მეგა კორპორაციები აკონტროლებენ ყველაფერს, რასაც ყიდულობთ - სახლის პროდუქტები, ცხოველის საკვები, ჯინსები და სხვა. ეს კორპორაციები ჯაჭვს ქმნიან; მათ გაცილებით მეტი გავლენა აქვთ, ვიდრე ფიქრობთ.
შეერთებულ შტატებში დაფუძნებული კომპანია Yum Brands ფლობს სწრაფი კვების პოპულარული რესტორნების ქსელს KFC-სა და Taco Bell-ს. კომპანია "პეპსის" კომპანიასთან თანამშრომლობს და შესაბამისად რესტორნებში მხოლოდ მის წვენებს ყიდის.
200 მილიარდ დოლარად შეფასებული მეგა კორპორაცია "ნესტლე", რომელიც ცნობილია უგემრიელესი შოკოლადით 8 000 სხვადასხვა ტიპის ბრენდს აერთიანებს, მათ შორის კოსმეტიკურ ბრენდს L’Oreal-ს, ბავშვთა კვების მწარმოებელ კომპანია Gerber-სა და ტანსაცმლის პოპულარულ ბრენდს Diesel-ს.
84 მილიარდ დოლარად შეფასებული ამერიკული კომპანია Proctor & Gamble, რომელიც ყოველდღიური მოხმარების ნივთებსა და პროდუქტებს აწარმოებს, თანამშრომლობს სხვადასხვა ბრენდებთან, რომლებიც საზოგადოებას სამედიცინო ინვენტარით, კბილის პასტებითა და მაღალი მოდის კოლექციის კოსტუმებით ამარაგებს. ამ ქსელში მსოფლიოს მასშტაბით, 4 მილიარდი ადამიანია ჩართული.
ყოველდღიური მოხმარების ნივთებსა და პროდუქტებზე ორიენტირებული კომპანია Unilever 2 მილიარდ ადამიანს ემსახურება. ის აკონტროლებს ისეთ პოპულარული ბრენდების ქსელებს, როგორიცაა ჰიგიენური მოხმარების ნივთების კომპანია Q-tips და არაქისის კარაქის კომპანია Skippy.
დღეს საერთაშორისო მედიის 90%-ს 6 უმსხვილესი კომპანია აკონტროლებს.
მომზადებულია policymic.com-ის მიხედვით.