რუსეთში მოღვაწე ქართველმა ტელეწამყვანმა, სოჭის ოლიმპიადის ერთ-ერთმა მეჩირაღდნე თინა კანდელაკმა დაბადების დღე გუშინ თბილისში აღნიშნა. მას 38 წელი შეუსრულდა.
სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" თინა კანდელაკის დაბადების დღეზე გადაღებული ფოტოები "ზონანიუსმა" გაავრცელა. კანდელაკმა იუბილე რესტორან "ფუნიკულიორში" გადაიხადა.
წვეულებაზე ტელეწამყვანის მეგობრებთან ერთად ქართველი დეპუტატები, კოალიცია "ქართული ოცნების“ წევრებიც იმყოფებოდნენ. ფოტოებზე ჩანან ეკა ბესელია, დავით საგანეილიძე, ზვიად კვაჭანტირაძე, გია გუმბერიძე და შალვა რამიშვილი.
თინა კანდელაკმა დაბადების დღეზე გადაღებული ფოტო წარწერით: "გმადლობთ დაბადების დღის მოლოცვისთვის, მე ბედნიერი ვარ", "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.
წყარო: "თავისუფალი ზონა"