პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

9

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:22-ზე, მთვარე ქალწულშია თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მზია ორველაშვილის სიყვარულის ამბავი
მზია ორველაშვილის სიყვარულის ამბავი

"ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" მო­ნა­წი­ლე ექი­მე­ბის უც­ვლე­ლი მე­წყვი­ლე - მო­ცეკ­ვა­ვე მზია ორ­ვე­ლაშ­ვი­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლია. მისი რჩე­უ­ლი ამა­ვე პრო­ექ­ტის ქო­რე­ოგ­რა­ფი - საშა ოხ­რი­მენ­კო გახ­ლავთ. წყვი­ლი უკვე ერ­თად ცხოვ­რობს და მალე ურ­თი­ერ­თო­ბის­თვის ოფი­ცი­ა­ლუ­რი სა­ხის მი­ცე­მას აპი­რებს... მზი­ას პირ­ველ­მა ქორ­წი­ნე­ბამ და­ახ­ლო­ე­ბით, 8 თვეს გას­ტა­ნა. მა­შინ ქორ­წი­ლი არ ჰქო­ნია - 17 წლის იყო, როცა მო­მა­ვალ­მა მე­უღ­ლემ მო­ი­ტა­ცა. ჰყავს 6 წლის ვაჟი... ამ­ჟა­მად, სა­კუ­თარ გრძნო­ბებ­ში დარ­წმუ­ნე­ბულ­მა გვი­ამ­ბო, თუ რო­გორ სთხო­ვა ხელი სა­შამ...

ბუ­ნებ­რი­ვი სი­ლა­მა­ზის მოტრფი­ა­ლე მზი­ამ გვი­თხრა, - სი­ბე­რე­ში თუ ძა­ლი­ან და­ვუშ­ნოვ­დე­ბი, შე­იძ­ლე­ბა, დახ­მა­რე­ბის­თვის პლას­ტი­კურ ქი­რურგს მი­ვა­კი­თხოო. სა­მუ­შაო რე­ჟი­მის გამო, უპი­რა­ტე­სო­ბას სპორ­ტუ­ლი სტი­ლის სა­მოსს ანი­ჭებს. სა­მა­გი­ე­როდ, სკო­ლის მოს­წავ­ლე­ო­ბის პე­რი­ოდ­ში თურ­მე, მა­კი­ა­ჟი­თა და მა­ღალ­ქუს­ლი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლე­ბით იწო­ნებ­და თავს...

მა­კი­ა­ჟი და სა­ხის კა­ნის მოვ­ლა

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კონ­კურ­სებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სას სა­ხე­ზე გრიმს მი­კე­თე­ბენ, სა­ხის კან­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად არ ვზრუ­ნავ. უბ­რა­ლოდ, და­ბა­ნის შემ­დეგ მკვე­ბავ კრემს ვის­ვამ. სა­ხის კარ­გი კანი გე­ნე­ტი­კუ­რად მაქვს. თავს არ ვი­ქებ, მაგ­რამ ერთხელ კოს­მე­ტო­ლოგ­თან სა­ხის გა­საწ­მენ­დად მი­სუ­ლი უკან გა­მო­მაბ­რუ­ნეს - კანი პა­ტა­რა ბავ­შვი­ვით გაქვს, არა­ფე­რი გჭირ­დე­ბაო.

- მა­კი­აჟს ყო­ველ­დღი­უ­რად იკე­თებ?

- არა. ალ­ბათ მა­კი­ა­ჟი იმი­ტომ არ მიყ­ვარს, რომ ყო­ველკ­ვი­რა ტურ­ნი­რებ­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ (მინ­სკში ვცეკ­ვავ) და ეს ყვე­ლა­ფე­რი მო­ბეზ­რე­ბუ­ლი მაქვს. მი­მაჩ­ნია, რომ ქალი სა­დად უნდა გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დეს და ბუ­ნებ­რი­ვი სი­ლა­მა­ზე ჰქონ­დეს.

- სას­ცე­ნო მა­კი­აჟს და­მო­უ­კი­დებ­ლად იკე­თებ?

- როცა სა­ქარ­თვე­ლო­ში ვცეკ­ვავ­დი, თავ­და­პირ­ვე­ლად, მა­კი­ა­ჟის გა­კე­თე­ბა­ში დე­დი­კო მეხ­მა­რე­ბო­და. ახლა კი ტურ­ნი­რებ­ზე ვარ­ცხნი­ლო­ბა­საც და­მო­უ­კი­დებ­ლად ვი­კე­თებ. თუმ­ცა, პრო­ექ­ტში - "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი" მა­კი­აჟს სხვე­ბი გვი­კე­თე­ბენ.

თმის ფერი და ვარ­ცხნი­ლო­ბა

- პირ­ვე­ლად თმა 12 წლი­სამ შე­ვი­ღე­ბე. მა­შინ გერ­მა­ნი­ა­ში ვი­ყა­ვი. იქ მა­მი­და­ჩე­მი ცხოვ­რობს და და­სას­ვე­ნებ­ლად ხში­რად მივ­დი­ო­დი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, გერ­მა­ნი­ა­ში "სტილ­ნი" ხალ­ხი ცხოვ­რობს. ჰოდა, მა­მი­დამ მე­ლი­რე­ბა გა­მი­კე­თა. იმ პე­რი­ოდ­ში, სკო­ლა­ში თმა­შე­ღე­ბი­ლი მხო­ლოდ მე დავ­დი­ო­დი. ბავ­შვე­ბი სულ მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ: შენ­თვის თუ შე­იძ­ლე­ბა, ჩვენ რა­ტომ გვიშ­ლი­ა­ნო?

- რო­გორ ფიქ­რობ, ამ ყვე­ლა­ფერს ცეკ­ვის გამო გპა­ტი­ობ­დნენ?

- ალ­ბათ. მას­წავ­ლებ­ლებს, სკო­ლის დი­რექ­ტორს ძა­ლი­ან ვუყ­ვარ­დი და კლას­ში გა­მოპ­რან­ჭულს მარ­თლაც, მხო­ლოდ მე მიშ­ვებ­დნენ. მა­ღალ­ქუს­ლი­ან ფეხ­საც­მე­ლებს ვიც­ვამ­დი. თან, პირ­ველ გაკ­ვე­თილ­ზე სულ ვაგ­ვი­ა­ნებ­დი. სკო­ლა­ში ისე­თი სი­ჩუ­მე იდგა, ბუ­ზის გაფ­რე­ნის ხმა ის­მო­და, მე კი ქუს­ლე­ბის კა­კუ­ნით მივ­დი­ო­დი. მას­წავ­ლებ­ლე­ბი მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ: - "ოჰ, ორ­ვე­ლაშ­ვი­ლი, ისევ "ქუს­ლე­ბი" გაც­ვია, არა (იცი­ნის)?" ჩემი შვი­ლიც იმ სკო­ლა­ში მი­ვიყ­ვა­ნე, სა­დაც მე დავ­დი­ო­დი.

- თმას რო­გორ უვლი?

- ძა­ლი­ან ხვე­უ­ლი თმა მაქვს. იტა­ლი­ი­დან სპე­ცი­ა­ლუ­რი კრე­მე­ბი გა­მო­ვი­წე­რე, სწო­რი თმა რომ მქონ­დეს. არ მიყ­ვარს, როცა ჩემი თმა დახ­ვე­უ­ლია. თმის მოვ­ლა­ზე ვგიჟ­დე­ბი. მი­მაჩ­ნია, რომ ყვე­ლა ქალ­მა უნდა მო­უ­ა­როს. ერთხელ ჩემ­მა მო­მა­ვალ­მა რძალ­მა მირ­ჩია, მა­ი­ო­ნე­ზის ნი­ღა­ბი გა­მე­კე­თე­ბი­ნა და მარ­თლაც, ეფექ­ტუ­რია. თან, თმის ცვე­ნა­საც აჩე­რებს. ადრე ძა­ლი­ან გრძე­ლი თმა მქონ­და და შეჭ­რა მინ­დო­და, მაგ­რამ მამა მე­უბ­ნე­ბო­და, - თმა რომ შე­იჭ­რა, სა­ერ­თოდ არ და­გე­ლა­პა­რა­კე­ბიო. მერე, ბე­ლო­რუ­სი­ა­ში ყოფ­ნი­სას მა­ინც შე­ვი­ჭე­რი და ჩემ­მა სტი­ლის­ტმა მირ­ჩია, რო­გორ უნდა მეზ­რუ­ნა მას­ზე.

ვარ­ჯი­ში და დი­ე­ტა

- მშო­ბი­ა­რო­ბამ­დე დი­ე­ტა არ და­მი­ცავს, რად­გან სულ ვვარ­ჯი­შობ­დი და სიმ­სუქ­ნის­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბაც არ მქონ­და. მშო­ბი­ა­რო­ბის მერე პრობ­ლე­მე­ბი შე­მექ­მნა და კვე­ბის რე­ჟი­მი შევ­ცვა­ლე. შიმ­ში­ლით თავს არ ვიკ­ლავ, უფრო მე­ტიც, ხა­ჭა­პურ­საც გე­ახ­ლე­ბით და ყვე­ლა­ნა­ირ ცო­მე­ულ­საც, მაგ­რამ ძი­რი­თა­დად, ბოსტნე­ულს მი­ვირ­თმევ და სა­ღა­მოს 6 სა­ა­თის მერე არა­ფერს ვჭამ. სა­ერ­თოდ, წო­ნა­ში სწრა­ფად ვი­მა­ტებ და ვიკ­ლებ. ფეხ­მძი­მო­ბამ­დე 49 კილო ვი­ყა­ვი, მშო­ბი­ა­რო­ბის წი­ნა­დღეს კი - 84. ვიმ­შო­ბი­ა­რე თუ არა, 16 კილო "და­ვაგ­დე". ყვე­ლა გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი იყო. მერე მი­თხრეს, - დიდი წონა შე­შუ­პე­ბე­ბის ბრა­ლი უფრო იყო, ვიდ­რე - სიმ­სუქ­ნი­სო. ფორ­მა­ში ჩა­სად­გო­მად, დღე­ში ერთხელ მხო­ლოდ "სუპ­ჩი­კებს" (ძა­ლი­ან მიყ­ვარს!) ვჭამ­დი, მაგ­რამ მერე კუჭი ამ­ტკივ­და; პა­რა­ლე­ლუ­რად, ვვარ­ჯი­შობ­დი კი­დეც - 7 სა­ათს დარ­ბაზ­ში ვა­ტა­რებ­დი... მინ­სკში ყოფ­ნი­სას ტრე­ნა­ჟო­რებ­ზეც დავ­დი­ვარ, იო­გა­ზეც და თვე­ში ერთხელ, გო­გო­ნე­ბი სა­უ­ნა­შიც მივ­დი­ვართ. მი­მაჩ­ნია, რომ ქალი ყო­ველ­თვის ფორ­მა­ში უნდა იყოს.

სა­მო­სი

- სა­ღა­მოს კა­ბე­ბი მიყ­ვარს! ადრე ყო­ველ­დღე მა­ღალ­ქუს­ლი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლე­ბით დავ­დი­ო­დი, მაგ­რამ მას მერე, რაც ბე­ლო­რუ­სი­ა­ში წა­ვე­დი, დღის რე­ჟი­მის გამო სპორ­ტუ­ლი სტი­ლი მო­ვირ­გე. არა­და, კლა­სი­კურ სა­მოს­ზე მა­ბო­დებს!

- რო­მე­ლი­მე სა­მო­სის შე­სა­ძე­ნად ფული დაგ­ნა­ნე­ბია?

- არა. ამას წი­ნათ, სა­ყიდ­ლებ­ზე მე და საშა ერ­თად ვი­ყა­ვით. საშა ამ­ბობ­და: იმ­დე­ნი რა­ღაც ვი­ყი­დეთ, გარ­დე­რობ­ში აღარ და­გე­ტე­ვაო (იცი­ნის).

- ტან­საც­მელს ძი­რი­თა­დად, სად ყი­დუ­ლობ?

- კარგ მა­ღა­ზი­ებ­ში, მაგ­რამ რა­ღა­ცე­ბი ინ­ტერ­ნე­ტი­თაც შე­მი­ძე­ნია.

სამ­კა­უ­ლი და აქ­სე­სუ­ა­რე­ბი

- უამ­რა­ვი სამ­კა­უ­ლი მაქვს. ბევ­რს ვყი­დუ­ლობ და ყვე­ლა ლა­მა­ზია. ჩემი მე­გობ­რე­ბი ამა თუ იმ ნივთზე ხში­რად მე­უბ­ნე­ბი­ან, - მა­ჩუ­ქეო.

- გა­სა­ჩუ­ქებ­ლად თუ იმე­ტებ?

- მე­გობ­რე­ბი ისე მიყ­ვარს, რომ მათ­თვის ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი სამ­კა­უ­ლიც არ და­მე­ნა­ნე­ბა.

- გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად საყ­ვა­რე­ლი სამ­კა­უ­ლი თუ გაქვს?

- და­ვა­სა­ხე­ლებ სა­ყუ­რეს, რო­მე­ლიც ჩემ­მა მო­მა­ვალ­მა ქმარ­მა მა­ჩუ­ქა და ბე­ჭედს, რომ­ლი­თაც ხელი მთხო­ვა. ერთ-ერთ ტურ­ში მკი­თხეს, - ამ სა­ყუ­რე­ებს და ბე­ჭედს არას­დროს იხ­სნიო? ვერ ვიხ­სნი, რად­გან როცა მი­კე­თია, ასე მგო­ნია, ჩემი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი ჩემ გვერ­დით არის...

პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა

- სა­შამ ხელი მო­უ­ლოდ­ნე­ლად მთხო­ვა, მე კი ბედ­ნი­ე­რე­ბის­გან ლა­მის, გული ამო­მი­ვარ­და... ტე­ლე­ფო­ნით მე­გო­ბარს საქ­მე­ზე ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დი. როცა და­ვემ­შვი­დო­ბე, მოვტრი­ალ­დი და და­ვი­ნა­ხე, საშა მუხ­ლებ­ზე იდგა. ცო­ლო­ბა ძა­ლი­ან საყ­ვარ­ლად მთხო­ვა. ხმა ვერ გა­ვე­ცი - შოკ­ში ვი­ყა­ვი, ტი­რი­ლი და­ვი­წყე... როცა ჩა­ვე­ხუ­ტე, ვიგ­რძე­ნი, გული რო­გორ უცემ­და. სა­ო­ცა­რი ემო­ცია და­მე­უფ­ლა. ვფიქ­რობ, ჩემ­ზე ბედ­ნი­ე­რი ქალი დე­და­მი­წა­ზე არ და­დის. ყვე­ლა ქალს ვუ­სურ­ვებ ისე­თი კარ­გი მე­ო­რე ნა­ხევ­რის პოვ­ნას, რო­გო­რიც მე ვი­პო­ვე. საშა ხე­ლის­გულ­ზე მა­ტა­რებს.

- თქვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი რა­ტომ­ღაც, ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­მოგ­ვე­პა­რა.

- დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, მარ­თლა არა­ვის არა­ფერს ვე­უბ­ნე­ბო­დით, მაგ­რამ "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" წინა სე­ზონ­ზე ჩვენ შე­სა­ხებ ჭო­რე­ბი გავ­რცელ­და.

- წინა სე­ზონ­ზე, ჭორი შენ­სა და ლე­ვან ხურ­ცი­ას შე­სა­ხებ გავ­რცელ­და.

- პა­რა­ლე­ლუ­რად, სა­შა­ზეც ლა­პა­რა­კობ­დნენ, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად, ჩვენ მა­შინ მხო­ლოდ კარ­გი მე­გობ­რე­ბი ვი­ყა­ვით, სხვა - არა­ფე­რი. ერთი პე­რი­ო­დი, საშა მშობ­ლებ­თან გა­ემ­გზავ­რა. ინ­ტერ­ნე­ტით ყო­ველ სა­ღა­მოს ვსა­უბ­რობ­დით. ერთხელ მი­თხრა, - აქე­დან კი არ უნდა გე­უბ­ნე­ბო­დე, მაგ­რამ ძა­ლი­ან მე­ნატ­რე­ბიო. სულ მინ­დო­და ეთ­ქვა, - მიყ­ვარ­ხა­რო და ამას სულ ვე­ლო­დი. ერთი ნახ­ვით შეყ­ვა­რე­ბის არ მჯე­რო­და, ვიდ­რე თა­ვად არ გა­მოვ­ცა­დე. საშა სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ დაბ­რუნ­და, ვნა­ხე. იმა­ვე დღეს რეს­ტო­რან­ში დამ­პა­ტი­ჟა და სიყ­ვა­რუ­ლი ამიხ­სნა.

- ახლა რას აპი­რებთ?

- სა­ერ­თო სამ­სა­ხუ­რი გვაქვს. მას მერე, რაც ერ­თად ცხოვ­რე­ბა გა­დავ­წყვი­ტეთ, ყვე­ლა­ფერს ერ­თად ვა­კე­თებთ. მინ­და, თბი­ლის­ში ვი­ცხოვ­როთ. ჩემს მშობ­ლებს სტუ­დია აქვთ და მათ მი­ვეხ­მა­რე­ბი. ამ­ჟა­მად, ბავ­შვებს ვა­მე­ცა­დი­ნებ. ვი­საც ცეკ­ვის შეს­წავ­ლის სურ­ვი­ლი აქვს, შე­უძ­ლია, მო­ვი­დეს (იღი­მის).

- პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში მომ­ხდა­რი სი­ახ­ლე შენ­მა 6 წლის ბი­ჭუ­ნამ რო­გორ მი­ი­ღო?

- ძა­ლი­ან კარ­გად. ჩემს შვილს საშა ძა­ლი­ან უყ­ვარს. პრო­ექ­ტის წინა სე­ზონ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას, სა­სე­ირ­ნოდ როცა მივ­დი­ო­დით, ჩემი ბი­ჭუ­ნა ატ­რაქ­ცი­ო­ნებ­ზეც წაგ­ვიყ­ვა­ნია. ის ჯერ ძა­ლი­ან პა­ტა­რაა, მაგ­რამ საშა ისე­თი ადა­მი­ა­ნია, რომ მისი სა­წი­ნა­აღ­მდე­გო არა­ფე­რი აქვს. თბი­ლად ურ­თი­ერ­თო­ბენ. როცა ერ­თად არი­ან, ერ­თმა­ნეთს ეფე­რე­ბი­ან, სულ ჩა­ხუ­ტე­ბუ­ლე­ბი არი­ან...

- სა­შას ოჯახ­საც იც­ნობ?

- ერთი წე­ლია, რაც სა­შას ოჯა­ხის წევ­რე­ბი გა­ვი­ცა­ნი. დიდი ხა­ნია, ასე­თი კარ­გი ოჯა­ხი არ მი­ნა­ხავს. ვფიქ­რობ, ამ მხრი­ვაც გა­მი­მარ­თლა.

- თქვე­ნი რო­მა­ნის­თვის ოფი­ცი­ა­ლუ­რი სა­ხის მი­ცე­მას რო­დის აპი­რებთ?

- ჯერ ეს პრო­ექ­ტი უნდა ჩა­ვამ­თავ­როთ... ძა­ლი­ან გვინ­და, ქორ­წი­ლი თბი­ლის­ში გა­და­ვი­ხა­დოთ. ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი ქორ­წი­ლი გვექ­ნე­ბა!

საქ­მე

- მთე­ლი დღე­ე­ბი ვვარ­ჯი­შობთ, პრო­ექ­ტის მომ­დევ­ნო ტუ­რის­თვის ვემ­ზა­დე­ბით. ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ, ყო­ველ ტურ­ზე და­ძა­ბუ­ლი ვარ, რად­გან დამ­წყე­ბი მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც პრო­ექ­ტში არ მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ და თა­ვი­ან­თი ფა­ვო­რი­ტე­ბი ჰყავთ, არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო კო­მენ­ტა­რებს წე­რენ. ამ­ბო­ბენ, რომ ბა­ტონ გუ­გას ბევ­რი "ფუ­ლე­ბი" აქვს და ტუ­რი­დან ტურ­ში ამით გა­და­დის. გუგა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნია. მას სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის 1 "ესე­მე­სიც" არ გა­უგ­ზავ­ნია. ბავ­შვს გე­ფი­ცე­ბით, რომ ასე მეც არ მოვ­ქცე­ულ­ვარ. ალ­ბათ ვი­ღა­ცებს ჩვენ მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ცეკ­ვა მოს­წონთ და გვი­მე­სი­ჯე­ბენ.

- თავს იმარ­თლებ?

- ასე გა­მო­დის. უარ­ყო­ფი­თი კო­მენ­ტა­რე­ბის გამო და­ძა­ბუ­ლე­ბი ვართ. გვინ­და, ჩვე­ნი სას­ცე­ნო ნო­მე­რი კარ­გი გა­მო­ვი­დეს, მაგ­რამ რომ ნერ­ვი­უ­ლობ, იბ­ნე­ვი... ჩემს მე­წყვი­ლეს ადრე არა­სო­დეს უცეკ­ვია - პა­ტა­რა ოთა­ხებ­ში ვარ­ჯი­შებს აკე­თებს. მის­თვის ამ­დე­ნი ხალ­ხის წი­ნა­შე გა­მოს­ვლა სტრე­სია. მინ­და, ხალ­ხმა გა­უ­გოს და მხა­რი და­უ­ჭი­როს.

- უკვე მე­ო­რე სე­ზო­ნია, რაც პრო­ექ­ტში პარტნი­ო­რო­ბას მე­დი­ცი­ნის სფე­როს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი გი­წევს...

- სა­ქარ­თვე­ლო­დან წლე­ბის წინ წა­ვე­დი და ზო­გი­ერთ "ვარ­სკვლავს" სა­ერ­თოდ არ ვიც­ნობ­დი. როცა ბა­ტო­ნი გუ­გას შე­სა­ხებ შე­ვი­ტყვე, რომ ექი­მია, ვთქვი: ძა­ლი­ან კარ­გი. თუ თავი ამ­ტკივ­დე­ბა, ოთარს მი­ვა­კი­თხავ, თუ კა­ნის და­ჭიმ­ვა დამ­ჭირ­დე­ბა - ბა­ტონ გუ­გას-მეთ­ქი (იცი­ნის). ოთა­რი უზო­მოდ მიყ­ვარს! ბა­ტონ გუ­გას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ახლა და­ვი­წყე. ის იმ­დე­ნად სე­რი­ო­ზუ­ლი ადა­მი­ა­ნია, რომ ხუმ­რო­ბა­საც ვერ ვუ­ბე­დავ...

- ოთა­რის მსგავ­სად თუ ზარ­მა­ცობს ხოლ­მე?

- ზოგ­ჯერ ასეც ხდე­ბა (იღი­მის)...

ჰობი

- სიმ­ღე­რა ძა­ლი­ან მიყ­ვარს. 16 წლამ­დე ნანა ჟღე­რი­ას­თან ვმღე­რო­დი. როცა მე­გობ­რე­ბი ვიკ­რი­ბე­ბით, ახ­ლაც სულ მთხო­ვენ, - რამე გვიმ­ღე­რეო. სიმ­ღე­რა სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებს.

- მომ­ღერ­ლო­ბა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლად არ გი­ფიქ­რია?

- წი­ნათ - კი, მაგ­რამ ახლა ამის­თვის დრო არ მაქვს. რა­ი­მე შო­უ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას თუ შე­მომ­თა­ვა­ზე­ბენ, სა­დაც სიმ­ღე­რა მო­მი­წევს, სი­ა­მოვ­ნე­ბით დავ­თან­ხმდე­ბი.

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

მზია ორველაშვილის სიყვარულის ამბავი

მზია ორველაშვილის სიყვარულის ამბავი

"ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილე ექიმების უცვლელი მეწყვილე - მოცეკვავე მზია ორველაშვილი შეყვარებულია. მისი რჩეული ამავე პროექტის ქორეოგრაფი - საშა ოხრიმენკო გახლავთ. წყვილი უკვე ერთად ცხოვრობს და მალე ურთიერთობისთვის ოფიციალური სახის მიცემას აპირებს... მზიას პირველმა ქორწინებამ დაახლოებით, 8 თვეს გასტანა. მაშინ ქორწილი არ ჰქონია - 17 წლის იყო, როცა მომავალმა მეუღლემ მოიტაცა. ჰყავს 6 წლის ვაჟი... ამჟამად, საკუთარ გრძნობებში დარწმუნებულმა გვიამბო, თუ როგორ სთხოვა ხელი საშამ...

ბუნებრივი სილამაზის მოტრფიალე მზიამ გვითხრა, - სიბერეში თუ ძალიან დავუშნოვდები, შეიძლება, დახმარებისთვის პლასტიკურ ქირურგს მივაკითხოო. სამუშაო რეჟიმის გამო, უპირატესობას სპორტული სტილის სამოსს ანიჭებს. სამაგიეროდ, სკოლის მოსწავლეობის პერიოდში თურმე, მაკიაჟითა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით იწონებდა თავს...

მაკიაჟი და სახის კანის მოვლა

- მიუხედავად იმისა, რომ კონკურსებში მონაწილეობისას სახეზე გრიმს მიკეთებენ, სახის კანზე განსაკუთრებულად არ ვზრუნავ. უბრალოდ, დაბანის შემდეგ მკვებავ კრემს ვისვამ. სახის კარგი კანი გენეტიკურად მაქვს. თავს არ ვიქებ, მაგრამ ერთხელ კოსმეტოლოგთან სახის გასაწმენდად მისული უკან გამომაბრუნეს - კანი პატარა ბავშვივით გაქვს, არაფერი გჭირდებაო.

- მაკიაჟს ყოველდღიურად იკეთებ?

- არა. ალბათ მაკიაჟი იმიტომ არ მიყვარს, რომ ყოველკვირა ტურნირებში ვმონაწილეობ (მინსკში ვცეკვავ) და ეს ყველაფერი მობეზრებული მაქვს. მიმაჩნია, რომ ქალი სადად უნდა გამოიყურებოდეს და ბუნებრივი სილამაზე ჰქონდეს.

- სასცენო მაკიაჟს დამოუკიდებლად იკეთებ?

- როცა საქართველოში ვცეკვავდი, თავდაპირველად, მაკიაჟის გაკეთებაში დედიკო მეხმარებოდა. ახლა კი ტურნირებზე ვარცხნილობასაც დამოუკიდებლად ვიკეთებ. თუმცა, პროექტში - "ცეკვავენ ვარსკვლავები" მაკიაჟს სხვები გვიკეთებენ.

თმის ფერი და ვარცხნილობა

- პირველად თმა 12 წლისამ შევიღებე. მაშინ გერმანიაში ვიყავი. იქ მამიდაჩემი ცხოვრობს და დასასვენებლად ხშირად მივდიოდი. მოგეხსენებათ, გერმანიაში "სტილნი" ხალხი ცხოვრობს. ჰოდა, მამიდამ მელირება გამიკეთა. იმ პერიოდში, სკოლაში თმაშეღებილი მხოლოდ მე დავდიოდი. ბავშვები სულ მეუბნებოდნენ: შენთვის თუ შეიძლება, ჩვენ რატომ გვიშლიანო?

- როგორ ფიქრობ, ამ ყველაფერს ცეკვის გამო გპატიობდნენ?

- ალბათ. მასწავლებლებს, სკოლის დირექტორს ძალიან ვუყვარდი და კლასში გამოპრანჭულს მართლაც, მხოლოდ მე მიშვებდნენ. მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს ვიცვამდი. თან, პირველ გაკვეთილზე სულ ვაგვიანებდი. სკოლაში ისეთი სიჩუმე იდგა, ბუზის გაფრენის ხმა ისმოდა, მე კი ქუსლების კაკუნით მივდიოდი. მასწავლებლები მეუბნებოდნენ: - "ოჰ, ორველაშვილი, ისევ "ქუსლები" გაცვია, არა (იცინის)?" ჩემი შვილიც იმ სკოლაში მივიყვანე, სადაც მე დავდიოდი.

- თმას როგორ უვლი?

- ძალიან ხვეული თმა მაქვს. იტალიიდან სპეციალური კრემები გამოვიწერე, სწორი თმა რომ მქონდეს. არ მიყვარს, როცა ჩემი თმა დახვეულია. თმის მოვლაზე ვგიჟდები. მიმაჩნია, რომ ყველა ქალმა უნდა მოუაროს. ერთხელ ჩემმა მომავალმა რძალმა მირჩია, მაიონეზის ნიღაბი გამეკეთებინა და მართლაც, ეფექტურია. თან, თმის ცვენასაც აჩერებს. ადრე ძალიან გრძელი თმა მქონდა და შეჭრა მინდოდა, მაგრამ მამა მეუბნებოდა, - თმა რომ შეიჭრა, საერთოდ არ დაგელაპარაკებიო. მერე, ბელორუსიაში ყოფნისას მაინც შევიჭერი და ჩემმა სტილისტმა მირჩია, როგორ უნდა მეზრუნა მასზე.

ვარჯიში და დიეტა

- მშობიარობამდე დიეტა არ დამიცავს, რადგან სულ ვვარჯიშობდი და სიმსუქნისკენ მიდრეკილებაც არ მქონდა. მშობიარობის მერე პრობლემები შემექმნა და კვების რეჟიმი შევცვალე. შიმშილით თავს არ ვიკლავ, უფრო მეტიც, ხაჭაპურსაც გეახლებით და ყველანაირ ცომეულსაც, მაგრამ ძირითადად, ბოსტნეულს მივირთმევ და საღამოს 6 საათის მერე არაფერს ვჭამ. საერთოდ, წონაში სწრაფად ვიმატებ და ვიკლებ. ფეხმძიმობამდე 49 კილო ვიყავი, მშობიარობის წინადღეს კი - 84. ვიმშობიარე თუ არა, 16 კილო "დავაგდე". ყველა გაკვირვებული იყო. მერე მითხრეს, - დიდი წონა შეშუპებების ბრალი უფრო იყო, ვიდრე - სიმსუქნისო. ფორმაში ჩასადგომად, დღეში ერთხელ მხოლოდ "სუპჩიკებს" (ძალიან მიყვარს!) ვჭამდი, მაგრამ მერე კუჭი ამტკივდა; პარალელურად, ვვარჯიშობდი კიდეც - 7 საათს დარბაზში ვატარებდი... მინსკში ყოფნისას ტრენაჟორებზეც დავდივარ, იოგაზეც და თვეში ერთხელ, გოგონები საუნაშიც მივდივართ. მიმაჩნია, რომ ქალი ყოველთვის ფორმაში უნდა იყოს.

სამოსი

- საღამოს კაბები მიყვარს! ადრე ყოველდღე მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით დავდიოდი, მაგრამ მას მერე, რაც ბელორუსიაში წავედი, დღის რეჟიმის გამო სპორტული სტილი მოვირგე. არადა, კლასიკურ სამოსზე მაბოდებს!

- რომელიმე სამოსის შესაძენად ფული დაგნანებია?

- არა. ამას წინათ, საყიდლებზე მე და საშა ერთად ვიყავით. საშა ამბობდა: იმდენი რაღაც ვიყიდეთ, გარდერობში აღარ დაგეტევაო (იცინის).

- ტანსაცმელს ძირითადად, სად ყიდულობ?

- კარგ მაღაზიებში, მაგრამ რაღაცები ინტერნეტითაც შემიძენია.

სამკაული და აქსესუარები

- უამრავი სამკაული მაქვს. ბევრს ვყიდულობ და ყველა ლამაზია. ჩემი მეგობრები ამა თუ იმ ნივთზე ხშირად მეუბნებიან, - მაჩუქეო.

- გასაჩუქებლად თუ იმეტებ?

- მეგობრები ისე მიყვარს, რომ მათთვის ძვირად ღირებული სამკაულიც არ დამენანება.

- განსაკუთრებულად საყვარელი სამკაული თუ გაქვს?

- დავასახელებ საყურეს, რომელიც ჩემმა მომავალმა ქმარმა მაჩუქა და ბეჭედს, რომლითაც ხელი მთხოვა. ერთ-ერთ ტურში მკითხეს, - ამ საყურეებს და ბეჭედს არასდროს იხსნიო? ვერ ვიხსნი, რადგან როცა მიკეთია, ასე მგონია, ჩემი საყვარელი ადამიანი ჩემ გვერდით არის...

პირადი ცხოვრება

- საშამ ხელი მოულოდნელად მთხოვა, მე კი ბედნიერებისგან ლამის, გული ამომივარდა... ტელეფონით მეგობარს საქმეზე ველაპარაკებოდი. როცა დავემშვიდობე, მოვტრიალდი და დავინახე, საშა მუხლებზე იდგა. ცოლობა ძალიან საყვარლად მთხოვა. ხმა ვერ გავეცი - შოკში ვიყავი, ტირილი დავიწყე... როცა ჩავეხუტე, ვიგრძენი, გული როგორ უცემდა. საოცარი ემოცია დამეუფლა. ვფიქრობ, ჩემზე ბედნიერი ქალი დედამიწაზე არ დადის. ყველა ქალს ვუსურვებ ისეთი კარგი მეორე ნახევრის პოვნას, როგორიც მე ვიპოვე. საშა ხელისგულზე მატარებს.

- თქვენი სიყვარულის ამბავი რატომღაც, ჟურნალისტებს გამოგვეპარა.

- დიდი ხნის განმავლობაში, მართლა არავის არაფერს ვეუბნებოდით, მაგრამ "ცეკვავენ ვარსკვლავების" წინა სეზონზე ჩვენ შესახებ ჭორები გავრცელდა.

- წინა სეზონზე, ჭორი შენსა და ლევან ხურციას შესახებ გავრცელდა.

- პარალელურად, საშაზეც ლაპარაკობდნენ, მაგრამ რეალურად, ჩვენ მაშინ მხოლოდ კარგი მეგობრები ვიყავით, სხვა - არაფერი. ერთი პერიოდი, საშა მშობლებთან გაემგზავრა. ინტერნეტით ყოველ საღამოს ვსაუბრობდით. ერთხელ მითხრა, - აქედან კი არ უნდა გეუბნებოდე, მაგრამ ძალიან მენატრებიო. სულ მინდოდა ეთქვა, - მიყვარხარო და ამას სულ ველოდი. ერთი ნახვით შეყვარების არ მჯეროდა, ვიდრე თავად არ გამოვცადე. საშა საქართველოში რომ დაბრუნდა, ვნახე. იმავე დღეს რესტორანში დამპატიჟა და სიყვარული ამიხსნა.

- ახლა რას აპირებთ?

- საერთო სამსახური გვაქვს. მას მერე, რაც ერთად ცხოვრება გადავწყვიტეთ, ყველაფერს ერთად ვაკეთებთ. მინდა, თბილისში ვიცხოვროთ. ჩემს მშობლებს სტუდია აქვთ და მათ მივეხმარები. ამჟამად, ბავშვებს ვამეცადინებ. ვისაც ცეკვის შესწავლის სურვილი აქვს, შეუძლია, მოვიდეს (იღიმის).

- პირად ცხოვრებაში მომხდარი სიახლე შენმა 6 წლის ბიჭუნამ როგორ მიიღო?

- ძალიან კარგად. ჩემს შვილს საშა ძალიან უყვარს. პროექტის წინა სეზონზე მუშაობისას, სასეირნოდ როცა მივდიოდით, ჩემი ბიჭუნა ატრაქციონებზეც წაგვიყვანია. ის ჯერ ძალიან პატარაა, მაგრამ საშა ისეთი ადამიანია, რომ მისი საწინააღმდეგო არაფერი აქვს. თბილად ურთიერთობენ. როცა ერთად არიან, ერთმანეთს ეფერებიან, სულ ჩახუტებულები არიან...

- საშას ოჯახსაც იცნობ?

- ერთი წელია, რაც საშას ოჯახის წევრები გავიცანი. დიდი ხანია, ასეთი კარგი ოჯახი არ მინახავს. ვფიქრობ, ამ მხრივაც გამიმართლა.

- თქვენი რომანისთვის ოფიციალური სახის მიცემას როდის აპირებთ?

- ჯერ ეს პროექტი უნდა ჩავამთავროთ... ძალიან გვინდა, ქორწილი თბილისში გადავიხადოთ. ქართული ტრადიციული ქორწილი გვექნება!

საქმე

- მთელი დღეები ვვარჯიშობთ, პროექტის მომდევნო ტურისთვის ვემზადებით. ძალიან ვნერვიულობ, ყოველ ტურზე დაძაბული ვარ, რადგან დამწყები მოცეკვავეები, რომლებიც პროექტში არ მონაწილეობენ და თავიანთი ფავორიტები ჰყავთ, არასასიამოვნო კომენტარებს წერენ. ამბობენ, რომ ბატონ გუგას ბევრი "ფულები" აქვს და ტურიდან ტურში ამით გადადის. გუგა არაჩვეულებრივი ადამიანია. მას საკუთარი თავისთვის 1 "ესემესიც" არ გაუგზავნია. ბავშვს გეფიცებით, რომ ასე მეც არ მოვქცეულვარ. ალბათ ვიღაცებს ჩვენ მიერ შესრულებული ცეკვა მოსწონთ და გვიმესიჯებენ.

- თავს იმართლებ?

- ასე გამოდის. უარყოფითი კომენტარების გამო დაძაბულები ვართ. გვინდა, ჩვენი სასცენო ნომერი კარგი გამოვიდეს, მაგრამ რომ ნერვიულობ, იბნევი... ჩემს მეწყვილეს ადრე არასოდეს უცეკვია - პატარა ოთახებში ვარჯიშებს აკეთებს. მისთვის ამდენი ხალხის წინაშე გამოსვლა სტრესია. მინდა, ხალხმა გაუგოს და მხარი დაუჭიროს.

- უკვე მეორე სეზონია, რაც პროექტში პარტნიორობას მედიცინის სფეროს წარმომადგენელი გიწევს...

- საქართველოდან წლების წინ წავედი და ზოგიერთ "ვარსკვლავს" საერთოდ არ ვიცნობდი. როცა ბატონი გუგას შესახებ შევიტყვე, რომ ექიმია, ვთქვი: ძალიან კარგი. თუ თავი ამტკივდება, ოთარს მივაკითხავ, თუ კანის დაჭიმვა დამჭირდება - ბატონ გუგას-მეთქი (იცინის). ოთარი უზომოდ მიყვარს! ბატონ გუგასთან ურთიერთობა ახლა დავიწყე. ის იმდენად სერიოზული ადამიანია, რომ ხუმრობასაც ვერ ვუბედავ...

- ოთარის მსგავსად თუ ზარმაცობს ხოლმე?

- ზოგჯერ ასეც ხდება (იღიმის)...

ჰობი

- სიმღერა ძალიან მიყვარს. 16 წლამდე ნანა ჟღერიასთან ვმღეროდი. როცა მეგობრები ვიკრიბებით, ახლაც სულ მთხოვენ, - რამე გვიმღერეო. სიმღერა სიამოვნებას მანიჭებს.

- მომღერლობაზე სერიოზულად არ გიფიქრია?

- წინათ - კი, მაგრამ ახლა ამისთვის დრო არ მაქვს. რაიმე შოუში მონაწილეობას თუ შემომთავაზებენ, სადაც სიმღერა მომიწევს, სიამოვნებით დავთანხმდები.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება