ბოლივიაში ყოველწლიური დღესასწაული - თავის ქალების დღე იზეიმეს. თავის ქალების დღესასწაული ტრადიციულად ყველა წმინდანის დღიდან ერთი კვირის შემდეგ ტარდება. ამ დღეს ბოლივიელები სახლებში შენახულ თავიანთი გარდაცვლილი ნათესავების თავის ქალებს საზეიმოდ რთავენ, მერე კი სასაფლაოზე მიაქვთ და სხვადასხვა ძღვენს მიართმევენ ხოლმე.
თავის ქალების დღესასწაული სათავეს ადგილობრივი ინდიელების ტრადიციებიდან იღებს, თუმცა თანამედროვე ბოლივიაში ძირძველი მოსახლეობის წეს-ჩვეულებები მჭიდროდაა შერწყმული კათოლიკური ეკლესიის რიტუალებთან.
გარდაცვლილი ნათესავების თავის ქალებს შინ მრავალი ბოლივიელი ინახავს. ინდიელები თავის ქალებს სახელებს არქმევენ და თილისმად თვლიან, რომელიც მათ პრობლემების გადაჭრაში ეხმარება.
მომზადებულია www.euronews.com-ის მიხედვით.