Faceამბები
საზოგადოება

26

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თქვენი დიდი იმედი გვაქვს" - მარგველაშვილის პირველი ინტერვიუ რუსეთის პირველ არხზე
"თქვენი დიდი იმედი გვაქვს" - მარგველაშვილის პირველი ინტერვიუ რუსეთის პირველ არხზე

რუ­სულ ბიზ­ნესს სა­ქარ­თვე­ლო­ში პრობ­ლე­მე­ბი არ აქვს, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ახა­ლარ­ჩე­ულ­მა პრე­ზი­დენ­ტმა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა ექ­სკლუ­ზი­უ­რი ინ­ტერ­ვი­უ­ში ისა­უბ­რა, რო­მე­ლიც რუ­სე­თის პირ­ვე­ლი არ­ხის პროგ­რა­მა Воскресное Времия-ს მის­ცა.

რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს ახა­ლარ­ჩე­ულ­მა პრე­ზი­დენ­ტმა რუ­სულ ტე­ლე­არხთან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, სა­ქარ­თვე­ლო-რუ­სეთს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ბიზ­ნე­სის სა­კი­თხში არ­სე­ბობს რე­ა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. მი­სი­ვე თქმით, პირ­ველ რიგ­ში იმი­ტომ, რომ რუ­სუ­ლი ბიზ­ნე­სი აქ­ტი­უ­რია სა­ქარ­თვე­ლო­ში და მათ­თვის ყვე­ლა პი­რო­ბაა შექ­მნი­ლი თა­ვი­ან­თი ბიზ­ნე­სის გან­სა­ვი­თა­რებ­ლად.

"რუ­სულ ბიზ­ნესს სა­ქარ­თვე­ლო­ში პრობ­ლე­მე­ბი არ აქვს. გარ­და ამი­სა, რუ­სე­თის ბა­ზარ­ზე ბრუნ­დე­ბა ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ცია და ეს ძა­ლი­ან დიდი პო­ზი­ტი­ვია. ჩვენ ასე­ვე ვქმნით ახალ ფორ­მატს და რუს ბიზ­ნეს­მე­ნებს სქარ­თვე­ლო­ში ინ­ვეს­ტი­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას ვაძ­ლევთ, ქვე­ყა­ნა­ში რო­მელ­საც თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ვაჭ­რო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ექ­ნე­ბა ევ­რო­პას­თან", - აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

რო­გორც რუ­სე­თის პირ­ველ არხთან სა­უბ­რი­სას გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტეგ­რა­ცია და ევ­რო­პას­თან ასო­ცი­რე­ბა რუ­სე­თის ინ­ტე­რე­სებ­შიც შე­დის. მი­სი­ვე თქმით, ჩრდი­ლო­ე­თით მყო­ფი სტა­ბი­ლუ­რი ქვე­ყა­ნა რე­ა­ლუ­რად ქმნის ურ­თი­ე­თო­ბე­ბის გაღ­რმა­ვე­ბის და სტა­ბი­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას რუ­სე­თის­თვი­საც, რო­მე­ლიც ასე­ვე ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რია ევ­რო­პას­თან, რო­მე­ლიც აქ­ტი­უ­რად ავი­თა­რებს თა­ვის კულ­ტუ­რულ, ეკო­ნო­მი­კურ და პო­ლი­ტი­კურ ურ­თი­ერ­თო­ბებს ევ­რო­კავ­შირ­თან.

"ამ ას­პექ­ტში რუ­სე­თის­თვის მხო­ლოდ და­დე­ბითს ვხე­დავთ. ასე რომ ვფიქ­რობ, აქ გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია რუ­სე­თის ინ­ტე­რე­სე­ბიც", - დას­ძი­ნა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

რუ­სე­თის ტე­ლე­არხთან სა­უბ­რი­სას, სა­ქარ­თვე­ლოს ახა­ლარ­ჩე­ულ­მა პრე­ზი­დენ­ტმა ასე­ვე გა­ნა­ცხა­და, რომ სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლო ეკო­ნო­მი­კუ­რად ძლი­ე­რი ქვე­ყა­ნა არ არის, რომ თავს პი­ა­რაქ­ცი­ებ­ზე ბევ­რი ფუ­ლის და­ხარ­ჯვის უფ­ლე­ბა მის­ცეს.

"ვფიქ­რობ, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კა უფრო ძლი­ე­რი იქ­ნე­ბა, როცა შევ­ძლებთ გრან­დი­ო­ზულ ინა­უ­გუ­რა­ცი­ა­ზე დი­დძა­ლი თან­ხე­ბის ხარ­ჯვას. ვფიქ­რობ, ჩვენ შე­და­რე­ბით მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი სტან­დარ­ტე­ბი უნდა და­ვიც­ვათ და რე­ა­ლო­ბას­თან ადეკ­ვა­ტუ­რად ვი­მოქ­მე­დოთ. ეს რე­ა­ლო­ბა კი ასე­თია: ჩვე­ნი ეკო­ნო­მი­კა უნდა გან­ვი­თარ­დეს და ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა ჩვენს ხალ­ხთან, ჩვენს მე­ზობ­ლებ­თან ჩვე­ნი რე­ა­ლო­ბის ადეკ­ვა­ტუ­რი უნდა იყოს. აი, ამის­კენ მივ­დი­ვართ ჩვენ", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

სა­ქარ­თვე­ლო ახა­ლარ­ჩე­ულ­მა პრე­ზი­დენ­ტმა რუ­სულ ტე­ლე­არხთან ინ­ტერ­ვი­უ­სას ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ ქარ­თუ­ლი მხა­რე შექ­მნის იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ აღ­დგეს რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი. მი­სი­ვე თქმით, ამ ეტაპ­ზე რუ­სეთ­შიც და სა­ქარ­თვე­ლო­შიც სტა­ბი­ლუ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცი­აა და ეს კარ­გი წი­ნა­პი­რო­ბაა იმი­სათ­ვის, რომ გა­და­იჭ­რას რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა სა­კი­თხი.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Воскресное Времия-ს მი­ხედ­ვით.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

"თქვენი დიდი იმედი გვაქვს" - მარგველაშვილის პირველი ინტერვიუ რუსეთის პირველ არხზე

"თქვენი დიდი იმედი გვაქვს" - მარგველაშვილის პირველი ინტერვიუ რუსეთის პირველ არხზე

რუსულ ბიზნესს საქართველოში პრობლემები არ აქვს, - ამის შესახებ საქართველოს ახალარჩეულმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ექსკლუზიური ინტერვიუში ისაუბრა, რომელიც რუსეთის პირველი არხის პროგრამა Воскресное Времия-ს მისცა.

როგორც საქართველოს ახალარჩეულმა პრეზიდენტმა რუსულ ტელეარხთან საუბრისას განაცხადა, საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობაში ბიზნესის საკითხში არსებობს რეალური შესაძლებლობები. მისივე თქმით, პირველ რიგში იმიტომ, რომ რუსული ბიზნესი აქტიურია საქართველოში და მათთვის ყველა პირობაა შექმნილი თავიანთი ბიზნესის განსავითარებლად.

"რუსულ ბიზნესს საქართველოში პრობლემები არ აქვს. გარდა ამისა, რუსეთის ბაზარზე ბრუნდება ქართული პროდუქცია და ეს ძალიან დიდი პოზიტივია. ჩვენ ასევე ვქმნით ახალ ფორმატს და რუს ბიზნესმენებს სქართველოში ინვესტირების შესაძლებლობას ვაძლევთ, ქვეყანაში რომელსაც თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები ექნება ევროპასთან", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

როგორც რუსეთის პირველ არხთან საუბრისას გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, საქართველოს ინტეგრაცია და ევროპასთან ასოცირება რუსეთის ინტერესებშიც შედის. მისივე თქმით, ჩრდილოეთით მყოფი სტაბილური ქვეყანა რეალურად ქმნის ურთიეთობების გაღრმავების და სტაბილური განვითარების შესაძლებლობას რუსეთისთვისაც, რომელიც ასევე ძალიან აქტიურია ევროპასთან, რომელიც აქტიურად ავითარებს თავის კულტურულ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ურთიერთობებს ევროკავშირთან.

"ამ ასპექტში რუსეთისთვის მხოლოდ დადებითს ვხედავთ. ასე რომ ვფიქრობ, აქ გათვალისწინებულია რუსეთის ინტერესებიც", - დასძინა გიორგი მარგველაშვილმა.

რუსეთის ტელეარხთან საუბრისას, საქართველოს ახალარჩეულმა პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ სამწუხაროდ, საქართველო ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანა არ არის, რომ თავს პიარაქციებზე ბევრი ფულის დახარჯვის უფლება მისცეს.

"ვფიქრობ, უახლოეს მომავალში საქართველოს ეკონომიკა უფრო ძლიერი იქნება, როცა შევძლებთ გრანდიოზულ ინაუგურაციაზე დიდძალი თანხების ხარჯვას. ვფიქრობ, ჩვენ შედარებით მოკრძალებული სტანდარტები უნდა დავიცვათ და რეალობასთან ადეკვატურად ვიმოქმედოთ. ეს რეალობა კი ასეთია: ჩვენი ეკონომიკა უნდა განვითარდეს და ჩვენი ურთიერთობა ჩვენს ხალხთან, ჩვენს მეზობლებთან ჩვენი რეალობის ადეკვატური უნდა იყოს. აი, ამისკენ მივდივართ ჩვენ", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველო ახალარჩეულმა პრეზიდენტმა რუსულ ტელეარხთან ინტერვიუსას ასევე აღნიშნა, რომ ქართული მხარე შექმნის იმის შესაძლებლობას, რომ აღდგეს რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობები. მისივე თქმით, ამ ეტაპზე რუსეთშიც და საქართველოშიც სტაბილური პოლიტიკური სიტუაციაა და ეს კარგი წინაპირობაა იმისათვის, რომ გადაიჭრას რუსეთ-საქართველოს შორის არსებული ყველა საკითხი.

მომზადებულია Воскресное Времия-ს მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა