პარკირების წესების უცოდინრობა, თუ ყურადღების ცენტრში ყოფნის სურვილი? "Lamborghini Aventador LP - 700" -ის ქართველი მფლობელი თორნიკე ქებურია შესაძლოა, პარკირების წესებს განგებ არღვევს, თბილისელები კი ავტომობილის ქარიზმატული მფლობილისგან მორიგ "სიგიჟეს" ელიან.
ნახევარმილიონიანი ავტომობილი, რომლითაც ქებურია ევროპაში დასეირნობს და პარკირების წესებს არღვევს, ამსტერდამისა და პარიზის ინტერნეტგამოცემების მთავარ გვერდებზე უკვე მოხვდა. გამოცემები აღნიშნავენ, რომ ავტომობილის ღირებულებიდან გამომდინარე, მის მფლობელს ჯარიმის გადახდა არ გაუჭირდება.
460 000 ევროდ ღირებულმა "Lamborghini Aventador LP"- მა თბილისელები ჯერ კიდევ მაშინ გააოგნა, როცა ქებურიას ავტომობილი დედაქალაქის ქუჩებში საფრანგეთის სახელმწიფო ნომრებით გადაადგილდებოდა. დღეს კი ქართულ სანომრე ნიშნებს (GLP-700) ავტომობილის მოდელს უკავშირებენ და შიფრავენ როგორც Georgian LP-700.
თორნიკე ქებურია რუსეთსა და საფრანგეთში მოღვაწე ქართველი მილიონერის, ბუბა ქებურიას ვაჟია.
ქეთი ნებიერიძე, "ამბები.ge"
ასევე დაგაინტერესებთ: