მსოფლიო
საზოგადოება

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მის სამყარო-2013 ვენესუელელი მოცეკვავე გახდა
მის სამყარო-2013 ვენესუელელი მოცეკვავე გახდა

ვე­ნე­სუ­ე­ლე­ლი ლა­მაზ­მა­ნი, გაბ­რი­ე­ლა ის­ლე­რი "მის სამ­ყა­რო 2013"-ის ტი­ტუ­ლის მფლო­ბე­ლი გახ­და. ჯილ­დოდ მას 120 000 დო­ლა­რად შე­ფა­სე­ბუ­ლი გვირ­გვი­ნი და 250 000 დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ფა­სი­ა­ნი სა­ჩუქ­რე­ბი ერგო.

25 წლის ის­ლე­რი 180 სმ სი­მაღ­ლი­საა, ტე­ლე­ვი­ა­ზი­ა­ში მუ­შა­ობს და შე­სა­ნიშ­ნა­ვად ცეკ­ვავს ფლა­მენ­კოს. ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან საქ­მი­ა­ნო­ბად დე­დო­ბა მი­აჩ­ნია, ხოლო ყვე­ლა­ზე მე­ტად შინ გა­ტა­რე­ბულ დროს აფა­სებს. ამ­ბობს, რომ მისი წარ­მა­ტე­ბა დე­დის მხარ­და­ჭე­რამ გა­ნა­პი­რო­ბა და ცხოვ­რობს დე­ვი­ზით: "არ არ­სე­ბობს მარ­ცხი, რო­მელ­საც ქალი ვერ გა­უმკლავ­დე­ბა".

მე­ო­რე ად­გი­ლი 23 წლის ეს­პა­ნელ­მა პატ­რი­ცია როდ­რი­გეს­მა და­ი­კა­ვა, მე­სა­მე ად­გილ­ზე კი 22 წლის ეკ­ვა­დო­რე­ლი კონ­სტან­ცა ბა­ე­სი გა­ვი­და.

"მის სამ­ყა­როს" ფი­ნა­ლუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბა მოს­კოვ­ში, სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ "კრო­კუს სიტი ჰოლ­ში" გა­ი­მარ­თა. შო­უ­ზე და­სას­წრე­ბად რუ­სე­თის დე­და­ქა­ლაქ­ში სა­გან­გე­ბო რე­ი­სით ამე­რი­კე­ლი მი­ლი­არ­დე­რი, დო­ნალდ ტრამ­პი ჩა­ვი­და, რო­მე­ლიც ამ კონ­კურ­სის მფლო­ბე­ლია. სწო­რედ მან ჩა­მო­არ­თვა გვირ­გვი­ნი ყო­ფილ "მის სამ­ყა­როს", ოლი­ვია კაპ­ლოს და ახალ მფლო­ბელს გა­დას­ცა.

ჟი­უ­რის ცნო­ბი­ლი ამე­რი­კე­ლი როკ-ვარ­სკვლა­ვი სტი­ვენ ტა­ი­ლე­რი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და.

კონ­კურ­სი "მის სამ­ყა­რო" 60-წლი­ა­ნი ის­ტო­რი­ის გან­მავ­ლო­ბა­ში რუ­სეთ­ში პირ­ვე­ლად გა­ი­მარ­თა.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

იხი­ლეთ ვი­დეო

მომ­ზა­დე­ბუ­ლია missuniverse.com-ის მი­ხედ­ვით.

მის სამყარო-2013 ვენესუელელი მოცეკვავე გახდა

მის სამყარო-2013 ვენესუელელი მოცეკვავე გახდა

ვენესუელელი ლამაზმანი, გაბრიელა ისლერი "მის სამყარო 2013"-ის ტიტულის მფლობელი გახდა. ჯილდოდ მას 120 000 დოლარად შეფასებული გვირგვინი და 250 000 დოლარის ღირებულების ფასიანი საჩუქრები ერგო.

25 წლის ისლერი 180 სმ სიმაღლისაა, ტელევიაზიაში მუშაობს და შესანიშნავად ცეკვავს ფლამენკოს. ყველაზე მნიშვნელოვან საქმიანობად დედობა მიაჩნია, ხოლო ყველაზე მეტად შინ გატარებულ დროს აფასებს. ამბობს, რომ მისი წარმატება დედის მხარდაჭერამ განაპირობა და ცხოვრობს დევიზით: "არ არსებობს მარცხი, რომელსაც ქალი ვერ გაუმკლავდება".

მეორე ადგილი 23 წლის ესპანელმა პატრიცია როდრიგესმა დაიკავა, მესამე ადგილზე კი 22 წლის ეკვადორელი კონსტანცა ბაესი გავიდა.

"მის სამყაროს" ფინალური ღონისძიება მოსკოვში, საკონცერტო დარბაზ "კროკუს სიტი ჰოლში" გაიმართა. შოუზე დასასწრებად რუსეთის დედაქალაქში საგანგებო რეისით ამერიკელი მილიარდერი, დონალდ ტრამპი ჩავიდა, რომელიც ამ კონკურსის მფლობელია. სწორედ მან ჩამოართვა გვირგვინი ყოფილ "მის სამყაროს", ოლივია კაპლოს და ახალ მფლობელს გადასცა.

ჟიურის ცნობილი ამერიკელი როკ-ვარსკვლავი სტივენ ტაილერი ხელმძღვანელობდა.

კონკურსი "მის სამყარო" 60-წლიანი ისტორიის განმავლობაში რუსეთში პირველად გაიმართა.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია missuniverse.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება