პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩრდილოეთ კვიპროსი - ხმელთაშუა ზღვის მარგალიტი და ახალი აღმოჩენა ტურისტებისთვის
ჩრდილოეთ კვიპროსი - ხმელთაშუა ზღვის მარგალიტი და ახალი აღმოჩენა ტურისტებისთვის

თურ­ქე­თი დღემ­დე ერ­თა­დერ­თი ქვე­ყა­ნაა მთელს მსოფ­ლი­ო­ში, რო­მელ­მაც ჩრდი­ლო­ეთ კვიპ­რო­სის თურ­ქუ­ლი რეს­პუბ­ლი­კა აღი­ა­რა, თუმ­ცა ეს მას ხელს არ უშ­ლის კუნ­ძუ­ლის ეს ნა­წი­ლი ტუ­რის­ტე­ბის­თვის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მიმ­ზიდ­ველ და და­უ­ვი­წყარ ად­გი­ლად აქ­ცი­ოს. ტუ­რიზ­მი ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­თავ­რე­სი შე­მო­სავ­ლის წყა­როა. ბოლო ათწლე­უ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩრდი­ლო­ეთ კვიპ­რო­სის ტუ­რის­ტუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლის გან­ვი­თა­რე­ბას მი­ლი­ო­ნო­ბით დო­ლა­რი მოხ­მარ­და და თა­მა­მად შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ დღეს ის ან­ტა­ლი­ას, ქე­მერს, იზ­მირ­სა და თურ­ქე­თის სხვა სა­ზღვაო კუ­რორ­ტებს არაფ­რით ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბა.

ხმელ­თა­შუა ზღვის აღ­მო­სავ­ლე­თით მდე­ბა­რე კუნ­ძუ­ლი კვიპ­რო­სი (ფარ­თო­ბი 9 251 კმ2) სი­ცი­ლი­ი­სა და სარ­დი­ნი­ის შემ­დეგ სი­დი­დით მე­სა­მე კუნ­ძუ­ლია ხმელ­თა­შუა ზღვა­ში. კუნ­ძულს თურ­ქე­თის სა­ნა­პი­რო­დან 64 კმ, სი­რი­ას - 96 კმ, ხოლო ეგ­ვიპ­ტეს - 400 კმ აშო­რებს. ჩრდი­ლო­ეთ კვიპ­რო­სი და­ნარ­ჩე­ნი კვიპ­რო­სის­გან ბუ­ფე­რის ზო­ნით არის გა­ყო­ფი­ლი. ეს ხაზი კუნ­ძულს ორ სექ­ტო­რად ყოფს (ე.წ. "მწვა­ნე ზოლი"), რო­მელ­საც გა­ე­როს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის კონ­ტინ­გენ­ტი იცავს. კუნ­ძუ­ლის უდი­დეს ნა­წილს კვიპ­რო­სის რეს­პუბ­ლი­კა წარ­მო­ად­გენს, რო­მელ­საც სა­ბერ­ძნე­თი აკონ­ტრო­ლებს. 2004 წლი­დან კვიპ­რო­სის რეს­პუბ­ლი­კა ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რია.

ჩრდი­ლო­ეთ კვიპ­რო­სი 5 რა­ი­ო­ნად იყო­ფა, ესე­ნია - ლევ­კო­შა (ნი­ქო­ზია); მა­გუ­შა (ფა­მა­გუს­ტა), გირ­ნე (კი­რე­ნია); გი­უ­ზელ-იურ­თი (მორ­ფუ) და იშ­კე­ლე (ტრი­კო­მო); ჩრდი­ლო­ეთ კვიპ­რო­სის მო­სახ­ლე­ო­ბა 300 000-ს აღ­წევს, უმ­რავ­ლე­სო­ბა ეროვ­ნე­ბით თურ­ქია. ქვეყ­ნის დე­და­ქა­ლა­ქია ნი­ქო­ზი­ის ჩრდი­ლო­ე­თი ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც ასე­ვე კვიპ­რო­სის რეს­პუბ­ლი­კის დე­და­ქა­ლა­ქია.

ხელ­საყ­რე­ლი გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი მდე­ბა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში კუნ­ძუ­ლი სხვა­დას­ხვა ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის ხალ­ხთა ინ­ტე­რე­სი­სა და გავ­ლე­ნის სფე­როს წარ­მო­ად­გენ­და. ადა­მი­ა­ნის პირ­ვე­ლი ნაკ­ვა­ლე­ვი კვიპ­როს­ზე ჩვ.წთ-აღ-მდე 8000 წლით თა­რიღ­დე­ბა. ნე­ო­ლი­თის პე­რი­ო­დი­დან დღემ­დე კუნ­ძულ­ზე ფი­ნი­კი­უ­რი, ასი­რი­უ­ლი, ეგ­ვიპ­ტუ­რი, სპარ­სუ­ლი, ელი­ნუ­რი, რო­მა­უ­ლი, ბი­ზან­ტი­უ­რი, ლუ­ზი­ნი­ა­ნუ­რი, ვე­ნე­ცი­უ­რი, ოტო­მან­თა და ბრი­ტა­ნუ­ლი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის კვა­ლი შე­მორ­ჩა.

მდი­და­რი კულ­ტუ­რულ-ის­ტო­რი­უ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის კუნ­ძუ­ლი და­უ­ვი­წყა­რი თავ­გა­და­სავ­ლე­ბი­სა და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბის მა­ძი­ე­ბელ­თათ­ვის ნამ­დვი­ლი აღ­მო­ჩე­ნაა. წე­ლი­წა­დის ნე­ბის­მი­ერ დროს კუნ­ძუ­ლი ტუ­რის­ტებს მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა კუ­თხი­დან იზი­დავს. ჩრდი­ლო­ეთ კვიპ­როს­ში დღემ­დეა შე­მორ­ჩე­ნი­ლი სა­სახ­ლე­ე­ბი და ტაძ­რე­ბი, სა­დაც მე­ფე­თა კო­რო­ნი­ზა­ცია იმარ­თე­ბო­და, ასე­ვე იმ წმინ­დან­თა პა­ტივ­სა­ცე­მად აგე­ბუ­ლი მო­ნას­ტრე­ბი, რომ­ლებ­მაც კუნ­ძულ­ზე ქრის­ტი­ა­ნო­ბა იქა­და­გეს.

კუნ­ძუ­ლის თურ­ქულ ნა­წილ­ში მდე­ბა­რე ტაძ­რე­ბი­სა და მო­ნას­ტრე­ბის უმე­ტე­სო­ბა დღეს მე­ჩე­თა­დაა გა­და­კე­თე­ბუ­ლი. ჩრდი­ლო­ეთ კვიპ­რო­სი დამ­ვა­ლი­ე­რე­ბელს მრა­ვა­ლი ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბით იზი­დავს, მათ შო­რი­საა წმინ­და ილა­რი­ო­ნის ცი­ხე­სი­მაგ­რე (გირ­ნე), რო­მე­ლიც ბი­ზან­ტი­ე­ლებ­მა აა­გეს, ლუ­ზი­ნი­ა­ნელ­თა პე­რი­ო­დის ბე­ლა­პა­ი­სის მო­ნას­ტე­რი, გირ­ნეს ცი­ხე­სი­მაგ­რე (ცი­ხე­სი­მაგ­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გან­თავ­სე­ბულ მუ­ზე­უმ­ში ჩვ.წთ-აღ-მდე 300 წლით და­თა­რი­ღე­ბუ­ლი გე­მი­სა და გემ­ზე აღ­მო­ჩე­ნი­ლი ნივ­თე­ბის ფრაგ­მენ­ტე­ბი ინა­ხე­ბა), წმინ­და ეპი­ფა­ნე კვიპ­რე­ლის ბა­ზი­ლი­კა, ხა­ტე­ბი­სა და არ­ქე­ო­ლო­გი­ის მუ­ზე­უ­მი, სა­ლა­მი­სის ნეკ­რო­პო­ლი­სი და მე­ფე­თა სა­მარ­ხე­ბი, ოტე­ლოს კოშ­კი (მე-15 სა­უ­კუ­ნის ვე­ნე­ცი­უ­რი ნა­გე­ბო­ბა), მე-13 და მე-16 სა­უ­კუ­ნე­ე­ბის წმინ­და გი­ორ­გის ტაძ­რე­ბი, ნეს­ტო­რი­ა­ნუ­ლი ტა­ძა­რი, მთა­ვა­რან­გე­ლოზ მი­ქა­ე­ლის ტა­ძა­რი, წმინ­და სო­ფი­ას ტა­ძა­რი (1208-1326 წწ.; ნი­ქო­ზია) და წმინ­და ნი­კო­ლო­ზის ტა­ძა­რი, სა­დაც ლუ­ზი­ნი­ა­ნელ­თა პე­რი­ოდ­ში მე­ფე­ე­ბი იკურ­თხე­ბოდ­ნენ (ოტო­მან­თა მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში ტა­ძარს მი­ნა­რე­თი მი­ა­შე­ნეს და მე­ჩე­თად გა­და­ა­კე­თეს, ამ­ჟა­მად ის ლალა მუს­ტა­ფა ფა­შას მე­ჩე­თია). აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ტაძ­რის სი­ახ­ლო­ვეს დღემ­დე ხა­რობს ცნო­ბი­ლი 7-სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი სი­კო­მო­რის ხე, რო­მე­ლიც უძ­ვე­ლეს მცე­ნა­რედ არის მიჩ­ნე­უ­ლი კუნ­ძულ­ზე.

ჩრდი­ლო­ეთ კვიპ­როს­ში ნა­ხავთ ასე­ვე ვუ­ნის სა­სახ­ლეს (137 ოთა­ხით), რო­მე­ლიც ჩვ.წთ-აღ-მდე მე-5 სა­უ­კუ­ნით თა­რიღ­დე­ბა და რო­მე­ლიც სპარ­სუ­ლი არ­ქი­ტექ­ტუ­რის ერ­თა­დერ­თი ნი­მუ­შია კუნ­ძულ­ზე და კლა­სი­კუ­რი პე­რი­ო­დის ქა­ლაქ-სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის - სა­ლა­მი­სი­სა და სო­ლის ნაშ­თებს. ერთ-ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბას წარ­მო­ად­გენს ასე­ვე ათე­ნას ტა­ძა­რი, წმინ­და მა­მან­ტი კე­სა­რი­ე­ლის მო­ნას­ტე­რი, წმინ­და ბარ­ბა­რეს მო­ნას­ტე­რი, ფა­მა­გუს­ტას ვე­ნე­ცი­უ­რი სა­სახ­ლე, რო­მა­უ­ლი თე­ატ­რი (4000 კაცს იტევ­და), სულ­თან მაჰ­მუდ მე­ო­რის ბიბ­ლი­ო­თე­კა და სხვა.

კუნ­ძუ­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ქრის­ტი­ა­ნე­ბის­თვის არა მხო­ლოდ მდი­და­რი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ის­ტო­რი­უ­ლი ძეგ­ლე­ბის გამო. რო­გორც ცნო­ბი­ლია, მკვდრე­თით აღ­დგო­მის შემ­დეგ წმინ­და ლა­ზა­რე ბე­თა­ნი­ელ­მა (მარ­თა­სა და მა­რი­ამ მაგ­და­ლი­ნე­ლის ძმა) კი­დევ ოც­და­ა­თი წელი იცხოვ­რა. ღვთის ნე­ბით, იგი კვიპ­რო­სის ეპის­კო­პო­სი გახ­და. გად­მო­ცე­მით, ლა­ზა­რე კუნ­ძულ­ზე სტუმ­რად ჩა­სუ­ლი ყოვ­ლად­წ­მი­და ღვთის­მშობ­ლის­გან მი­სი­ვე ნა­ხე­ლა­ვი ომო­ფო­რის ბო­ძე­ბის ღირ­სიც გამ­ხდა­რა. უფ­ლის რჩე­უ­ლი მე­ო­რე­ჯერ კვიპ­როს­ზე მი­იც­ვა­ლა მშვი­დო­ბით.

ეპის­კო­პოს ლა­ზა­რეს უხრწნე­ლი ნა­წი­ლე­ბი კი­ტე­ა­ში იქნა აღ­მოყ­ვა­ნე­ბუ­ლი. ისი­ნი ჩაბ­რძა­ნე­ბუ­ლი იყო მარ­მა­რი­ლოს ლუს­კუ­მა­ში წარ­წე­რით: "ლა­ზა­რე, ოთხთა დღე­თა საფ­ლა­ვად მდე­ბა­რე, მე­გო­ბა­რი ქრის­ტე­სი". ბი­ზან­ტი­ის იმ­პე­რა­ტო­რის, ლეონ ბრძე­ნის (886-911) ბრძა­ნე­ბით, 898 წელს სიწ­მი­დე კონ­სტან­ტი­ნო­პოლ­ში გა­და­ას­ვე­ნეს და მარ­თა­ლი ლა­ზა­რეს სა­ხე­ლო­ბის ტა­ძარ­ში მი­უ­ჩი­ნეს ად­გი­ლი.

კუნ­ძულ­ზე მოგ­ზა­უ­რო­ბა და­ა­ინ­ტე­რე­სებთ ასე­ვე მი­თო­ლო­გი­ის მოყ­ვა­რუ­ლებს. კვიპ­რო­სი სი­ლა­მა­ზი­სა და სიყ­ვა­რუ­ლის ძველ­ბერ­ძნუ­ლი ქალღმერ­თის, აფ­რო­დი­ტეს სამ­შობ­ლოდ მი­იჩ­ნე­ვა. ჰე­სი­ო­დეს თა­ნახ­მად, აფ­რო­დი­ტე იშვა ზღვის ქა­ფი­დან კუნ­ძულ კვიპ­როს­თან (აქე­დან - მისი ერთ-ერთი ეპი­თე­ტი "კიპ­რი­და"). ზღვის­გან ნა­შო­ბი სიყ­ვა­რუ­ლის ქალღმერ­თის იდეა და კულ­ტი სა­ბერ­ძნეთ­ში აზი­ი­დან გავ­რცელ­და. მისი კულ­ტი ფარ­თოდ იყო გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ბერ­ძნულ სამ­ყა­რო­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით კუნ­ძულ კვიპ­როს­ზე, მცი­რე აზი­ი­სა და იო­ნი­ის კუნ­ძუ­ლებ­ზე.

თუ თქვენ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ხართ ეკო­ტუ­რიზ­მით, ჩრდი­ლო­ეთ კვიპ­როს­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა ცოდ­ნი­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის გაღ­რმა­ვე­ბის შე­სა­ნიშ­ნავ შე­საძ­ლებ­ლო­ბას მოგ­ცემთ. აქ ხმელ­თა­შუა ზღვის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი კლი­მა­ტია - ხან­გრძლი­ვი ცხე­ლი ზა­ფხუ­ლი და ხან­მოკ­ლე ზამ­თა­რი, წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ტემპრე­ა­ტუ­რა 10 გრა­დუსს ქვე­მოთ არ ეცე­მა, არ მო­დის თოვ­ლი, იშ­ვი­ა­თია წვი­მა. ყვე­ლა­ზე ცივი თვე იან­ვა­რია, ყვე­ლა­ზე ცხე­ლი კი - ივ­ლი­სი, რო­დე­საც ტემ­პე­რა­ტუ­რა 45 გრა­დუსს აჭარ­ბებს.

აქ 1500-მდე სა­ხე­ო­ბის მცე­ნა­რე ხა­რობს, მათ­გან 19 ენ­დე­მუ­რია. ტუ­რის­ტე­ბის თვალს ატყვე­ვებს ორ­ქი­დე­ე­ბი­სა (გავ­რცე­ლე­ბუ­ლია 32 ვე­ლუ­რი სა­ხე­ო­ბა, 1 ენ­დე­მუ­რი) და ტი­ტე­ბის მინ­დვ­რე­ბი, ზე­თის­ხი­ლის, კვი­პა­რო­სე­ბის, აკა­ცი­ის ხე­ე­ბი, ციტ­რუ­სე­ბის პლან­ტა­ცი­ე­ბი (ანა­ნა­სი, ფორ­თო­ხა­ლი, ლი­მო­ნი, გრე­იფ­რუ­ტი, მან­და­რი­ნი), ასე­ვე უსას­რუ­ლო ქვი­ში­ა­ნი სა­ნა­პი­რო­ე­ბი, აქ შეხ­ვდე­ბით ასე­ვე ენ­დე­მუ­რი ჯი­შის კუსა და კარ­პა­სი­ის ვე­ლურ ვი­რებს, ად­გილ­ზე გა­ეც­ნო­ბით სოფ­ლის ცხოვ­რე­ბა­საც, რო­მე­ლიც სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უც­ვლე­ლი სა­ხით შე­მორ­ჩა.

გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ჩრდი­ლო­ეთ კვიპ­რო­სი 370-მდე სა­ხე­ო­ბის გა­დამფრენ ფრინ­ველ­თა შეს­ვე­ნე­ბის ად­გი­ლია. კუნ­ძულ­ზე 50-მდე სა­ხე­ო­ბის ულა­მა­ზე­სი პე­პე­ლა ბი­ნად­რობს.

რაც შე­ე­ხე­ბა სას­ტუმ­რო­ებ­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რას, ჩრდი­ლო­ეთ კვიპ­რო­სი ამ მხრივ თურ­ქე­თის ზღვის კუ­რორ­ტებს სულ უფრო ღირ­სე­ულ კონ­კუ­რენ­ცი­ას უწევს. აქ წა­როდ­გე­ნი­ლია რო­გორც ხუთ­ვარ­სკვლა­ვი­ა­ნი, ასე­ვე შე­და­რე­ბით ია­ფ­ფა­სი­ა­ნი ოჯა­ხუ­რი ტი­პის სას­ტუმ­რო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ბოლო ათი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში აშენ­და. ხუთ­ვარ­სკვლა­ვი­ა­ნი სას­ტუმ­რო­ე­ბი ტუ­რის­ტებს მრა­ვალ­ფე­რო­ვან სერ­ვი­სებს სთა­ვა­ზო­ბენ, თქვენ შე­გიძ­ლი­ათ ისარ­გებ­ლოთ სა­კონ­ფე­რენ­ციო და საქ­მი­ა­ნი შეხ­ვედ­რე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი დარ­ბა­ზე­ბით, სა­ცუ­რაო აუ­ზე­ბით, სპა-სა­ლო­ნე­ბით, გა­სარ­თო­ბი და რეკ­რე­ა­ცი­უ­ლი პარ­კე­ბი­თა და სა­თა­მა­შო მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი ცენ­ტრე­ბით. ასეთ სას­ტუმ­რო­ში ერთი ღა­მის გა­ტა­რე­ბა მხო­ლოდ 77 ევრო და­გიჯ­დე­ბათ. აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბი­სა და ბო­ჰე­მუ­რი ცხოვ­რე­ბის მოყ­ვა­რულ­თათ­ვის აქ­ვეა უამ­რა­ვი კა­ზი­ნო, ბარი და ღა­მის კლუ­ბი. ჩრდი­ლო­ეთ კვიპ­რო­სი ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის ქვეყ­ნე­ბი­დან უამ­რავ ტუ­რისტს სწო­რედ კა­ზი­ნო­ე­ბით იზი­დავს. უგემ­რი­ე­ლე­სი ად­გი­ლობ­რი­ვი სამ­ზა­რე­უ­ლო კი უბ­რა­ლოდ და­უ­ვი­წყარს გახ­დის თქვენს მოგ­ზა­უ­რო­ბას.

წე­ლი­წა­დის სხვა­დას­ხვა დროს ჩრდი­ლო­ეთ კვიპ­როს­ში უამ­რა­ვი ფეს­ტი­ვა­ლი იმარ­თე­ბა (მუ­სი­კა­ლუ­რი, კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი, ყვა­ვი­ლე­ბის, ფოლკ­ლო­რუ­ლი, ცეკ­ვის, სიმ­ღე­რის) ასე­ვე ეწყო­ბა ავ­ტო­შო­უ­ე­ბი და სხვა. ად­გილ­ზე მოქ­მე­დებს არა­ერ­თი ტუ­რის­ტუ­ლი ჯი­ხუ­რი, სა­დაც ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა შე­გიძ­ლი­ათ. ქა­ლა­ქებს შო­რის სახ­მე­ლე­თო ტრან­სპორ­ტის ძი­რი­თა­დი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბია ავ­ტო­ბუ­სი და ტაქ­სი, თუმ­ცა შე­საძ­ლე­ბე­ლია კერ­ძო ავ­ტო­მო­ბი­ლის და­ქი­რა­ვე­ბაც. კუნ­ძულ­ზე ბრი­ტა­ნუ­ლი კო­ლო­ნი­ზა­ცი­ის (რო­მე­ლიც 1959 წლამ­დე გაგ­რძელ­და) ყვე­ლა­ზე თვალ­ში­სა­ცე­მი მემ­კვიდ­რე­ო­ბაა მარ­ცხე­ნამ­ხრი­ა­ნი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მოძ­რა­ო­ბა. მა­ღა­ზი­ებ­ში ვაჭ­რო­ბა თურ­ქულ ლი­რა­სა და ევ­რო­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს, მაგ­რამ ად­გი­ლობ­რივ მი­მოქ­ცე­ვა­შია ასე­ვე დო­ლა­რი და გირ­ვან­ქა სტერ­ლინ­გი.

კვიპ­რო­სე­ლე­ბი ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ ქვე­ყა­ნა­ში და­ნა­შა­უ­ლი თით­ქმის არ ხდე­ბა. ამა­ზე მე­ტყვე­ლებს ერ­თა­დერ­თი ციხე, რო­მელ­შიც ძი­რი­თა­დად ვა­და­გა­სუ­ლი პას­პორ­ტე­ბის მქო­ნე ტუ­რის­ტე­ბი იხ­დი­ან სას­ჯელს. ეს გა­საკ­ვი­რი სუ­ლაც არაა, რად­გან ამ ქვე­ყა­ნა­ში ჩა­სულ ტუ­რისტს, იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ მის ვი­ზას ვადა გა­უ­ვი­და, მი­წი­ერ სა­მო­თხეს­თან გან­შო­რე­ბა უჭირს.

სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს ჩრდი­ლო­ეთ კვიპ­როს­ში მო­სახ­ვედ­რად ვიზა არ სჭირ­დე­ბათ. სა­სა­ზღვრო კონ­ტრო­ლის გავ­ლი­სას მაქ­სი­მუმ ერ­თთვი­ა­ნი ვა­დით სპე­ცი­ა­ლურ ფურ­ცელს გას­ცე­მენ, რო­მე­ლიც ვი­ზის ფუნ­ქცი­ას ას­რუ­ლებს.

ჩრდი­ლო­ეთ კვიპ­როს­ში დას­ვე­ნე­ბი­სა და და­უ­ვი­წყა­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბა ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის სერ­ვი­სით სარ­გებ­ლო­ბაა, რომ­ლებ­მაც კუნ­ძუ­ლის ამ ნა­წი­ლის გან­ვი­თა­რე­ბა­ში ბოლო ათწლე­უ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში საკ­მა­ოდ დიდი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნეს. Etstur -ი ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი ად­გი­ლობ­რი­ვი ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნი­აა, რო­მე­ლიც მჭიდ­როდ თა­ნამ­შრომ­ლობს ცოტა ხნის წინ ქარ­თულ ბა­ზარ­ზე შე­მო­სულ ავი­ა­კომ­პა­ნია ATLASJET-თან. თურ­ქულ­მა ავი­ა­კომ­პა­ნია Atlasjet-მა თბი­ლი­სი-სტამ­ბუ­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით ფრე­ნე­ბი 12 ოქ­ტომ­ბერს და­ი­წყო.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ჩრდილოეთ კვიპროსი - ხმელთაშუა ზღვის მარგალიტი და ახალი აღმოჩენა ტურისტებისთვის

ჩრდილოეთ კვიპროსი - ხმელთაშუა ზღვის მარგალიტი და ახალი აღმოჩენა ტურისტებისთვის

თურქეთი დღემდე ერთადერთი ქვეყანაა მთელს მსოფლიოში, რომელმაც ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა აღიარა, თუმცა ეს მას ხელს არ უშლის კუნძულის ეს ნაწილი ტურისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ და დაუვიწყარ ადგილად აქციოს. ტურიზმი ადგილობრივი მოსახლეობის უმთავრესი შემოსავლის წყაროა. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩრდილოეთ კვიპროსის ტურისტული პოტენციალის განვითარებას მილიონობით დოლარი მოხმარდა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღეს ის ანტალიას, ქემერს, იზმირსა და თურქეთის სხვა საზღვაო კურორტებს არაფრით ჩამოუვარდება.

ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთით მდებარე კუნძული კვიპროსი (ფართობი 9 251 კმ2) სიცილიისა და სარდინიის შემდეგ სიდიდით მესამე კუნძულია ხმელთაშუა ზღვაში. კუნძულს თურქეთის სანაპიროდან 64 კმ, სირიას - 96 კმ, ხოლო ეგვიპტეს - 400 კმ აშორებს. ჩრდილოეთ კვიპროსი დანარჩენი კვიპროსისგან ბუფერის ზონით არის გაყოფილი. ეს ხაზი კუნძულს ორ სექტორად ყოფს (ე.წ. "მწვანე ზოლი“), რომელსაც გაეროს შეიარაღებული ძალების კონტინგენტი იცავს. კუნძულის უდიდეს ნაწილს კვიპროსის რესპუბლიკა წარმოადგენს, რომელსაც საბერძნეთი აკონტროლებს. 2004 წლიდან კვიპროსის რესპუბლიკა ევროკავშირის წევრია.

ჩრდილოეთ კვიპროსი 5 რაიონად იყოფა, ესენია - ლევკოშა (ნიქოზია); მაგუშა (ფამაგუსტა), გირნე (კირენია); გიუზელ-იურთი (მორფუ) და იშკელე (ტრიკომო); ჩრდილოეთ კვიპროსის მოსახლეობა 300 000-ს აღწევს, უმრავლესობა ეროვნებით თურქია. ქვეყნის დედაქალაქია ნიქოზიის ჩრდილოეთი ნაწილი, რომელიც ასევე კვიპროსის რესპუბლიკის დედაქალაქია.

ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე საუკუნეების განმავლობაში კუნძული სხვადასხვა ცივილიზაციის ხალხთა ინტერესისა და გავლენის სფეროს წარმოადგენდა. ადამიანის პირველი ნაკვალევი კვიპროსზე ჩვ.წთ-აღ-მდე 8000 წლით თარიღდება. ნეოლითის პერიოდიდან დღემდე კუნძულზე ფინიკიური, ასირიული, ეგვიპტური, სპარსული, ელინური, რომაული, ბიზანტიური, ლუზინიანური, ვენეციური, ოტომანთა და ბრიტანული ცივილიზაციის კვალი შემორჩა.

მდიდარი კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობის კუნძული დაუვიწყარი თავგადასავლებისა და შთაბეჭდილებების მაძიებელთათვის ნამდვილი აღმოჩენაა. წელიწადის ნებისმიერ დროს კუნძული ტურისტებს მსოფლიოს ყველა კუთხიდან იზიდავს. ჩრდილოეთ კვიპროსში დღემდეა შემორჩენილი სასახლეები და ტაძრები, სადაც მეფეთა კორონიზაცია იმართებოდა, ასევე იმ წმინდანთა პატივსაცემად აგებული მონასტრები, რომლებმაც კუნძულზე ქრისტიანობა იქადაგეს.

კუნძულის თურქულ ნაწილში მდებარე ტაძრებისა და მონასტრების უმეტესობა დღეს მეჩეთადაა გადაკეთებული. ჩრდილოეთ კვიპროსი დამვალიერებელს მრავალი ღირსშესანიშნაობით იზიდავს, მათ შორისაა წმინდა ილარიონის ციხესიმაგრე (გირნე), რომელიც ბიზანტიელებმა ააგეს, ლუზინიანელთა პერიოდის ბელაპაისის მონასტერი, გირნეს ციხესიმაგრე (ციხესიმაგრის ტერიტორიაზე განთავსებულ მუზეუმში ჩვ.წთ-აღ-მდე 300 წლით დათარიღებული გემისა და გემზე აღმოჩენილი ნივთების ფრაგმენტები ინახება), წმინდა ეპიფანე კვიპრელის ბაზილიკა, ხატებისა და არქეოლოგიის მუზეუმი, სალამისის ნეკროპოლისი და მეფეთა სამარხები, ოტელოს კოშკი (მე-15 საუკუნის ვენეციური ნაგებობა), მე-13 და მე-16 საუკუნეების წმინდა გიორგის ტაძრები, ნესტორიანული ტაძარი, მთავარანგელოზ მიქაელის ტაძარი, წმინდა სოფიას ტაძარი (1208-1326 წწ.; ნიქოზია) და წმინდა ნიკოლოზის ტაძარი, სადაც ლუზინიანელთა პერიოდში მეფეები იკურთხებოდნენ (ოტომანთა მმართველობის პერიოდში ტაძარს მინარეთი მიაშენეს და მეჩეთად გადააკეთეს, ამჟამად ის ლალა მუსტაფა ფაშას მეჩეთია). აღსანიშნავია, რომ ტაძრის სიახლოვეს დღემდე ხარობს ცნობილი 7-საუკუნოვანი სიკომორის ხე, რომელიც უძველეს მცენარედ არის მიჩნეული კუნძულზე.

ჩრდილოეთ კვიპროსში ნახავთ ასევე ვუნის სასახლეს (137 ოთახით), რომელიც ჩვ.წთ-აღ-მდე მე-5 საუკუნით თარიღდება და რომელიც სპარსული არქიტექტურის ერთადერთი ნიმუშია კუნძულზე და კლასიკური პერიოდის ქალაქ-სახელმწიფოების - სალამისისა და სოლის ნაშთებს. ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს ასევე ათენას ტაძარი, წმინდა მამანტი კესარიელის მონასტერი, წმინდა ბარბარეს მონასტერი, ფამაგუსტას ვენეციური სასახლე, რომაული თეატრი (4000 კაცს იტევდა), სულთან მაჰმუდ მეორის ბიბლიოთეკა და სხვა.

კუნძული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქრისტიანებისთვის არა მხოლოდ მდიდარი ქრისტიანული ისტორიული ძეგლების გამო. როგორც ცნობილია, მკვდრეთით აღდგომის შემდეგ წმინდა ლაზარე ბეთანიელმა (მართასა და მარიამ მაგდალინელის ძმა) კიდევ ოცდაათი წელი იცხოვრა. ღვთის ნებით, იგი კვიპროსის ეპისკოპოსი გახდა. გადმოცემით, ლაზარე კუნძულზე სტუმრად ჩასული ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისგან მისივე ნახელავი ომოფორის ბოძების ღირსიც გამხდარა. უფლის რჩეული მეორეჯერ კვიპროსზე მიიცვალა მშვიდობით.

ეპისკოპოს ლაზარეს უხრწნელი ნაწილები კიტეაში იქნა აღმოყვანებული. ისინი ჩაბრძანებული იყო მარმარილოს ლუსკუმაში წარწერით: "ლაზარე, ოთხთა დღეთა საფლავად მდებარე, მეგობარი ქრისტესი“. ბიზანტიის იმპერატორის, ლეონ ბრძენის (886-911) ბრძანებით, 898 წელს სიწმიდე კონსტანტინოპოლში გადაასვენეს და მართალი ლაზარეს სახელობის ტაძარში მიუჩინეს ადგილი.

კუნძულზე მოგზაურობა დააინტერესებთ ასევე მითოლოგიის მოყვარულებს. კვიპროსი სილამაზისა და სიყვარულის ძველბერძნული ქალღმერთის, აფროდიტეს სამშობლოდ მიიჩნევა. ჰესიოდეს თანახმად, აფროდიტე იშვა ზღვის ქაფიდან კუნძულ კვიპროსთან (აქედან - მისი ერთ-ერთი ეპითეტი "კიპრიდა"). ზღვისგან ნაშობი სიყვარულის ქალღმერთის იდეა და კულტი საბერძნეთში აზიიდან გავრცელდა. მისი კულტი ფართოდ იყო გავრცელებული ბერძნულ სამყაროში, განსაკუთრებით კუნძულ კვიპროსზე, მცირე აზიისა და იონიის კუნძულებზე.

თუ თქვენ დაინტერესებული ხართ ეკოტურიზმით, ჩრდილოეთ კვიპროსში მოგზაურობა ცოდნისა და გამოცდილების გაღრმავების შესანიშნავ შესაძლებლობას მოგცემთ. აქ ხმელთაშუა ზღვისთვის დამახასიათებელი კლიმატია - ხანგრძლივი ცხელი ზაფხული და ხანმოკლე ზამთარი, წლის განმავლობაში ტემპრეატურა 10 გრადუსს ქვემოთ არ ეცემა, არ მოდის თოვლი, იშვიათია წვიმა. ყველაზე ცივი თვე იანვარია, ყველაზე ცხელი კი - ივლისი, როდესაც ტემპერატურა 45 გრადუსს აჭარბებს.

აქ 1500-მდე სახეობის მცენარე ხარობს, მათგან 19 ენდემურია. ტურისტების თვალს ატყვევებს ორქიდეებისა (გავრცელებულია 32 ველური სახეობა, 1 ენდემური) და ტიტების მინდვრები, ზეთისხილის, კვიპაროსების, აკაციის ხეები, ციტრუსების პლანტაციები (ანანასი, ფორთოხალი, ლიმონი, გრეიფრუტი, მანდარინი), ასევე უსასრულო ქვიშიანი სანაპიროები, აქ შეხვდებით ასევე ენდემური ჯიშის კუსა და კარპასიის ველურ ვირებს, ადგილზე გაეცნობით სოფლის ცხოვრებასაც, რომელიც საუკუნეების განმავლობაში უცვლელი სახით შემორჩა.

გეოგრაფიული ადგილმდებარეობიდან გამომდინარე ჩრდილოეთ კვიპროსი 370-მდე სახეობის გადამფრენ ფრინველთა შესვენების ადგილია. კუნძულზე 50-მდე სახეობის ულამაზესი პეპელა ბინადრობს.

რაც შეეხება სასტუმროებსა და ინფრასტრუქტურას, ჩრდილოეთ კვიპროსი ამ მხრივ თურქეთის ზღვის კურორტებს სულ უფრო ღირსეულ კონკურენციას უწევს. აქ წაროდგენილია როგორც ხუთვარსკვლავიანი, ასევე შედარებით იაფფასიანი ოჯახური ტიპის სასტუმროები, რომლებიც ბოლო ათი წლის განმავლობაში აშენდა. ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები ტურისტებს მრავალფეროვან სერვისებს სთავაზობენ, თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ საკონფერენციო და საქმიანი შეხვედრებისთვის განკუთვნილი დარბაზებით, საცურაო აუზებით, სპა-სალონებით, გასართობი და რეკრეაციული პარკებითა და სათამაშო მოწყობილობებით აღჭურვილი ცენტრებით. ასეთ სასტუმროში ერთი ღამის გატარება მხოლოდ 77 ევრო დაგიჯდებათ. აზარტული თამაშებისა და ბოჰემური ცხოვრების მოყვარულთათვის აქვეა უამრავი კაზინო, ბარი და ღამის კლუბი. ჩრდილოეთ კვიპროსი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან უამრავ ტურისტს სწორედ კაზინოებით იზიდავს. უგემრიელესი ადგილობრივი სამზარეულო კი უბრალოდ დაუვიწყარს გახდის თქვენს მოგზაურობას.

წელიწადის სხვადასხვა დროს ჩრდილოეთ კვიპროსში უამრავი ფესტივალი იმართება (მუსიკალური, კულინარიული, ყვავილების, ფოლკლორული, ცეკვის, სიმღერის) ასევე ეწყობა ავტოშოუები და სხვა. ადგილზე მოქმედებს არაერთი ტურისტული ჯიხური, სადაც ნებისმიერი სახის ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ. ქალაქებს შორის სახმელეთო ტრანსპორტის ძირითადი საშუალებებია ავტობუსი და ტაქსი, თუმცა შესაძლებელია კერძო ავტომობილის დაქირავებაც. კუნძულზე ბრიტანული კოლონიზაციის (რომელიც 1959 წლამდე გაგრძელდა) ყველაზე თვალშისაცემი მემკვიდრეობაა მარცხენამხრიანი საავტომობილო მოძრაობა. მაღაზიებში ვაჭრობა თურქულ ლირასა და ევროზე მიმდინარეობს, მაგრამ ადგილობრივ მიმოქცევაშია ასევე დოლარი და გირვანქა სტერლინგი.

კვიპროსელები ამტკიცებენ, რომ ქვეყანაში დანაშაული თითქმის არ ხდება. ამაზე მეტყველებს ერთადერთი ციხე, რომელშიც ძირითადად ვადაგასული პასპორტების მქონე ტურისტები იხდიან სასჯელს. ეს გასაკვირი სულაც არაა, რადგან ამ ქვეყანაში ჩასულ ტურისტს, იმის მიუხედავად, რომ მის ვიზას ვადა გაუვიდა, მიწიერ სამოთხესთან განშორება უჭირს.

საქართველოს მოქალაქეებს ჩრდილოეთ კვიპროსში მოსახვედრად ვიზა არ სჭირდებათ. სასაზღვრო კონტროლის გავლისას მაქსიმუმ ერთთვიანი ვადით სპეციალურ ფურცელს გასცემენ, რომელიც ვიზის ფუნქციას ასრულებს.

ჩრდილოეთ კვიპროსში დასვენებისა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებების მიღების საუკეთესო საშუალება ტურისტული კომპანიების სერვისით სარგებლობაა, რომლებმაც კუნძულის ამ ნაწილის განვითარებაში ბოლო ათწლეულის განმავლობაში საკმაოდ დიდი წვლილი შეიტანეს. Etstur -ი ყველაზე მსხვილი ადგილობრივი ტურისტული კომპანიაა, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს ცოტა ხნის წინ ქართულ ბაზარზე შემოსულ ავიაკომპანია ATLASJET-თან. თურქულმა ავიაკომპანია Atlasjet-მა თბილისი-სტამბულის მიმართულებით ფრენები 12 ოქტომბერს დაიწყო.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ასევე:

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია