კალაძე: სოჭის ოლიმპიადაზე გიორგი მარგველაშვილის წაუსვლელობის მიზეზს ვერ ვხედავ

კალაძე: სოჭის ოლიმპიადაზე გიორგი მარგველაშვილის წაუსვლელობის მიზეზს ვერ ვხედავ

კახი კალაძე სოჭის ოლიმპიადაზე გიორგი მარგველაშვილის წაუსვლელობის მიზეზს ვერ ხედავს. როგორც ენერგეტიკის მინისტრმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა, ამ თემაზე გუნდში კონსულტაციები ჯერ არ მიმდინარეობს.

მისი თქმით, ოლიმპიადამდე დიდი დროა და საქართველოს ხელისუფლება მოვლენების განვითარებას დააკვირდება.

"ჩემი აზრით, სოჭის ოლიმპიადაზე წაუსვლელობის მიზეზი არ არსებობს. თუ დავინახავთ, რომ ამით საფრთხე ადგება ჩვენს ქვეყანას, საქართველოს დამოუკიდებლობას და განვითარებას, მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება" - აღნიშნა კალაძემ.

საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რუსეთის პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა, რომ სოჭის ოლიმპიადაზე მისი გამგზავრების შესაძლებლობა განიხილება.

"ჩვენ ასევე განვაცხადეთ, რომ მონაწილეობას მივიღებთ რუსეთის ისტორიისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენაში – ოლიმპიურ თამაშებში და გავფანტეთ დაძაბულობის ფონი", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა და დასძინა, რომ ამ ეტაპზე განიხილება სოჭის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველ სპორტსმენთა მხარდასაჭერად სახელმწიფოს მეთაურთა წასვლის საკითხი.

მისივე თქმით, სოჭის ოლიმპიადაზე ქართველი სპორტსმენების გამგზავრება კარგი დასაწყისია იმისთვის, რომ არ შეიქმნას რაიმე პოლიტიკური დაძაბულობა.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, ქართული მხარე მოლოდინით უყურებს სოჭის ოლიმპიადას და იმედოვნებს, რომ სპორტული და კეთილი ნების ემოცია დასაბამს მისცემს გარკვეული სახის ახალ ურთიერთობებს არა მხოლოდ რუსეთში, არამედ მთელს მსოფლიოში.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა