კოალიცია "ქართული ოცნების" კოორდინატორებს, 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გაწეული სამუშაოსთვის ხელფასი ამ დრომდე არ მიუღიათ. ინფორმაციას newpress.ge წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
"კოორდინატორები ყოველდღე ამაოდ ელოდებიან ხელფასების მიღებას, მაგრამ ამ დრომდე მოტყუებული რჩებიან", - ამბობს ქუთაისში მცხოვრები მოქალაქე, რომელიც ვინაობის გამხელისგან თავს იკავებს.