აშშ ხმელთაშუა ზღვაში სირიის ნაპირებთან საკუთარი სამხედრო ფლოტის რაოდენობას ამცირებს და რეგიონიდან სამხედრო ხომალდები გაჰყავს. განცხადება ამის შესახებ დღეს აშშ-ის თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა გააკეთეს. გავრცელებული ცნობით, სპარსეთის ყურე უკვე დატოვა ავიამზიდ "ნიმიცმა", რომელიც წლის ბოლომდე ვაშინგტონის შტატში მდებარე ბაზას დაუბრუნდება. მეორე ხომალდი, რომელიც ხმელთაშუა ზღვიდან ასევე შინისკენ მიემართება, საესკადრო ნაღმოსანი "გრეივლია".
შეგახსნებთ, რომ რეგიონში აშშ-მა და დიდ ბრიტანეთმა დიდი რაოდენობით სამხედრო ხომალდებს თავი სირიასთან დაკავშირებული კრიზისული სიტუაციის დროს მოუყარეს. მეამბოხეთა დასახმარებლად და პრეზიდენტ ასადის რეჟიმის შესაცვლელად აშშ და მისი მოკავშირეები, სირიის საკვანძო ობიექტებზე ზღვიდან აპირებდნენ შეტევას. ამ მიზნით პენტაგონს ხმელთაშუა ზღვაში ავიამზიდისა და მისი ესკორტის გარდა, 7 საბრძოლო ხომალდი და 2 წყალქვეშა ნავი ჰყავდა შეყვანილი.
მოამზადა ნუკრი მგელაძემ 3mv.ru-ის მიხედვით.