Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვარსკვლავები, რომლებიც კულტებსა და სექტებში იყვნენ გაწევრიანებულნი
ვარსკვლავები, რომლებიც კულტებსა და სექტებში იყვნენ გაწევრიანებულნი

სექ­ტან­ტო­ბა ბუნ­დო­ვა­ნი და საკ­მა­ოდ სა­ხი­ფა­თო საქ­მეა. კულ­ტში მოხ­ვედ­რის­გან თა­ვის დაც­ვა კი არა მხო­ლოდ ჩვე­უ­ლებ­რივ ადა­მი­ა­ნებს, ვარ­სკვლა­ვებ­საც უჭირთ. არი­ან ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ან სექ­ტა­ში გა­ი­ზარ­დნენ, ან მას­ში მსოფ­ლიო ცნო­ბა­დო­ბის მო­პო­ვე­ბამ­დე მოხ­ვდნენ, არი­ან ისე­თე­ბიც, ვინც სექ­ტა კა­რი­ე­რის აღ­მავ­ლო­ბის დროს მი­ა­ტო­ვა. ზო­გი­ერ­თმა მათ­გან­მა ეს ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­უ­ზი­ა­რა.

მსა­ხი­ო­ბი მი­შელ პფა­ი­ფე­რი 1970-იანი წლე­ბის ბო­ლოს არა­სა­სურ­ველ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მოხ­ვდა. მსა­ხი­ო­ბის თქმით, იგი ერთ წყვილს მი­ე­ჯაჭ­ვა, რომ­ლე­ბიც მის ცხოვ­რე­ბას აკონ­ტრო­ლებ­დნენ. "მათ­თან არ ვცხოვ­რობ­დი, მაგ­რამ სტუმ­რად ხში­რად მივ­დი­ო­დი, ყო­ველ­თვის მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ უფრო მეტი სიხ­ში­რით მევ­ლო ... ადა­მი­ა­ნებს დი­ე­ტებს უნიშ­ნავ­დნენ",- ყვე­ბა მი­შე­ლი.

მაგ­რამ მსა­ხი­ო­ბი მათ­თან სი­ახ­ლო­ვით კულ­ტის შე­სა­ხებ ფილმზე მუ­შა­ო­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბო­და და მოგ­ვი­ა­ნე­ბით მიხ­ვდა, რომ რა­ღაც მსგავსში თა­ვად ჩა­ე­ბა. "ჩვენ კულ­ტის ყო­ფილ წევრთან ვსა­უბ­რობ­დით და მან ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მა­ნი­პუ­ლა­ცია აღ­წე­რა",- აცხა­დებს პფა­ი­ფე­რი.

როუზ მაკ­ჰო­უ­ენ­მა ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში აღი­ა­რა, რომ მის­მა ბავ­შვო­ბამ კულტ "ღვთის შვი­ლებ­ში" გა­ი­ა­რა (კულ­ტი 1978 წელს და­ი­შა­ლა). "გა­რე­სამ­ყა­როს­თან კონ­ტაქ­ტი არ გვქონ­და. აბ­სო­ლუ­ტუ­რად მი­უ­ღე­ბე­ლი საქ­ცი­ე­ლი ნორ­მა­ლუ­რი გახ­და. მახ­სოვს, ვუ­ყუ­რებ­დი, კა­ცე­ბი ქა­ლებ­თან დროს რო­გორ ატა­რებ­დნენ და ად­რე­ულ ასაკ­ში­ვე გა­დავ­წვი­ტე, რომ არ მინ­დო­და ამ ქა­ლებს დავმგვა­ნე­ბო­დი. ისი­ნი მა­მა­კა­ცე­ბის სი­ა­მოვ­ნე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბოდ­ნენ. მათ­თვის ერთ ქალ­ზე მე­ტის ყოლა ჩვე­უ­ლი ამ­ბა­ვი იყო",- ამ­ბობს მსა­ხი­ო­ბი.

ჰო­ა­კინ ფე­ნიქ­სი და მისი ძმა რი­ვე­რი ასე­ვე "ღვთის შვი­ლებ­ში" იზ­რდე­ბოდ­ნენ. ოჯახ­თან ერ­თად სამ­ხრეთ ამე­რი­კა­ში მოგ­ზა­უ­რობ­დნენ, ამ პე­რი­ოდ­ში ჰო­ა­კინს სა­ხე­ლი შე­უც­ვა­ლეს და ლიფი (ფო­თო­ლი) და­არ­ქვეს. ერთ მშვე­ნი­ერ დღეს ფე­ნიქ­სის ოჯახ­მა ამ რე­ლი­გი­ურ მოძ­რა­ო­ბა­ზე გული აი­ყა­რა და იგი და­ტო­ვა, რომ მი­სი­ო­ნე­რი ქრის­ტი­ა­ნე­ბი გამ­ხდა­რიყ­ვნენ. ხოლო სა­ხე­ლი ლიფი მო­მა­ვალ­მა მსა­ხი­ობ­მა 15 წლის ასაკ­ში მო­ი­შო­რა.

მსა­ხი­ობ ვა­ი­ნო­ნა რა­ი­დე­რის მშობ­ლე­ბი "ბიტ­ნი­კე­ბის" თა­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იყ­ვნენ, რომ­ლებ­თა­ნაც ალენ გინზბერ­გი, ფი­ლიპ დიკი და ტო­მო­ტი ლირი მე­გობ­რობ­დნენ. გარ­კვე­უ­ლი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­მა­ვა­ლი ვარ­სკვლა­ვი კო­მუ­ნა­ში, სა­ხე­ლად "ცი­სარ­ტყე­ლა­ში" ცხოვ­რობ­და.

გლენ კლო­უზ­მა ბავ­შვო­ბის დიდი ნა­წი­ლი უკი­დუ­რე­სად კინ­სერ­ვა­ტულ ჯგუფ­ში - სა­ხე­ლად "მო­რა­ლუ­რი გა­და­ი­ა­რა­ღე­ბა" გა­ა­ტა­რა. ეს იყო კულ­ტი, სა­დაც ყვე­ლას ერ­თნა­ი­რად აზ­როვ­ნე­ბას აძა­ლებ­დნენ. "ეს და­მან­გრე­ვე­ლია",- აღი­ა­რა მსა­ხი­ობ­მა.

ამე­რი­კე­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბის პატ­რი­სია და დე­ვიდ არ­კე­ტე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც სა­უ­ბა­რი უფრო კო­მუ­ნას ეხე­ბა, ვიდ­რე კულტს. "ჩვე­ნი მშობ­ლებ­მა ეს მე­გობ­რებ­თან ერ­თად და­ი­წყეს, მათ რა­ღაც უტო­პი­უ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის შექ­მნა სურ­დათ. დე­ვი­დი იქ და­ი­ბა­და",- მოყ­ვა პატ­რი­სია.

პოლ ჰა­გის­მა არა მხო­ლოდ სა­ი­ენ­ტო­ლო­გი­ის ეკ­ლე­სია მი­ა­ტო­ვა, არა­მედ მას სა­ჯა­როდ კულ­ტი უწო­და. "კულ­ტში 34 წელი ვი­ყა­ვი. ყვე­ლა ხე­დავ­და ამას. მაგ­რამ არ ვიცი, ეს მე რა­ტომ ვერ შევ­ძე­ლი",- გა­ნა­ცხა­და რე­ჟი­სორ­მა ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Zimbio-ს მი­ხედ­ვით.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ვარსკვლავები, რომლებიც კულტებსა და სექტებში იყვნენ გაწევრიანებულნი

ვარსკვლავები, რომლებიც კულტებსა და სექტებში იყვნენ გაწევრიანებულნი

სექტანტობა ბუნდოვანი და საკმაოდ სახიფათო საქმეა. კულტში მოხვედრისგან თავის დაცვა კი არა მხოლოდ ჩვეულებრივ ადამიანებს, ვარსკვლავებსაც უჭირთ. არიან ცნობილი ადამიანები, რომლებიც ან სექტაში გაიზარდნენ, ან მასში მსოფლიო ცნობადობის მოპოვებამდე მოხვდნენ, არიან ისეთებიც, ვინც სექტა კარიერის აღმავლობის დროს მიატოვა. ზოგიერთმა მათგანმა ეს ცხოვრებისეული გამოცდილება საზოგადოებას გაუზიარა.

მსახიობი მიშელ პფაიფერი 1970-იანი წლების ბოლოს არასასურველ საზოგადოებაში მოხვდა. მსახიობის თქმით, იგი ერთ წყვილს მიეჯაჭვა, რომლებიც მის ცხოვრებას აკონტროლებდნენ. "მათთან არ ვცხოვრობდი, მაგრამ სტუმრად ხშირად მივდიოდი, ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ უფრო მეტი სიხშირით მევლო ...  ადამიანებს დიეტებს უნიშნავდნენ",- ყვება მიშელი.

მაგრამ მსახიობი მათთან სიახლოვით კულტის შესახებ ფილმზე მუშაობისთვის ემზადებოდა და მოგვიანებით მიხვდა, რომ რაღაც მსგავსში თავად ჩაება. "ჩვენ კულტის ყოფილ წევრთან ვსაუბრობდით და მან ფსიქოლოგიური მანიპულაცია აღწერა",- აცხადებს პფაიფერი.

როუზ მაკჰოუენმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღიარა, რომ მისმა ბავშვობამ კულტ "ღვთის შვილებში" გაიარა (კულტი 1978 წელს დაიშალა). "გარესამყაროსთან კონტაქტი არ გვქონდა. აბსოლუტურად მიუღებელი საქციელი ნორმალური გახდა. მახსოვს, ვუყურებდი, კაცები ქალებთან დროს როგორ ატარებდნენ და ადრეულ ასაკშივე გადავწვიტე, რომ არ მინდოდა ამ ქალებს დავმგვანებოდი. ისინი მამაკაცების სიამოვნებას ემსახურებოდნენ. მათთვის ერთ ქალზე მეტის ყოლა ჩვეული ამბავი იყო",- ამბობს მსახიობი.

ჰოაკინ ფენიქსი და მისი ძმა რივერი ასევე "ღვთის შვილებში" იზრდებოდნენ. ოჯახთან ერთად სამხრეთ ამერიკაში მოგზაურობდნენ, ამ პერიოდში ჰოაკინს სახელი შეუცვალეს და ლიფი (ფოთოლი) დაარქვეს. ერთ მშვენიერ დღეს ფენიქსის ოჯახმა ამ რელიგიურ მოძრაობაზე გული აიყარა და იგი დატოვა, რომ მისიონერი ქრისტიანები გამხდარიყვნენ. ხოლო სახელი ლიფი მომავალმა მსახიობმა 15 წლის ასაკში მოიშორა.

მსახიობ ვაინონა რაიდერის მშობლები  "ბიტნიკების" თაობის წარმომადგენლები იყვნენ, რომლებთანაც  ალენ გინზბერგი, ფილიპ დიკი და ტომოტი ლირი მეგობრობდნენ. გარკვეული დროის განმავლობაში მომავალი ვარსკვლავი კომუნაში, სახელად "ცისარტყელაში" ცხოვრობდა.

გლენ კლოუზმა ბავშვობის დიდი ნაწილი უკიდურესად კინსერვატულ ჯგუფში - სახელად "მორალური გადაიარაღება" გაატარა. ეს იყო კულტი, სადაც ყველას ერთნაირად აზროვნებას აძალებდნენ. "ეს დამანგრეველია",- აღიარა მსახიობმა.

ამერიკელი მსახიობების პატრისია და დევიდ არკეტების შემთხვევაშიც საუბარი უფრო კომუნას ეხება, ვიდრე კულტს. "ჩვენი მშობლებმა ეს მეგობრებთან ერთად დაიწყეს, მათ რაღაც უტოპიური საზოგადოების შექმნა სურდათ. დევიდი იქ დაიბადა",- მოყვა პატრისია.

პოლ ჰაგისმა არა მხოლოდ საიენტოლოგიის ეკლესია მიატოვა, არამედ მას საჯაროდ კულტი უწოდა. "კულტში 34 წელი ვიყავი. ყველა ხედავდა ამას. მაგრამ არ ვიცი, ეს მე რატომ ვერ შევძელი",- განაცხადა რეჟისორმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

მომზადებულია Zimbio-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება