71 წლის ნათელა მოსაშვილი ლაგოდეხის გამგეობისგან მყარი საწვავით დახმარებას ითხოვს. პენსიონერს 100 ლარიანი დახმარება, რომელიც ადგილობრივმა ხელისუფლებამ სოციალურად დაუცველებს შეშის შეძენის მიზნით გამოუყო, წელს არ მისცეს. როგორც მარტოხელა ქალბატონი ამბობს, მას ადგილობრივი ხელისუფლება შეშით ყოველწლიურად ეხმარებოდა. ნათელა მოსაშვილი ამბობს, რომ ავადმყოფია და სითბოს გარეშე ზამთარს ვერ გადაიტანს, ამიტომ წელს ცივი სეზონის გამგებლის კაბინეტში გატარებას აპირებს.
ლაგოდეხის გამგებელის, ვალერი ალიბეგაშვილის განცხადებით, გამგეობამ დახმარება მუნიციპალიტეტში მცხოვრებ იმ 150 ოჯახზე გაანაწილა, რომელთა რეიტინგიც 0-დან 20 000 ქულამდე მერყეობს. ნათელა მოსიაშვილის სარეინტინგო ქულა კი 35 000-მდეა.