საბერძნეთის დედაქალაქ ათენში სატელევიზიო არხის - ERT-ის დახურვა ჟურნალისტებმა ორიგინალური ხერხით გააპროტესტეს. პოლიციელებმა ჟურნალისტები ოფისიდან გამოყარეს, მთავრობამ კი ტელეარხი დახურა, თუმცა ბერძენმა მაყურებელმა თოქ-შოუ ტრადიციულ დროს მაინც იხილა.
დათხოვნილი ჟურნალისტები ათენის ქუჩაში შეიკრიბნენ, თან მიკროფონები, კამერები და განათება მიიტანეს. ქუჩაში 500-ზე მეტი ადგილობრივი შეიკრიბა, რათა ჟურნალისტებისთვის მხარი დაეჭირათ. მთავრობის გადაწყვეტილებით, ტელეარხის მთლიანი შტატი - 2 700 თანამშრომელი 5 თვის წინ დაითხოვეს. მიუხედავად ამისა, ჟურნალისტებმა საყვარელ საქმეზე უარი არ თქვეს - ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ჩვეულ რიტმში მუშაობდნენ და საზოგადოებას ინფორმაციას ინტერნეტით აწვდიდნენ.
მომზადებულია rt.com-ის მიხედვით.