საზოგადოება
მსოფლიო
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
პოლიტიკა
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეცნიერებმა ყავის სმისთვის საუკეთესო დრო დაასახელეს
მეცნიერებმა ყავის სმისთვის საუკეთესო დრო დაასახელეს

ამე­რი­კე­ლი ნევ­რო­ლო­გე­ბი ირ­წმუ­ნე­ბი­ან, რომ ყა­ვის­გან ოპ­ტი­მა­ლუ­რი ეფექ­ტის მი­სა­ღე­ბად იგი 9:30-დან 11:30 სა­ა­თამ­დე უნდა და­ლი­ოთ, ან გაღ­ვი­ძე­ბი­დან არა­ნაკ­ლებ ერთი სა­ა­თის შემ­დეგ.

კო­ფე­ი­ნი ჰორ­მონ კორ­ტი­ზოლ­თან ურ­თი­ერ­თმოქ­მე­დე­ბა­შია, რო­მე­ლიც "ში­ნა­გა­ნი სა­ა­თის" და­რე­გუ­ლი­რე­ბას უწყობს ხელს და ყუ­რა­დღე­ბას აძ­ლი­ე­რებს. კორ­ტი­ზო­ლის დონე გაღ­ვი­ძე­ბის შემ­დეგ თა­ვის­თა­ვად მა­ღა­ლია. მა­ღა­ლი იგი კი­დევ ერთი სა­ა­თი დარ­ჩე­ბა. რო­გორც წესი, ამ ჰორ­მო­ნის აქ­ტი­ვო­ბის პიკი დი­ლის 8-დან 9 სა­ა­თამ­დეა.

მე­რი­ლენ­დის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სპე­ცი­ა­ლის­ტი, სტი­ვენ მი­ლე­რი ყა­ვის მოყ­ვა­რუ­ლებს ყა­ვის სმას მა­შინ ურ­ჩევს, როცა კორ­ტი­ზო­ლის ექ­სპრე­სი­ის პიკი გა­სუ­ლია. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვა­ვა­ში, შე­საძ­ლოა კო­ფე­ი­ნი­სად­მი იმუ­ნუ­ტე­ტი გა­მო­მუ­შავ­დეს. ამ მი­ზე­ზით ადა­მი­ანს და­ლე­უ­ლი ყა­ვის მო­ცუ­ლო­ბის გაზ­რდა მო­უ­წევს, რომ ეფექ­ტი მი­ი­ღოს. შე­დე­გად, გაღ­ვი­ძე­ბის­თა­ნა­ვე ყა­ვის სმა შე­საძ­ლოა მავ­ნე იყოს.

კორ­ტი­ზო­ლი, რო­მე­ლიც სტრე­სის დროს დიდი რა­ო­დე­ნო­ბით გა­მო­მუ­შავ­დე­ბა, ენერ­გე­ტი­კუ­ლი რე­ზერ­ვე­ბის გლუ­კო­ზა­ში გარ­დაქ­მნას ეხ­მა­რე­ბა, რომ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბაც უკვე უჯრე­დებს შე­უძ­ლი­ათ. დი­ლით აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ცე­სი ადა­მი­ანს გაღ­ვი­ძე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა, მაგ­რამ ამას­თან, იგი შიმ­შილს ამ­ძაფ­რებს. რიგ­მა კვლე­ვებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ დღის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში, მსუ­ყე სა­დი­ლის შემ­დეგ ყა­ვის გა­მო­ყე­ნე­ბას ყუ­რა­დღე­ბის დაქ­ვე­ი­თე­ბის კომ­პენ­სი­რე­ბა შე­უძ­ლია.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კორ­ტი­ზო­ლი ექ­სპრე­სი­ის პიკს არა მხო­ლოდ დი­ლით აღ­წევს. ის ასე­ვე 12:00-დან 13:00-მდე და 17:30-დან 18:30-მდე აღი­ნიშ­ნე­ბა. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ყა­ვის სმის­თვის სა­უ­კე­თე­სო დრო ადა­მი­ა­ნის ძი­ლის რე­ჟი­მი­სა და გაღ­ვი­ძე­ბის დრო­ის მი­ხედ­ვით შე­იძ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლოს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია The Telegraph-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

მეცნიერებმა ყავის სმისთვის საუკეთესო დრო დაასახელეს

მეცნიერებმა ყავის სმისთვის საუკეთესო დრო დაასახელეს

ამერიკელი ნევროლოგები ირწმუნებიან, რომ ყავისგან ოპტიმალური ეფექტის მისაღებად იგი 9:30-დან 11:30 საათამდე უნდა დალიოთ, ან გაღვიძებიდან არანაკლებ ერთი საათის შემდეგ.

კოფეინი ჰორმონ კორტიზოლთან ურთიერთმოქმედებაშია, რომელიც "შინაგანი საათის" დარეგულირებას უწყობს ხელს და ყურადღებას აძლიერებს. კორტიზოლის დონე გაღვიძების შემდეგ თავისთავად მაღალია. მაღალი იგი კიდევ ერთი საათი დარჩება. როგორც წესი, ამ ჰორმონის აქტივობის პიკი დილის 8-დან 9 საათამდეა.

მერილენდის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უნივერსიტეტის სპეციალისტი, სტივენ მილერი ყავის მოყვარულებს ყავის სმას მაშინ ურჩევს, როცა კორტიზოლის ექსპრესიის პიკი გასულია. წინააღმდეგ შემთხვავაში, შესაძლოა კოფეინისადმი იმუნუტეტი გამომუშავდეს. ამ მიზეზით ადამიანს დალეული ყავის მოცულობის გაზრდა მოუწევს, რომ ეფექტი მიიღოს. შედეგად, გაღვიძებისთანავე ყავის სმა შესაძლოა მავნე იყოს.

კორტიზოლი, რომელიც სტრესის დროს დიდი რაოდენობით გამომუშავდება, ენერგეტიკული რეზერვების გლუკოზაში გარდაქმნას ეხმარება, რომლის გამოყენებაც უკვე უჯრედებს შეუძლიათ. დილით აღნიშნული პროცესი ადამიანს გაღვიძებაში ეხმარება, მაგრამ ამასთან, იგი შიმშილს ამძაფრებს. რიგმა კვლევებმა აჩვენა, რომ დღის მეორე ნახევარში, მსუყე სადილის შემდეგ ყავის გამოყენებას ყურადღების დაქვეითების კომპენსირება შეუძლია.

აღსანიშნავია, რომ კორტიზოლი ექსპრესიის პიკს არა მხოლოდ დილით აღწევს. ის ასევე 12:00-დან 13:00-მდე და 17:30-დან 18:30-მდე აღინიშნება. ყოველ შემთხვევაში, ყავის სმისთვის საუკეთესო დრო ადამიანის ძილის რეჟიმისა და გაღვიძების დროის მიხედვით შეიძლება შეიცვალოს.

მომზადებულია The Telegraph-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს