მსოფლიო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დათა თავაძე - "პარლამენტის წინ გაუგებარი სტილის, ზომისა და ფორმის მძ***-რი შენდება"
დათა თავაძე - "პარლამენტის წინ გაუგებარი სტილის, ზომისა და ფორმის მძ***-რი შენდება"

მსა­ხი­ო­ბი და რე­ჟი­სო­რი დათა თა­ვა­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე ყო­ფი­ლი პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის წინ, ყო­ფი­ლი მხატ­ვრის სახ­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მიმ­დი­ნა­რე მშე­ნებ­ლო­ბას აპ­რო­ტეს­ტებს.

"პარ­ლა­მენ­ტის წინ გა­უ­გე­ბა­რი სტი­ლის, ზო­მი­სა და ფორ­მის მძ***-რი შენ­დე­ბა, გუ­დი­აშ­ვი­ლის სკვე­რი და­ან­გრი­ეს და მი­აგ­დეს, სა­ხე­მოხ­ნუ­ლი კი­ნო­თე­ატ­რი "აპო­ლო" გრო­შე­ბად იყი­დე­ბა, ბაგ­რატს ლიფ­ტი აქვს მიდ­გმუ­ლი, სა­და­ცაა მეფე გვე­ყო­ლე­ბა, ხე­ებს ჩე­ხა­ვენ, რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რი აღარ ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს, თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე ფა­სა­დე­ბი დგას, სა­დაც ფან­ჯრებ­ში ცა ჩანს... ნე­ტავ ეს ყვე­ლა­ფე­რი თე­ატ­რის ფარ­და­სა­ვით ადი­ო­დეს და აღარ ჩა­მო­დი­ო­დეს...", - წერს თა­ვა­ძე.

რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, ყო­ფი­ლი მხატ­ვრის სახ­ლის ად­გი­ლას მშე­ნე­ბა­რე პრო­ექ­ტის შე­ჩე­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­ში მრგვა­ლი მა­გი­და რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ გა­ი­მარ­თა.

მრა­ვალ­ფუნ­ქცი­უ­რი კომ­პლექ­სის მშე­ნებ­ლო­ბას კომ­პა­ნია "მაგ­თი" ახორ­ცი­ე­ლებს. მშე­ნებ­ლო­ბის ნე­ბარ­თვა დე­და­ქა­ლა­ქის მე­რი­ამ გას­ცა.

მშე­ნებ­ლო­ბას ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე­ე­ბი, არ­ქი­ტექ­ტო­რე­ბი და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი აპ­რო­ტეს­ტე­ბენ. მათი თქმით, შე­ნო­ბის იერ­სა­ხე სრუ­ლი­ად შე­უ­სა­ბა­მო იქ­ნე­ბა რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რის­თვის და სა­ჭი­როა, მშე­ნე­ბა­რე ფა­სა­დის პრო­ექ­ტზე სა­ჯა­რო კონ­კურ­სი გა­მო­ცხად­დეს.

იხი­ლეთ ასე­ვე: "დათა თა­ვა­ძე - კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრი კა­ბი­ნეტ­ში ჰა­ერს აფუ­ჭებ­სო ამ­ბო­ბენ... ეს მისი ერ­თა­დერ­თი აქ­ტი­ვო­ბაა?"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ნიკა მელია სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას და გირაოს გადახდას არ აპირებს

დათა თავაძე - "პარლამენტის წინ გაუგებარი სტილის, ზომისა და ფორმის მძ***-რი შენდება"

დათა თავაძე - "პარლამენტის წინ გაუგებარი სტილის, ზომისა და ფორმის მძ***-რი შენდება"

მსახიობი და რეჟისორი დათა თავაძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ყოფილი პარლამენტის შენობის წინ, ყოფილი მხატვრის სახლის ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობას აპროტესტებს.

"პარლამენტის წინ გაუგებარი სტილის, ზომისა და ფორმის მძ***-რი შენდება, გუდიაშვილის სკვერი დაანგრიეს და მიაგდეს, სახემოხნული კინოთეატრი ''აპოლო'' გროშებად იყიდება, ბაგრატს ლიფტი აქვს მიდგმული, სადაცაა მეფე გვეყოლება, ხეებს ჩეხავენ, რუსთაველის თეატრი აღარ ფუნქციონირებს, თავისუფლების მოედანზე ფასადები დგას, სადაც ფანჯრებში ცა ჩანს... ნეტავ ეს ყველაფერი თეატრის ფარდასავით ადიოდეს და აღარ ჩამოდიოდეს...", - წერს თავაძე.

რუსთაველის გამზირზე, ყოფილი მხატვრის სახლის ადგილას მშენებარე პროექტის შეჩერებასთან დაკავშირებით, კულტურის სამინისტროში მრგვალი მაგიდა რამდენიმე კვირის წინ გაიმართა.

მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას კომპანია "მაგთი" ახორციელებს. მშენებლობის ნებართვა დედაქალაქის მერიამ გასცა.

მშენებლობას ხელოვნებათმცოდნეები, არქიტექტორები და არასამთავრობო ორგანიზაციები აპროტესტებენ. მათი თქმით, შენობის იერსახე სრულიად შეუსაბამო იქნება რუსთაველის გამზირისთვის და საჭიროა, მშენებარე ფასადის პროექტზე საჯარო კონკურსი გამოცხადდეს.

იხილეთ ასევე: "დათა თავაძე - კულტურის მინისტრი კაბინეტში ჰაერს აფუჭებსო ამბობენ... ეს მისი ერთადერთი აქტივობაა?"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს