მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსი ბლოგერი - როგორც ჩანს, ტოლოკონიკოვა მოკლეს
რუსი ბლოგერი - როგორც ჩანს, ტოლოკონიკოვა მოკლეს

ფე­მი­ნის­ტურ პანკ-ჯგუ­ფის Pussy Riot-ის წევრ ნა­დეჟ­და ტო­ლო­კო­ნი­კო­ვას გა­უ­ჩი­ნა­რე­ბას რუსი ბლო­გე­რე­ბი ეხ­მა­უ­რე­ბი­ან. ბლო­გე­რი Эскапист-ი თვლის, რომ ტო­ლო­კო­ნი­კო­ვა მოკ­ლეს.

ბლო­გე­რის თქმით, მას­თან ამ დრომ­დე არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ არის. "სა­ზო­გა­დო­ე­ბა ღე­ლავს, მაგ­რამ მთავ­რო­ბა ცო­ცხა­ლი ტო­ლო­კო­ნი­კო­ვა გა­მო­ჩე­ნას ჯერ­ჯე­რო­ბით არ ჩქა­რობს. რა­ტომ? ახლა და­სავ­ლე­თიც კი ღე­ლავს, სად წა­იყ­ვა­ნეს პა­ტი­მა­რი? ეს რა­ღაც ახა­ლია, ცნო­ბას მის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე უმ­ნიშ­ვნე­ლო ნერ­ვი­უ­ლო­ბის დრო­საც კი აწ­ვდიდ­ნენ სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

ვვა­რა­უ­დობ, წარ­სად­გე­ნი არა­ფე­რია. გარ­და გვა­მი­სა, სა­ეჭ­ვო კვა­ლით. არა, არ ვამ­ბობ, რომ გან­ზრახ მოკ­ლეს და არც ვამ­ტკი­ცებ, რომ სა­ერ­თოდ მოკ­ლეს. მაგ­რამ ასეთ ვა­რა­უდს არ­სე­ბო­ბის უფ­ლე­ბა უკვე აქვს. რა­ღაც ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან გა­ი­წე­ლა, ერთი ად­გი­ლი­დან წა­იყ­ვა­ნეს და მე­ო­რე­ზე არ მი­უყ­ვა­ნი­ათ".

პუ­ტინს ეს ნა­თე­ლია, არ აწყობს - წერს Эскапист-ი. "ეკ­ლე­სი­ამ ამ­ჟა­მად, დღე და ღამე უნდა ილო­ცოს, რომ ასე­თი შე­დე­გის შემ­თხვე­ვა­ში, საქ­მე რო­გორ­ღაც გა­ნი­მუხ­ტოს! ეს სიკ­ვდი­ლი (ღმერ­თმა ნუ ქნას, რა თქმა უნდა) ქრის­ტეს გამ­ყიდ­ველ­თა ნა­ძი­რა­ლა მხრებ­ზე იქ­ნე­ბა და არა პუ­ტი­ნის. წვრილ­მა­ნი ხუ­ლი­გა­ნის ცი­ხე­ში კა­ნო­ნით გან­სა­ზღვრუ­ლი 15 დღე-ღა­მის ნაც­ვლად, ორი წლით გაშ­ვე­ბა, პირ­ველ რიგ­ში, მათი ნა­ხე­ლა­ვია, ნა­ძირ­ლე­ბის, მათი "დამ­სა­ხუ­რე­ბაა"! - აღ­ნიშ­ნავს ავ­ტო­რი.

"ვისი ღმერ­თია ასე­თი მრის­ხა­ნე? რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნებ­ში ამ­პარ­ტავ­ნე­ბას ახა­ლი­სებს? ნუთუ, ქრის­ტე? მახ­სოვს, ასეთ მგზნე­ბა­რე მორ­წმუ­ნე­ებ­ზე იგი ამ­ბობ­და: "თქვე­ნი მამა ეშ­მა­კია და თქვენ მის სურ­ვი­ლებს ას­რუ­ლებთ". ასე რომ, ქრის­ტი­ა­ნებს არ და­უმ­წყვდე­ვი­ათ გო­გო­ნა ცი­ხე­ში, არა­მედ სა­ტა­ნუ­რი სურ­ვი­ლე­ბის შემ­სრუ­ლებ­ლებს. მთე­ლი თა­ვი­სი "რუ­სულ-პატ­რი­ო­ტუ­ლი ძა­ლა­უფ­ლე­ბით".

ავ­ტო­რი გა­მოთ­ქვამს მო­საზ­რე­ბას, რომ გო­გო­ნა შე­საძ­ლოა, შემ­თხვე­ვით შე­მო­აკ­ვდათ. "მა­გა­ლი­თად, გა­და­ა­მე­ტეს. რო­გორ გა­ახ­მი­ა­ნონ, რომ იგი სო­კო­თი მო­ი­წამ­ლა, ამას­თან, თუ მას სხე­ულ­სა და სა­ხე­ზე და­ზი­ნე­ბე­ბი აქვს? არ მჯე­რა, რომ მას ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზე აქვს, ამის­თვის საკ­მა­რი­სი მი­ზე­ზი არ არის. რას გა­ა­კე­თე­ბენ შემ­დეგ ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია",-აღ­ნიშ­ნავს ავ­ტო­რი.

ავ­ტო­რი სურ­ვილს გა­მოთ­ქვამს, რომ ტო­ლო­კო­ნი­კო­ვა ნა­ცე­მი იყოს და ისი­ნი უბ­რა­ლოდ სა­ხე­სა და სხე­ულ­ზე ჭრი­ლო­ბე­ბის და მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბის მო­შუ­შე­ბას ელო­დე­ბოდ­ნენ, "მაგ­რამ ნა­დია ხომ არ გა­ჩუმ­დე­ბა".

"ვი­სურ­ვებ­დი, რომ ყვე­ლა­ფე­რი ასე დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო, მაგ­რამ ვში­შობ, ყვე­ლა­ფე­რი ცუ­დად დამ­თავ­რდე­ბა. სა­მა­გი­ე­როდ, წი­ნას­წარ ვიცი, რომ "რუსი პატ­რი­ო­ტე­ბი" და "კე­თი­ლი ქრის­ტი­ა­ნე­ბი" ამ­ღერ­დე­ბი­ან: ეს ყვე­ლა­ფე­რი მტრებ­მა მო­ა­წყეს, რომ ყვე­ლა­ფე­რი უსის­ხლო რე­ჟიმს და გულ­მო­წყა­ლე ეკ­ლე­სი­ას და­აბ­რა­ლონ", - წერს ავ­ტო­რი.

Pussy Riot-ის პა­ტი­მა­რი წევ­რი 24 ოქ­ტომ­ბრი­დან გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლია. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მისი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის შე­სა­ხებ ოჯა­ხის წევ­რებს ინ­ფორ­მა­ცი­ას არ აწ­ვდის.

რო­გორც ტო­ლო­კო­ნი­კო­ვას ახ­ლობ­ლე­ბის­თვის არის ცნო­ბი­ლი, ის სხვა ცი­ხე­ში, ჩე­ლი­ა­ბინ­სკის მი­მარ­თუ­ლე­ბით, 21 ოქ­ტომ­ბერს მა­ტა­რებ­ლით წა­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა, ნა­დეჟ­და ტო­ლო­კო­ნი­კო­ვა 24 ოქ­ტომ­ბრის შემ­დეგ არა­ვის უნა­ხავს და არა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია არ არ­სე­ბობს მისი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის შე­სა­ხებ.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია escapistus.livejournal.com-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

რუსი ბლოგერი - როგორც ჩანს, ტოლოკონიკოვა მოკლეს

რუსი ბლოგერი - როგორც ჩანს, ტოლოკონიკოვა მოკლეს

ფემინისტურ პანკ-ჯგუფის Pussy Riot-ის წევრ ნადეჟდა ტოლოკონიკოვას გაუჩინარებას რუსი ბლოგერები ეხმაურებიან. ბლოგერი Эскапист-ი თვლის, რომ ტოლოკონიკოვა მოკლეს.

ბლოგერის თქმით, მასთან ამ დრომდე არანაირი კავშირი არ არის. "საზოგადოება ღელავს, მაგრამ მთავრობა ცოცხალი ტოლოკონიკოვა გამოჩენას ჯერჯერობით არ ჩქარობს. რატომ? ახლა დასავლეთიც კი ღელავს, სად წაიყვანეს პატიმარი? ეს რაღაც ახალია, ცნობას მის ჯანმრთელობაზე უმნიშვნელო ნერვიულობის დროსაც კი აწვდიდნენ საზოგადოებას.

ვვარაუდობ, წარსადგენი არაფერია. გარდა გვამისა, საეჭვო კვალით. არა, არ ვამბობ, რომ განზრახ მოკლეს და არც ვამტკიცებ, რომ საერთოდ მოკლეს. მაგრამ ასეთ ვარაუდს არსებობის უფლება უკვე აქვს. რაღაც ყველაფერი ძალიან გაიწელა, ერთი ადგილიდან წაიყვანეს და მეორეზე არ მიუყვანიათ".

პუტინს ეს ნათელია, არ აწყობს - წერს Эскапист-ი. "ეკლესიამ ამჟამად, დღე და ღამე უნდა ილოცოს, რომ ასეთი შედეგის შემთხვევაში, საქმე როგორღაც განიმუხტოს! ეს სიკვდილი (ღმერთმა ნუ ქნას, რა თქმა უნდა) ქრისტეს გამყიდველთა ნაძირალა მხრებზე იქნება და არა პუტინის. წვრილმანი ხულიგანის ციხეში კანონით განსაზღვრული 15 დღე-ღამის ნაცვლად, ორი წლით გაშვება, პირველ რიგში, მათი ნახელავია, ნაძირლების, მათი "დამსახურებაა"! - აღნიშნავს ავტორი.

"ვისი ღმერთია ასეთი მრისხანე? რომელიც ადამიანებში ამპარტავნებას ახალისებს? ნუთუ, ქრისტე? მახსოვს, ასეთ მგზნებარე მორწმუნეებზე იგი ამბობდა: "თქვენი მამა ეშმაკია და თქვენ მის სურვილებს ასრულებთ". ასე რომ, ქრისტიანებს არ დაუმწყვდევიათ გოგონა ციხეში, არამედ სატანური სურვილების შემსრულებლებს. მთელი თავისი "რუსულ-პატრიოტული ძალაუფლებით".

ავტორი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ გოგონა შესაძლოა, შემთხვევით შემოაკვდათ. "მაგალითად, გადაამეტეს. როგორ გაახმიანონ, რომ იგი სოკოთი მოიწამლა, ამასთან, თუ მას სხეულსა და სახეზე დაზინებები აქვს? არ მჯერა, რომ მას ყველაფერი რიგზე აქვს, ამისთვის საკმარისი მიზეზი არ არის.  რას გააკეთებენ შემდეგ ასეთ სიტუაციაში, ვერ წარმომიდგენია",-აღნიშნავს ავტორი.

ავტორი სურვილს გამოთქვამს, რომ ტოლოკონიკოვა ნაცემი იყოს და ისინი უბრალოდ სახესა და სხეულზე ჭრილობების და მოტეხილობების მოშუშებას ელოდებოდნენ, "მაგრამ ნადია ხომ არ გაჩუმდება".

"ვისურვებდი, რომ ყველაფერი ასე დასრულებულიყო, მაგრამ ვშიშობ, ყველაფერი ცუდად დამთავრდება. სამაგიეროდ, წინასწარ ვიცი, რომ "რუსი პატრიოტები" და "კეთილი ქრისტიანები" ამღერდებიან: ეს ყველაფერი მტრებმა მოაწყეს, რომ ყველაფერი უსისხლო რეჟიმს და გულმოწყალე ეკლესიას დააბრალონ", - წერს ავტორი.

Pussy Riot-ის პატიმარი  წევრი 24 ოქტომბრიდან გაუჩინარებულია. ხელისუფლება მისი ადგილსამყოფელის შესახებ ოჯახის წევრებს ინფორმაციას არ აწვდის.

როგორც ტოლოკონიკოვას ახლობლებისთვის არის ცნობილი, ის სხვა ციხეში, ჩელიაბინსკის მიმართულებით, 21 ოქტომბერს მატარებლით წაიყვანეს, თუმცა, ნადეჟდა ტოლოკონიკოვა 24 ოქტომბრის შემდეგ არავის უნახავს და არანაირი ინფორმაცია არ არსებობს მისი ადგილსამყოფელის შესახებ.

მომზადებულია escapistus.livejournal.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა