პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოფო ნიჟარაძის პილოტი მეწყვილე - "ჩემი "ლარისა ივანოვნა" ჩემი პარტნიორია"
სოფო ნიჟარაძის პილოტი მეწყვილე - "ჩემი "ლარისა ივანოვნა" ჩემი პარტნიორია"

რა­მაზ ლა­ზა­რიშ­ვი­ლი მე­ო­რე სე­ზო­ნია, რაც პრო­ექ­ტში - "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი" მო­ნა­წი­ლე­ობს. გა­სულ სე­ზონ­ზე მისი პარტნი­ო­რი მსა­ხი­ო­ბი ია სუ­ხი­ტაშ­ვი­ლი გახ­ლდათ, წელს კი მომ­ღე­რალ სოფო ნი­ჟა­რა­ძეს­თან ერ­თად ცეკ­ვავს.

რა­მა­ზი სტუ­დია "თე­ლას" წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­ცეკ­ვა­ვეა, და­პყრო­ბი­ლი აქვს "ჰობი" კლა­სი (რაც მის­თვის ბევ­რს არა­ფერს ნიშ­ნავს), ევ­რო­პუ­ლი ცეკ­ვე­ბის პროგ­რა­მა­ში კავ­კა­სი­ის თა­სის ფი­ნა­ლის­ტია და სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნირ­ზე ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­შიც უცეკ­ვია. ამას­თან, ის სტუ­დია "თე­ლას" ფი­ლი­ალ­შიც ას­წავ­ლის, მაგ­რამ მიღ­წე­უ­ლით არას­დროს კმა­ყო­ფილ­დე­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ რა­მა­ზი 21 წლის არის, ცეკ­ვა კი საკ­მა­ოდ გვი­ან, 16 წლი­სამ და­ი­წყო.

- პე­და­გო­გე­ბი­სა და ზო­გა­დად, "თე­ლას" დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ ამ საქ­მეს აქამ­დე შე­მოვ­რჩი. არა­და, თა­ვი­დან სტუ­დი­ა­ში მოყ­ვა­რუ­ლის დო­ნე­ზე, "ტან­გოს" შე­სას­წავ­ლად მი­ვე­დი. ორ კვი­რა­ში კონ­კურ­სზე გა­მიშ­ვეს, რაც ქალ­ბა­ტო­ნი ლა­რი­სას დამ­სა­ხუ­რე­ბაა. კონ­კურ­სზე წას­ვლით და იქ გა­მარ­ჯვე­ბით ისე­თი სტი­მუ­ლი მო­მე­ცა, რომ მას მერე სა­მე­ჯლი­სო-სპორ­ტულ ცეკ­ვებს ვერ შე­ვეშ­ვი.

- მა­ინ­ცდა­მა­ინც "ტან­გოს" შეს­წავ­ლა რა­ტომ გინ­დო­და?

- ეს სიყ­ვა­რულ­მა გა­მა­კე­თე­ბი­ნა (იცი­ნის). შეყ­ვა­რე­ბულ­თან ერ­თად მინ­დო­და, "ტან­გო" მე­ცეკ­ვა.

- დღეს რო­გორ არის იმ სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი?

- ის სხვა სიყ­ვა­რუ­ლი იყო, ახლა სხვა სიყ­ვა­რუ­ლი მაქვს... სტუ­დი­ა­ში გა­ვი­ცა­ნი ჩემი პე­და­გო­გე­ბი - სა­ლო­მე ჭა­ჭუა და გიგი გა­ჩე­ჩი­ლა­ძე. დღეს თუ რა­მეს წარ­მო­ვად­გენ ამ სფე­რო­ში, გი­გის დამ­სა­ხუ­რე­ბაა...

- "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­მა" "თე­ლას" მო­ცეკ­ვა­ვე­ებს პო­პუ­ლა­რო­ბის მიღ­წე­ვა­ში შე­უ­წყო ხელი...

- ასეა და უკვე მე­სა­მე წე­ლია, ეს პრო­ექ­ტი წარ­მა­ტე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს. ამ შოუმ ჩვენს საქ­მი­ა­ნო­ბას სე­რი­ო­ზუ­ლი პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია გა­უ­წია. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ის არის, რომ ხალ­ხს სა­მე­ჯლი­სო ცეკ­ვე­ბი მოს­წონს. პრო­ექ­ტმა დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა შემ­ძი­ნა, რად­გან აქ მუდ­მი­ვად მიმ­დი­ნა­რე­ობს სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სი და თან - პე­და­გო­გო­ბაც მი­წევს. მი­ხა­რია, რომ ამ პრო­ექ­ტის წყა­ლო­ბით "ცეკ­ვა ქარ­თუ­ლი" და "ჯუთა" შე­ვას­რუ­ლე. ბავ­შვო­ბა­ში ქარ­თულ ცეკ­ვებ­ზე კი დავ­დი­ო­დი, მაგ­რამ არ გა­მომ­დი­ო­და, რაც გულ­ში ცუ­დად მქონ­და ჩარ­ჩე­ნი­ლი. ახლა გა­ხა­რე­ბუ­ლი ვარ, ეს პრობ­ლე­მა რომ დავძლიე.

- შენს პარტნი­ორს - სოფო ნი­ჟა­რა­ძეს რო­გორ და­ა­ხა­სი­ა­თებ?

- პირ­ველ რიგ­ში, ის არის შრო­მის­მოყ­ვა­რე და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნი. ალ­ბათ თავ­მდაბ­ლუ­რი ნათ­ქვა­მი არ გა­მო­მი­ვა, თუ ვი­ტყვი, რომ მეც ასე­თი ვარ და ჩვენ ერ­თმა­ნეთს ვგა­ვართ. მან ყო­ველ­თვის ზუს­ტად იცის, რო­გორ უნდა იშ­რო­მოს, იმუ­შა­ოს. თავს არ ზო­გავს. აი, ცოტა ხნის წინ ფეხი გა­და­უბ­რუნ­და და კოჭი სტკი­ვა. მკურ­ნა­ლობს და პა­რა­ლე­ლუ­რად, ვარ­ჯი­შობს. იშ­ვი­ა­თად, რომ რა­ღა­ცა­ზე ვერ შევ­თან­ხმდეთ, აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა გვქონ­დეს. არ ვკა­მა­თობთ, არ ვჩხუ­ბობთ. მოკ­ლედ, ერ­თმა­ნე­თის ნერ­ვებ­სა და ჯან­მრთე­ლო­ბას ვუფრ­თხილ­დე­ბით.

- რო­დე­საც გა­ი­გე, შენი პარტნი­ო­რი მომ­ღე­რა­ლი სოფო ნი­ჟა­რა­ძე უნდა ყო­ფი­ლი­ყო, რა იფიქ­რე?

- ამ პრო­ექ­ტის და­წყე­ბამ­დე სო­ფოს არ ვიც­ნობ­დი. როცა ვნა­ხე და გა­ვი­ცა­ნი, მა­შინ­ვე გა­მიჩ­ნდა იმე­დი, რომ ერ­თად მუ­შა­ო­ბას შევ­ძლებ­დით. მივ­ხვდი, რომ ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნია და ასეც არის - ნე­ბის­მი­ერ ილეთს მალე ით­ვი­სებს...

- არა მარ­ტო სო­ფოს­თან, არა­მედ სხვა "ვარ­სკვლა­ვებ­თა­ნაც" გი­წევს ურ­თი­ერ­თო­ბა. ამ­ბო­ბენ, რომ მათ გარ­კვე­უ­ლი ჭირ­ვე­უ­ლო­ბა ახა­სი­ა­თებთ...

- მათ ისე­თი არა­ფე­რი სჭირთ, რომ ვერ ავი­ტა­ნო ან სა­ლა­პა­რა­კო იყოს (იცი­ნის)... ჭირ­ვე­უ­ლო­ბა არა მარ­ტო "ვარ­სკვლა­ვებს", არა­მედ ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს ახა­სი­ა­თებს.

- გარ­და იმი­სა, რომ მო­ცეკ­ვა­ვე ხარ, უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­შიც სწავ­ლობ და თან, ძა­ლი­ან მა­გარ პრო­ფე­სი­ას - პი­ლო­ტო­ბას ეუფ­ლე­ბი.

- სა­ა­ვი­ა­ციო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვსწავ­ლობ. ჩემს სახ­ლში ხში­რად იყო ლა­პა­რა­კი ავი­ა­ცი­ა­ზე, რად­გან მამა და ჩემი ნათ­ლია აე­რო­პორ­ტში მუ­შა­ობ­დნენ, მაგ­რამ მა­შინ პი­ლო­ტო­ბის სურ­ვი­ლი არ მქონ­და. სხვა­თა შო­რის, თა­ვის დრო­ზე სას­წავ­ლებ­ლად იტა­ლი­ა­ში, მი­ლან­ში გა­ვემ­გზავ­რე. იქ უნდა მე­ცხოვ­რა და უნი­ვერ­სი­ტეტ­შიც ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა. მინ­დო­და, სწავ­ლა სა­მე­დი­ცი­ნო­ზე გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა, მაგ­რამ ქუ­ლე­ბი და­მაკ­ლდა. სა­მა­გი­ე­როდ, შე­მეძ­ლო, ეკო­ნო­მი­კურ ფა­კულ­ტეტ­ზე მეს­წავ­ლა, მაგ­რამ მი­ლან­ში დიდ­ხანს ვერ გავ­ძე­ლი, იქ სა­კუ­თა­რი თავი ვერ ვი­პო­ვე. მოგ­ზა­უ­რო­ბა ძა­ლი­ან მიყ­ვარს, მაგ­რამ როცა წარ­მო­ვიდ­გი­ნე, რომ იქ 4-5 წელი უნდა დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი, მივ­ხვდი, ვერ გავძლებ­დი. მერ­ჩივ­ნა, სა­ქარ­თვე­ლო­ში, ახ­ლობ­ლებ­თან ერ­თად ვყო­ფი­ლი­ყა­ვი... მერე ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ავი­ა­ცია შე­მო­იჭ­რა და პი­ლო­ტო­ბა გა­დავ­წყვი­ტე. საფ­რე­ნოს­ნო ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის გან­ხრით ვსწავ­ლობ. ახლა თე­ლავ­ში აე­როდ­რომ­ზე, პრაქ­ტი­კა უნდა მქო­ნო­და, უნდა მეფ­რი­ნა, მაგ­რამ პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გამო ამას ვერ ვა­ხერ­ხებ. სა­ბედ­ნი­ე­როდ, უნი­ვერ­სი­ტე­ტი ხელს მი­წყობს და ამას აუ­ცი­ლებ­ლად ავი­ნა­ზღა­უ­რებ.

- ავი­ა­ცი­ამ რა­ტომ მი­გი­ზი­და?

- მიყ­ვარს დის­ციპ­ლი­ნა, წეს­რი­გი, რაც ავი­ა­ცი­ა­ში და­საქ­მე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია! არის წე­სე­ბი და კა­ნო­ნე­ბი, რაც უნდა და­იც­ვა. ამას­თან, რო­გორც უკვე გი­თხა­რით, მიყ­ვარს მოგ­ზა­უ­რო­ბა, მაგ­რამ დიდი ხნით ერთ ქვე­ყა­ნა­ში ვერ ვჩერ­დე­ბი. ჰოდა, სა­ჩე­მო საქ­მე ვი­პო­ვე - პი­ლო­ტი დაფ­რი­ნავს ყველ­გან, მაგ­რამ დიდი ხნით არ­სად ჩერ­დე­ბა (იღი­მის).

- "მი­მი­ნო­სი" არ იყოს, რო­მელ ავი­ა­ცი­ა­ში აპი­რებ მუ­შა­ო­ბას?

- მუ­შა­ო­ბა სა­მო­ქა­ლა­ქო ავი­ა­ცი­ა­ში მინ­და. სა­ერ­თა­შო­რი­სო ფრე­ნე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას ვა­პი­რებ. აე­რო­პორ­ტში ყოფ­ნი­სას თით­ქოს, სხვა სამ­ყა­რო­ში ხვდე­ბი, იქ ცხოვ­რე­ბის სხვა რე­ჟი­მია. გრძნობ, რომ ამ ად­გი­ლას სა­ო­ცა­რი წეს­რი­გია, ყვე­ლა­ფე­რი ზედ­მი­წევ­ნით არის გა­წე­რი­ლი.

- პი­ლო­ტის პრო­ფე­სია გარ­კვე­ულ რისკთან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

- მიყ­ვარს ცხოვ­რე­ბას­თან თა­მა­ში, მაგ­რამ ამა­ვე დროს, ძა­ლი­ან ფრთხი­ლიც ვარ.

- პი­ლო­ტი შენ ხარ, მაგ­რამ შო­უ­ში შენს კო­ლე­გას, ლე­ვან ახვლე­დი­ანს და­ად­გმე­ვი­ნეს ფოქსტრო­ტი "მი­მი­ნოს" მუ­სი­კა­ზე, რო­მე­ლიც ნანა ნე­ბი­ე­რი­ძეს­თან ერ­თად წარ­მო­ად­გი­ნა...

- კი და ამის გამო, გული დამ­წყდა. ეს ცეკ­ვა მე რომ შე­მეს­რუ­ლე­ბი­ნა, არა მარ­ტო თა­ვად გა­ვი­ხა­რებ­დი, არა­მედ მთე­ლი ქარ­თუ­ლი ავი­ა­ცი­აც გა­ი­ხა­რებ­და (იცი­ნის).

- შენი "ლა­რი­სა ივა­ნოვ­ნა" ვინ არის?

- ჩემი პარტნი­ო­რი თიკო და­რახვე­ლი­ძე, რო­მელ­თან ერ­თა­დაც "თე­ლა­ში" ვცეკ­ვავ.

- რო­მან­ტი­კუ­ლი ადა­მი­ა­ნი ხარ?

- რო­მან­ტი­კუ­ლი ნამ­დვი­ლად არ ვარ, მაგ­რამ ზოგ­ჯერ შეყ­ვა­რე­ბუ­ლის­თვის სი­ურპრი­ზის მო­წყო­ბა მეც მიყ­ვარს. მა­გა­ლი­თად, ისე, რომ არც ელო­დე­ბო­და, ჩემი პარტნი­ო­რი იტა­ლი­ა­ში, კონ­კურ­სზე წა­მიყ­ვა­ნია... სა­ერ­თოდ, რთუ­ლი დღის რე­ჟი­მი მაქვს და როცა საქ­მე­ში ვარ ჩარ­თუ­ლი, არ არ­სე­ბობს, გა­ვი­ცი­ნო. მოკ­ლედ, მო­დუ­ნე­ბის­თვის, დას­ვე­ნე­ბი­სა და ღი­მი­ლის­თვის დრო მაქვს გა­მო­ყო­ფი­ლი.

- შენ მარ­თლა პი­ლო­ტი ყო­ფილ­ხარ...

- (იცი­ნის) სა­მა­გი­ე­როდ, 14-დან 16 წლამ­დე მე­ტა­ლის­ტი ვი­ყა­ვი, ვუკ­რავ­დი დრამ­ზე, ვუს­მენ­დი როკს. მოკ­ლედ, არ ვარ ერ­თფე­რო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნი. ახლა ჩემს თავს მხო­ლოდ ცეკ­ვებ­სა და ავი­ა­ცი­ა­ში ვხე­დავ და ნამ­დვი­ლად არ მინ­და, რო­მე­ლი­მე დავ­კარ­გო.

- მშობ­ლე­ბი შენს პრო­ფე­სი­ულ არ­ჩე­ვან­ში არ ჩა­ე­რივ­ნენ?

- დედა იო­ლად და­ვი­თან­ხმე, მამა კი იმ დრო­ის­თვის უკვე აღარ მყავ­და - მო­უ­ლოდ­ნე­ლად, ავად­მყო­ფო­ბამ შე­ი­წი­რა... ახლა სახ­ლში მხო­ლოდ მე და ბე­ბია ვცხოვ­რობთ. დედა იტა­ლი­ა­შია და იქ მუ­შა­ობს. ჩემი ერთი და საფ­რან­გეთ­ში გახ­ლავთ, მე­ო­რე - გა­თხო­ვი­ლია და თა­ვი­სი ოჯა­ხი აქვს. ამ ცხოვ­რე­ბა­ში თუ რა­მეს მი­ვაღ­წიე, ეს დე­დას დამ­სა­ხუ­რე­ბაა. ის მას­წავ­ლი­და, რო­გორ უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი. სულ მე­უბ­ნე­ბო­და, რომ უნდა ვიშ­რო­მო და მხო­ლოდ შრო­მის ფა­სად მი­ვაღ­წიო ყვე­ლა­ფერს. ჰოდა, მეც ვცდი­ლობ, შრო­მით და რაც მთა­ვა­რია, და­მო­უ­კი­დებ­ლად მი­ზანს მი­ვაღ­წიო.

ლალი ფა­ცია

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

სოფო ნიჟარაძის პილოტი მეწყვილე - "ჩემი "ლარისა ივანოვნა" ჩემი პარტნიორია"

სოფო ნიჟარაძის პილოტი მეწყვილე - "ჩემი "ლარისა ივანოვნა" ჩემი პარტნიორია"

რამაზ ლაზარიშვილი მეორე სეზონია, რაც პროექტში - "ცეკვავენ ვარსკვლავები" მონაწილეობს. გასულ სეზონზე მისი პარტნიორი მსახიობი ია სუხიტაშვილი გახლდათ, წელს კი მომღერალ სოფო ნიჟარაძესთან ერთად ცეკვავს.

რამაზი სტუდია "თელას" წარმატებული მოცეკვავეა, დაპყრობილი აქვს "ჰობი" კლასი (რაც მისთვის ბევრს არაფერს ნიშნავს), ევროპული ცეკვების პროგრამაში კავკასიის თასის ფინალისტია და საერთაშორისო ტურნირზე ნახევარფინალშიც უცეკვია. ამასთან, ის სტუდია "თელას" ფილიალშიც ასწავლის, მაგრამ მიღწეულით არასდროს კმაყოფილდება. აღსანიშნავია, რომ რამაზი 21 წლის არის, ცეკვა კი საკმაოდ გვიან, 16 წლისამ დაიწყო.

- პედაგოგებისა და ზოგადად, "თელას" დამსახურებაა, რომ ამ საქმეს აქამდე შემოვრჩი. არადა, თავიდან სტუდიაში მოყვარულის დონეზე, "ტანგოს" შესასწავლად მივედი. ორ კვირაში კონკურსზე გამიშვეს, რაც ქალბატონი ლარისას დამსახურებაა. კონკურსზე წასვლით და იქ გამარჯვებით ისეთი სტიმული მომეცა, რომ მას მერე სამეჯლისო-სპორტულ ცეკვებს ვერ შევეშვი.

- მაინცდამაინც "ტანგოს" შესწავლა რატომ გინდოდა?

- ეს სიყვარულმა გამაკეთებინა (იცინის). შეყვარებულთან ერთად მინდოდა, "ტანგო" მეცეკვა.

- დღეს როგორ არის იმ სიყვარულის ამბავი?

- ის სხვა სიყვარული იყო, ახლა სხვა სიყვარული მაქვს... სტუდიაში გავიცანი ჩემი პედაგოგები - სალომე ჭაჭუა და გიგი გაჩეჩილაძე. დღეს თუ რამეს წარმოვადგენ ამ სფეროში, გიგის დამსახურებაა...

- "ცეკვავენ ვარსკვლავებმა" "თელას" მოცეკვავეებს პოპულარობის მიღწევაში შეუწყო ხელი...

- ასეა და უკვე მესამე წელია, ეს პროექტი წარმატებით მიმდინარეობს. ამ შოუმ ჩვენს საქმიანობას სერიოზული პოპულარიზაცია გაუწია. მნიშვნელოვანი ის არის, რომ ხალხს სამეჯლისო ცეკვები მოსწონს. პროექტმა დიდი გამოცდილება შემძინა, რადგან აქ მუდმივად მიმდინარეობს სწავლების პროცესი და თან - პედაგოგობაც მიწევს. მიხარია, რომ ამ პროექტის წყალობით "ცეკვა ქართული" და "ჯუთა" შევასრულე. ბავშვობაში ქართულ ცეკვებზე კი დავდიოდი, მაგრამ არ გამომდიოდა, რაც გულში ცუდად მქონდა ჩარჩენილი. ახლა გახარებული ვარ, ეს პრობლემა რომ დავძლიე.

- შენს პარტნიორს - სოფო ნიჟარაძეს როგორ დაახასიათებ?

- პირველ რიგში, ის არის შრომისმოყვარე და პასუხისმგებლობის მქონე ადამიანი. ალბათ თავმდაბლური ნათქვამი არ გამომივა, თუ ვიტყვი, რომ მეც ასეთი ვარ და ჩვენ ერთმანეთს ვგავართ. მან ყოველთვის ზუსტად იცის, როგორ უნდა იშრომოს, იმუშაოს. თავს არ ზოგავს. აი, ცოტა ხნის წინ ფეხი გადაუბრუნდა და კოჭი სტკივა. მკურნალობს და პარალელურად, ვარჯიშობს. იშვიათად, რომ რაღაცაზე ვერ შევთანხმდეთ, აზრთა სხვადასხვაობა გვქონდეს. არ ვკამათობთ, არ ვჩხუბობთ. მოკლედ, ერთმანეთის ნერვებსა და ჯანმრთელობას ვუფრთხილდებით.

- როდესაც გაიგე, შენი პარტნიორი მომღერალი სოფო ნიჟარაძე უნდა ყოფილიყო, რა იფიქრე?

- ამ პროექტის დაწყებამდე სოფოს არ ვიცნობდი. როცა ვნახე და გავიცანი, მაშინვე გამიჩნდა იმედი, რომ ერთად მუშაობას შევძლებდით. მივხვდი, რომ ნიჭიერი ადამიანია და ასეც არის - ნებისმიერ ილეთს მალე ითვისებს...

- არა მარტო სოფოსთან, არამედ სხვა "ვარსკვლავებთანაც" გიწევს ურთიერთობა. ამბობენ, რომ მათ გარკვეული ჭირვეულობა ახასიათებთ...

- მათ ისეთი არაფერი სჭირთ, რომ ვერ ავიტანო ან სალაპარაკო იყოს (იცინის)... ჭირვეულობა არა მარტო "ვარსკვლავებს", არამედ ნებისმიერ ადამიანს ახასიათებს.

- გარდა იმისა, რომ მოცეკვავე ხარ, უმაღლეს სასწავლებელშიც სწავლობ და თან, ძალიან მაგარ პროფესიას - პილოტობას ეუფლები.

- საავიაციო უნივერსიტეტში ვსწავლობ. ჩემს სახლში ხშირად იყო ლაპარაკი ავიაციაზე, რადგან მამა და ჩემი ნათლია აეროპორტში მუშაობდნენ, მაგრამ მაშინ პილოტობის სურვილი არ მქონდა. სხვათა შორის, თავის დროზე სასწავლებლად იტალიაში, მილანში გავემგზავრე. იქ უნდა მეცხოვრა და უნივერსიტეტშიც ჩამებარებინა. მინდოდა, სწავლა სამედიცინოზე გამეგრძელებინა, მაგრამ ქულები დამაკლდა. სამაგიეროდ, შემეძლო, ეკონომიკურ ფაკულტეტზე მესწავლა, მაგრამ მილანში დიდხანს ვერ გავძელი, იქ საკუთარი თავი ვერ ვიპოვე. მოგზაურობა ძალიან მიყვარს, მაგრამ როცა წარმოვიდგინე, რომ იქ 4-5 წელი უნდა დავრჩენილიყავი, მივხვდი, ვერ გავძლებდი. მერჩივნა, საქართველოში, ახლობლებთან ერთად ვყოფილიყავი... მერე ჩემს ცხოვრებაში ავიაცია შემოიჭრა და პილოტობა გადავწყვიტე. საფრენოსნო ექსპლუატაციის განხრით ვსწავლობ. ახლა თელავში აეროდრომზე, პრაქტიკა უნდა მქონოდა, უნდა მეფრინა, მაგრამ პროექტში მონაწილეობის გამო ამას ვერ ვახერხებ. საბედნიეროდ, უნივერსიტეტი ხელს მიწყობს და ამას აუცილებლად ავინაზღაურებ.

- ავიაციამ რატომ მიგიზიდა?

- მიყვარს დისციპლინა, წესრიგი, რაც ავიაციაში დასაქმებული ადამიანისთვის აუცილებელია! არის წესები და კანონები, რაც უნდა დაიცვა. ამასთან, როგორც უკვე გითხარით, მიყვარს მოგზაურობა, მაგრამ დიდი ხნით ერთ ქვეყანაში ვერ ვჩერდები. ჰოდა, საჩემო საქმე ვიპოვე - პილოტი დაფრინავს ყველგან, მაგრამ დიდი ხნით არსად ჩერდება (იღიმის).

- "მიმინოსი" არ იყოს, რომელ ავიაციაში აპირებ მუშაობას?

- მუშაობა სამოქალაქო ავიაციაში მინდა. საერთაშორისო ფრენების განხორციელებას ვაპირებ. აეროპორტში ყოფნისას თითქოს, სხვა სამყაროში ხვდები, იქ ცხოვრების სხვა რეჟიმია. გრძნობ, რომ ამ ადგილას საოცარი წესრიგია, ყველაფერი ზედმიწევნით არის გაწერილი.

- პილოტის პროფესია გარკვეულ რისკთან არის დაკავშირებული.

- მიყვარს ცხოვრებასთან თამაში, მაგრამ ამავე დროს, ძალიან ფრთხილიც ვარ.

- პილოტი შენ ხარ, მაგრამ შოუში შენს კოლეგას, ლევან ახვლედიანს დაადგმევინეს ფოქსტროტი "მიმინოს" მუსიკაზე, რომელიც ნანა ნებიერიძესთან ერთად წარმოადგინა...

- კი და ამის გამო, გული დამწყდა. ეს ცეკვა მე რომ შემესრულებინა, არა მარტო თავად გავიხარებდი, არამედ მთელი ქართული ავიაციაც გაიხარებდა (იცინის).

- შენი "ლარისა ივანოვნა" ვინ არის?

- ჩემი პარტნიორი თიკო დარახველიძე, რომელთან ერთადაც "თელაში" ვცეკვავ.

- რომანტიკული ადამიანი ხარ?

- რომანტიკული ნამდვილად არ ვარ, მაგრამ ზოგჯერ შეყვარებულისთვის სიურპრიზის მოწყობა მეც მიყვარს. მაგალითად, ისე, რომ არც ელოდებოდა, ჩემი პარტნიორი იტალიაში, კონკურსზე წამიყვანია... საერთოდ, რთული დღის რეჟიმი მაქვს და როცა საქმეში ვარ ჩართული, არ არსებობს, გავიცინო. მოკლედ, მოდუნებისთვის, დასვენებისა და ღიმილისთვის დრო მაქვს გამოყოფილი.

- შენ მართლა პილოტი ყოფილხარ...

- (იცინის) სამაგიეროდ, 14-დან 16 წლამდე მეტალისტი ვიყავი, ვუკრავდი დრამზე, ვუსმენდი როკს. მოკლედ, არ ვარ ერთფეროვანი ადამიანი. ახლა ჩემს თავს მხოლოდ ცეკვებსა და ავიაციაში ვხედავ და ნამდვილად არ მინდა, რომელიმე დავკარგო.

- მშობლები შენს პროფესიულ არჩევანში არ ჩაერივნენ?

- დედა იოლად დავითანხმე, მამა კი იმ დროისთვის უკვე აღარ მყავდა - მოულოდნელად, ავადმყოფობამ შეიწირა... ახლა სახლში მხოლოდ მე და ბებია ვცხოვრობთ. დედა იტალიაშია და იქ მუშაობს. ჩემი ერთი და საფრანგეთში გახლავთ, მეორე - გათხოვილია და თავისი ოჯახი აქვს. ამ ცხოვრებაში თუ რამეს მივაღწიე, ეს დედას დამსახურებაა. ის მასწავლიდა, როგორ უნდა ვყოფილიყავი დამოუკიდებელი. სულ მეუბნებოდა, რომ უნდა ვიშრომო და მხოლოდ შრომის ფასად მივაღწიო ყველაფერს. ჰოდა, მეც ვცდილობ, შრომით და რაც მთავარია, დამოუკიდებლად მიზანს მივაღწიო.

ლალი ფაცია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება