მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ევრობანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2%-მდე შეამცირა
ევრობანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2%-მდე შეამცირა

ევ­რო­პის რე­კონ­სტრუქ­ცი­ი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კმა სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კის ზრდის პროგ­ნო­ზი 2013 წელს 3 %-დან 2 %-მდე შე­ამ­ცი­რა.

რო­გორც ევ­რო­ბან­კის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ "რე­გი­ო­ნის ეკო­ნო­მი­კურ პერ­სპექ­ტი­ვებ­შია" აღ­ნიშ­ნუ­ლი, 5% -დან 4%-მდე შემ­ცირ­დე­ბა მო­მა­ვა­ლი წლის მთლი­ა­ნი შიდა პრო­დუქ­ტის ზრდაც. ინფლა­ცი­ის დონე კი 0% -ით გა­ნი­სა­ზღვრა.

რო­გორც ევ­რო­ბან­კში აცხა­დე­ბენ, სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდა კერ­ძო და სა­ხელ­მწი­ფო ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის კლე­ბამ, აგ­რეთ­ვე პო­ლი­ტი­კურ­მა არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბამ შე­ა­ფერ­ხა, რო­მე­ლიც სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ პო­ლი­ტი­კურ ტრანსფორ­მა­ცი­ა­სა და საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებს უკავ­შირ­დე­ბა.

"მთავ­რო­ბის მიერ ხარ­ჯე­ბის შემ­ცი­რე­ბამ და კერ­ძო ინ­ვეს­ტო­რე­ბის თავ­შე­კა­ვე­ბულ­მა მოქ­მე­დე­ბებ­მა სამ­შე­ნებ­ლო და სამ­რეწ­ვე­ლო სექ­ტო­რებ­ში რე­ცე­სი­ას ხელი შე­უ­წყო. სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა და ვაჭ­რო­ბა მას შემ­დეგ წა­ხა­ლის­და, რაც რუ­სეთ­მა სა­კუ­თარ ბა­ზარ­ზე ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ცია და­უშ­ვა. ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდა, სა­ვა­რა­უ­დოდ, 2014 წელს დაჩ­ქარ­დე­ბა, რად­გან საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ურ­კვევ­ლო­ბა აღარ იქ­ნე­ბა და რუ­სე­თის სა­ვაჭ­რო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბიც გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა", - აღ­ნიშ­ნუ­ლია ევ­რო­ბან­კის კვლე­ვა­ში.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტე­ბის პე­სი­მის­ტუ­რი შე­ფა­სე­ბა მთლი­ა­ნად აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პი­სა და კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­მა და­იმ­სა­ხუ­რა. ევ­რო­ბან­კის გათ­ვლე­ბით, რე­გი­ო­ნის ეკო­ნო­მი­კა, სა­შუ­ა­ლოდ, 3%-ის ნაც­ვლად 1 %-ით გა­იზ­რდე­ბა.

შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი აქვს უკ­რა­ი­ნას (-0,5%), ბე­ლო­რუ­სი­ას (0,5%), მათ მოს­დევს სა­ქარ­თვე­ლო (2%), სომ­ხე­თი (2,5%), მოლ­და­ვე­თი (3,5%), აზერ­ბა­ი­ჯა­ნი (4,5%).

რუ­სე­თის ეკო­ნო­მი­კა 2013 წელს 1,3% -ით, ხოლო თურ­ქე­თის - 3,7%-ით გა­იზ­რდე­ბა.

bpn.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ევრობანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2%-მდე შეამცირა

ევრობანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2%-მდე შეამცირა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 2013 წელს 3 %-დან 2 %-მდე შეამცირა.

როგორც ევრობანკის მიერ გავრცელებულ "რეგიონის ეკონომიკურ პერსპექტივებშია" აღნიშნული, 5% -დან 4%-მდე შემცირდება მომავალი წლის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაც. ინფლაციის დონე კი 0% -ით განისაზღვრა.

როგორც ევრობანკში აცხადებენ, საქართველოს ეკონომიკური ზრდა კერძო და სახელმწიფო ინვესტიციების კლებამ, აგრეთვე პოლიტიკურმა არასტაბილურობამ შეაფერხა, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პოლიტიკურ ტრანსფორმაციასა და საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება.

"მთავრობის მიერ ხარჯების შემცირებამ და კერძო ინვესტორების თავშეკავებულმა მოქმედებებმა სამშენებლო და სამრეწველო სექტორებში რეცესიას ხელი შეუწყო. სოფლის მეურნეობა და ვაჭრობა მას შემდეგ წახალისდა, რაც რუსეთმა საკუთარ ბაზარზე ქართული პროდუქცია დაუშვა. ეკონომიკური ზრდა, სავარაუდოდ, 2014 წელს დაჩქარდება, რადგან საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პოლიტიკური გაურკვევლობა აღარ იქნება და რუსეთის სავაჭრო ურთიერთობებიც გაუმჯობესდება", - აღნიშნულია ევრობანკის კვლევაში.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ექსპერტების პესიმისტური შეფასება მთლიანად აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რეგიონმა დაიმსახურა. ევრობანკის გათვლებით, რეგიონის ეკონომიკა, საშუალოდ, 3%-ის ნაცვლად 1 %-ით გაიზრდება.

შესაბამისად, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს უკრაინას (-0,5%), ბელორუსიას (0,5%), მათ მოსდევს საქართველო (2%), სომხეთი (2,5%), მოლდავეთი (3,5%), აზერბაიჯანი (4,5%).

რუსეთის ეკონომიკა 2013 წელს 1,3% -ით, ხოლო თურქეთის - 3,7%-ით გაიზრდება.

bpn.ge

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ