მსოფლიო
პოლიტიკა
Faceამბები

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ სააკაშვილი გულებიანი დროშის თაობაზე მთავრობის პოზიციას ეხმაურება
მიხეილ სააკაშვილი გულებიანი დროშის თაობაზე მთავრობის პოზიციას ეხმაურება

მთე­ლი ეს წლე­ბი მკერ­დით ვა­ტა­რებ ხუთ­ჯვრი­ან დრო­შას, არა­ვინ ისე არ ამა­ყობს ამ დრო­შით, რო­გორც მე, - ასე ეხ­მა­ი­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი პრე­ზი­დენ­ტის სა­სახ­ლე­ზე ე.წ. გუ­ლე­ბი­ა­ნი დრო­შის აღ­მარ­თვა­ზე მთავ­რო­ბის პო­ზი­ცი­ას.

ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა პრე­ზი­დენ­ტის "ფე­ის­ბუ­ქის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა, რო­მელ­საც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ.

"ცოტა ზედ­მე­ტი ხომ არ მოს­დით მთავ­რო­ბა­ში დაბ­რუ­ნე­ბულ შე­ვარ­დნა­ძის მთავ­რო­ბის თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებს, როცა ჩემ­გან იცა­ვენ იმ დრო­შას, რომ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე არა­ერ­თი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღ­ძრეს ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ მა­შინ, როცა თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე ვი­ყა­ვი. გუმ­ბა­თი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით დრო­შის ჩა­მოხ­სნა­ზე დარდს გა­მო­ხა­ტავს ის მთავ­რო­ბა რო­მე­ლიც გეგ­მავს რამ­დე­ნი­მე დღე­ში სა­მუ­და­მოდ და­უ­კარ­გოს ამ სა­სახ­ლეს სა­ხელ­მწი­ფო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის სტა­ტუ­სი. მთე­ლი ეს წლე­ბი მკერ­დით ვა­ტა­რებ ხუთ­ჯვრი­ან დრო­შას რო­მე­ლიც დღე­ვან­დე­ლი მთავ­რო­ბის არც ხელ­მძღვა­ნე­ლის, არც სხვა რო­მე­ლი­მე მი­ნის­ტრის პი­ჯაკ­ზე არას­დროს და­მი­ნა­ხავს.

არა­ვინ ისე არ ამა­ყობს ამ დრო­შით, რო­გორც მე, ვი­ნა­ი­დან როცა შე­მომ­ქონ­და, მა­ში­ნაც მა­მოძ­რა­ვებ­და და ახ­ლაც მა­მოძ­რა­ვებს რწმე­ნა, რომ ეს დრო­შა ყვე­ლა­ზე ზუს­ტად გა­მო­ხა­ტავს ჩვენს ღი­რე­ბუ­ლე­ბებს და ამას­თა­ნა­ვე სა­უ­კე­თე­სოა მსოფ­ლი­ოს სა­ხელ­მწი­ფო­თა დრო­შებს შო­რის!", - ნათ­ქვა­მია პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბა­ში.

პრე­ზი­დენ­ტის სა­სახ­ლე­ზე სა­ხელ­მწი­ფო დრო­შის ნაც­ვლად, ახა­ლი დრო­შა ფრი­ა­ლებს. მთავ­რო­ბამ კი სა­ა­კაშ­ვილს პრე­ზი­დენ­ტის რე­ზი­დენ­ცი­ა­ზე სა­ხელ­მწი­ფო დრო­შის აღ­მარ­თვის­კენ მო­უ­წო­და. პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­რო­სის ან­დრო ბარ­ნო­ვის ინ­ფორ­მა­ცი­ით კი, პრე­ზი­დენ­ტის სა­სახ­ლის თავ­ზე ე.წ. გუ­ლე­ბი­ა­ნი დრო­შის აღ­მარ­თვა მუ­სი­კა­ლუ­რი კლი­პის გა­და­ღე­ბას უკავ­შირ­დე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

მიხეილ სააკაშვილი გულებიანი დროშის თაობაზე მთავრობის პოზიციას ეხმაურება

მიხეილ სააკაშვილი გულებიანი დროშის თაობაზე მთავრობის პოზიციას ეხმაურება

მთელი ეს წლები მკერდით ვატარებ ხუთჯვრიან დროშას, არავინ ისე არ ამაყობს ამ დროშით, როგორც მე, - ასე ეხმაინება საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის სასახლეზე ე.წ. გულებიანი დროშის აღმართვაზე მთავრობის პოზიციას.

ამასთან დაკავშირებით სააკაშვილის განცხადება პრეზიდენტის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.

"ცოტა ზედმეტი ხომ არ მოსდით მთავრობაში დაბრუნებულ შევარდნაძის მთავრობის თანამდებობის პირებს, როცა ჩემგან იცავენ იმ დროშას, რომლის გამოყენებაზე არაერთი სისხლის სამართლის საქმე აღძრეს ჩემს წინააღმდეგ მაშინ, როცა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ვიყავი. გუმბათიდან რამდენიმე საათით დროშის ჩამოხსნაზე დარდს გამოხატავს ის მთავრობა რომელიც გეგმავს რამდენიმე დღეში სამუდამოდ დაუკარგოს ამ სასახლეს სახელმწიფო დაწესებულების სტატუსი. მთელი ეს წლები მკერდით ვატარებ ხუთჯვრიან დროშას რომელიც დღევანდელი მთავრობის არც ხელმძღვანელის, არც სხვა რომელიმე მინისტრის პიჯაკზე არასდროს დამინახავს.

არავინ ისე არ ამაყობს ამ დროშით, როგორც მე, ვინაიდან როცა შემომქონდა, მაშინაც მამოძრავებდა და ახლაც მამოძრავებს რწმენა, რომ ეს დროშა ყველაზე ზუსტად გამოხატავს ჩვენს ღირებულებებს და ამასთანავე საუკეთესოა მსოფლიოს სახელმწიფოთა დროშებს შორის!", - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშის ნაცვლად, ახალი დროშა ფრიალებს. მთავრობამ კი სააკაშვილს პრეზიდენტის რეზიდენციაზე სახელმწიფო დროშის აღმართვისკენ მოუწოდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ანდრო ბარნოვის ინფორმაციით კი, პრეზიდენტის სასახლის თავზე ე.წ. გულებიანი დროშის აღმართვა მუსიკალური კლიპის გადაღებას უკავშირდება.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა