პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ინტერვიუს, რომელიც მან რუსეთის პირველი არხის პროგრამა Воскресное Времия-ს მისცა, სოციალურ ქსელში ფოტოშარჟით ეხმაურებიან. ფოტოს აღწერაში აღნიშნულია: "არა არჩეული, არამედ, დანიშნული პ-რეზიდენტი".
ფოტოზე გიორგი მარგველაშვილი და ბიძინა ივანიშვილი ბავშვისა და უფროსკლასელი პიონერის სახით არიან გამოსახული. ფოტოშარჟს (ისევე, როგორც მის ორიგინალს) თან ახლავს წარწერა: "არ აწყენინო ბავშვს!" და ამონარიდი ვლადიმერ მაიაკოვსკის ლექსიდან "Что такое хорошо и что такое плохо?" ("რა არის კარგი და რა ცუდი?"): "Этот вот кричит:
- Не трожь
тех,
кто меньше ростом! -
Этот мальчик
так хорош,
загляденье просто! ".
საქართველო ახალარჩეულმა პრეზიდენტმა რუსულ ტელეარხთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ქართული მხარე შექმნის იმის შესაძლებლობას, რომ აღდგეს რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობები. მისივე თქმით, ამ ეტაპზე რუსეთშიც და საქართველოშიც სტაბილური პოლიტიკური სიტუაციაა და ეს კარგი წინაპირობაა იმისათვის, რომ გადაიჭრას რუსეთ-საქართველოს შორის არსებული ყველა პრობლემა.
იხილეთ ასევე: "თქვენი დიდი იმედი გვაქვს" - მარგველაშვილის პირველი ინტერვიუ რუსეთის პირველ არხზე