კონფლიქტები
სამხედრო
მსოფლიო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა უთხრა ნიკა წულუკიძის ბებიამ შვილიშვილის ახალმოყვანილ ცოლს
რა უთხრა ნიკა წულუკიძის ბებიამ შვილიშვილის ახალმოყვანილ ცოლს

ნიკა წუ­ლუ­კი­ძის ბე­ბია მერი და­ლა­ქიშ­ვი­ლი 74 წლი­საა და თა­ვის მე­უღ­ლეს­თან, სერ­გო ქო­ნი­აშ­ვილ­თან ერ­თად თბი­ლი­სის ერთ-ერთ გა­რე­უ­ბან­ში კერ­ძო სახ­ლში ცხოვ­რობს. ეზო­ში ბოსტნე­უ­ლი და ხე­ხი­ლი ხა­რობს. შე­მოდ­გო­მის ერთ თბილ და მზი­ან დღეს შვი­ლიშ­ვი­ლი ბე­ბია-ბა­ბუ­ას ეს­ტუმ­რა. ნიკა და მერი ბებო ბაღ­ში მო­კა­ლათ­დნენ. ორი თა­ო­ბის წარ­მო­მად­გე­ნელს ერ­თმა­ნე­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­სა და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე გა­ვე­სა­უბ­რე...

მერი:

- ნიკა ჩემი პირ­ვე­ლი შვი­ლიშ­ვი­ლია. სულ ექ­ვსი შვი­ლიშ­ვი­ლი მყავს. ნი­კას და­ბა­დე­ბა კარ­გად მახ­სოვს, ყვე­ლა­ნი ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით. სამ­შო­ბი­ა­რო­დან რომ გა­მო­ვიყ­ვა­ნეთ, აღ­დგო­მა იყო. სტუმ­რე­ბი გვეწ­ვივ­ნენ. ნიკა სა­წოლ­ზე და­ვაწ­ვი­ნეთ. ბავ­შვი გა­შა­ლეო, - გვთხოვ­დნენ. ასეც მო­ვი­ქე­ცი. ნი­კამ მარ­ჯვე­ნა ფეხი ას­წია და აა­კან­კა­ლა, შეს­ცივ­და და ისევ შევ­ფუ­თეთ. მახ­სოვს, რო­გო­რი ერთი ბეწო იყო, - 4 კი­ლომ­დე იწო­ნი­და...

ნიკა და მისი და ქრის­ტი სა­ნამ სკო­ლა­ში წა­ვი­დოდ­ნენ, ჩემ­თან ცხოვ­რობ­დნენ. მათ შო­რის ორი წე­ლია სხვა­ო­ბა. ნიკა პლე­ხა­ნოვ­ზე 24-ე სკო­ლა­ში სწავ­ლობ­და. სკო­ლი­დან მე გა­მომ­ყავ­და. იმ პე­რი­ოდ­ში ტრან­სპორ­ტი არ და­დი­ო­და, ხალ­ხს ფე­ხით სი­ა­რუ­ლი უწევ­და. ახ­მე­ტე­ლის მეტ­რო­დან ჩვენს სახ­ლამ­დე და­ახ­ლო­ე­ბით ორ კი­ლო­მეტრს ფე­ხით მოვ­დი­ო­დით. ძა­ლი­ან იღ­ლე­ბო­და და ხში­რად მთხოვ­და შეგ­ვეს­ვე­ნა, ჩა­მოჯ­დე­ბო­და. ზოგ­ჯერ ხელ­შიც ამ­ყავ­და და ისე მომ­ყავ­და მთე­ლი გზა. ერთხელ წა­ვიყ­ვა­ნე სკო­ლა­ში და გზად კამ­ფე­ტის ყიდ­ვა მთხო­ვა. შე­ვე­დი მა­ღა­ზი­ა­ში და "ბო­ნი­ბო­ნი" ვუ­ყი­დე. სი­ხა­რუ­ლის­გან ხტუნ­ვა-ხტუნ­ვით გა­აგ­რძე­ლა გზა. ამ დროს "ბო­ნი­ბონს" ხუფი მოს­ძვრა და წი­თელ-ყვი­თე­ლი კამ­ფე­ტე­ბი ას­ფალტზე გა­ი­შა­ლა. ძა­ლი­ან და­ღონ­და, გა­ჩერ­და და აღა­რა­ფერს ამ­ბობ­და. მივტრი­ალ­დი და მე­ო­რეც ვუ­ყი­დე (იღი­მის).

ნიკა:

- ერთხელ, მა­შინ ბაღ­ში დავ­დი­ო­დი, თოვ­ლის ბა­ბუ­ამ სა­ჩუ­ქა­რი მო­მი­ტა­ნა. ყუთ­ში უამ­რა­ვი რამ იდო, მათ შო­რის ჩირი. მე სა­ერ­თოდ ყვე­ლა­ფერს ვი­ნა­ხავ­დი, არ ვჭამ­დი, მერე ან ჩემს დას ვაძ­ლევ­დი, ან სხვებს. ბე­ბი­ა­ჩემ­მა გახ­სნა ყუთი, წას­ძლია სულ­მა და შე­მი­ჭა­მა ჩემი ჩირი (იღი­მის).

მერი:

- ვნა­ხო-მეთ­ქი, რო­გო­რია და გავ­სინ­ჯე. ნი­კამ, შენ ეს ჩირი რო­გორ აი­ღეო და ისე გა­და­ი­რია, დაბრდღვნა აქა­უ­რო­ბა! მა­მა­მი­სი ეუბ­ნე­ბო­და, ბე­ბი­ა­შე­ნი შენ­ზე გა­და­ყო­ლი­ლია და ეს ერთი ჩირი რა გა­ხა­დეო. ეს მა­ინც თა­ვი­სას არ იშ­ლი­და. მინ­დო­და, მინ­დო­და, - ღრი­ა­ლებ­და. ბო­ლოს, რო­გორც იქნა, და­წყნარ­და.

- ისე, მტი­რა­ლა ბავ­შვი იყო?

- არა, არც მტი­რა­ლა და არც ბუ­ტია. გე­ტყვით, რო­გო­რი ბიჭი იყო. ჩვე­ნი სახ­ლის მე­ო­რე სარ­თულ­ზე ასას­ვლელ კი­ბე­ზე გა­ა­ბამ­და თოკს, რო­მელ­ზეც და­კი­დებ­და ფარ­დას და თა­ვად ზე­ვით მო­ექ­ცე­ო­და. ქვე­ვით სკა­მებს და­ა­წყობ­და და ეძახ­და ბავ­შვებს. ჩა­ამ­წკრი­ვებ­და და კონ­ცერ­ტებს უტა­რებ­და. ხან უმ­ღე­რო­და და ხა­ნაც წიგ­ნებს უკი­თხავ­და. ნიკა დამ­ჯე­რი ბავ­შვი იყო. ბავ­შვო­ბა­ში ძრო­ხაც კი მო­უწ­ვე­ლია.

ნიკა:

- დიახ, სო­ფელ­ში. ძრო­ხის მოწ­ვე­ლაც ვიცი და ყვე­ლის ამოყ­ვა­ნაც. ერთხელ, ღა­ნირ­ში ჩა­ვე­დი. მა­შინ ჩემი მე­ო­რე ბე­ბია უკვე გარ­დაც­ვლი­ლი იყო და ძრო­ხებს სხვე­ბი უვ­ლიდ­ნენ. ისე მოხ­და, რომ ათი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში იქ ჩემ გარ­და არა­ვინ აღ­მოჩ­ნდა, რომ ძრო­ხა მო­ეწ­ვე­ლა. ამას მე ვა­კე­თებ­დი და მერე ყვე­ლი რომ ამომ­ყავ­და, ნაირ-ნაირ ფორ­მას ვაძ­ლევ­დი.

ბებო, ტე­ლე­ფონ­ზე რომ "გა­შა­ყი­რებ­დი" , ის მო­უ­ყე­ვი... თუმ­ცა ამ ამ­ბის წი­ნა­პი­რო­ბას მე გე­ტყვით. ბე­ბი­ა­ჩე­მის დე­დამ­თი­ლი, ანუ ბა­ბუ­ა­ჩე­მის დედა 106 წლი­სა გარ­და­იც­ვა­ლა. ის ერთ-ერთ ია­პო­ნურ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში იყო გა­წევ­რი­ა­ნე­ბუ­ლი, სა­დაც მა­სა­ვით სამ სა­უ­კუ­ნეს მოს­წრე-ბული ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­რიდ­ნენ თავს. 1898 წელს იყო და­ბა­დე­ბუ­ლი და 2004 წელს გარ­და­იც­ვა­ლა. მერი ბე­ბოს ვუ­რე­კავ­დი შეც­ვლი­ლი ხმით და ვე­უბ­ნე­ბო­დი, ია­პო­ნი­ი­დან ფუ­ლია გა­მოგ­ზავ­ნი­ლი, ამა და ამ მი­სა­მარ­თზე მობ­რძან­დით და წა­ი­ღეთ-მეთ­ქი. თან ვე­უბ­ნე­ბო­დი, ფული თქვენს მულს მი­აქვს და თქვენც გე­კუთ­ვნით, მობ­რძან­დით და გა­გა­ტანთ-მეთ­ქი.

მერი:

- მე რა შუ­ა­ში ვი­ყა­ვი, არ ვიცი (იღი­მის), არ წავ­სულ­ვარ, მაგ­რამ მჯე­რო­და, რომ ასე იყო.

- ქალ­ბა­ტო­ნო მერი, უფ­რო­სი თა­ო­ბა ახალ თა­ო­ბა­ზე სულ სხვა­დას­ხვაგ­ვა­რად ჩი­ვის. თქვენ ნი­კას თა­ო­ბას რო­გორ ახა­სი­ა­თებთ?

- თა­ო­ბე­ბი იც­ვლე­ბა და ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა. თა­ო­ბა კი არა, მთავ­რო­ბა იც­ვლე­ბა და (იღი­მის)... ჩვე­ნი თა­ო­ბა სხვაგ­ვა­რად ცხოვ­რობ­და, დღეს უფრო მეტი სა­შუ­ა­ლე­ბა აქვთ ახალ­გაზ­რდებს. კას­პში გა­ვი­ზარ­დე, კი­ნო­ში კი დავ­დი­ო­დით, მაგ­რამ თე­ატ­რე­ბი არ გვქონ­და. თბი­ლის­ში რომ წა­მო­ვე­დით, ჩემს შვი­ლებს ყველ­გან ვუშ­ვებ­დი. ნი­კას დე­დამ უმაღ­ლეს­ში რომ ჩა­ა­ბა­რა, პო­ლო­ნეთ­ში წა­ვი­და. ყვე­ლას უკ­ვირ­და, რო­გორ გა­უშ­ვიო. სტუ­დენ­ტე­ბი მი­დი­ოდ­ნენ და ჩემი შვი­ლი მათ­თან ერ­თად თუ წა­ვი­დო­და, ამა­ში გან­სა­კუთ­რე­ბულს ვე­რა­ფერს ვხე­დავ­დი.

ბავ­შვო­ბა­ში ნიკა ხში­რად იყო ჩემ­თან და პა­ტა­რა­ო­ბი­სას მე­უბ­ნე­ბო­და, ჩემს მშობ­ლებ­ზე ძა­ლი­ან მიყ­ვარ­ხა­რო. ცოლს რომ მო­ვიყ­ვან და შვი­ლი მე­ყო­ლე­ბა, გოგო იქ­ნე­ბა თუ ბიჭი, მა­ინც მერი უნდა და­ვარ­ქვაო. ნი­კამ ახ­ლა­ხან მო­იყ­ვა­ნა ცოლი. ბიჭი თუ ეყო­ლათ, მე­რის ვერ და­არ­ქმევს და გო­გო­ნას შემ­თხვე­ვა­ში, ვნა­ხოთ, თუ შე­ას­რუ­ლებს პი­რო­ბას...

ნიკა:

- მთა­ვა­რია სა­ხე­ლი "მ" -ზე იწყე­ბო­დეს, არა, ბებო?

მერი:

- არა­ვი­თა­რი "მ" , მერი უნდა და­არ­ქვა!

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

რა უთხრა ნიკა წულუკიძის ბებიამ შვილიშვილის ახალმოყვანილ ცოლს

რა უთხრა ნიკა წულუკიძის ბებიამ შვილიშვილის ახალმოყვანილ ცოლს

ნიკა წულუკიძის ბებია მერი დალაქიშვილი 74 წლისაა და თავის მეუღლესთან, სერგო ქონიაშვილთან ერთად თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში კერძო სახლში ცხოვრობს. ეზოში ბოსტნეული და ხეხილი ხარობს. შემოდგომის ერთ თბილ და მზიან დღეს შვილიშვილი ბებია-ბაბუას ესტუმრა. ნიკა და მერი ბებო ბაღში მოკალათდნენ. ორი თაობის წარმომადგენელს ერთმანეთან ურთიერთობასა და დამოკიდებულებაზე გავესაუბრე...

მერი:

- ნიკა ჩემი პირველი შვილიშვილია. სულ ექვსი შვილიშვილი მყავს. ნიკას დაბადება კარგად მახსოვს, ყველანი ძალიან გახარებულები ვიყავით. სამშობიაროდან რომ გამოვიყვანეთ, აღდგომა იყო. სტუმრები გვეწვივნენ. ნიკა საწოლზე დავაწვინეთ. ბავშვი გაშალეო, - გვთხოვდნენ. ასეც მოვიქეცი. ნიკამ მარჯვენა ფეხი ასწია და ააკანკალა, შესცივდა და ისევ შევფუთეთ. მახსოვს, როგორი ერთი ბეწო იყო, - 4 კილომდე იწონიდა...

ნიკა და მისი და ქრისტი სანამ სკოლაში წავიდოდნენ, ჩემთან ცხოვრობდნენ. მათ შორის ორი წელია სხვაობა. ნიკა პლეხანოვზე 24-ე სკოლაში სწავლობდა. სკოლიდან მე გამომყავდა. იმ პერიოდში ტრანსპორტი არ დადიოდა, ხალხს ფეხით სიარული უწევდა. ახმეტელის მეტროდან ჩვენს სახლამდე დაახლოებით ორ კილომეტრს ფეხით მოვდიოდით. ძალიან იღლებოდა და ხშირად მთხოვდა შეგვესვენა, ჩამოჯდებოდა. ზოგჯერ ხელშიც ამყავდა და ისე მომყავდა მთელი გზა. ერთხელ წავიყვანე სკოლაში და გზად კამფეტის ყიდვა მთხოვა. შევედი მაღაზიაში და "ბონიბონი" ვუყიდე. სიხარულისგან ხტუნვა-ხტუნვით გააგრძელა გზა. ამ დროს "ბონიბონს" ხუფი მოსძვრა და წითელ-ყვითელი კამფეტები ასფალტზე გაიშალა. ძალიან დაღონდა, გაჩერდა და აღარაფერს ამბობდა. მივტრიალდი და მეორეც ვუყიდე (იღიმის).

ნიკა:

- ერთხელ, მაშინ ბაღში დავდიოდი, თოვლის ბაბუამ საჩუქარი მომიტანა. ყუთში უამრავი რამ იდო, მათ შორის ჩირი. მე საერთოდ ყველაფერს ვინახავდი, არ ვჭამდი, მერე ან ჩემს დას ვაძლევდი, ან სხვებს. ბებიაჩემმა გახსნა ყუთი, წასძლია სულმა და შემიჭამა ჩემი ჩირი (იღიმის).

მერი:

- ვნახო-მეთქი, როგორია და გავსინჯე. ნიკამ, შენ ეს ჩირი როგორ აიღეო და ისე გადაირია, დაბრდღვნა აქაურობა! მამამისი ეუბნებოდა, ბებიაშენი შენზე გადაყოლილია და ეს ერთი ჩირი რა გახადეო. ეს მაინც თავისას არ იშლიდა. მინდოდა, მინდოდა, - ღრიალებდა. ბოლოს, როგორც იქნა, დაწყნარდა.

- ისე, მტირალა ბავშვი იყო?

- არა, არც მტირალა და არც ბუტია. გეტყვით, როგორი ბიჭი იყო. ჩვენი სახლის მეორე სართულზე ასასვლელ კიბეზე გააბამდა თოკს, რომელზეც დაკიდებდა ფარდას და თავად ზევით მოექცეოდა. ქვევით სკამებს დააწყობდა და ეძახდა ბავშვებს. ჩაამწკრივებდა და კონცერტებს უტარებდა. ხან უმღეროდა და ხანაც წიგნებს უკითხავდა. ნიკა დამჯერი ბავშვი იყო. ბავშვობაში ძროხაც კი მოუწველია.

ნიკა:

- დიახ, სოფელში. ძროხის მოწველაც ვიცი და ყველის ამოყვანაც. ერთხელ, ღანირში ჩავედი. მაშინ ჩემი მეორე ბებია უკვე გარდაცვლილი იყო და ძროხებს სხვები უვლიდნენ. ისე მოხდა, რომ ათი დღის განმავლობაში იქ ჩემ გარდა არავინ აღმოჩნდა, რომ ძროხა მოეწველა. ამას მე ვაკეთებდი და მერე ყველი რომ ამომყავდა, ნაირ-ნაირ ფორმას ვაძლევდი.

ბებო, ტელეფონზე რომ "გაშაყირებდი" , ის მოუყევი... თუმცა ამ ამბის წინაპირობას მე გეტყვით. ბებიაჩემის დედამთილი, ანუ ბაბუაჩემის დედა 106 წლისა გარდაიცვალა. ის ერთ-ერთ იაპონურ ორგანიზაციაში იყო გაწევრიანებული, სადაც მასავით სამ საუკუნეს მოსწრე-ბული ადამიანები იყრიდნენ თავს. 1898 წელს იყო დაბადებული და 2004 წელს გარდაიცვალა. მერი ბებოს ვურეკავდი შეცვლილი ხმით და ვეუბნებოდი, იაპონიიდან ფულია გამოგზავნილი, ამა და ამ მისამართზე მობრძანდით და წაიღეთ-მეთქი. თან ვეუბნებოდი, ფული თქვენს მულს მიაქვს და თქვენც გეკუთვნით, მობრძანდით და გაგატანთ-მეთქი.

მერი:

- მე რა შუაში ვიყავი, არ ვიცი (იღიმის), არ წავსულვარ, მაგრამ მჯეროდა, რომ ასე იყო.

- ქალბატონო მერი, უფროსი თაობა ახალ თაობაზე სულ სხვადასხვაგვარად ჩივის. თქვენ ნიკას თაობას როგორ ახასიათებთ?

- თაობები იცვლება და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. თაობა კი არა, მთავრობა იცვლება და (იღიმის)... ჩვენი თაობა სხვაგვარად ცხოვრობდა, დღეს უფრო მეტი საშუალება აქვთ ახალგაზრდებს. კასპში გავიზარდე, კინოში კი დავდიოდით, მაგრამ თეატრები არ გვქონდა. თბილისში რომ წამოვედით, ჩემს შვილებს ყველგან ვუშვებდი. ნიკას დედამ უმაღლესში რომ ჩააბარა, პოლონეთში წავიდა. ყველას უკვირდა, როგორ გაუშვიო. სტუდენტები მიდიოდნენ და ჩემი შვილი მათთან ერთად თუ წავიდოდა, ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავდი.

ბავშვობაში ნიკა ხშირად იყო ჩემთან და პატარაობისას მეუბნებოდა, ჩემს მშობლებზე ძალიან მიყვარხარო. ცოლს რომ მოვიყვან და შვილი მეყოლება, გოგო იქნება თუ ბიჭი, მაინც მერი უნდა დავარქვაო. ნიკამ ახლახან მოიყვანა ცოლი. ბიჭი თუ ეყოლათ, მერის ვერ დაარქმევს და გოგონას შემთხვევაში, ვნახოთ, თუ შეასრულებს პირობას...

ნიკა:

- მთავარია სახელი "მ" -ზე იწყებოდეს, არა, ბებო?

მერი:

- არავითარი "მ" , მერი უნდა დაარქვა!

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია