მოზაიკა
პოლიტიკა
საზოგადოება

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თავახდილი ჭები თბილისში
თავახდილი ჭები თბილისში

თა­ვახ­დი­ლი ჭე­ბის პრობ­ლე­მა თბი­ლი­სის მო­სახ­ლე­ო­ბას დიდი ხა­ნია, აწუ­ხებს. თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლურ სა­ვალ გზებ­ზე პრობ­ლე­მა მეტ-ნაკ­ლე­ბად მოგ­ვა­რე­ბუ­ლია, თუმ­ცა გა­რე­უბ­ნებ­ში ისევ რჩე­ბა. მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გამო მო­სახ­ლე­ო­ბა შე­წუ­ხე­ბუ­ლია და დახ­მა­რე­ბას შე­სა­ბა­მის უწყე­ბებს სთხოვს.

"თა­ვახ­დი­ლი ჭე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ყო­ველ წელს მა­ტუ­ლობს", - გა­ნა­ცხა­და "მთელ კვი­რას­თან" ვარ­კე­თი­ლის მე-4 მიკ­რო­რა­ი­ონ­ში მცხოვ­რებ­მა ნინო გო­გო­ხი­ამ.

"სამი წე­ლია რაც ამ რა­ი­ონ­ში ვცხოვ­რობ და ყო­ველ წელს თა­ვახ­დი­ლი ჭე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა იზ­რდე­ბა. ნუთუ, მე­რი­ას და შე­სა­ბა­მის სამ­სა­ხურს შე­მოწ­მე­ბა და ამ პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა არ ევა­ლე­ბათ?! უმე­ტე­სად ჭები ისეთ ად­გი­ლებ­შია, სა­დაც ბავ­შვე­ბი თა­მა­შო­ბენ, მო­უ­წეს­რი­გე­ბელ ჭებს ვინ­მე ხომ არ უნდა შე­ე­წი­როს, რომ მოგ­ვხე­დონ?

"ჩვე­ნი სა­დარ­ბა­ზოს წინ ერთი თა­ვახ­დი­ლი ჭაა. მე­ზობ­ლებ­მა შიგ ხის ტო­ტე­ბი ჩავ­ყა­რეთ, მაგ­რამ ტო­ტებს ყველ­გან ჩვენ ხომ არ ჩავ­ყრით. ძა­ლი­ან ვთხოვთ, შე­სა­ბა­მის სამ­სა­ხურს, რომ ერთხელ და სა­მუ­და­მოდ ეს პრობ­ლე­მა მო­აგ­ვა­რონ", - ამ­ბობს გო­გო­ხია...

რო­გორც თბი­ლი­სის მე­რი­ის პრეს­სამ­სა­ხურ­ში გან­გვი­ცხა­დეს, ჭე­ბის პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რა მათ არ ეხე­ბათ.

"მა­გის­ტრალ­ზე სხვა­დას­ხვა და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ჭე­ბია გან­თავ­სე­ბუ­ლი და მათ მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბაა", - თქვეს მე­რი­ის პრეს­სამ­სა­ხურ­ში.

"წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­სახ­ლე­ო­ბა მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რით და­ვი­ღა­ლეთ", - გვი­თხრა თემ­ქის მე­სა­მე მიკ­რო­რა­ი­ონ­ში მცხოვ­რებ­მა ნონა გორ­დე­ლა­ძემ".

"თა­ვახ­დი­ლი ჭები დიდი ხნის პრობ­ლე­მაა. რამ­დენ­ჯერ­მე გამ­გე­ო­ბას მივ­მარ­თეთ, რომ ყუ­რა­დღე­ბა მო­ექ­ცი­ათ, მაგ­რამ უშე­დე­გოდ, რად­გან გა­რე­უ­ბან­ში ვცხოვ­რობთ, დე­და­ქა­ლა­ქის მე­რი­ამ ყუ­რა­დღე­ბა არ უნდა მოგ­ვაქ­ცი­ოს?

"ჩვენს რა­ი­ონ­ში ზოგ ჭას ხუფი აქვს, ზოგს - არა, ზოგ­საც და­ფა­რე­ბუ­ლი ცუ­დად აქვს. უხუ­ფო ჭები ისეთ ად­გი­ლებ­შია, რომ ადა­მი­ა­ნი თუ ყუ­რა­დღე­ბით არ იქ­ნე­ბა, დღი­სით, მზი­სით შე­იძ­ლე­ბა შიგ ჩა­ვარ­დეს. წლე­ბია, უკვე ეს პრობ­ლე­მა გვა­წუ­ხებს და მო­უგ­ვა­რე­ბე­ლია," - ამ­ბობს გორ­დე­ლა­ძე.

წყალ­სა­დე­ნი­სა და კა­ნა­ლი­ზა­ცი­ის მა­გის­ტრა­ლურ ქსე­ლებ­ზე, ანუ წი­თელ ხა­ზებს გა­რეთ მო­წყო­ბილ ჭებს ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ას "ჯორ­ჯი­ან უო­თერ ენდ ფა­უ­ე­რი" უწევს.

რო­გორც "მთლე კვი­რას" "ჯორ­ჯი­ან უო­თერ ენდ ფა­უ­ე­რის" სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის და მარ­კე­ტინ­გის დე­პარ­ტა­მენ­ტში გა­ნუ­ცხა­დეს, პრობ­ლე­მის არსი ჩარ­ჩო-ხუ­ფე­ბის მო­პარ­ვაა, რაც საკ­მა­ოდ ძვი­რი ღირს.

"სხვა­დას­ხვა მა­გის­ტრალ­ზე სხვა­დას­ხვა და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ჭე­ბია გან­თავ­სე­ბუ­ლი - წყალ­სა­დე­ნის, კა­ნა­ლი­ზა­ცი­ის, სა­ნი­აღ­ვრე მე­ურ­ნე­ო­ბის, ყო­ფი­ლი თბო­მე­ურ­ნე­ო­ბის და კავ­შირ­გაბ­მუ­ლო­ბის. მათ მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბა.

"წყალ­სა­დე­ნი­სა და კა­ნა­ლი­ზა­ცი­ის მა­გის­ტრა­ლურ ქსე­ლებ­ზე, ანუ წი­თელ ხა­ზებს გა­რეთ მო­წყო­ბილ ჭებს ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ას "ჯორ­ჯი­ან უო­თერ ენდ ფა­უ­ე­რი" უწევს, ხოლო სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბი­სა და კორ­პუ­სე­ბის წი­თელ ხა­ზებ­ში მოქ­ცე­უ­ლი ჭე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა მო­ბი­ნად­რე­ებ­მა და კორ­პუ­სე­ბის ამ­ხა­ნა­გო­ბებ­მა უნდა უზ­რუნ­ველ­ყონ.

"იშ­ვი­ა­თად შე­საძ­ლე­ბე­ლია, რა­ი­მე სა­ხის ზე­წო­ლამ ჭის ხუ­ფის მტვრე­ვა გა­მო­იწ­ვი­ოს, მაგ­რამ თა­ვახ­დი­ლი ჭები იმი­ტომ გხვდე­ბათ, რომ მათი თუ­ჯის ჩარ­ჩო-ხუ­ფე­ბი, უმე­ტეს­წი­ლად მო­პა­რუ­ლია. ხუ­ფე­ბის მო­პარ­ვის შემ­თხვე­ვე­ბი უმე­ტე­სად დე­და­ქა­ლა­ქის გა­რე­უბ­ნებ­შია.

"თუ­ჯის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი ჩარ­ჩო-ხუ­ფე­ბი საკ­მა­ოდ ძვი­რი ღირს და მო­პარ­ვის მი­ზე­ზიც სწო­რედ ეს გახ­ლავთ. კომ­პა­ნი­ას ყო­ველ­თვი­უ­რად გარ­კვე­უ­ლი ოდე­ნო­ბის ხუ­ფე­ბის შე­ძე­ნა უწევს, რის­თვი­საც და­მა­ტე­ბით ხარ­ჯებს სწევს. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბი ხშირ შემ­თხვე­ვა­ში გვა­ტყო­ბი­ნე­ბენ ასე­თი ფაქ­ტე­ბის თა­ო­ბა­ზე და შე­სა­ბა­მის ზო­მებ­საც იღე­ბენ.

"ჯორ­ჯი­ან უო­თერ ენდ ფა­უ­ე­რიც" შე­ტყო­ბი­ნე­ბის­თა­ნა­ვე ახ­დენს შე­სა­ბა­მის რე­ა­გი­რე­ბას მაგ­რამ თუ­ჯის ჩარ­ჩო-ხუ­ფე­ბის მო­პარ­ვის ფაქ­ტე­ბი იმ­დე­ნად ხში­რია, რომ კომ­პა­ნია მუ­შა­ობს ჭე­ბის გა­და­ხურ­ვის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი გზე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა­ზე", - გა­ნა­ცხა­დეს "ჯორ­ჯი­ან უო­თერ ენდ ფა­უ­ე­რის" სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის და მარ­კე­ტინ­გის დე­პარ­ტა­მენ­ტში.

ანი ფა­ცია

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები

თავახდილი ჭები თბილისში

თავახდილი ჭები თბილისში

თავახდილი ჭების პრობლემა თბილისის მოსახლეობას დიდი ხანია, აწუხებს. თბილისის ცენტრალურ სავალ გზებზე პრობლემა მეტ-ნაკლებად მოგვარებულია, თუმცა გარეუბნებში ისევ რჩება. მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის გამო მოსახლეობა შეწუხებულია და დახმარებას შესაბამის უწყებებს სთხოვს.

"თავახდილი ჭების რაოდენობა ყოველ წელს მატულობს", - განაცხადა "მთელ კვირასთან" ვარკეთილის მე-4 მიკრორაიონში მცხოვრებმა ნინო გოგოხიამ.

"სამი წელია რაც ამ რაიონში ვცხოვრობ და ყოველ წელს თავახდილი ჭების რაოდენობა იზრდება. ნუთუ, მერიას და შესაბამის სამსახურს შემოწმება და ამ პრობლემის მოგვარება არ ევალებათ?! უმეტესად ჭები ისეთ ადგილებშია, სადაც ბავშვები თამაშობენ, მოუწესრიგებელ ჭებს ვინმე ხომ არ უნდა შეეწიროს, რომ მოგვხედონ?

"ჩვენი სადარბაზოს წინ ერთი თავახდილი ჭაა. მეზობლებმა შიგ ხის ტოტები ჩავყარეთ, მაგრამ ტოტებს ყველგან ჩვენ ხომ არ ჩავყრით. ძალიან ვთხოვთ, შესაბამის სამსახურს, რომ ერთხელ და სამუდამოდ ეს პრობლემა მოაგვარონ", - ამბობს გოგოხია...

როგორც თბილისის მერიის პრესსამსახურში განგვიცხადეს, ჭების პრობლემის გადაჭრა მათ არ ეხებათ.

"მაგისტრალზე სხვადასხვა დანიშნულების ჭებია განთავსებული და მათ მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი შესაბამისი უწყებაა", - თქვეს მერიის პრესსამსახურში.

"წლების განმავლობაში მოსახლეობა მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურით დავიღალეთ", - გვითხრა თემქის მესამე მიკრორაიონში მცხოვრებმა ნონა გორდელაძემ".

"თავახდილი ჭები დიდი ხნის პრობლემაა. რამდენჯერმე გამგეობას მივმართეთ, რომ ყურადღება მოექციათ, მაგრამ უშედეგოდ, რადგან გარეუბანში ვცხოვრობთ, დედაქალაქის მერიამ ყურადღება არ უნდა მოგვაქციოს?

"ჩვენს რაიონში ზოგ ჭას ხუფი აქვს, ზოგს - არა, ზოგსაც დაფარებული ცუდად აქვს. უხუფო ჭები ისეთ ადგილებშია, რომ ადამიანი თუ ყურადღებით არ იქნება, დღისით, მზისით შეიძლება შიგ ჩავარდეს. წლებია, უკვე ეს პრობლემა გვაწუხებს და მოუგვარებელია," - ამბობს გორდელაძე.

წყალსადენისა და კანალიზაციის მაგისტრალურ ქსელებზე, ანუ წითელ ხაზებს გარეთ მოწყობილ ჭებს ექსპლუატაციას "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" უწევს.

როგორც "მთლე კვირას" "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტში განუცხადეს, პრობლემის არსი ჩარჩო-ხუფების მოპარვაა, რაც საკმაოდ ძვირი ღირს.

"სხვადასხვა მაგისტრალზე სხვადასხვა დანიშნულების ჭებია განთავსებული - წყალსადენის, კანალიზაციის, სანიაღვრე მეურნეობის, ყოფილი თბომეურნეობის და კავშირგაბმულობის. მათ მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელია შესაბამისი უწყება.

"წყალსადენისა და კანალიზაციის მაგისტრალურ ქსელებზე, ანუ წითელ ხაზებს გარეთ მოწყობილ ჭებს ექსპლუატაციას "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" უწევს, ხოლო საცხოვრებელი სახლებისა და კორპუსების წითელ ხაზებში მოქცეული ჭების უსაფრთხოება მობინადრეებმა და კორპუსების ამხანაგობებმა უნდა უზრუნველყონ.

"იშვიათად შესაძლებელია, რაიმე სახის ზეწოლამ ჭის ხუფის მტვრევა გამოიწვიოს, მაგრამ თავახდილი ჭები იმიტომ გხვდებათ, რომ მათი თუჯის ჩარჩო-ხუფები, უმეტესწილად მოპარულია. ხუფების მოპარვის შემთხვევები უმეტესად დედაქალაქის გარეუბნებშია.

"თუჯისგან დამზადებული ჩარჩო-ხუფები საკმაოდ ძვირი ღირს და მოპარვის მიზეზიც სწორედ ეს გახლავთ. კომპანიას ყოველთვიურად გარკვეული ოდენობის ხუფების შეძენა უწევს, რისთვისაც დამატებით ხარჯებს სწევს. სამართალდამცავი ორგანოები ხშირ შემთხვევაში გვატყობინებენ ასეთი ფაქტების თაობაზე და შესაბამის ზომებსაც იღებენ.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიც" შეტყობინებისთანავე ახდენს შესაბამის რეაგირებას მაგრამ თუჯის ჩარჩო-ხუფების მოპარვის ფაქტები იმდენად ხშირია, რომ კომპანია მუშაობს ჭების გადახურვის ალტერნატიული გზების შემუშავებაზე", - განაცხადეს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტში.

ანი ფაცია

გაზეთი ”რეზონანსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია