პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვიღაცამ ხელისუფლების ცვლილება განათლების სფეროში კორუფციისთვის ანთებულ მწვანე შუქად აღიქვა"
"ვიღაცამ ხელისუფლების ცვლილება განათლების სფეროში კორუფციისთვის ანთებულ მწვანე შუქად აღიქვა"

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რი ჩი­ო­რა თაქთა­ქიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სას­კო­ლო ოლიმ­პი­ა­დის ტეს­ტე­ბის წი­ნას­წარ გავ­რცე­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მაია მი­მი­ნოშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელს უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს.

"გა­ო­ცე­ბუ­ლი ვარ ქალ­ბა­ტო­ნი მაია მი­მი­ნოშ­ვი­ლის რე­აქ­ცი­ით. ყვე­ლა­ზე და­ცუ­ლი სის­ტე­მე­ბიც შე­იძ­ლე­ბა თე­ო­რი­უ­ლად გა­ტე­ხონ, ამე­რი­კის ელექტრო­ნუ­ლი სა­გა­და­სა­ხა­დო სის­ტე­მის გა­ტეხ­ვა მახ­სენ­დე­ბა და ეს თა­ვის­თა­ვად შე­იძ­ლე­ბო­და ნე­ბის­მი­ერ დროს მომ­ხდა­რი­ყო სა­ქარ­თვე­ლო­შიც. რა თქმა უნდა, ეს პრობ­ლე­მა იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ არა არ­სე­ბი­თი. სხვა საქ­მეა, თუ ეს იმი­ტომ მოხ­და, რომ ვინ­მემ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბა გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში კო­რუფ­ცი­ის­თვის ან­თე­ბულ მწვა­ნე შუ­ქად აღიქ­ვა, ალ­ბათ, სრუ­ლი­ად სა­მარ­თლი­ა­ნა­დაც და ქრთა­მის სა­ნაც­ვლოდ გა­ყი­და ტეს­ტე­ბი. უფრო არ­სე­ბი­თია აქ ალ­ბათ ის, რომ ამ ტეს­ტე­ბის სან­დო­ო­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პირი ამ­ბობს, რომ თურ­მე პრობ­ლე­მა არ არის ტეს­ტე­ბის წი­ნას­წარ ინ­ტერ­ნეტ­ში გა­სა­ჯა­რო­ე­ბა, თურ­მე ის კი არა, სხვა სტრუქ­ტუ­რა არის პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი, რომ კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლო­ბა იყოს და­ცუ­ლი, თურ­მე რა მოხ­და, რომ მოს­წავ­ლე­ე­ბის გარ­კვე­ულ­მა ნა­წილ­მა წი­ნას­წარ იცო­და, რა ტეს­ტე­ბი მო­ვი­დო­და ოლიმ­პი­ა­და­ზე. რო­გორც ჩანს, აშ­კა­რაა, რომ ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი ნე­ბის გა­რე­შე, ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი ად­რეც იგი­ვე არ­სე­ბი­თი პრობ­ლე­მის წი­ნა­შე იდ­გე­ბო­და და ვერ გა­მო­ი­ღებ­და იმ შე­დეგს, რომ­ლის წყა­ლო­ბი­თაც დღეს გა­ცი­ლე­ბით უფრო მეტ ნი­ჭი­ერ, პა­ტი­ო­სან მო­ქა­ლა­ქეს აქვს უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ქრთა­მის და ნაც­ნო­ბო­ბის გა­რე­შე", - წერს თაქთა­ქიშ­ვი­ლი.

ოლიმ­პი­ა­და სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით 9 ნო­ემ­ბერს ყვე­ლა სკო­ლა­ში და­ი­წყო, თუმ­ცა ინ­ტერ­ნეტ-სივ­რცე­ში ოლიმ­პი­ა­დის ტეს­ტე­ბი წი­ნას­წარ გავ­რცელ­და. ისი­ნი სხვა­დას­ხვა სო­ცი­ა­ლურ ჯგუ­ფებ­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა და უკვე გან­ხილ­ვის აქ­ტი­ურ თე­მად იქცა. პე­და­გო­გე­ბი, მშობ­ლე­ბი და რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ოლიმ­პი­ა­დის ობი­ექ­ტუ­რო­ბას ეჭქვეშ აყე­ნე­ბენ. "ფე­ის­ბუქ­ში" სპე­ცი­ა­ლუ­რი ჯგუ­ფიც გა­იხ­სნა, სა­დაც ინ­ტერ­ნეტ-მომ­ხმა­რებ­ლე­ბი სა­კუ­თარ პრე­ტენ­ზი­ებს და მო­საზ­რე­ბებს ღიად აფიქ­სი­რე­ბენ.

ამ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით მაია მი­მი­ნოშ­ვილ­მა ერთ-ერთ ინ­ტერ­ნეტ-გა­მო­ცე­მას­თან გა­ნა­ცხა­და:

"მე ამ­ჟა­მად სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ვიმ­ყო­ფე­ბი, თუმ­ცა ჩემ­თვის ცნო­ბი­ლია ის ფაქ­ტი, რომ სას­კო­ლო ოლიმ­პი­ა­დის პირ­ვე­ლი ტუ­რის ტეს­ტე­ბი წი­ნას­წარ გა­მოქ­ვეყ­ნდა ინ­ტერ­ნე­ტით. ტეს­ტე­ბი ჩვე­ნი მომ­ზა­დე­ბუ­ლია, თუმ­ცა, ჩვენ მის კონ­ფი­დე­ცი­ა­ლო­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლე­ბი არ ვყო­ფილ­ვართ. მომ­ზა­დე­ბუ­ლი ტეს­ტე­ბი სამი დღით ადრე გა­და­ვე­ცით რე­სურსცენ­ტრებს და ძა­ლი­ან ცუდი ფაქ­ტია, რომ მათ კონ­ფი­დე­ცი­ა­ლო­ბის დაც­ვა ვერ შეძ­ლეს.

თუმ­ცა, მე ვერც ამა­ში ვხე­დავ დიდ ტრა­გე­დი­ას, ეს ტეს­ტე­ბი ხომ სა­გა­მოც­დო არ არის? რა­ო­დე­ნო­ბა შე­ზღუ­დუ­ლი ხომ არ არის? ეს კონ­კურ­სი არ არის. ვინც ნამ­დვი­ლად შეძ­ლებ­და ბა­რი­ე­რის გა­და­ლახ­ვას, ყვე­ლა გა­და­ვი­დო­და მე­ო­რე ტურ­ში.

სა­ერ­თოდ, პირ­ვე­ლი ტური არის შე­სარ­ჩე­ვი ეტა­პი, სა­დაც თვი­თონ სკო­ლე­ბი იღე­ბენ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას (ეს ასე იყო ად­რეც) მოს­წავ­ლე­თა შე­ფა­სე­ბა­სა და შერ­ჩე­ვა­ზე. ოლიმ­პი­ა­დის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი იწყე­ბა მე­ო­რე ტუ­რი­დან.თუ ვინ­მემ პირ­ველ ტურ­ში არას­წო­რად მო­ი­პო­ვა მა­ღა­ლი ქულა, ის მე­ო­რე ტურს მა­ინც ვერ დაძ­ლევს და გა­მო­ე­თი­შე­ბა ოლიმ­პი­ა­დას.

ასე რომ, მინ­და, იმ ბავ­შვებს, ვინც პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად და­ტო­ვეს მა­თე­მა­ტი­კის სას­კო­ლო ოლიმ­პი­ა­და, ვუ­თხრა, რომ ტეს­ტე­ბის წი­ნას­წარ გავ­რცე­ლე­ბით მათ არა­ნა­ი­რად არ ეშ­ლე­ბო­დათ ხელი. თუ ისი­ნი გა­და­ლა­ხავ­დნენ ბა­რი­ერს, აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვი­დოდ­ნენ მე­ო­რე ტურ­ში. მათ­თან ერ­თად, შე­იძ­ლე­ბა, ვინ­მე უღირ­სიც მოხ­ვედ­რი­ლი­ყო, მაგ­რამ მე­ო­რე და მთა­ვა­რი ეტა­პი ხომ თბი­ლის­ში, წინ ელო­დათ, ამი­ტომ მათ უნდა და­ე­წე­რათ და თა­ვი­ან­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გა­მო­ემ­ჟღავ­ნე­ბი­ნათ".

სას­კო­ლო ოლიმ­პი­ა­დე­ბის თე­მას სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით ეხ­მა­უ­რე­ბა ასე­ვე გა­ნათ­ლე­ბის ყო­ფი­ლი მინ­სიტ­რი დი­მიტ­რი შაშ­კი­ნი:

"გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო უკვე სას­კო­ლო ოლიმ­პი­ა­დებს მი­ად­გა. გა­ა­უქ­მეს ეროვ­ნუ­ლი ოლიმ­პი­ა­დე­ბი მე­ო­რე სა­ფე­ხურ­ზე VII, VIII და IX კლა­სებ­ში, და­ტო­ვეს მხო­ლოდ X-XII კლა­სე­ბის­თვის. 200 000 ბავ­შვი დარ­ჩა ოლიმ­პი­ა­დე­ბის გა­რე­შე. ბრძა­ნე­ბა­ში მო­ტი­ვად და­წე­რეს, რომ VII- IX კლა­სის ბავ­შვე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­ა­დებ­ზე არ გა­დი­ან. სრუ­ლი მა­რაზ­მი. ოლიმ­პი­ა­დე­ბი იყო ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი. ან ფული და­აკ­ლდა სა­მი­ნის­ტროს, ან არ ეს­მით რას აკე­თე­ბენ", - წერს შაშ­კი­ნი.

"ვიღაცამ ხელისუფლების ცვლილება განათლების სფეროში კორუფციისთვის ანთებულ მწვანე შუქად აღიქვა"

"ვიღაცამ ხელისუფლების ცვლილება განათლების სფეროში კორუფციისთვის ანთებულ მწვანე შუქად აღიქვა"

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი სოციალურ ქსელში სასკოლო ოლიმპიადის ტესტების წინასწარ გავრცელებასთან დაკავშირებით მაია მიმინოშვილის განცხადებას ეხმაურება და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებს.

"გაოცებული ვარ ქალბატონი მაია მიმინოშვილის რეაქციით. ყველაზე დაცული სისტემებიც შეიძლება თეორიულად გატეხონ, ამერიკის ელექტრონული საგადასახადო სისტემის გატეხვა მახსენდება და ეს თავისთავად შეიძლებოდა ნებისმიერ დროს მომხდარიყო საქართველოშიც. რა თქმა უნდა, ეს პრობლემა იქნებოდა, მაგრამ არა არსებითი. სხვა საქმეა, თუ ეს იმიტომ მოხდა, რომ ვინმემ ხელისუფლების ცვლილება განათლების სფეროში კორუფციისთვის ანთებულ მწვანე შუქად აღიქვა, ალბათ, სრულიად სამართლიანადაც და ქრთამის სანაცვლოდ გაყიდა ტესტები. უფრო არსებითია აქ ალბათ ის, რომ ამ ტესტების სანდოობაზე პასუხისმგებელი პირი ამბობს, რომ თურმე პრობლემა არ არის ტესტების წინასწარ ინტერნეტში გასაჯაროება, თურმე ის კი არა, სხვა სტრუქტურა არის პასუხისმგებელი, რომ კონფიდენციალობა იყოს დაცული, თურმე რა მოხდა, რომ მოსწავლეების გარკვეულმა ნაწილმა წინასწარ იცოდა, რა ტესტები მოვიდოდა ოლიმპიადაზე. როგორც ჩანს, აშკარაა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური ნების გარეშე, ერთიანი ეროვნული გამოცდები ადრეც იგივე არსებითი პრობლემის წინაშე იდგებოდა და ვერ გამოიღებდა იმ შედეგს, რომლის წყალობითაც დღეს გაცილებით უფრო მეტ ნიჭიერ, პატიოსან მოქალაქეს აქვს უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა ქრთამის და ნაცნობობის გარეშე", - წერს თაქთაქიშვილი.

ოლიმპიადა საქართველოს მასშტაბით 9 ნოემბერს ყველა სკოლაში დაიწყო, თუმცა ინტერნეტ-სივრცეში ოლიმპიადის ტესტები წინასწარ გავრცელდა. ისინი სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებში გამოქვეყნდა და უკვე განხილვის აქტიურ თემად იქცა. პედაგოგები, მშობლები და რიგითი მოქალაქეები ოლიმპიადის ობიექტურობას ეჭქვეშ აყენებენ. "ფეისბუქში" სპეციალური ჯგუფიც გაიხსნა, სადაც ინტერნეტ-მომხმარებლები საკუთარ პრეტენზიებს და მოსაზრებებს ღიად აფიქსირებენ.

ამ ფაქტთან დაკავშირებით მაია მიმინოშვილმა ერთ-ერთ ინტერნეტ-გამოცემასთან განაცხადა:

"მე ამჟამად საქართველოში არ ვიმყოფები, თუმცა ჩემთვის ცნობილია ის ფაქტი, რომ სასკოლო ოლიმპიადის პირველი ტურის ტესტები წინასწარ გამოქვეყნდა ინტერნეტით. ტესტები ჩვენი მომზადებულია, თუმცა, ჩვენ მის კონფიდეციალობაზე პასუხისმგებლები არ ვყოფილვართ. მომზადებული ტესტები სამი დღით ადრე გადავეცით რესურსცენტრებს და ძალიან ცუდი ფაქტია, რომ მათ კონფიდეციალობის დაცვა ვერ შეძლეს.

თუმცა, მე ვერც ამაში ვხედავ დიდ ტრაგედიას, ეს ტესტები ხომ საგამოცდო არ არის? რაოდენობა შეზღუდული ხომ არ არის? ეს კონკურსი არ არის. ვინც ნამდვილად შეძლებდა ბარიერის გადალახვას, ყველა გადავიდოდა მეორე ტურში.

საერთოდ, პირველი ტური არის შესარჩევი ეტაპი, სადაც თვითონ სკოლები იღებენ პასუხისმგებლობას (ეს ასე იყო ადრეც) მოსწავლეთა შეფასებასა და შერჩევაზე. ოლიმპიადის ძირითადი ნაწილი იწყება მეორე ტურიდან.თუ ვინმემ პირველ ტურში არასწორად მოიპოვა მაღალი ქულა, ის მეორე ტურს მაინც ვერ დაძლევს და გამოეთიშება ოლიმპიადას.

ასე რომ, მინდა, იმ ბავშვებს, ვინც პროტესტის ნიშნად დატოვეს მათემატიკის სასკოლო ოლიმპიადა, ვუთხრა, რომ ტესტების წინასწარ გავრცელებით მათ არანაირად არ ეშლებოდათ ხელი. თუ ისინი გადალახავდნენ ბარიერს, აუცილებლად გავიდოდნენ მეორე ტურში. მათთან ერთად, შეიძლება, ვინმე უღირსიც მოხვედრილიყო, მაგრამ მეორე და მთავარი ეტაპი ხომ თბილისში, წინ ელოდათ, ამიტომ მათ უნდა დაეწერათ და თავიანთი შესაძლებლობები გამოემჟღავნებინათ".

სასკოლო ოლიმპიადების თემას სოციალური ქსელით ეხმაურება ასევე განათლების ყოფილი მინსიტრი დიმიტრი შაშკინი:

"განათლების სამინისტრო უკვე სასკოლო ოლიმპიადებს მიადგა. გააუქმეს ეროვნული ოლიმპიადები მეორე საფეხურზე VII, VIII და IX კლასებში, დატოვეს მხოლოდ X-XII კლასებისთვის. 200 000 ბავშვი დარჩა ოლიმპიადების გარეშე. ბრძანებაში მოტივად დაწერეს, რომ VII- IX კლასის ბავშვები საერთაშორისო ოლიმპიადებზე არ გადიან. სრული მარაზმი. ოლიმპიადები იყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი. ან ფული დააკლდა სამინისტროს, ან არ ესმით რას აკეთებენ", - წერს შაშკინი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს