კახეთში, 56 წლის ქალი გახურებულ თონეში ჩავარდა. დაშავებული კატასტროფის მედიცინის ცენტრის თანამშრომლებმა თბილისში გადაიყვანეს. ინფორმაციას სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენი" ავრცელებს.
მედიკოსების თქმით, მას სხეულის 12% აქვს დამწვარი და სასუნთქი გზებიც დაზიანებული აქვს. მორიგე ექიმის ხათუნა ჯაფარიძის განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა და მკურნალობის კურსს რეანიმაციულ განყოფილებაში გადის.
იხილეთ წყარო: "ჯი-ეიჩ-ენი"