აღმაშენებლის გამზირი უკვე გაიყიდა და თითქმის ყველგან საროსკიპოა, - არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის ხელმძღვანელი მზია თოდუა აღმაშენებლის გამზირს პროსტიტუციის ბუდეს უწოდებს.
მზია თოდუა მარჯანიშვილზე მდებარე ერთ-ერთ ეგვიპტურ ბარსაც უჩივის, რომელიც მის ოფისთან ახლოს მდებარეობს. ორგანიზაციას ოფისი აღმაშენებლის #124-ში აქვს.
"აღმაშენებელი უკვე გაიყიდა. აქ ძირითადად თურქები და არაბები არიან. ქუჩაში ვერ გაივლი, ნაბიჯს ვერ გადადგამ. ყველაფერი მათ იყიდეს და გახსნილი აქვთ საროსკიპოები, ბარები, სადაც ჩვენი პატარა ბავშვები იღუპებიან. ჩვენი ოფისის, აღმაშენებლის #124-ის ქვევით არის ბარი, ყოველ ღამით წივილ კივილია, პატარა გოგონები ამოდიან ღამის ორ-სამ საათზე ამ ბარიდან და რა ხდება, კაციშვილმა არ იცის. პოლიციასაც რამდენჯერ ვუთხარი, მაგრამ ჩაივლის ერთი-ორი დღე მშვიდობიანად და წყნარად, მაგრამ მეოთხე დღეს იგივე ხდება", - აცხადებს უფლებადამცველი.
მზია თოდუა, რომელიც უცხოელების მომრავლებას უკვე საჯაროდ აპროტესტებს, ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებს და პოლიციას რეიდების ჩატარებას სთხოვს.
"მინდა მოვუწოდო ხელისუფლებას ერთხელ ჩაატაროს რეიდი და ნახოს, რა ხდება. ამ აღმაშენებელზე ქართველი მგონი მარტო მე ვარ, ალბათ, მარტო ჩემი ოფისია აქ ქართული, მეტი არაფერი, სადაც გაიხედავ სულ თურქები არიან. ამას წინათ ბანკში მივდიოდი, ოთხი თურქი გადამიდგა ქუჩაში და გავლის უფლება არ მომცეს. იძულებული გავხდი მანქანის სავალ გზაზე გადავსულიყავი. რატომ? მე არ მაქვს უფლება, რომ ჩემს ქუჩაზე გავიარო? არ ამოვიღოთ ხმა ქართველებმა? მე მოვუწოდებ ხელისუფლებას, შეზღუდონ, ნუღარ აძლევენ მოქალაქეობას უცხოელებს, თორემ მაშინ გადავარქვათ აღმაშენებელს სახელი და რამე სხვა ვუწოდოთ", - აღნიშნავს მზია თოდუა.
მისივე აზრით, ამ ინვესტორების მიზანი საქართველოში გარყვნილობის შემოტანაა. "მე ხომ ყოველ ღამით ვხედავ აღმაშენებელზე რა ხდება? ჩვენი ახალგაზრდობა იღუპება", - ამბობს თოდუა.
უცხოელების მომრავლებით აღმაშენებლის გამზირის მცხოვრებთა ნაწილი უკმაყოფილოა, ნაწილი კი ამაში პრობლემას ვერ ხედავს. თბილისელების ნაწილი ქართველებს გადაშენებასაც უწინასწარმეტყველებს. ზოგიერთი კი მიიჩნევს, რომ არსებული ვითარებიდან გამოსავალი, ბიზნესის კეთების კუთხით მათთვის შეზღუდვების დაწესებაა.
რატომ ირჩევენ საცხოვრებლად და ბიზნესის საკეთებლად უცხოელები საქართველოს. ეს კითხვა ჩვენ აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ერაყული რესტორნის მფლობელს დავუსვით.
"საქართველო მშვენიერი ქვეყანაა, შესანიშნავი ხალხით. მე ერაყიდან ვარ, ბევრ ქვეყანაში ვყოფილვარ, მათ შორის სირიაში, თურქეთში, თუმცა საქართველოს მსგავსი ქვეყანა არ შემხვედრია. საქართველოში ბიზნესის კეთება და მუშაობა ძალიან მარტივია. აქ აღმაშენებლის ქუჩაზე რესტორანი მამაჩემმა გახსნა, სახელად ერაყი ჰქვია. ბევრი ხალხი დადის, მათ შორის მოდიან ისინიც, ვისაც სამსახური სჭირდებათ, თუმცა მათ პირადობის დამადასტურებელი საბუთი სჭირდებათ", - აცხადებს ერაყელი ბიზნესმენი.
ოფიციალური ინფორმაციით, მხოლოდ შარშან, საქართველოში 40 ათასამდე უცხოელი დასახლდა. მათ შორის 675 ირანელი იყო. აქ ცხოვრება 7 ათასამდე თურქმა გადაწყვიტა. 2013 წლის სტატისტიკური მონაცემები კი მომავალი წლის აპრილში გახდება ცნობილი.
მინდია აფციაური, ამბები.ge
ასევე დაგაინტერესებთ:
ღამის კლუბები თბილისის ცენტრში, სადაც
ქართველებს ეთნიკური ნიშნით არ უშვებენ
და ეს გაწუხებთ ქალბატონო? ის არ გაწუხებთ რომ საზღვრები გარშემო სულ გავხსენით და ქალებსაც თავაშვებული სიარულის უფლება მივეცით. გაივსო ამ უპატრონო გოგოებით ქალაქი. ზევით გაშიშვლებული, ქვევით გაშიშვლებული, ეს რა სამყოფელოა, ეს ქვეყანა არ არის. ჩვენი თავაზიანობით, ჩვენი ქალურობით, ჩვენი ვაჟკაცებით, სად წავიდნენ ეს ხალხი. ასეთი თავაშვეულობა არ მინახავს. კაცები არ გვყავს? რისთვის დგანან რუსთაველზე, რას ითხოვენ, რა ხელისუფლება უნდათ, როგორ დააშიშვლონ ქალები? მალე, სულ მალე გადავშენდებით. გაუშვით ეს ხალხი თავიანთ სოფლებში და მოსთხოვეთ შრომა. მაღაზიაში შენიშვნას ვერ მისცემ გამყიდველს. ისეთ პასუხებს მოგცემენ გაგაჟრჟოლებს. რა ხდება, ნუთუ არ გინდათ დაინახოთ, ნუთუ არ გინდათ ჩვენც გვქონდეს ლამაზი ქალაქი გოგონებით და თავშეკავებული წესიერი ყმაწვიკაცებით. არავის შრომა აღარ უნდა, რას აკეებენ ეს წუნკლიანი გოგოები. ტელევიზიაში ისე ზიან ეს ქალები თითქოს მათი ბარკლები ერთად ერთი და უნახავი იყოს. რა არის ამხელა სიშიშვლე. და საერთოდ ყველაფერთან ეს ამდენი ნაგავი, ეს ნაგავი მაინც აგავეთ და ეს ჟანგიანი მავთულხლართები მაინც მოხსენით ამ შემოღობილ ეზოებს. როგორ ეტყობა ქალაქს რომ სოფლელებს ჩაუვარდათ ელში მართველობა და იმიტომ ვეფლობით ჭუჭყსა და უზნეობაში.