პრეზიდენტის სასახლის თავზე ე.წ. გულებიანი დროშის აღმართვა მუსიკალური კლიპის გადაღებას უკავშირდება, – ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტის ადამინისტრაციის უფროსმა ანდრო ბარნოვმა "ფეისბუქზე" გუშინ გაავრცელა.
"პრეზიდენტის სასახლის თავზე ე.წ. გულებიანი დროშის აღმართვასთან დაკავშირებით მინდა, ვაცნობო საზოგადოებას, რომ ეს დროშა აღმართულია მხოლოდ ერთი დღით, სასახლეში მუსიკალური კლიპის გადაღებასთან დაკავშირებით. შუადღის შემდეგ სასახლის გუმბათზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაბრუნდება, - აღნიშნულია ბარნოვის განცხადებაში.