თვითმმართველობის საკითხებში ბიძინა ივანიშვილის მრჩეველის, ირაკლი მელაშვილის განცხადებით, ქუთაისის მერიაში ერთი პიროვნება ძალოვნების სახელით ცდილობს ქალაქის "დალაგებას". მელაშვილის თქმით, ეს იმისთვის სჭირდებათ, რომ საკუთარი უმსგავსობა ე. წ. "ცენტრს" გადააბრალონ.
"ბოლო კვირები მერიაში დადის ერთი კაცი, რომელიც ამტკიცებს, რომ მას ძალოვნებმა დაავალეს ქუთაისის "დალაგება". თუ მოიკითხავთ, იპოვით. ხალხი, რომელიც სკვერებს და ტროტუარებს იფორმებს 49 წლიანი იჯარით, ყველაფერს იკადრებს. თან, რა თქმა უნდა, თავს იმით გაიმართლებს, რომ ეს ყველაფერი თბილისშია შეთანხმებული" , - აცხადებს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი.