სოზარ სუბარი - დავრჩები თუ არა სასჯელაღსრულების მინისტრად, ირაკლი ღარიბაშვილს ჰკითხეთ

სოზარ სუბარი - დავრჩები თუ არა სასჯელაღსრულების მინისტრად, ირაკლი ღარიბაშვილს ჰკითხეთ

დავრჩები თუ არა ახალ მინისტრთა კაბინეტში, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის პოსტზე, ამ კითხვით მედიამ მომავალ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს უნდა მიმართოს, - ასე უპასუხა სოზარ სუბარმა დღეს ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას.

"ჰკითხეთ ირაკლი ღარიბაშვილს", - აღნიშნა სოზარ სუბარმა მედიასთან საუბარში.

მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად უკვე ორი წელია, მუშაობს. "პირველი, არჩევნების წინა პერიოდში, როდესაც დღე და ღამე ერთად ვიყავით და ერთად ვჭედდით გამარჯვებას, ბიძინა ივანიშვილთან ერთად, ბუნებრივია. მერე ამ ერთი წლის განმავლობაში, რადგან ეს ორი ისეთი სამინისტროა, რომელსაც პრაქტიკულად ყოველდღიურად ერთად გვიხდებოდა ყოფნა.

"ინტერპრესნიუსი"

ასევე დაგაინტერესებთ:

ვინ ჩაანაცვლებს სოზარ სუბარს

და სად წავა მინისტრი

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა