უკვე რამდენიმე თვეა, ქართველი მილიონერის, ბუბა ქებურიას ვაჟის თორნიკეს (თოშას) კუთვნილი ავტომანქანა "Lamborghini Aventador LP - 700" საქართველოს ნომრებით (GLP-700) საზღვარგარეთ პარკირების წესებს შესაშური სტაბილურობით არღვევს. ჯერ იყო და, ამსტერდამის ერთ-ერთ ქუჩაზე ველოსიპედის სავალ ნაწილზე გადაღებული ავტომანქანის ფოტოები ადგილობრივმა პრესამ გამოაქვეყნა. შემდეგ პარიზში, ეიფელის კოშკის ფონზე ასევე აშკარა და შეიძლება ითქვას, თავხედური დარღვევით გაჩერებული "ლამბორჯინის" ფოტოები გავრცელდა.
ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, თორნიკე ქებურიამ თავისი ბოლო მოდელის 460000 ევროიანი "ლამბორჯინით", ბევრი ქართველი "შოკში ჩააგდო"... ამჟამად თორნიკე საფრანგეთში ცხოვრობს. მას იქაურ ნომერზე დავუკავშირდით.
- ბოლო დღეებში თქვენი "ლამბორჯინის" ფოტოები უცხოურ და ქართულ პრესაში ქვეყნდება. ფოტოებზე ასახულია, თუ როგორ არღვევთ პარკირების წესებს საზღვარგარეთ..
- მართლა? სად არის გამოქვეყნებული? მე ნამდვილად არაფერი მინახავს. მე თბილისში ვარ, უკვე რამოდენიმე კვირაა, იქ ჩემი მანქანით სხვა დადის, შეიძლება გააჩერა ცუდად, თუნდაც ამსტერდამში ან პარიზში, დიდი ამბავი, მერე რა?
- დარღვევისთვის ალბათ, სოლიდური, "ევროპული" ჯარიმებიც მოგდით?
- დარღვევის მერე ჯარიმა თბილისში მომდის, რამოდენიმე ხანი უნდა ხოლმე მოსვლას. ჯარიმა რამდენი მოდის, არ ვიცი და არც მანაღვლებს.
იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე
იხილეთ ასევე: ვინ არის ქართველი მილიონერი, რომელიც მსოფლიოს დიდ ქალაქებში პარკინგის წესებს არღვევს