პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსული ულტიმატუმი ქართველ ფერმერებს
რუსული ულტიმატუმი ქართველ ფერმერებს

წელს რუ­სე­თის ბა­ზა­რი, ყუ­რძნის, ღვი­ნი­სა და ციტ­რუ­სის გარ­და, ქარ­თუ­ლი ვაშ­ლის, მსხლის, კომ­ში­სა და თხი­ლის­თვი­საც გა­იხ­სნა. სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბი­სა და სურ­სა­თის სა­მი­ნის­ტრო­ში "ვერ­სი­ას" გა­ნუ­ცხა­დეს, რომ ნო­ემ­ბრის და­სა­წყის­ში რუ­სე­თის ბა­ზარ­ზე 2 მან­ქა­ნა ვაშ­ლი უკვე შე­ვი­და. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, რუ­სე­თი სა­ქარ­თვე­ლოს­გან ვაშ­ლის ფა­სის და­წე­ვას ითხოვს, სა­ქარ­თვე­ლო­ში კი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ სა­ა­ხალ­წლოდ, რუ­სეთ­ში ვაშ­ლი გაძ­ვირ­დე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, რუ­სე­თის ბა­ზარ­ზე დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ვაშლს სწო­რედ დე­კემ­ბრის ბო­ლოს გა­ი­ტა­ნენ.

"ვერ­სი­ას­თან" სა­უბ­რი­სას ფი­ტო­სა­ნი­ტა­რი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს­მა, ზუ­რაბ ლი­პარ­ტი­ამ აღ­ნიშ­ნა, რომ ნო­ემ­ბრის და­სა­წყის­ში რუ­სე­თის ბა­ზარ­ზე 80 ტონა ვაშ­ლი უკვე გა­ი­ტა­ნეს:

"ამ­ჟა­მად, რუ­სეთ­ში ვაშ­ლის ფასი და­ბა­ლია, მაგ­რამ სა­ა­ხალ­წლოდ, შე­საძ­ლოა, გაძ­ვირ­დეს. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში, რო­მე­ლიც მხა­რე­ებს შო­რის უკვე გა­ფორმ­და, ვაშ­ლის ფა­სი­ცაა მი­თი­თე­ბუ­ლი, სა­ექ­სპორ­ტო პრო­დუქ­ცი­ას ინ­ვო­ი­სიც ახ­ლავს, მაგ­რამ პრო­დუქ­ტის ფასი, რო­მე­ლიც რუ­სეთ­ში ექ­სპორტზე გა­დის, იქა­ურ ბა­ზარ­ზე არ­სე­ბულ რე­ა­ლურ ღი­რე­ბუ­ლე­ბას არ უნდა სცდე­ბო­დეს. უკვე შევ­ხვდით ვაშ­ლის ექ­სპორ­ტი­ო­რებ­სა და ად­გი­ლობ­რივ ფერ­მე­რებს, რომ­ლებ­საც ეს პრო­დუქ­ტი მოჰ­ყავთ. რუ­სე­თის ბა­ზარ­ზე 1 კგ ვაშ­ლის სა­ბი­თუ­მო ფასი 0.70 ლა­რია, ფერ­მე­რე­ბი კი 0.85 ლა­რა­დაც არ გვა­ბა­რე­ბენ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ექ­სპორ­ტი­ო­რე­ბი ვაშლს, ჯერ­ჯე­რო­ბით, შე­ი­ნა­ხა­ვენ და რუ­სეთ­ში სა­ა­ხალ­წლოდ გა­ი­ტა­ნენ, რო­დე­საც სა­ვა­რა­უ­დოდ, პრო­დუქ­ტის ფასი გა­იზ­რდე­ბა. ეს იყო მი­ზე­ზი, რის გა­მოც რუ­სე­თის ბა­ზარ­ზე ჯერ მხო­ლოდ 2 მან­ქა­ნა ვაშ­ლი გა­ვი­ტა­ნეთ".

ზუ­რაბ ლი­პარ­ტი­ას გან­მარ­ტე­ბით, რუ­სე­თის ფი­ტო­სა­ნი­ტა­რი­ის სამ­სა­ხურს უკვე აქვს იმ პრო­დუქ­ტის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­დან რუ­სე­თის ბა­ზარ­ზე უნდა გა­ვი­დეს. ყუ­რძნის, ღვი­ნი­სა და ციტ­რუ­სის გარ­და, ამ ჩა­მო­ნათ­ვალს წელს ვაშ­ლი, მსხა­ლი, კომ­ში და თხი­ლიც და­ე­მა­ტა, რაც აშ­კა­რად პო­ზი­ტი­უ­რი ნა­ბი­ჯია. ზუ­რაბ ლი­პარ­ტი­ამ "ვერ­სი­ას" გა­ნუ­ცხა­და, რომ პრო­დუქ­ტი, რო­მე­ლიც ექ­სპორტზე გა­დის. საღი და აუ­ცი­ლებ­ლად ერთი ზო­მის უნდა იყოს:

"სა­ვალ­დე­ბუ­ლოა, აექ­სპორ­ტო პრო­დუქ­ცია სპე­ცი­ა­ლურ ტა­რა­ში - პლასტმა­სის ან მუ­ყა­ოს ყუ­თებ­ში შე­ი­ფუ­თოს. ადრე ხის ყუ­თებ­საც იყე­ნებ­დნენ, მაგ­რამ ახლა, ძი­რი­თა­დად, თერ­მუ­ლი წე­სით და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი პლასტმა­სი­სა და მუ­ყა­ოს ყუ­თე­ბი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. ორი მან­ქა­ნა ვაშ­ლი, რო­მე­ლიც რუ­სეთ­ში უკვე გა­ვი­ტა­ნეთ, სწო­რედ მუ­ყა­ოს ყუ­თებ­ში იყო შე­ფუ­თუ­ლი. სხვა­თა შო­რის, საკ­მა­რი­სია, მუ­ყა­ოს ყუთი თერ­მუ­ლად მხო­ლოდ ერთხელ და­მუ­შავ­დეს. მა­გა­ლი­თად, თუ ყუთი მე­ო­რა­დია, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ევ­რო­კავ­ში­რი­დან ან თურ­ქე­თი­დან შე­მო­ვი­და პრო­დუქ­ცია ანუ ერთხელ უკვე იყო და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი და გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, მისი მე­ო­რედ და­მუ­შა­ვე­ბა სა­ჭი­რო აღა­რაა. გარ­და ამი­სა, პრო­დუქ­ცი­ას, რო­მე­ლიც ექ­სპორტზე გა­დის, ჩვენს მიერ გა­ცე­მუ­ლი ფი­ტო­სა­ნი­ტა­რუ­ლი და პრო­დუქ­ცი­ის წარ­მო­შო­ბის სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბიც უნდა ახ­ლდეს. ვაშ­ლი, რო­მე­ლიც რუ­სეთ­ში ექ­სპორტზე გა­ვი­ტა­ნეთ, ფი­ტო­სა­ნი­ტა­რულ მო­თხოვ­ნებს სრუ­ლად აკ­მა­ყო­ფი­ლებ­და - პრო­დუქ­ტი სა­თა­ნა­დოდ შე­ვა­მოწ­მეთ, რათა ის მავ­ნებ­ლე­ბი არ გა­ყო­ლო­და, რაც რუ­სე­თის­თვის სა­კა­რან­ტი­ნოდ მი­იჩ­ნე­ვა".

და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ციტ­რუ­სის სე­ზო­ნი უკვე და­ი­წყო. "ვერ­სია" წერ­და, რომ ციტ­რუ­სის გა­სა­ღე­ბის ტრა­დი­ცი­ულ ბაზ­რებს - უკ­რა­ი­ნას, ბე­ლო­რუსს, სომ­ხეთს, აზერ­ბა­ი­ჯან­სა და ბალ­ტი­ის ქვეყ­ნებს წელს რუ­სე­თის ბა­ზა­რიც და­ე­მა­ტა. მე­ტიც, ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, აჭა­რელ ფერ­მე­რებს წელს, სიმ­ბო­ლურ ფა­სად, 1 ლა­რად გა­დას­ცეს სა­ხელ­მწი­ფოს სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ძვე­ლი შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბი ანუ ე.წ. პა­ვი­ლი­ო­ნე­ბი, სა­დაც ციტ­რუ­სის გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი სა­წარ­მო­ე­ბი გან­თავ­სდა.

"ვერ­სია" იმა­საც წერ­და, რომ "პა­ვი­ლი­ო­ნებ­ში" ტა­რის (ციტ­რუ­სის შე­სა­ფუ­თი ყუთი) და­მამ­ზა­დე­ბე­ლი ხა­ზე­ბიც გა­იხ­სნა. ესაა თა­ნა­მედ­რო­ვე ტი­პის ტარა-მა­სა­ლა - 12-დან 15 კი­ლოგ­რა­მამ­დე ტე­ვა­დო­ბის ყუ­თე­ბი, რომ­ლე­ბიც სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია და სპე­ცი­ა­ლუ­რი ბეჭ­დით მოწ­მდე­ბა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ არც ერთ ქვე­ყა­ნა­ში, მათ შო­რის, ევ­რო­კავ­ში­რის წევრ ქვეყ­ნებ­შიც კი, ამ ტარა-მა­სა­ლით გა­ტა­ნი­ლი ციტ­რუ­სი კა­რან­ტი­ნის დროს არ დაბ­რკოლ­დე­ბა.

"რაც შე­ე­ხე­ბა რუ­სე­თის ბა­ზარ­ზე ციტ­რუ­სის ექ­სპორ­ტს, ვლა­დი­კავ­კაზ­ში 4-ჯერ უკვე გა­დავ­ტვირ­თეთ. წელს, და­ახ­ლო­ე­ბით, 120 000 ტონა ციტ­რუსს ვე­ლო­დე­ბით, მაგ­რამ რუ­სეთ­ში ექ­სპორტზე 40 000-დან 50 000 ტო­ნამ­დე გა­ვი­ტანთ. დსთ-ს სივ­რცე­ში ციტ­რუ­სის ტრა­დი­ცი­უ­ლი ბაზ­რე­ბია აზერ­ბა­ი­ჯა­ნი, სომ­ხე­თი, ყა­ზა­ხე­თი, ბე­ლო­რუ­სი, უკ­რა­ი­ნა, მაგ­რამ წელს რუ­სე­თიც დაგ­ვე­მა­ტა, სა­დაც ციტ­რუ­სის ფასი გა­ცი­ლე­ბით მა­ღა­ლია, ვიდ­რე სხვა ქვეყ­ნებ­ში. რო­გორც იცით, აჭა­რა­ში 30-მდე "პა­ვი­ლი­ო­ნი" უკვე გამ­ზა­დე­ბუ­ლია, რათა ციტ­რუ­სი შე­უ­ფერ­ხებ­ლად ჩა­ი­ბა­რონ და, ევ­რო­კავ­ში­რის სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, სპე­ცი­ა­ლუ­რი ტარა-მა­სა­ლით შე­ფუ­თონ. სურ­სა­თის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ უკვე შექ­მნა მო­ნი­ტო­რინ­გის ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც ამ პრო­ცესს და­აკ­ვირ­დე­ბა", - გა­ნუ­ცხა­და "ვერ­სი­ას" ზუ­რაბ ლი­პარ­ტი­ამ და დას­ძი­ნა, რომ მიმ­დი­ნა­რე სე­ზო­ნი ციტ­რუ­სის კარ­გი მო­სავ­ლით გა­მო­ირ­ჩე­ვა - პრო­დუქ­ტის ხა­რის­ხი მა­ღა­ლია, რა­საც ხელი შე­უ­წყო სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მამ - ფერ­მე­რებ­მა შხამ-ქი­მი­კა­ტე­ბი, ასე­ვე სა­სუ­ქი მი­ი­ღეს და ციტ­რუ­სი დრო­უ­ლად შე­წამ­ლეს.

მაია მი­შე­ლა­ძე

გა­ზე­თი "ვერ­სია"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

რუსული ულტიმატუმი ქართველ ფერმერებს

რუსული ულტიმატუმი ქართველ ფერმერებს

წელს რუსეთის ბაზარი, ყურძნის, ღვინისა და ციტრუსის გარდა, ქართული ვაშლის, მსხლის, კომშისა და თხილისთვისაც გაიხსნა. სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროში "ვერსიას" განუცხადეს, რომ ნოემბრის დასაწყისში რუსეთის ბაზარზე 2 მანქანა ვაშლი უკვე შევიდა. მიუხედავად ამისა, რუსეთი საქართველოსგან ვაშლის ფასის დაწევას ითხოვს, საქართველოში კი ვარაუდობენ, რომ საახალწლოდ, რუსეთში ვაშლი გაძვირდება. შესაბამისად, რუსეთის ბაზარზე დიდი რაოდენობით ვაშლს სწორედ დეკემბრის ბოლოს გაიტანენ.

"ვერსიასთან" საუბრისას ფიტოსანიტარიის დეპარტამენტის უფროსმა, ზურაბ ლიპარტიამ აღნიშნა, რომ ნოემბრის დასაწყისში რუსეთის ბაზარზე 80 ტონა ვაშლი უკვე გაიტანეს:

"ამჟამად, რუსეთში ვაშლის ფასი დაბალია, მაგრამ საახალწლოდ, შესაძლოა, გაძვირდეს. ხელშეკრულებაში, რომელიც მხარეებს შორის უკვე გაფორმდა, ვაშლის ფასიცაა მითითებული, საექსპორტო პროდუქციას ინვოისიც ახლავს, მაგრამ პროდუქტის ფასი, რომელიც რუსეთში ექსპორტზე გადის, იქაურ ბაზარზე არსებულ რეალურ ღირებულებას არ უნდა სცდებოდეს. უკვე შევხვდით ვაშლის ექსპორტიორებსა და ადგილობრივ ფერმერებს, რომლებსაც ეს პროდუქტი მოჰყავთ. რუსეთის ბაზარზე 1 კგ ვაშლის საბითუმო ფასი 0.70 ლარია, ფერმერები კი 0.85 ლარადაც არ გვაბარებენ. აქედან გამომდინარე, ექსპორტიორები ვაშლს, ჯერჯერობით, შეინახავენ და რუსეთში საახალწლოდ გაიტანენ, როდესაც სავარაუდოდ, პროდუქტის ფასი გაიზრდება. ეს იყო მიზეზი, რის გამოც რუსეთის ბაზარზე ჯერ მხოლოდ 2 მანქანა ვაშლი გავიტანეთ".

ზურაბ ლიპარტიას განმარტებით, რუსეთის ფიტოსანიტარიის სამსახურს უკვე აქვს იმ პროდუქტის ჩამონათვალი, რომელიც საქართველოდან რუსეთის ბაზარზე უნდა გავიდეს. ყურძნის, ღვინისა და ციტრუსის გარდა, ამ ჩამონათვალს წელს ვაშლი, მსხალი, კომში და თხილიც დაემატა, რაც აშკარად პოზიტიური ნაბიჯია. ზურაბ ლიპარტიამ "ვერსიას" განუცხადა, რომ პროდუქტი, რომელიც ექსპორტზე გადის. საღი და აუცილებლად ერთი ზომის უნდა იყოს:

"სავალდებულოა, აექსპორტო პროდუქცია სპეციალურ ტარაში - პლასტმასის ან მუყაოს ყუთებში შეიფუთოს. ადრე ხის ყუთებსაც იყენებდნენ, მაგრამ ახლა, ძირითადად, თერმული წესით დამუშავებული პლასტმასისა და მუყაოს ყუთები გამოიყენება. ორი მანქანა ვაშლი, რომელიც რუსეთში უკვე გავიტანეთ, სწორედ მუყაოს ყუთებში იყო შეფუთული. სხვათა შორის, საკმარისია, მუყაოს ყუთი თერმულად მხოლოდ ერთხელ დამუშავდეს. მაგალითად, თუ ყუთი მეორადია, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირიდან ან თურქეთიდან შემოვიდა პროდუქცია ანუ ერთხელ უკვე იყო დამუშავებული და გამოყენებული, მისი მეორედ დამუშავება საჭირო აღარაა. გარდა ამისა, პროდუქციას, რომელიც ექსპორტზე გადის, ჩვენს მიერ გაცემული ფიტოსანიტარული და პროდუქციის წარმოშობის სერტიფიკატებიც უნდა ახლდეს. ვაშლი, რომელიც რუსეთში ექსპორტზე გავიტანეთ, ფიტოსანიტარულ მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებდა - პროდუქტი სათანადოდ შევამოწმეთ, რათა ის მავნებლები არ გაყოლოდა, რაც რუსეთისთვის საკარანტინოდ მიიჩნევა".

დასავლეთ საქართველოში ციტრუსის სეზონი უკვე დაიწყო. "ვერსია" წერდა, რომ ციტრუსის გასაღების ტრადიციულ ბაზრებს - უკრაინას, ბელორუსს, სომხეთს, აზერბაიჯანსა და ბალტიის ქვეყნებს წელს რუსეთის ბაზარიც დაემატა. მეტიც, ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, აჭარელ ფერმერებს წელს, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადასცეს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ძველი შენობა-ნაგებობები ანუ ე.წ. პავილიონები, სადაც ციტრუსის გადამამუშავებელი საწარმოები განთავსდა.

"ვერსია" იმასაც წერდა, რომ "პავილიონებში" ტარის (ციტრუსის შესაფუთი ყუთი) დამამზადებელი ხაზებიც გაიხსნა. ესაა თანამედროვე ტიპის ტარა-მასალა - 12-დან 15 კილოგრამამდე ტევადობის ყუთები, რომლებიც სერტიფიცირებულია და სპეციალური ბეჭდით მოწმდება, რაც იმას ნიშნავს, რომ არც ერთ ქვეყანაში, მათ შორის, ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც კი, ამ ტარა-მასალით გატანილი ციტრუსი კარანტინის დროს არ დაბრკოლდება.

"რაც შეეხება რუსეთის ბაზარზე ციტრუსის ექსპორტს, ვლადიკავკაზში 4-ჯერ უკვე გადავტვირთეთ. წელს, დაახლოებით, 120 000 ტონა ციტრუსს ველოდებით, მაგრამ რუსეთში ექსპორტზე 40 000-დან 50 000 ტონამდე გავიტანთ. დსთ-ს სივრცეში ციტრუსის ტრადიციული ბაზრებია აზერბაიჯანი, სომხეთი, ყაზახეთი, ბელორუსი, უკრაინა, მაგრამ წელს რუსეთიც დაგვემატა, სადაც ციტრუსის ფასი გაცილებით მაღალია, ვიდრე სხვა ქვეყნებში. როგორც იცით, აჭარაში 30-მდე "პავილიონი" უკვე გამზადებულია, რათა ციტრუსი შეუფერხებლად ჩაიბარონ და, ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად, სპეციალური ტარა-მასალით შეფუთონ. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ უკვე შექმნა მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც ამ პროცესს დააკვირდება", - განუცხადა "ვერსიას" ზურაბ ლიპარტიამ და დასძინა, რომ მიმდინარე სეზონი ციტრუსის კარგი მოსავლით გამოირჩევა - პროდუქტის ხარისხი მაღალია, რასაც ხელი შეუწყო სახელმწიფო პროგრამამ - ფერმერებმა შხამ-ქიმიკატები, ასევე სასუქი მიიღეს და ციტრუსი დროულად შეწამლეს.

მაია მიშელაძე

გაზეთი "ვერსია"

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ