პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბარემ პირდაპირ ბოდიში მოუხადეთ რუსეთს" - ნაციონალების ლიდერი არჩეული პრეზიდენტის ინტერვიუს სამარცხვინოს უწოდებს
"ბარემ პირდაპირ ბოდიში მოუხადეთ რუსეთს" - ნაციონალების ლიდერი არჩეული პრეზიდენტის ინტერვიუს სამარცხვინოს უწოდებს

არ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტის, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის რუ­სუ­ლი მე­დი­ის­თვის მი­ცე­მულ პირ­ველ სა­ტე­ლე­ვი­ზიო ინ­ტერ­ვი­უს, რო­მე­ლიც მან პირ­ვე­ლი არ­ხის პროგ­რა­მას, "Воскресное Времия"-ს მის­ცა, სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლის, გი­ორ­გი კან­დე­ლა­კის მხრი­დან მწვა­ვე შე­ფა­სე­ბე­ბი მოჰ­ყვა.

"კი­დევ ერთხელ ვუ­ყუ­რე ახ­ლა­დარ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტის სა­მარ­ცხვი­ნო ინ­ტერ­ვი­უს "ვრე­მი­ა­ში" - ბა­ტო­ნო გი­ორ­გი, ბა­რემ პირ­და­პირ ბო­დი­ში მო­უ­ხა­დეთ რუ­სეთს (პირ­ველ რიგ­ში კი "უნე­ტა­რეს" პატ­რი­არქ კი­რილს) არა მხო­ლოდ იმა­ზე რომ თავი და­ვი­ცა­ვით 2008 წელს, არა­მედ ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ა­ზეც (რო­მელ­საც თქვენ ბო­ლომ­დე ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­დით, რის გა­მოც გა­გაგ­დოთ ზუ­რაბ ჟვა­ნი­ამ), იმა­ზე რომ 1992 წელსვე არ მი­ვე­ცით აფხა­ზე­თი­დან ჩვე­ნი ხალ­ხის გა­მოყ­რის სა­შუ­ა­ლე­ბა (არ და­გა­ვი­წყდეთ რამ­დე­ნი­მე ათა­სი მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქის მკვლე­ლო­ბა "გა­უ­გებ­რო­ბად" მო­ნათ­ლოთ), იმა­ზე რომ 1989 წელს თა­ვი­სუფ­ლე­ბა მო­ვი­თხო­ვეთ და "პე­რესტრო­ი­კას" ვუ­ღა­ლა­ტეთ, იმა­ზეც რომ 1991 წელს, ლიტ­ვის შემ­დეგ, პირ­ვე­ლებ­მა გა­მო­ვა­ცხა­დეთ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა; რა თქმა უნდა, არ და­გა­ვი­წყდეთ სი­ნა­ნუ­ლით აღ­სავ­სე ჭმუნ­ვა 1924 წლის ბრიყ­ვულ ან­ტი­ბოლ­შე­ვი­კურ აჯან­ყე­ბა­ზე და იმა­ზე, რომ მა­ნამ­დე კი­დევ რამ­დენ­ჯერ­მე ვე­ო­მეთ საბ­ჭო­თა რუ­სეთს ვი­თომ ჩვე­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი ავმჩატ­დით და "სუ­ლი­ე­რი ერ­თო­ბის" და­სან­გრე­ვად შეთ­ქმუ­ლი ბინ­ძუ­რი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ან­კეს­ზე წა­მო­ვე­გეთ", - წერს გი­ორ­გი კან­დე­ლა­კი Facebook-ზე.

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ:

რუ­სულ ტე­ლე­არხთან მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის

პირ­ვე­ლი ინ­ტერ­ვიუ გა­ა­შარ­ჟეს

რუბრიკის სხვა სიახლეები

"ბარემ პირდაპირ ბოდიში მოუხადეთ რუსეთს" - ნაციონალების ლიდერი არჩეული პრეზიდენტის ინტერვიუს სამარცხვინოს უწოდებს

"ბარემ პირდაპირ ბოდიში მოუხადეთ რუსეთს" - ნაციონალების ლიდერი არჩეული პრეზიდენტის ინტერვიუს სამარცხვინოს უწოდებს

არჩეული პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის რუსული მედიისთვის მიცემულ პირველ სატელევიზიო ინტერვიუს, რომელიც მან პირველი არხის პროგრამას, "Воскресное Времия"-ს მისცა, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელის, გიორგი კანდელაკის მხრიდან მწვავე შეფასებები მოჰყვა.

"კიდევ ერთხელ ვუყურე ახლადარჩეული პრეზიდენტის სამარცხვინო ინტერვიუს "ვრემიაში" - ბატონო გიორგი, ბარემ პირდაპირ ბოდიში მოუხადეთ რუსეთს (პირველ რიგში კი "უნეტარეს" პატრიარქ კირილს) არა მხოლოდ იმაზე რომ თავი დავიცავით 2008 წელს, არამედ ვარდების რევოლუციაზეც (რომელსაც თქვენ ბოლომდე ეწინააღმდეგებოდით, რის გამოც გაგაგდოთ ზურაბ ჟვანიამ), იმაზე რომ 1992 წელსვე არ მივეცით აფხაზეთიდან ჩვენი ხალხის გამოყრის საშუალება (არ დაგავიწყდეთ რამდენიმე ათასი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობა "გაუგებრობად" მონათლოთ), იმაზე რომ 1989 წელს თავისუფლება მოვითხოვეთ და "პერესტროიკას" ვუღალატეთ, იმაზეც რომ 1991 წელს, ლიტვის შემდეგ, პირველებმა გამოვაცხადეთ დამოუკიდებლობა; რა თქმა უნდა, არ დაგავიწყდეთ სინანულით აღსავსე ჭმუნვა 1924 წლის ბრიყვულ ანტიბოლშევიკურ აჯანყებაზე და იმაზე, რომ მანამდე კიდევ რამდენჯერმე ვეომეთ საბჭოთა რუსეთს ვითომ ჩვენი თავისუფლებისთვის, სინამდვილეში კი ავმჩატდით და "სულიერი ერთობის" დასანგრევად შეთქმული ბინძური პოლიტიკოსების ანკესზე წამოვეგეთ", - წერს გიორგი კანდელაკი Facebook-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ:

რუსულ ტელეარხთან მარგველაშვილის

პირველი ინტერვიუ გააშარჟეს

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს