საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
7 წამ­ში თორ­მეტ­ნა­ო­ჭი­ანი ხინ­კალს "ახ­ვევს" - ქართველმა მექანიკოსმა ხინ­კლის მან­ქა­ნა გამოიგონა
  7 წამ­ში თორ­მეტ­ნა­ო­ჭი­ანი ხინ­კალს "ახ­ვევს" - ქართველმა მექანიკოსმა ხინ­კლის მან­ქა­ნა გამოიგონა

რო­გორ და­ვამ­ზა­დოთ ეროვ­ნუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლოს მშვე­ნე­ბა - ხინ­კა­ლი, რომ­ლის მოხ­ვე­ვა დიდ დრო­სა და კუ­ლი­ნა­რი­ულ გა­მოც­დი­ლე­ბას მო­ითხ­ოვს, ხე­ლით ჩა­რე­ვის გა­რე­შე? - ამ კითხ­ვა­ზე პა­სუხს გა­მო­გო­ნე­ბის - "შიგ­თავ­სი­ა­ნი ცო­მე­უ­ლი ნა­წარ­მის ფორ­მი­რე­ბის მოწყ­ო­ბი­ლო­ბის"გაც­ნო­ბის შემ­დეგ მი­ი­ღებთ, რო­მელ­ზეც ავ­ტო­რი, მე­ქა­ნი­კოს­-კონ­სტრუქ­ტო­რი დი­მიტ­რი სა­ნა­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა:

- იდე­ის და­ბა­დე­ბი­დან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბამ­დე წე­ლი­წად­-ნა­ხე­ვა­რი დამ­ჭირ­და. ჩე­მი მან­ქა­ნა - "შიგ­თავ­სი­ა­ნი ცო­მე­უ­ლი ნა­წარ­მის ფორ­მი­რე­ბის მოწყ­ო­ბი­ლო­ბა"ადა­მი­ა­ნის ხე­ლის იმი­ტა­ცი­ას ცდი­ლობს, რი­თაც დი­დი დრო და სახ­სრე­ბი იზო­გე­ბა, კონ­სტრუქ­ცი­აც საკ­მა­ოდ კომ­პაქ­ტუ­რი­ა. მან­ქა­ნა აკე­თებს ნა­ო­ჭებს, მოჭ­რილ ცომ­ში დებს ფარშს, თა­ნაც ისე, რომ ცო­მის კედ­ლე­ბი არ სველ­დე­ბა (წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში ხინ­კა­ლი აღარ შე­იკ­ვრე­ბა), მე­რე ცომს ატ­რი­ა­ლებს და ყუნ­წს აც­ლის. მოწყ­ო­ბი­ლო­ბას ფორ­მი­რე­ბის ორი - ზე­და და ქვე­და თა­ვე­ბი აქვს, ქვე­და თავს აქვს კბი­ლა­ნე­ბი, ზე­დას - ფრთე­ბი, რომ­ლე­ბიც ერ­თმა­ნეთ­ში ჯდე­ბა და ასე კეთ­დე­ბა ნა­ო­ჭი. ასე­ვე იჭ­რე­ბა სა­ჭი­რო ზო­მი­სა და ფორ­მის ცო­მი. მან­ქა­ნა შე­ი­ცავს ცო­მე­უ­ლი ნა­წარ­მის მა­ფორ­მი­რე­ბელ მრგვალ­და­ნი­ან მე­ქა­ნიზმს, რო­მე­ლიც შედ­გე­ბა ვერ­ტი­კა­ლუ­რად გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე მა­ფორ­მი­რე­ბე­ლი თა­ვი­სა და ცო­მის მიმ­ღებ­-მა­ფორ­მი­რე­ბე­ლი თა­ვის­გან, ასე­ვე მო­სა­ჭი­მი მე­ქა­ნიზ­მის, მიმ­ღე­ბი­სა და ამ­ძრა­ვის­გან.

- რამ­დენ­ნა­ო­ჭი­ა­ნი ხინ­კლის დამ­ზა­დე­ბა შე­უძ­ლი­ა?

- თორ­მეტ­ნა­ო­ჭი­ა­ნის. ცო­მი იღებს სა­სურ­ველ ნა­ო­ჭე­ბი­ან ფორ­მას, სა­დაც მი­სა­წო­დე­ბე­ლი არ­ხით ნელ­-ნე­ლა ჩა­ე­დი­ნე­ბა ფარ­ში და ავ­სებს მო­ცუ­ლო­ბას, შიგ­თავ­სი შე­გიძ­ლია სა­სურ­ვე­ლი რა­ო­დე­ნო­ბით ჩა­დო, თა­ვი­სი ჩამ­კე­ტიც აქვს. ეს არის ფურ­ცლო­ვა­ნი ჩამ­კე­ტი, და­ახ­ლო­ე­ბით ფო­ტო­ა­პა­რა­ტის მსგავ­სი, რო­მე­ლიც ერ­თი მი­მარ­თუ­ლე­ბით ტრი­ა­ლებს და ცომს კრავს, ზედ­მეტ ნა­წილს, ყუნ­წს კი წყვეტს. ერ­თი ხინ­კლის დამ­ზა­დე­ბას 7 წა­მი სჭირ­დე­ბა. მე­ქა­ნიზ­მი ასე­ვე უზ­რუნ­ველ­ყოფს, რომ ნამ­ზა­დი­დან შიგ­თავ­სის წვე­ნი არ გად­მო­იღ­ვა­როს, რაც ხინ­კლის ხა­რისხს ამაღ­ლებს. თუ მოწყ­ო­ბი­ლო­ბის მას­შტა­ბი გა­იზ­რდე­ბა, მე­ტი მა­ფორ­მი­რე­ბელ­თა­ვი­ა­ნი მე­ქა­ნიზ­მი აეწყ­ო­ბა, მე­ტი ხინ­კლის დამ­ზა­დე­ბა გახ­დე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი, წარ­მა­დო­ბაც გა­იზ­რდე­ბა.

- მო­მა­ვალ­ში ნა­ო­ჭე­ბის რიცხ­ვის გაზ­რდა თუ შე­იძ­ლე­ბა?

- მა­ფორ­მი­რე­ბელ თა­ვებს ცო­ტა რთუ­ლი გე­ო­მეტ­რია აქვს, მაგ­რამ შე­უძ­ლე­ბე­ლი არა­ფე­რი­ა. ყვე­ლა ეტაპს თა­ვი­სი ფუნ­ქცია აქვს, ერ­თმა­ნეთ­ზეა გა­და­ჯაჭ­ვუ­ლი, რაც მო­მა­ვალ­ში შე­იძ­ლე­ბა უფ­რო და­იხ­ვე­წოს. მა­გა­ლი­თად, აპა­რატ­ში, რო­მე­ლიც ახ­ლა მუ­შა­ობს, ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ვი­ტა­ნეთ, და­ნით ამოკ­ვე­თი­სას ცო­მის და­ნა­კარ­გი რაც შე­იძ­ლე­ბა ნაკ­ლე­ბი რომ ყო­ფი­ლი­ყო.

ნი­ნო კვი­ტაშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

7 წამ­ში თორ­მეტ­ნა­ო­ჭი­ანი ხინ­კალს "ახ­ვევს" - ქართველმა მექანიკოსმა ხინ­კლის მან­ქა­ნა გამოიგონა

  7 წამ­ში თორ­მეტ­ნა­ო­ჭი­ანი ხინ­კალს "ახ­ვევს" - ქართველმა მექანიკოსმა ხინ­კლის მან­ქა­ნა გამოიგონა

რო­გორ და­ვამ­ზა­დოთ ეროვ­ნუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლოს მშვე­ნე­ბა - ხინ­კა­ლი, რომ­ლის მოხ­ვე­ვა დიდ დრო­სა და კუ­ლი­ნა­რი­ულ გა­მოც­დი­ლე­ბას მო­ითხ­ოვს, ხე­ლით ჩა­რე­ვის გა­რე­შე? - ამ კითხ­ვა­ზე პა­სუხს გა­მო­გო­ნე­ბის - "შიგ­თავ­სი­ა­ნი ცო­მე­უ­ლი ნა­წარ­მის ფორ­მი­რე­ბის მოწყ­ო­ბი­ლო­ბის"გაც­ნო­ბის შემ­დეგ მი­ი­ღებთ, რო­მელ­ზეც ავ­ტო­რი, მე­ქა­ნი­კოს­-კონ­სტრუქ­ტო­რი დი­მიტ­რი სა­ნა­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა:

- იდე­ის და­ბა­დე­ბი­დან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბამ­დე წე­ლი­წად­-ნა­ხე­ვა­რი დამ­ჭირ­და. ჩე­მი მან­ქა­ნა - "შიგ­თავ­სი­ა­ნი ცო­მე­უ­ლი ნა­წარ­მის ფორ­მი­რე­ბის მოწყ­ო­ბი­ლო­ბა"ადა­მი­ა­ნის ხე­ლის იმი­ტა­ცი­ას ცდი­ლობს, რი­თაც დი­დი დრო და სახ­სრე­ბი იზო­გე­ბა, კონ­სტრუქ­ცი­აც საკმაოდ კომ­პაქ­ტუ­რი­ა. მან­ქა­ნა აკე­თებს ნა­ო­ჭებს, მოჭ­რილ ცომ­ში დებს ფარშს, თანაც ისე, რომ ცო­მის კედ­ლე­ბი არ სველ­დე­ბა (წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში ხინ­კა­ლი აღარ შე­იკ­ვრე­ბა), მე­რე ცომს ატ­რი­ა­ლებს და ყუნწს აც­ლის. მოწყ­ო­ბი­ლო­ბას ფორ­მი­რე­ბის ორი - ზე­და და ქვე­და თა­ვე­ბი აქვს, ქვე­და თავს აქვს კბი­ლა­ნე­ბი, ზე­დას - ფრთე­ბი, რომ­ლე­ბიც ერ­თმა­ნეთ­ში ჯდე­ბა და ასე კეთ­დე­ბა ნა­ო­ჭი. ასე­ვე იჭრება სა­ჭი­რო ზო­მი­სა და ფორ­მის ცო­მი. მან­ქა­ნა შე­ი­ცავს ცო­მე­უ­ლი ნა­წარ­მის მა­ფორ­მი­რე­ბელ მრგვალ­და­ნი­ან მე­ქა­ნიზმს, რო­მე­ლიც შედ­გე­ბა ვერ­ტი­კა­ლუ­რად გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე მა­ფორ­მი­რე­ბე­ლი თა­ვი­სა და ცო­მის მიმ­ღებ­-მა­ფორ­მი­რე­ბე­ლი თა­ვის­გან, ასე­ვე მო­სა­ჭი­მი მე­ქა­ნიზ­მის, მიმ­ღე­ბი­სა და ამ­ძრა­ვის­გან.

- რამ­დენ­ნა­ო­ჭი­ა­ნი ხინ­კლის დამ­ზა­დე­ბა შე­უძ­ლი­ა?

- თორ­მეტ­ნა­ო­ჭი­ა­ნის. ცო­მი იღებს სა­სურ­ველ ნა­ო­ჭე­ბი­ან ფორ­მას, სა­დაც მი­სა­წო­დე­ბე­ლი არ­ხით ნელ­-ნე­ლა ჩა­ე­დი­ნე­ბა ფარ­ში და ავ­სებს მო­ცუ­ლო­ბას, შიგ­თავ­სი შე­გიძ­ლია სა­სურ­ვე­ლი რა­ო­დე­ნო­ბით ჩა­დო, თა­ვი­სი ჩამ­კე­ტიც აქვს. ეს არის ფურ­ცლო­ვა­ნი ჩამ­კე­ტი, და­ახ­ლო­ე­ბით ფო­ტო­ა­პა­რა­ტის მსგავ­სი, რო­მე­ლიც ერ­თი მი­მარ­თუ­ლე­ბით ტრი­ა­ლებს და ცომს კრავს, ზედ­მეტ ნა­წილს, ყუნწს კი წყვეტს. ერ­თი ხინ­კლის დამ­ზა­დე­ბას 7 წა­მი სჭირ­დე­ბა. მე­ქა­ნიზ­მი ასე­ვე უზ­რუნ­ველ­ყოფს, რომ ნამ­ზა­დი­დან შიგ­თავ­სის წვე­ნი არ გად­მო­იღ­ვა­როს, რაც ხინ­კლის ხა­რისხს ამაღ­ლებს. თუ მოწყ­ო­ბი­ლო­ბის მას­შტა­ბი გა­იზ­რდე­ბა, მე­ტი მა­ფორ­მი­რე­ბელ­თა­ვი­ა­ნი მე­ქა­ნიზ­მი აეწყ­ო­ბა, მე­ტი ხინ­კლის დამ­ზა­დე­ბა გახ­დე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი, წარ­მა­დო­ბაც გა­იზ­რდე­ბა.

- მო­მა­ვალ­ში ნა­ო­ჭე­ბის რიცხ­ვის გაზ­რდა თუ შე­იძ­ლე­ბა?

- მა­ფორ­მი­რე­ბელ თა­ვებს ცო­ტა რთუ­ლი გე­ო­მეტ­რია აქვს, მაგ­რამ შე­უძ­ლე­ბე­ლი არა­ფე­რი­ა. ყვე­ლა ეტაპს თა­ვი­სი ფუნ­ქცია აქვს, ერ­თმა­ნეთ­ზეა გა­და­ჯაჭ­ვუ­ლი, რაც მო­მა­ვალ­ში შე­იძ­ლე­ბა უფ­რო და­იხ­ვე­წოს. მა­გა­ლი­თად, აპა­რატ­ში, რო­მე­ლიც ახ­ლა მუ­შა­ობს, ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ვი­ტა­ნეთ, და­ნით ამოკ­ვე­თი­სას ცო­მის და­ნა­კარ­გი რაც შე­იძ­ლე­ბა ნაკ­ლე­ბი რომ ყო­ფი­ლი­ყო.

ნი­ნო კვი­ტაშ­ვი­ლი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს