლი­სე­ბულ­ნი არი­ან სწო­რედ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მხრი­დან.

უდა­ოა, რომ 2012 წლის ოქ­ტომ­ბრის შემ­დეგ სა­ხელ­მწი­ფომ უარი თქვა პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის დაც­ვა­ზე. გაჩ­ნდა გან­ცდა, რომ პო­ლი­ცი­ე­ლის შე­უ­რა­ცხყო­ფა ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს შე­უძ­ლია, ვი­საც ჯი­ბე­ში 100 ლარი უდევს.

მინ­და თა­ნა­ვუგ­რძნო და­ზა­რა­ლე­ბულ პო­ლი­ცი­ელს, მის ოჯახს და გა­მოვ­თქვა იმე­დი უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში სწო­რედ რი­გით სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­თან ერ­თად კვლავ შევ­ძლებთ ქვეყ­ნის დაც­ვას, რო­გორც სა­გა­რეო, ასე­ვე სა­ში­ნაო საფრ­თხე­ე­ბი­სა­გან. ვდებ პი­რო­ბას, არა­ვის შერ­ჩე­ბა პო­ლი­ცი­ელ­ზე ხე­ლის აღ­მარ­თვა და დღეს თუ ხვალ უმ­კაც­რე­სად აგე­ბენ პა­სუხს კა­ნო­ნის წი­ნა­შე", - აღ­ნიშ­ნუ­ლია ახა­ლა­ი­ას გან­ცხა­დე­ბა­ში.

ზუგ­დიდ­ში სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი დღეს დაჭ­რი­ლი იპო­ვეს. უც­ნობ­მა პი­რებ­მა მას ყური მო­აჭ­რეს, სცე­მეს, სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ფორ­მა გა­ხა­დეს და ად­გილ­ზე და­ტო­ვეს. მას სა­ვა­რა­უ­დოდ, ფე­ხიც აქვს მო­ტე­ხი­ლი. შემ­თხვე­ვა ზუგ­დიდ­ში, კო­ლე­ჯის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მოხ­და. დაჭ­რი­ლი პო­ლი­ცი­ე­ლი ზუგ­დი­დის სა­ა­ვად­მყო­ფო­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

ბაჩო ახალაია - პირობას ვდებ, არავის შერჩება პოლიციელზე ხელის აღმართვა

ბაჩო ახალაია - პირობას ვდებ, არავის შერჩება პოლიციელზე ხელის აღმართვა

ზუგდიდში მომხდარი ინციდენტი პირდაპირ არის კავშირში ხელისუფლების ზედმეტად ლიბერალურ დამოკიდებულებასთან კრიმინალის მიმართ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, პატიმრობაში მყოფი ბაჩო ახალაიას მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ახალაიას განცხადება სოციალურ ქსელში გავრცელდა.

"ჩემთვის უმძიმესია იმის გააზრება, რომ დღეს ქვეყანაში კანონიერი ქურდები და ამ სამყაროს სხვა წარმომადგენლები ახერხებენ შური იძიონ სამართალდამცავებზე, ადამიანებზე ვინც ბოლო წლების მანძილზე თავდაუზოგავად შრომობდა და იბრძოდა საზოგადოების სიმშვიდისათვის და მათი კრიმინალისაგან დასაცავად. მიმაჩნია, რომ ზუგდიდში მომხდარი ინციდენტი პირდაპირ არის კავშირში ხელისუფლების ზედმეტად ლიბერალურ დამოკიდებულებასთან კრიმინალის მიმართ და უფრო მეტიც, ვთვლი, რომ კანონიერი ქურდები წახალისებულნი არიან სწორედ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან.

უდაოა, რომ 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ სახელმწიფომ უარი თქვა პოლიციელების დაცვაზე. გაჩნდა განცდა, რომ პოლიციელის შეურაცხყოფა ყველა იმ ადამიანს შეუძლია, ვისაც ჯიბეში 100 ლარი უდევს.

მინდა თანავუგრძნო დაზარალებულ პოლიციელს, მის ოჯახს და გამოვთქვა იმედი უახლოეს პერიოდში სწორედ რიგით სამართალდამცავებთან ერთად კვლავ შევძლებთ ქვეყნის დაცვას, როგორც საგარეო, ასევე საშინაო საფრთხეებისაგან. ვდებ პირობას, არავის შერჩება პოლიციელზე ხელის აღმართვა და დღეს თუ ხვალ უმკაცრესად აგებენ პასუხს კანონის წინაშე", - აღნიშნულია ახალაიას განცხადებაში.

ზუგდიდში საპატრულო პოლიციის თანამშრომელი დღეს დაჭრილი იპოვეს. უცნობმა პირებმა მას ყური მოაჭრეს, სცემეს, საპატრულო პოლიციის ფორმა გახადეს და ადგილზე დატოვეს. მას სავარაუდოდ, ფეხიც აქვს მოტეხილი. შემთხვევა ზუგდიდში, კოლეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. დაჭრილი პოლიციელი ზუგდიდის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ