მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მომავალი მთავარი პროკურორის პირადი და პროფესიული ცხოვრება
მომავალი მთავარი პროკურორის პირადი და პროფესიული ცხოვრება

რი­ყის ტე­რი­ტო­რი­ის გას­ხვი­სე­ბის სა­კი­თხი, თბი­ლი­სის მე­რი­ი­სა და საკ­რე­ბუ­ლოს მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის და­კა­ვე­ბა და ადი­გე­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ჭე­ლა­ში მი­ნა­რე­თის დე­მონ­ტა­ჟი - ეს ის გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბია, რო­მე­ლიც მო­მა­ვა­ლი მთვა­რი პრო­კუ­რო­რის სა­ხელ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, რო­დე­საც იგი ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ გუ­შინ შს მი­ნის­ტრმა და მო­მა­ვალ­მა პრე­მი­ერ­მა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის პოსტზე ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძე წა­რად­გი­ნა, რო­მე­ლიც ამ დრო­ის­თვის ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლია.

ფარ­ცხა­ლა­ძე აღ­ნიშ­ნულ სტრუქ­ტუ­რას ბოლო ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, თუმ­ცა, ამ სტრუქ­ტუ­რა­ში 6 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და.

ფარ­ცხა­ლა­ძე 1976 წელს და­ი­ბა­და. ჰყავს მე­უღ­ლე და ერთი შვი­ლი. გარ­და ამი­სა, არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ჰყავს ორი შვი­ლი და ერთი შვი­ლიშ­ვი­ლი.

"მე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ იგი ძა­ლი­ან ეფექ­ტუ­რი პრო­კუ­რო­რი იქ­ნე­ბა", - ასე შე­ა­ფა­სა ფარ­ცხა­ლა­ძე მო­მა­ვალ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა.

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის ლი­დე­რი სერ­გო რა­ტი­ა­ნი კი მის მიერ გა­მო­ძი­ე­ბულ გახ­მა­უ­რე­ბულ საქ­მე­ებს იხ­სე­ნებს და მისი ეფექ­ტუ­რო­ბა­ში ეჭვი ეპა­რე­ბა. ამ­ბობს, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ყვე­ლა­ზე სა­მარ­ცხვი­ნო ფურ­ცე­ლი ფარ­ცხა­ლა­ძის საქ­მე­ებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, თუმ­ცა, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, რა­ტი­ანს ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მხრი­დან მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის პოსტზე ამ ადა­მი­ა­ნის წარ­დგე­ნა არ გაკ­ვირ­ვე­ბია.

"ეს არის ის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც ნა­ტოს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის ვი­ზი­ტის დროს მე­რი­ი­სა და საკ­რე­ბუ­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­ზე სპე­ცო­პე­რა­ცია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. ეს ადა­მი­ა­ნი გა­მო­ირ­ჩე­ვა ტე­რო­რით და არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი ქცე­ვე­ბით. თუმ­ცა, ის, რომ სწო­რედ ეს ადა­მი­ა­ნი აირ­ჩია ღა­რი­ბაშ­ვილ­მა თა­ვის მთავ­რო­ბის წევ­რად, არ მიკ­ვირს, მაგ­რამ ვურ­ჩევ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არ წა­სუ­ლი­ყო რეპ­რე­სი­ე­ბის გზა­ზე, რად­გან ეს ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის გზას შე­ა­ფერ­ხებს, თო­რემ ჩვენ ბრძო­ლის­თვის და ასე­თი შე­ტე­ვე­ბის­თვის მზად ვართ", - გვი­თხრა რა­ტი­ან­მა.

მი­სი­ვე თქმით, ფარ­ცხა­ლა­ძეს პი­როვ­ნუ­ლად არ იც­ნობს, თუმ­ცა, მე­რი­ის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის და­კა­ვე­ბი­სა და მი­ნა­რე­თის დე­მონ­ტა­ჟის საქ­მე­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ფიქ­რობს, რომ მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი ჯერ იმოქ­მე­დებს და შემ­დეგ და­ფიქ­რდე­ბა საქ­მე­ებ­ზე.

"რო­გორც ჩანს, ეს ადა­მი­ა­ნი გა­ი­ზარ­და. სხვის დაკ­ვე­თებს ას­რუ­ლებს, თო­რემ ადა­მი­ა­ნი, რო­მელ მთვა­რო­ბა­შიც უნდა მუ­შა­ობ­დეს, ის თა­ვის საქ­მეს უნდა აკე­თებ­დეს.

"მისი გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი ორი­ვე საქ­მი­დან ჩანს, რომ ეს ადა­მი­ა­ნი ჯერ მოქ­მე­დებს და მერე ფიქ­რობს. ორი­ვე შემ­თხვე­ვა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი იყო, თუმ­ცა, ფაქ­ტია, რომ ამ ადა­მი­ა­ნის უკან ვი­ღაც დგას, თო­რემ წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ის და­იმ­სა­ხუ­რებ­და, სულ ცოტა, უწყებ­რივ სას­ჯელს მა­ინც", - ამ­ბობს "რე­ზო­ნანსთან" სა­უ­ბარ­ში რა­ტი­ა­ნი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მიმ­დი­ნა­რე წლის 22 თე­ბერ­ვალს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა დიდი ოდე­ნო­ბით სა­ბი­უ­ჯე­ტო თან­ხე­ბის მით­ვი­სე­ბა-გაფ­ლან­გვი­სა და გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლე­ბის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის ფაქ­ტზე მე­რი­ის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი და­ა­კა­ვა, მაგ­რამ სახ­ლშიც მა­ლე­ვე გა­უშ­ვეს.

თბი­ლი­სის მე­რი­ი­სა და საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რე­ბის და­კა­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მა­შინ ერ­თობ­ლი­ვი გან­ცხა­დე­ბა არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მაც გა­ა­კე­თეს. მა­შინ­დე­ლი გან­ცხა­დე­ბით, "ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის ქმე­დე­ბე­ბი, სა­ვა­რა­უ­დოდ, შე­ი­ცავს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნებს, რაც ჩრდილს აყე­ნებს მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის მი­მართ ნდო­ბას. ამის გამო მო­ვუ­წო­დებთ ყვე­ლა სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნოს, ერთი მხრივ, მო­მა­ვალ­ში თავი შე­ი­კა­ვონ სის­ხლის სა­მარ­თლის საპ­რო­ცე­სო კო­დექ­სის მო­თხოვ­ნე­ბის დარ­ღვე­ვი­სა­გან, ხოლო მე­ო­რე მხრივ, ობი­ექ­ტუ­რად და ეფექ­ტუ­რად გა­მო­ი­ძი­ონ ზე­მო­აღ­ნი­შუ­ლი ფაქ­ტე­ბი."

კი­დევ ერთი გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი საქ­მე რე­ლი­გი­უ­რი უმ­ცი­რე­სო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს ეხე­ბო­და.

26 აგ­ვის­ტოს შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხურ­მა ადი­გე­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ჭე­ლა­ში მდე­ბა­რე მე­ჩე­თის მი­ნა­რე­თის დე­მონ­ტა­ჟი გან­ხორ­ცი­ე­ლა, რა­საც ად­გი­ლობ­რივ მაჰ­მა­დი­ა­ნებ­სა და პო­ლი­ცი­ას შო­რის ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბაც კი მოჰ­ყვა. და­კა­ვე­ბუ­ლი იქნა 19 ადა­მი­ა­ნი, რომ­ლე­ბიც მოგ­ვი­ა­ნე­ბით 400-ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მე­ბით გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხურ­ში კი დე­მონ­ტა­ჟის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა სა­ბა­ჟო­ზე დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მით და სა­სა­ქონ­ლო ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­ტა­რე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბით ახ­სნეს.

თუმ­ცა, "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლოს" გან­ცხა­დე­ბით, "შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხურს არ ჰქონ­და მი­ნა­რე­თის დე­მონ­ტა­ჟის უფ­ლე­ბა და ამ ქმე­დე­ბით შე­ი­ლა­ხა ად­გი­ლობ­რი­ვი მუს­ლი­მე­ბის უფ­ლე­ბე­ბი."

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რის მო­საზ­რე­ბას არ ეთან­ხმე­ბა გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე და­ვით ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი. ამ­ბობს, რომ ამ საქ­მე­ე­ბის გარ­და, ფარ­ცა­ხა­ლა­ძის სა­ხელ­თან სხვა გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბიც არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა მას პლუ­სა­დაც ჩა­ეთ­ვა­ლოს.

"მას პი­რა­დად არ ვიც­ნობ. და­ვე­ლო­დოთ მოვ­ლე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას. მი­ნა­რე­თის დე­მონ­ტა­ჟი­სა და მე­რი­ის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი და­კა­ვე­ბე­ბის გარ­და აქვს საქ­მე­ე­ბი, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა პლუ­სად ჩა­ეთ­ვა­ლოს, მა­გა­ლი­თად, რი­ყის ტე­რი­ტო­რი­ის გას­ხვი­სე­ბის სა­კი­თხი, რომ­ლის გა­მო­ძი­ე­ბაც, რამ­დე­ნა­დაც ვიცი, ძა­ლი­ან კარ­გად მიმ­დი­ნა­რე­ობს და მე მგო­ნი, საქ­მე პრო­კუ­რა­ტუ­რა­საც გა­და­ე­ცა", - გვი­თხრა ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

ფარ­ცხა­ლა­ძეს არც პო­ლი­ტო­ლო­გი კახი კა­ხიშ­ვი­ლი იც­ნობს, თუმ­ცა იმე­დოვ­ნებს, რომ მისი კვა­ლი­ფი­კა­ცია იქ­ნე­ბა მა­ღა­ლი და პრო­კუ­რო­რებს თვით­შე­მოქ­მე­დე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ მის­ცემს.

"უკვე ათი წე­ლია, აი­რია სი­ტუ­ა­ცია. სხვა­დას­ხვა უწყე­ბი­დან ადა­მი­ა­ნე­ბი თა­ვი­სუფ­ლად გა­და­დი­ან პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში სა­მუ­შა­ოდ, თო­რემ ადრე ასეთ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ხალ­ხს ძნე­ლად იღებ­დნენ. ახლა მთა­ვა­რია, სის­ტე­მამ მი­ი­ღოს ეს ადა­მი­ა­ნი და მისი კვა­ლი­ფი­კა­ცია შე­ე­სა­ბა­მე­ბო­დეს და­კა­ვე­ბულ თა­ნამ­დე­ბო­ბას. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, პრო­კუ­რო­რე­ბი თვით­შე­მოქ­მე­დე­ბას და­ი­წყე­ბენ, ეს კი პრობ­ლე­მურ ვი­თა­რე­ბამ­დე მი­იყ­ვანს საქ­მეს.

"თუმ­ცა, იმე­დია, ეს რიგი ფაქ­ტო­რე­ბი გა­აზ­რე­ბუ­ლი აქვს ახალ პრე­მი­ერს და იმ ადა­მი­ან­საც, რო­მე­ლიც და­თან­ხმდა ამ თა­ნამ­დე­ბო­ბას", - უთხრა "რე­ზო­ნანსს" კა­ხიშ­ვილ­მა.

თიკო ოს­მა­ნო­ვა

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

მომავალი მთავარი პროკურორის პირადი და პროფესიული ცხოვრება

მომავალი მთავარი პროკურორის პირადი და პროფესიული ცხოვრება

რიყის ტერიტორიის გასხვისების საკითხი, თბილისის მერიისა და საკრებულოს მაღალჩინოსნების დაკავება და ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟი - ეს ის გახმაურებული საქმეებია, რომელიც მომავალი მთვარი პროკურორის სახელთან არის დაკავშირებული, როდესაც იგი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ხელმძღვანელობდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ შს მინისტრმა და მომავალმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავარი პროკურორის პოსტზე ოთარ ფარცხალაძე წარადგინა, რომელიც ამ დროისთვის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელია.

ფარცხალაძე აღნიშნულ სტრუქტურას ბოლო ერთი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, თუმცა, ამ სტრუქტურაში 6 წლის განმავლობაში მუშაობდა.

ფარცხალაძე 1976 წელს დაიბადა. ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი. გარდა ამისა, არაოფიციალური ინფორმაციით, პირველი ქორწინებიდან ჰყავს ორი შვილი და ერთი შვილიშვილი.

"მე დარწმუნებული ვარ, რომ იგი ძალიან ეფექტური პროკურორი იქნება", - ასე შეაფასა ფარცხალაძე მომავალმა პრემიერ-მინისტრმა.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი სერგო რატიანი კი მის მიერ გამოძიებულ გახმაურებულ საქმეებს იხსენებს და მისი ეფექტურობაში ეჭვი ეპარება. ამბობს, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლების ყველაზე სამარცხვინო ფურცელი ფარცხალაძის საქმეებთან არის დაკავშირებული, თუმცა, მიუხედავად ამისა, რატიანს ღარიბაშვილის მხრიდან მთავარი პროკურორის პოსტზე ამ ადამიანის წარდგენა არ გაკვირვებია.

"ეს არის ის ადამიანი, რომელმაც ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტის დროს მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებზე სპეცოპერაცია განახორციელა. ეს ადამიანი გამოირჩევა ტერორით და არაადეკვატური ქცევებით. თუმცა, ის, რომ სწორედ ეს ადამიანი აირჩია ღარიბაშვილმა თავის მთავრობის წევრად, არ მიკვირს, მაგრამ ვურჩევ ხელისუფლებას არ წასულიყო რეპრესიების გზაზე, რადგან ეს ქვეყნის განვითარების გზას შეაფერხებს, თორემ ჩვენ ბრძოლისთვის და ასეთი შეტევებისთვის მზად ვართ", - გვითხრა რატიანმა.

მისივე თქმით, ფარცხალაძეს პიროვნულად არ იცნობს, თუმცა, მერიის მაღალჩინოსნების დაკავებისა და მინარეთის დემონტაჟის საქმეებიდან გამომდინარე, ფიქრობს, რომ მთავარი პროკურორი ჯერ იმოქმედებს და შემდეგ დაფიქრდება საქმეებზე.

"როგორც ჩანს, ეს ადამიანი გაიზარდა. სხვის დაკვეთებს ასრულებს, თორემ ადამიანი, რომელ მთვარობაშიც უნდა მუშაობდეს, ის თავის საქმეს უნდა აკეთებდეს.

"მისი გახმაურებული ორივე საქმიდან ჩანს, რომ ეს ადამიანი ჯერ მოქმედებს და მერე ფიქრობს. ორივე შემთხვევა ხელისუფლებისთვის დამაზიანებელი იყო, თუმცა, ფაქტია, რომ ამ ადამიანის უკან ვიღაც დგას, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში, ის დაიმსახურებდა, სულ ცოტა, უწყებრივ სასჯელს მაინც", - ამბობს "რეზონანსთან" საუბარში რატიანი.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 22 თებერვალს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება-გაფლანგვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე მერიის მაღალჩინოსნები დააკავა, მაგრამ სახლშიც მალევე გაუშვეს.

თბილისის მერიისა და საკრებულოს წევრების დაკავებასთან დაკავშირებით მაშინ ერთობლივი განცხადება არასამთავრობო ორგანიზაციებმაც გააკეთეს. მაშინდელი განცხადებით, "ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ქმედებები, სავარაუდოდ, შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, რაც ჩრდილს აყენებს მიმდინარე გამოძიების მიმართ ნდობას. ამის გამო მოვუწოდებთ ყველა სამართალდამცავ ორგანოს, ერთი მხრივ, მომავალში თავი შეიკავონ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნების დარღვევისაგან, ხოლო მეორე მხრივ, ობიექტურად და ეფექტურად გამოიძიონ ზემოაღნიშული ფაქტები."

კიდევ ერთი გახმაურებული საქმე რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლებს ეხებოდა.

26 აგვისტოს შემოსავლების სამსახურმა ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მდებარე მეჩეთის მინარეთის დემონტაჟი განხორციელა, რასაც ადგილობრივ მაჰმადიანებსა და პოლიციას შორის ფიზიკური დაპირისპირებაც კი მოჰყვა. დაკავებული იქნა 19 ადამიანი, რომლებიც მოგვიანებით 400-ლარიანი ჯარიმებით გაათავისუფლეს. შემოსავლების სამსახურში კი დემონტაჟის აუცილებლობა საბაჟოზე დაშვებული შეცდომით და სასაქონლო ექსპერტიზის ჩატარების აუცილებლობით ახსნეს.

თუმცა, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" განცხადებით, "შემოსავლების სამსახურს არ ჰქონდა მინარეთის დემონტაჟის უფლება და ამ ქმედებით შეილახა ადგილობრივი მუსლიმების უფლებები."

საპარლამენტო უმცირესობის წევრის მოსაზრებას არ ეთანხმება განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ზურაბიშვილი. ამბობს, რომ ამ საქმეების გარდა, ფარცახალაძის სახელთან სხვა გახმაურებული საქმეებიც არის დაკავშირებული, რომელიც შეიძლება მას პლუსადაც ჩაეთვალოს.

"მას პირადად არ ვიცნობ. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. მინარეთის დემონტაჟისა და მერიის მაღალჩინოსნების გახმაურებული დაკავებების გარდა აქვს საქმეები, რომელიც შეიძლება პლუსად ჩაეთვალოს, მაგალითად, რიყის ტერიტორიის გასხვისების საკითხი, რომლის გამოძიებაც, რამდენადაც ვიცი, ძალიან კარგად მიმდინარეობს და მე მგონი, საქმე პროკურატურასაც გადაეცა", - გვითხრა ზურაბიშვილმა.

ფარცხალაძეს არც პოლიტოლოგი კახი კახიშვილი იცნობს, თუმცა იმედოვნებს, რომ მისი კვალიფიკაცია იქნება მაღალი და პროკურორებს თვითშემოქმედების საშუალებას არ მისცემს.

"უკვე ათი წელია, აირია სიტუაცია. სხვადასხვა უწყებიდან ადამიანები თავისუფლად გადადიან პროკურატურაში სამუშაოდ, თორემ ადრე ასეთ თანამდებობაზე ხალხს ძნელად იღებდნენ. ახლა მთავარია, სისტემამ მიიღოს ეს ადამიანი და მისი კვალიფიკაცია შეესაბამებოდეს დაკავებულ თანამდებობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, პროკურორები თვითშემოქმედებას დაიწყებენ, ეს კი პრობლემურ ვითარებამდე მიიყვანს საქმეს.

"თუმცა, იმედია, ეს რიგი ფაქტორები გააზრებული აქვს ახალ პრემიერს და იმ ადამიანსაც, რომელიც დათანხმდა ამ თანამდებობას", - უთხრა "რეზონანსს" კახიშვილმა.

თიკო ოსმანოვა

გაზეთი ”რეზონანსი”

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა