პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დისკოს მოცეკვავის" ჯიმი საქართველოში ფილმის გადაღებას და სასტუმროს გახსნას გეგმავს
"დისკოს მოცეკვავის" ჯიმი საქართველოში ფილმის გადაღებას და სასტუმროს გახსნას გეგმავს

"დის­კოს მო­ცეკ­ვა­ვი­დან" სა­ქარ­თვე­ლო­ში ბიზ­ნე­სის წარ­მო­ე­ბამ­დე - ბო­ლი­ვუ­დე­ლი მსა­ხი­ო­ბი მი­თჰუნ ჩაკ­რა­ბორ­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში ინ­ვეს­ტი­ცი­ის ჩა­დე­ბას აპი­რებს. შე­საძ­ლოა, ეს სა­ხე­ლი და გვა­რი ყვე­ლას­თვის არ იყოს ცნო­ბი­ლი, თუმ­ცა ჯიმი ფილ­მით "დის­კოს მო­ცეკ­ვა­ვე" ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში კარ­გად იცი­ან. "ჯიმი ჯიმი" და სხვა ფრა­ზე­ბი ამ ფილ­მი­დან დღემ­დე პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს. ჩაკ­რა­ბორ­ტი­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რი იყო და ახ­ლაც არი­ან. 

63 წლის ჩაკ­რა­ბორ­ტის ინ­დურ ფილ­მებ­ში 200-ზე მეტი მთა­ვა­რი როლი აქვს შეს­რუ­ლე­ბუ­ლი. შექ­მნა სა­კუ­თა­რი სტუ­დია, თუმ­ცა სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რა არ და­უმ­თავ­რე­ბია. მის პო­პუ­ლა­რო­ბა­ზე იმ პრი­ზე­ბის და ჯილ­დო­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბაც მე­ტყვე­ლებს, რო­მე­ლიც ჩაკ­რა­ბორ­ტის აქვს მო­პო­ვე­ბუ­ლი. ჩაკ­რა­ბორ­ტი ბო­ლი­ვუდ­ში ერთ-ერთ გავ­ლე­ნი­ან ადა­მი­ა­ნად ით­ვლე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა ბიზ­ნესს, ჩაკ­რა­ბორ­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში ფილ­მის გა­და­ღე­ბა­სა და სას­ტუმ­როს აშე­ნე­ბას აპი­რებს. სწო­რედ ამ მიზ­ნით იყო ჩა­მო­სუ­ლი მსა­ხი­ო­ბი და ბიზ­ნეს­მე­ნი რამ­დე­ნი­მე დღის წინ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში.

მისი ბიზ­ნეს­პარტნი­ო­რია ქარ­თუ­ლი კომ­პა­ნია "მეტ­რო". რო­გორც "ამ­ბე­ბი.ge"-ს კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლემ, ირაკ­ლი მა­ქა­ცა­რი­ამ გა­ნუ­ცხა­და, ფილ­მს იან­ვარ­ში ან თე­ბერ­ვალ­ში გა­და­ი­ღე­ბენ.

"ახა­ლი წლის შემ­დეგ, იან­ვარ­ში ან თე­ბერ­ვალ­ში იგეგ­მე­ბა ამ ფილ­მის გა­და­ღე­ბა. მა­ნამ­დე ჯგუ­ფი ჩა­მო­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში, რომ და­მა­ტე­ბით ლო­კა­ცი­ე­ბი და­ათ­ვა­ლი­ე­რონ კონ­კრე­ტუ­ლი სცე­ნე­ბის­თვის და ჩა­ა­ტა­რონ კას­ტინ­გი. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მიღ­წე­უ­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მოხ­დე­ბა გა­და­ღე­ბა. 15-20-დღე გა­და­ღე­ბა იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, მაგ­რამ მე­ო­რე ოცი დღე - ინ­დო­ეთ­ში. კონ­კრე­ტუ­ლად რა ად­გი­ლე­ბი შე­ირ­ჩე­ვა, რა ქა­ლა­ქებ­ში მოხ­დე­ბა გა­და­ღე­ბა, ეს სია ჯერ არ არის დას­რუ­ლე­ბუ­ლი, თუმ­ცა კა­ხე­თის რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლი შე­ვარ­ჩი­ეთ", - გა­ნა­ცხა­და მა­ქა­ცა­რი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, ფილ­მს ორი­ვე მხა­რე და­ა­ფი­ნან­სებს.

"სა­უ­ბა­რია კოპ­რო­დუქ­ცი­ა­ზე. სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­დღე­ბის ხარ­ჯებს ქარ­თუ­ლი მხა­რე და­ფა­რავს. მსა­ხი­ო­ბე­ბის ჰო­ნო­რარს, მგზავ­რო­ბას, პი­არ­სა და მარ­კე­ტინგს კი მი­თხუნ ჩაკ­რა­ბორ­ტი და მისი სტუ­დია და­ა­ფი­ნან­სებს", - აღ­ნიშ­ნა კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფილ­მის­თვის სა­ბო­ლოო სცე­ნა­რი ჯერ­ჯე­რო­ბით, შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი არ არის, თუმ­ცა ჟან­რი სა­სიყ­ვა­რუ­ლი იქ­ნე­ბა.

"ფილ­მი იქ­ნე­ბა სა­სიყ­ვა­რუ­ლო, სა­დაც ასე­ვე გა­მო­ვი­ყე­ნებთ ჩხუ­ბის მო­მენ­ტებ­სა და სპე­ცე­ფექ­ტებს. ჯერ სცე­ნა­რი ბო­ლომ­დე არ არის მო­ფიქ­რე­ბუ­ლი. მას­ში ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბიც მი­ი­ღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. მთა­ვა­რი რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი ინ­დო­ე­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან, ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი კი ძი­რი­თა­დად მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვან რო­ლებ­ზე და მა­სობ­რივ სცე­ნებ­ში და­კავ­დე­ბი­ან", - აღ­ნიშ­ნა მა­ქა­ცა­რი­ამ.

რაც შე­ე­ხე­ბა სას­ტუმ­როს მშე­ნებ­ლო­ბას, რო­გორც მა­ქა­ცა­რია აცხა­დებს, დე­ტა­ლებ­ზე წი­ნას­წარ ვერ ისა­უბ­რებს, თუმ­ცა თბი­ლის­ში რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლი შერ­ჩე­უ­ლია.

"ჩვენ სხვა­დას­ხვა ად­გი­ლე­ბი და­ვათ­ვა­ლი­ე­რეთ თბი­ლის­ში. არის რამ­დე­ნი­მე ვა­რი­ან­ტი, რო­მელ­ზეც მი­დის მსჯე­ლო­ბა ფას­თან და­კავ­ში­რე­ბით. უახ­ლო­ეს ორ კვი­რა­ში ვფიქ­რობ, რომ კონ­კრე­ტუ­ლი პა­სუ­ხი იქ­ნე­ბა. შეხ­ვედ­რა გვქონ­და ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრო­შიც. გაგ­ვაც­ნეს ბაზ­რის ზო­გა­დი მი­მო­ხილ­ვა. ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრო­მაც შე­მოგ­ვთა­ვა­ზა ად­გი­ლე­ბი", - აღ­ნიშ­ნა მა­ქა­ცა­რი­ამ.

ლექ­სო ნა­ბახ­ტე­ვე­ლი, ამ­ბე­ბი.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

"დისკოს მოცეკვავის" ჯიმი საქართველოში ფილმის გადაღებას და სასტუმროს გახსნას გეგმავს

"დისკოს მოცეკვავის" ჯიმი საქართველოში ფილმის გადაღებას და სასტუმროს გახსნას გეგმავს

"დისკოს მოცეკვავიდან" საქართველოში ბიზნესის წარმოებამდე - ბოლივუდელი მსახიობი მითჰუნ ჩაკრაბორტი საქართველოში ინვესტიციის ჩადებას აპირებს. შესაძლოა, ეს სახელი და გვარი ყველასთვის არ იყოს ცნობილი, თუმცა ჯიმი ფილმით "დისკოს მოცეკვავე" ჩვენს ქვეყანაში კარგად იციან. "ჯიმი ჯიმი" და სხვა ფრაზები ამ ფილმიდან დღემდე პოპულარობით სარგებლობს. ჩაკრაბორტიზე შეყვარებული საქართველოში ბევრი იყო და ახლაც არიან. 

63 წლის ჩაკრაბორტის ინდურ ფილმებში 200-ზე მეტი მთავარი როლი აქვს შესრულებული. შექმნა საკუთარი სტუდია, თუმცა სამსახიობო კარიერა არ დაუმთავრებია. მის პოპულარობაზე იმ პრიზების და ჯილდოების რაოდენობაც მეტყველებს, რომელიც ჩაკრაბორტის აქვს მოპოვებული. ჩაკრაბორტი ბოლივუდში ერთ-ერთ გავლენიან ადამიანად ითვლება.

რაც შეეხება ბიზნესს, ჩაკრაბორტი საქართველოში ფილმის გადაღებასა და სასტუმროს აშენებას აპირებს. სწორედ ამ მიზნით იყო ჩამოსული მსახიობი და ბიზნესმენი რამდენიმე დღის წინ ჩვენს ქვეყანაში.

მისი ბიზნესპარტნიორია ქართული კომპანია "მეტრო". როგორც "ამბები.ge"-ს კომპანიის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი მაქაცარიამ განუცხადა, ფილმს იანვარში ან თებერვალში გადაიღებენ.

"ახალი წლის შემდეგ, იანვარში ან თებერვალში იგეგმება ამ ფილმის გადაღება. მანამდე ჯგუფი ჩამოვა საქართველოში, რომ დამატებით ლოკაციები დაათვალიერონ კონკრეტული სცენებისთვის და ჩაატარონ კასტინგი. გადაწყვეტილება მიღწეულია, რომ საქართველოში მოხდება გადაღება. 15-20-დღე გადაღება იქნება საქართველოში, მაგრამ მეორე ოცი დღე - ინდოეთში. კონკრეტულად რა ადგილები შეირჩევა, რა ქალაქებში მოხდება გადაღება, ეს სია ჯერ არ არის დასრულებული, თუმცა კახეთის რამდენიმე ადგილი შევარჩიეთ", - განაცხადა მაქაცარიამ.

მისივე თქმით, ფილმს ორივე მხარე დააფინანსებს.

"საუბარია კოპროდუქციაზე. საქართველოში გადღების ხარჯებს ქართული მხარე დაფარავს. მსახიობების ჰონორარს, მგზავრობას, პიარსა და მარკეტინგს კი მითხუნ ჩაკრაბორტი და მისი სტუდია დააფინანსებს", - აღნიშნა კომპანიის წარმომადგენელმა.

მისივე ინფორმაციით, ფილმისთვის საბოლოო სცენარი ჯერჯერობით, შემუშავებული არ არის, თუმცა ჟანრი სასიყვარული იქნება.

"ფილმი იქნება სასიყვარულო, სადაც ასევე გამოვიყენებთ ჩხუბის მომენტებსა და სპეცეფექტებს. ჯერ სცენარი ბოლომდე არ არის მოფიქრებული. მასში ქართველი მსახიობებიც მიიღებენ მონაწილეობას. მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობები ინდოელები იქნებიან, ქართველი მსახიობები კი ძირითადად მეორეხარისხოვან როლებზე და მასობრივ სცენებში დაკავდებიან", - აღნიშნა მაქაცარიამ.

რაც შეეხება სასტუმროს მშენებლობას, როგორც მაქაცარია აცხადებს, დეტალებზე წინასწარ ვერ ისაუბრებს, თუმცა თბილისში რამდენიმე ადგილი შერჩეულია.

"ჩვენ სხვადასხვა ადგილები დავათვალიერეთ თბილისში. არის რამდენიმე ვარიანტი, რომელზეც მიდის მსჯელობა ფასთან დაკავშირებით. უახლოეს ორ კვირაში ვფიქრობ, რომ კონკრეტული პასუხი იქნება. შეხვედრა გვქონდა ეკონომიკის სამინისტროშიც. გაგვაცნეს ბაზრის ზოგადი მიმოხილვა. ეკონომიკის სამინისტრომაც შემოგვთავაზა ადგილები", - აღნიშნა მაქაცარიამ.

ლექსო ნაბახტეველი, ამბები.ge

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა