პოლიტიკა
სამართალი

13

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 18:36-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. არ მიიღოთ: რძე და რძის პროდუქტები, ცხარე და ცხელი საკვები, ხორცი, ალკოჰოლი, შეამცირეთ სიგარეტის რაოდენობა.
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი "კაზინომანების" ტრაგედია, რომელიც ოჯახებსა და ფსიქიკას ანგრევს
ქართველი "კაზინომანების" ტრაგედია, რომელიც ოჯახებსა და ფსიქიკას ანგრევს

"გავ­ყი­დე ქა­თა­მი და იმ თან­ხით სა­თა­მა­შოდ სოფ­ლი­დან ჩვენს რა­ი­ო­ნულ ცენ­ტში წა­ვე­დი"... "გუ­შინ ბე­ბი­ა­ჩე­მის ნა­ჩუ­ქა­რი უძ­ვირ­ფა­სე­სი სა­ა­თი და­ვა­ლომ­ბარ­დე და გვერ­დით კა­ზი­ნო­ში შე­ვი­ა­რე"... "ცოლ­მა მი­თხრა, სახ­ლი­დან მივ­დი­ვარ, შენი ატა­ნა უკვე შე­უძ­ლე­ბე­ლია"... "დედა ჩემ გამო და­ა­ვად­და, ვე­ღარ აი­ტა­ნა ჩემი ყუ­რე­ბა და დარ­დის­გან გარ­და­იც­ვა­ლა"... "მინ­და, თა­მაშს თავი და­ვა­ნე­ბო, იმის გამო, რომ სახ­ლში მი­თხრეს, შინ აღარ დაბ­რუნ­დეო"... "მა­მამ იმის­თვის, რომ უზ­რუნ­ვე­ლად მე­ცხოვ­რა, და­მი­ტო­ვა პუ­რის სა­ცხო­ბი, ტან­საც­მლის ატე­ლიე, სურ­სა­თის მა­ღა­ზია, მე კი ეს ყვე­ლა­ფე­რი თა­მაშს გა­და­ვა­ყო­ლე"... - ეს ფრა­ზე­ბი იმ ადა­მი­ა­ნებს ეკუთ­ვნით, ვინც თა­მაშს ყვე­ლა­ფე­რი, რაც კი გა­აჩ­ნდათ, შეს­წი­რეს... რა კა­ტე­გო­რი­ას მი­ე­კუთ­ვნე­ბი­ან ისი­ნი? რა ხდე­ბა მათ ტვინ­სა და გო­ნე­ბა­ში და რო­გორ უნდა და­ეხ­სნან ამ უმ­ძი­მეს სენს, ამ სა­კი­თხებ­ზე ფსი­ქო­ლო­გი მა­რი­ნა კა­ჭა­რა­ვა გვე­სა­უბ­რა:

- თა­მა­ში ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნის ქცე­ვა არ არის, მაგ­რამ იმის გამო, რომ თი­თო­ე­ულ ჩვენ­თა­გან­ში რა­ღაც დო­ზით, ბავ­შვი ისევ ცო­ცხლობს, ზოგ­ჯერ თა­მა­შის მო­თხოვ­ნი­ლე­ბა გვიჩ­ნდე­ბა. მაგ­რამ არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თა სტრა­ტე­გია მთლი­ა­ნად გარ­თო­ბაა, რა­საც ჰე­დო­ნიზ­მი ჰქვია. ეს მთლი­ა­ნად სხე­უ­ლის სი­ა­მოვ­ნე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ქმე­დე­ბაა. ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი მუდ­მი­ვად იმა­ზე ფიქ­რო­ბენ, რა გა­ა­კე­თონ ისე­თი, რა­ზეც დროს სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­იყ­ვა­ნენ... ჰე­დო­ნიზ­მი სტრეს­მე­დე­გო­ბის დაქ­ვე­ი­თე­ბას იწ­ვევს, ანუ ადა­მი­ანს სტრეს­თან გამ­კლა­ვე­ბა უჭირს. ასე­ვე და­ა­ვა­დე­ბებ­საც ვერ ებ­რძვის, იმუ­ნი­ტე­ტი უქ­ვე­ით­დე­ბა და სა­ბო­ლო­ოდ იფი­ტე­ბა. ასე­თი ადა­მი­ა­ნი დი­ლი­დან გა­მო­შიგ­ნულ-გა­მო­ცა­რი­ე­ლე­ბუ­ლი­ვით გრძნობს თავს, ადაპ­ტა­ცი­ის უნა­რი არ აქვს.

რო­გორც ავ­ტო­მან­ქა­ნას სჭირ­დე­ბა საწ­ვა­ვი, ასე­ვე სჭირ­დე­ბა სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რი აქ­ტი­ვო­ბა - ნარ­კო­ტი­კის მი­ღე­ბა, თა­მა­ში, რა­ზეც და­მო­კი­დე­ბუ­ლი ხდე­ბა. ამას კი ლუ­დო­მა­ნია, იგი­ვე გემბლინ­გი ჰქვია.

პა­თო­ლო­გი­უ­რი გემბლინ­გი ერთ-ერთი მძი­მე და­ა­ვა­დე­ბაა, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით სე­რი­ო­ზუ­ლი გან­გა­შია ატე­ხი­ლი, რად­გა­ნაც ამ და­ა­ვა­დე­ბას­თან ბრძო­ლა რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა.

- რა ხდე­ბა ასე­თი ადა­მი­ა­ნის თა­ვის ტვინ­ში?

- თა­ვის ტვინ­ში ნე­ი­რო­მე­დი­ა­ტო­რუ­ლი ტრა­სე­ბია, რომ­ლე­ბიც უამ­რავ ფუნ­ქცი­ა­ზე (ძილი, სი­ფხიზ­ლე, გუ­ნე­ბა-გან­წყო­ბა, ნე­ბის­მი­ე­რი ემო­ცია, სი­ხა­რუ­ლი, ბედ­ნი­ე­რე­ბი­სა და მად­ლი­ე­რე­ბის გან­ცდა, აზ­როვ­ნე­ბის, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის უნა­რი) არის პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი. თა­ვის ტვინს აქვს რო­გორც აღ­გზნე­ბის, ასე­ვე შე­კა­ვე­ბის უნა­რი, რო­დე­საც საფრ­თხეს ხე­დავს, ცდი­ლობს შე­ა­კა­ვოს და ვექ­ტო­რი შეც­ვა­ლოს. გემბლინ­გით და­ა­ვა­დე­ბულ­თა შემ­თხვე­ვა­ში, ეს მუხ­რუ­ჭი აღარ მუ­შა­ობს და რო­გორც უმუხ­რუ­ჭო მან­ქა­ნა, დაღ­მარ­თში, ისე მი­ე­ქა­ნე­ბა. მოკ­ლედ, ეს ყვე­ლა­ფე­რი პა­თო­ლო­გი­უ­რი ლტოლ­ვაა (მძაფ­რი ემო­ცია), რო­მელ­საც წა­მო­კი­დე­ბუ­ლი ჰყავს ადა­მი­ა­ნი და აბ­სო­ლუ­ტუ­რად ვე­ღარ აკონ­ტრო­ლებს თავს.

ეს ყვე­ლა­ფე­რი მოქ­მე­დებს მე­ხი­ე­რე­ბა­ზე, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა­ზე და ა.შ. იგი­ვე თვი­სე­ბე­ბი უჩ­ნდე­ბა, რაც ნარ­კო­ტიკ­ზე და­მო­კი­დე­ბულ ადა­მი­ანს. თუმ­ცა მა­ინც სხვა­დას­ხვა ფსი­ქო­ტი­პთან გვაქვს საქ­მე, თან, მო­თა­მა­შეს უფრო მა­ღა­ლი ინ­ტე­ლექ­ტი აქვს, მაგ­რამ ორი­ვეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ვექ­ტო­რის გა­ტა­ნა გა­რეთ ახა­სი­ა­თებს, ანუ ცდი­ლობს, სხვას გა­და­აბ­რა­ლოს ყვე­ლა­ფე­რი.

- სტა­ტის­ტი­კას რომ გა­დავ­ხე­დოთ, ამ მდგო­მა­რე­ო­ბამ­დე 10 ადა­მი­ა­ნი­დან რამ­დე­ნი მი­დის?

- პრო­ცენ­ტუ­ლად ამის დად­გე­ნა ძნე­ლია, მაგ­რამ სა­ვა­რა­უ­დოდ, 10 ადა­მი­ა­ნი­დან 2 შე­იძ­ლე­ბა, ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდეს, მაგ­რამ მათი ქმე­დე­ბით და­ნარ­ჩე­ნი რვაც ზი­ან­დე­ბა...

თა­ვი­დან იწყე­ბა მო­გე­ბის სე­რია, რა­საც აუ­ცი­ელბ­ლად წა­გე­ბა მოჰ­ყვე­ბა. წა­გე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი ქვეყ­ნის პი­რო­ბებ­ში, მით უფრო სა­ქარ­თვე­ლო­ში, კა­ტას­ტრო­ფაა. ადა­მი­ა­ნი კარ­გავს ყვე­ლა­ფერს: სახლ-კარს, ცოლ-შვილს და "გა­ბომ­ჟე­ბის" პი­რას მი­დის. არა­და, ქუ­ჩა­ში გახ­ვალ და ერ­თმა­ნე­თის გვერ­დით ჩა­წყო­ბი­ლია: ლომ­ბარ­დი, სლოტკლუ­ბი, კა­ზი­ნო, რო­მე­ლიც მაც­დუ­რად იზი­დავს.

- ჰო, გზავ­ნი­ლიც - "ითა­მა­შე და მო­ი­გე" ყველ­გან ის­მის...

- ეს სა­ში­ნე­ლე­ბაა. წა­მა­ხა­ლი­სე­ბე­ლი ლა­ტა­რი­ის წი­ნა­აღ­მდე­გი კი არ ვარ, მაგ­რამ უშ­რო­მელ ფულს კარ­გი არა­ფე­რი მო­აქვს. ადა­მი­ა­ნი, რომ­ლის ხელ­ში 5.000-მა ლარ­მა გა­ი­ა­რა, 300-ლა­რი­ან სამ­სა­ხურ­ში სა­მუ­შა­ოდ არ წავა. ერთი თვე არ იმუ­შა­ვებს იმის­თვის, რომ 300 ლარი აი­ღოს, რად­გა­ნაც მის­თვის ფული აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­უ­ფა­სუ­რე­ბუ­ლია. მაგ­რამ არ­სე­ბობს მითი, ვი­ღა­ცამ მო­ი­გო და ფიქ­რობს, რომ ახლა მისი ჯე­რია, მისი დღეა, იქ­ნებ მო­ი­გოს ჯეკპო­ტი? ამი­ტომ არც ერთ დღეს არ კარ­გავს და თა­მა­შობს... თან, რე­ვან­შის­ტუ­ლი გან­ცდა აქვს, წა­ა­გო, წა­ა­გო და იქ­ნებ რო­გორ­ღაც და­ა­მარ­ცხოს ეს უარ­ყო­ფი­თი გან­ცდა.

- მა­ინც რა არის იმის მი­ზე­ზი, რომ ადა­მი­ა­ნი ამ ზო­მამ­დე მი­დის?

- აქ ერთი მი­ზე­ზი არ არის. ეს ძი­რი­თა­დად პრობ­ლე­მი­დან გაქ­ცე­ვის სტრა­ტე­გი­აა. ვი­ღა­ცა ნარ­კო­ტიკს ირ­ჩევს, ვი­ღაც - კა­ზი­ნოს, იოლი ცხოვ­რე­ბის გზას, ზოგი მეც­ნი­ე­რე­ბა­ში მი­დის, ზო­გიც - ხე­ლოვ­ნე­ბა­ში...

- რა შე­იძ­ლე­ბა იყოს ამის პრე­ვენ­ცია?

- გვაქვს შეხ­ვედ­რე­ბი სამ­თავ­რო­ბო და არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან. სა­თა­მა­შო ბიზ­ნე­სის სრულ აკ­რძალ­ვას ვი­თხოვთ.

- მერე შე­საძ­ლე­ბე­ლია ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში მისი აკ­რძალ­ვა?

- სა­კი­თხის და­რე­გუ­ლი­რე­ბა მა­ინც უნდა მოხ­დეს. იმას მა­ინც რომ მი­ვაღ­წი­ოთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს კა­ზი­ნო­ში შეს­ვლის უფ­ლე­ბა არ ჰქონ­დეს, მეს­მის, რომ ეს არ არის გა­მო­სა­ვა­ლი, რად­გან ვი­საც უნდა, თა­მა­შის­თვის გზას მა­ინც მო­ძებ­ნის, მით უფრო, რომ მის ეზო­ში კა­ზი­ნოს სა­რეკ­ლა­მო აბრა ანა­თებს, ბრჭყვი­ა­ლებს, ეპა­ტი­ჟე­ბა. მოკ­ლედ, შევა, ითა­მა­შებს და წავა იმ ჯა­დოს­ნურ წრე­ზე. გარ­და ამი­სა, რა­ღაც გან­თლე­ბა, ინ­ფორ­მა­ცი­ის შე­ტა­ნაა სა­ჭი­რო, თუ რას იწ­ვევს თა­მა­ში, მაგ­რამ ახალ­გაზ­რდას­დის­თვის არ­გუ­მენ­ტი არ არ­სე­ბობს, რად­გა­ნაც ის ექ­სტრე­მა­ლი, აზარ­ტუ­ლია, მას მძაფ­რი ემო­ცია სჭი­დე­ბა.

ჩემი აზ­რით, ამ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის ერ­თდერ­თი პრე­ვენ­ცია ის არის, რომ დრო მთლი­ა­ნად ჰქონ­დეთ გა­წე­რი­ლი და და­კა­ვე­ბუ­ლი, რად­გა­ნაც რო­დე­საც საქ­მე, სა­ფიქ­რა­ლი არ მაქვს და გა­სარ­თო­ბიც ბევ­რია, რა­ღაც სი­სუ­ლე­ლეს ავირ­ჩევ.

- თქვენ­თან ალ­ბათ მო­დი­ან ისე­თი პა­ცი­ენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ მან­კი­ე­რე­ბის დაძ­ლე­ვა­ში დახ­მა­რე­ბას გთხო­ვენ.

- კი, მო­დი­ან... მე მჯე­რა, ადა­მი­ა­ნის თა­ვი­სუ­ფა­ლი ნე­ბი­სა და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის. თუ მან და­ა­პი­რა, ამ სა­ში­ნე­ლე­ბის­გან თა­ვის დახ­სნა შე­უძ­ლია. მას სა­კუ­თა­რი თა­ვის შეც­ვლაც შე­უძ­ლია. აბა, რა არის პი­როვ­ნუ­ლი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა? პი­როვ­ნე­ბას გა­და­კე­თე­ბის, სა­კუ­თა­რი გე­ნე­ტი­კის შეც­ვლის უნა­რიც აქვს, რო­გორც ნე­გა­ტი­ვის­კენ, ასვე პო­ზი­ტი­ვის­კენ. არ­ჩე­ვა­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბა, ყვე­ლა­ზე დიდი სიმ­დიდ­რეა.

ისი­ნი, ვინც ჩემ­თან თა­ვი­ან­თი პრობ­ლე­მით მო­დი­ან, ჩამ­ქრა­ლე­ბი და უე­მო­ცი­ო­ე­ბი არი­ან. აქვთ აკ­ვი­ა­ტე­ბე­ბი. ამა­ვე დროს ყვე­ლა­ფე­რი იცი­ან, პი­რი­ქით შენ წა­გი­კი­თხა­ვენ ლექ­ცი­ას, რო­გორ არ უნდა მო­იქ­ცე, მაგ­რამ სა­კუ­თარ თავს ვერ შვე­ლი­ან. ყვე­ლა­ზე უა­რე­სი შემ­თხვე­ვაა, როცა მო­დის და ამ­ბობს, რომ ამ სა­ში­ნე­ლე­ბის­გან თა­ვის დახ­სნა იმი­ტომ უნდა, რომ ცოლი ეყ­რე­ბა, ან დე­დაა ავად, თო­რემ არც იმე­დი აქვს და არც სურ­ვი­ლი, რომ ამ ყვე­ლაფ­რი­დან გა­მოძ­ვრეს. უმ­ძი­მე­სი შემ­თხვე­ვი­სას მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რი ჩა­რე­ვა ხდე­ბა სა­ჭი­რო, რაც თა­მა­შის არა­ნორ­მა­ლუ­რი მო­თხოვ­ნი­ლე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის გან­ცდას იძ­ლე­ვა.

- ე.ი. თუ მო­თხოვ­ნი­ლე­ბა დაკ­მა­ყო­ფილ­და, ლტოლ­ვაც შემ­ცირ­დე­ბა?

- კი და სა­ჭი­როა, ფსი­ქი­ატ­რის ჩარ­თვაც... სამ­წუ­ხა­როა, რომ მოს­წავ­ლე­ე­ბის, სტუ­დენ­ტე­ბის დიდი ნა­წი­ლია ამ სა­ში­ნე­ლე­ბა­ში ჩათ­რე­უ­ლი და ამ პრობ­ლე­მით ჩვენ­თან მო­მარ­თვი­ა­ნო­ბაც გაზ­რდი­ლია. ეს ყვე­ლა­ფე­რი ეპი­დე­მი­ა­სა­ვით არის...

- ქალ­ბა­ტო­ნე­ბიც თა­მა­შო­ბენ, ხომ?

- კი, სა­ერ­თა­შო­რი­სო სტა­ტის­ტი­კას თუ გა­დავ­ხე­დავთ, ქა­ლე­ბის რი­ცხვი ნაკ­ლე­ბია, მაგ­რამ ქალი უფრო მძი­მე შემ­თხვე­ვაა, უფრო გვი­ან და რთუ­ლად აღ­წევს ამ სენს თავს.

- რა­ტომ?

- რთუ­ლი კი­თხვაა... ნარ­კო­მა­ნი და კრი­მი­ნა­ლი ქა­ლიც მძი­მე შემ­თხვე­ვაა... ქალი, რო­მე­ლიც ნარ­კო­ტი­კამ­დე და­დის, მას უკვე ისე­თი სა­ზღვრე­ბი აქვს გა­და­ლა­ხუ­ლი, რომ იმის მობ­რუ­ნე­ბა რთუ­ლია. ეს ისე­თი "და­ცე­მაა", რომ მის "წა­მო­ყე­ნე­ბას" მხო­ლოდ სას­წა­უ­ლი თუ შეძ­ლებს. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა უჭირთ. არა­და, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბაა.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების მნიშვნელოვანი შედეგები

ქართველი "კაზინომანების" ტრაგედია, რომელიც ოჯახებსა და ფსიქიკას ანგრევს

ქართველი "კაზინომანების" ტრაგედია, რომელიც ოჯახებსა და ფსიქიკას ანგრევს

"გავყიდე ქათამი და იმ თანხით სათამაშოდ სოფლიდან ჩვენს რაიონულ ცენტში წავედი"... "გუშინ ბებიაჩემის ნაჩუქარი უძვირფასესი საათი დავალომბარდე და გვერდით კაზინოში შევიარე"... "ცოლმა მითხრა, სახლიდან მივდივარ, შენი ატანა უკვე შეუძლებელია"... "დედა ჩემ გამო დაავადდა, ვეღარ აიტანა ჩემი ყურება და დარდისგან გარდაიცვალა"... "მინდა, თამაშს თავი დავანებო, იმის გამო, რომ სახლში მითხრეს, შინ აღარ დაბრუნდეო"... "მამამ იმისთვის, რომ უზრუნველად მეცხოვრა, დამიტოვა პურის საცხობი, ტანსაცმლის ატელიე, სურსათის მაღაზია, მე კი ეს ყველაფერი თამაშს გადავაყოლე"...  - ეს ფრაზები იმ ადამიანებს ეკუთვნით, ვინც თამაშს ყველაფერი, რაც კი გააჩნდათ, შესწირეს... რა კატეგორიას მიეკუთვნებიან ისინი? რა ხდება მათ ტვინსა და გონებაში და როგორ უნდა დაეხსნან ამ უმძიმეს სენს, ამ საკითხებზე ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა გვესაუბრა:

- თამაში ზრდასრული ადამიანის ქცევა არ არის, მაგრამ იმის გამო, რომ თითოეულ ჩვენთაგანში რაღაც დოზით, ბავშვი ისევ ცოცხლობს, ზოგჯერ თამაშის მოთხოვნილება გვიჩნდება. მაგრამ არიან ადამიანები, რომელთა სტრატეგია მთლიანად გართობაა, რასაც ჰედონიზმი ჰქვია. ეს მთლიანად სხეულის სიამოვნებაზე ორიენტირებული ქმედებაა. ასეთი ადამიანები მუდმივად იმაზე ფიქრობენ, რა გააკეთონ ისეთი, რაზეც დროს სიამოვნებით გაიყვანენ... ჰედონიზმი სტრესმედეგობის დაქვეითებას იწვევს, ანუ ადამიანს სტრესთან გამკლავება უჭირს. ასევე დაავადებებსაც ვერ ებრძვის, იმუნიტეტი უქვეითდება და საბოლოოდ იფიტება. ასეთი ადამიანი დილიდან გამოშიგნულ-გამოცარიელებულივით გრძნობს თავს, ადაპტაციის უნარი არ აქვს.

როგორც ავტომანქანას სჭირდება საწვავი, ასევე სჭირდება სხვადასხვანაირი აქტივობა - ნარკოტიკის მიღება, თამაში, რაზეც დამოკიდებული ხდება. ამას კი ლუდომანია, იგივე გემბლინგი ჰქვია.

პათოლოგიური გემბლინგი ერთ-ერთი მძიმე დაავადებაა, რომლის შესახებაც მსოფლიოს მასშტაბით სერიოზული განგაშია ატეხილი, რადგანაც ამ დაავადებასთან ბრძოლა რთული აღმოჩნდა.

- რა ხდება ასეთი ადამიანის თავის ტვინში?

- თავის ტვინში ნეირომედიატორული ტრასებია, რომლებიც უამრავ ფუნქციაზე (ძილი, სიფხიზლე, გუნება-განწყობა, ნებისმიერი ემოცია, სიხარული, ბედნიერებისა და მადლიერების განცდა, აზროვნების, გადაწყვეტილების მიღების უნარი) არის პასუხისმგებელი. თავის ტვინს აქვს როგორც აღგზნების, ასევე შეკავების უნარი, როდესაც საფრთხეს ხედავს, ცდილობს შეაკავოს და ვექტორი შეცვალოს. გემბლინგით დაავადებულთა შემთხვევაში, ეს მუხრუჭი აღარ მუშაობს და როგორც უმუხრუჭო მანქანა, დაღმართში, ისე მიექანება. მოკლედ, ეს ყველაფერი პათოლოგიური ლტოლვაა (მძაფრი ემოცია), რომელსაც წამოკიდებული ჰყავს ადამიანი და აბსოლუტურად ვეღარ აკონტროლებს თავს.

ეს ყველაფერი მოქმედებს მეხიერებაზე, გადაწყვეტილების მიღებაზე და ა.შ. იგივე თვისებები უჩნდება, რაც ნარკოტიკზე დამოკიდებულ ადამიანს. თუმცა მაინც სხვადასხვა ფსიქოტიპთან გვაქვს საქმე, თან, მოთამაშეს უფრო მაღალი ინტელექტი აქვს, მაგრამ ორივეს პასუხისმგებლობის ვექტორის გატანა გარეთ ახასიათებს, ანუ ცდილობს, სხვას გადააბრალოს ყველაფერი.

- სტატისტიკას რომ გადავხედოთ, ამ მდგომარეობამდე 10 ადამიანიდან რამდენი მიდის?

- პროცენტულად ამის დადგენა ძნელია, მაგრამ სავარაუდოდ, 10 ადამიანიდან 2 შეიძლება, ამ მდგომარეობაში აღმოჩნდეს, მაგრამ მათი ქმედებით დანარჩენი რვაც ზიანდება...

თავიდან იწყება მოგების სერია, რასაც აუციელბლად წაგება მოჰყვება. წაგება ნებისმიერი ქვეყნის პირობებში, მით უფრო საქართველოში, კატასტროფაა. ადამიანი კარგავს ყველაფერს: სახლ-კარს, ცოლ-შვილს და "გაბომჟების" პირას მიდის. არადა, ქუჩაში გახვალ და ერთმანეთის გვერდით ჩაწყობილია: ლომბარდი, სლოტკლუბი, კაზინო, რომელიც მაცდურად იზიდავს.

- ჰო, გზავნილიც - "ითამაშე და მოიგე" ყველგან ისმის...

- ეს საშინელებაა. წამახალისებელი ლატარიის წინააღმდეგი კი არ ვარ, მაგრამ უშრომელ ფულს კარგი არაფერი მოაქვს. ადამიანი, რომლის ხელში 5.000-მა ლარმა გაიარა, 300-ლარიან სამსახურში სამუშაოდ არ წავა. ერთი თვე არ იმუშავებს იმისთვის, რომ 300 ლარი აიღოს, რადგანაც მისთვის ფული აბსოლუტურად გაუფასურებულია. მაგრამ არსებობს მითი, ვიღაცამ მოიგო და ფიქრობს, რომ ახლა მისი ჯერია, მისი დღეა, იქნებ მოიგოს ჯეკპოტი? ამიტომ არც ერთ დღეს არ კარგავს და თამაშობს... თან, რევანშისტული განცდა აქვს, წააგო, წააგო და იქნებ როგორღაც დაამარცხოს ეს უარყოფითი განცდა.

- მაინც რა არის იმის მიზეზი, რომ ადამიანი ამ ზომამდე მიდის?

- აქ ერთი მიზეზი არ არის. ეს ძირითადად პრობლემიდან გაქცევის სტრატეგიაა. ვიღაცა ნარკოტიკს ირჩევს, ვიღაც - კაზინოს, იოლი ცხოვრების გზას, ზოგი მეცნიერებაში მიდის, ზოგიც - ხელოვნებაში...

- რა შეიძლება იყოს ამის პრევენცია?

- გვაქვს შეხვედრები სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან. სათამაშო ბიზნესის სრულ აკრძალვას ვითხოვთ.

- მერე შესაძლებელია ჩვენს ქვეყანაში მისი აკრძალვა?

- საკითხის დარეგულირება მაინც უნდა მოხდეს. იმას მაინც რომ მივაღწიოთ, რომ საქართველოს მოქალაქეს კაზინოში შესვლის უფლება არ ჰქონდეს, მესმის, რომ ეს არ არის გამოსავალი, რადგან ვისაც უნდა, თამაშისთვის გზას მაინც მოძებნის, მით უფრო, რომ მის ეზოში კაზინოს სარეკლამო აბრა ანათებს, ბრჭყვიალებს, ეპატიჟება. მოკლედ, შევა, ითამაშებს და წავა იმ ჯადოსნურ წრეზე. გარდა ამისა, რაღაც განთლება, ინფორმაციის შეტანაა საჭირო, თუ რას იწვევს თამაში, მაგრამ ახალგაზრდასდისთვის არგუმენტი არ არსებობს, რადგანაც ის ექსტრემალი, აზარტულია, მას მძაფრი ემოცია სჭიდება.

ჩემი აზრით, ამ ადამიანებისთვის ერთდერთი პრევენცია ის არის, რომ დრო მთლიანად ჰქონდეთ გაწერილი და დაკავებული, რადგანაც როდესაც საქმე, საფიქრალი არ მაქვს და გასართობიც ბევრია, რაღაც სისულელეს ავირჩევ.

- თქვენთან ალბათ მოდიან ისეთი პაციენტები, რომლებიც ამ მანკიერების დაძლევაში დახმარებას გთხოვენ.

- კი, მოდიან... მე მჯერა, ადამიანის თავისუფალი ნებისა და გადაწყვეტილების. თუ მან დააპირა, ამ საშინელებისგან თავის დახსნა შეუძლია. მას საკუთარი თავის შეცვლაც შეუძლია. აბა, რა არის პიროვნული თავისებურება? პიროვნებას გადაკეთების, საკუთარი გენეტიკის შეცვლის უნარიც აქვს, როგორც ნეგატივისკენ, ასვე პოზიტივისკენ. არჩევანის თავისუფლება, ყველაზე დიდი სიმდიდრეა.

ისინი, ვინც ჩემთან თავიანთი პრობლემით მოდიან, ჩამქრალები და უემოციოები არიან. აქვთ აკვიატებები. ამავე დროს ყველაფერი იციან, პირიქით შენ წაგიკითხავენ ლექციას, როგორ არ უნდა მოიქცე, მაგრამ საკუთარ თავს ვერ შველიან. ყველაზე უარესი შემთხვევაა, როცა მოდის და ამბობს, რომ ამ საშინელებისგან თავის დახსნა იმიტომ უნდა, რომ ცოლი ეყრება, ან დედაა ავად, თორემ არც იმედი აქვს და არც სურვილი, რომ ამ ყველაფრიდან გამოძვრეს. უმძიმესი შემთხვევისას მედიკამენტოზური ჩარევა ხდება საჭირო, რაც თამაშის არანორმალური მოთხოვნილების დაკმაყოფილების განცდას იძლევა.

- ე.ი. თუ მოთხოვნილება დაკმაყოფილდა, ლტოლვაც შემცირდება?

- კი და საჭიროა, ფსიქიატრის ჩართვაც... სამწუხაროა, რომ მოსწავლეების, სტუდენტების დიდი ნაწილია ამ საშინელებაში ჩათრეული და ამ პრობლემით ჩვენთან მომართვიანობაც გაზრდილია. ეს ყველაფერი ეპიდემიასავით არის...

- ქალბატონებიც თამაშობენ, ხომ?

- კი, საერთაშორისო სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ქალების რიცხვი ნაკლებია, მაგრამ ქალი უფრო მძიმე შემთხვევაა, უფრო გვიან და რთულად აღწევს ამ სენს თავს.

- რატომ?

- რთული კითხვაა... ნარკომანი და კრიმინალი ქალიც მძიმე შემთხვევაა... ქალი, რომელიც ნარკოტიკამდე დადის, მას უკვე ისეთი საზღვრები აქვს გადალახული, რომ იმის მობრუნება რთულია. ეს ისეთი "დაცემაა", რომ მის "წამოყენებას" მხოლოდ სასწაული თუ შეძლებს. გადაწყვეტილების მიღება უჭირთ. არადა, ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაა.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია