კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნოდარ ხადური დოლარის კურსის ზრდაში პანიკის საფუძველს ვერ ხედავს
ნოდარ ხადური დოლარის კურსის ზრდაში პანიკის საფუძველს ვერ ხედავს

დო­ლა­რის კურ­სის ზრდა­ში სა­გან­გა­შო არა­ფე­რია, - ამის შე­სა­ხებ ფი­ნანსთა მი­ნის­ტრმა ნო­დარ ხა­დურ­მა "პა­ლიტ­რა ტვ"-ის გა­და­ცე­მა "ემას შოუს" გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, დო­ლა­რის კურ­სის ზრდას­თან და­კავ­ში­რე­ბით, პა­ნი­კის სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობს. ამას­თან, ხა­დუ­რის გან­მარ­ტე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ ბანკთან მუდ­მი­ვი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

"ეს არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მო­მენ­ტი. კურ­სი ზა­ფხუ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში მყარ­დე­ბო­და 1,66 იყო და შემ­ცირ­და თით­ქმის 1,64-მდე. ახლა ოდ­ნავ გა­ი­ზარ­და, ამა­ში არა­ფე­რი სა­გან­გა­შო არ არის. ჩვენ ყვე­ლას პულსზე ხელი გვი­ჭი­რავს და თუ სა­ჭი­რო გახ­დე­ბა ჩა­რე­ვა, ეროვ­ნუ­ლი ბან­კი მზად არის. მას წელს ძა­ლი­ან გა­ე­ზარ­და სა­ვა­ლუ­ტო რე­ზერ­ვე­ბი და არა­ნა­ი­რი საფრ­თხე კურ­სის გა­უ­ა­რე­სე­ბი­სა არ არ­სე­ბობს, მით უმე­ტეს, ექ­სპორ­ტი იზ­რდე­ბა", - აღ­ნიშ­ნა ნო­დარ ხა­დურ­მა.

ლა­რის კურ­სი დო­ლარ­თან მი­მარ­თე­ბა­ში 1,6793 ნიშ­ნულ­ზე და­ე­ცა. ეროვ­ნუ­ლი ბან­კის მო­ნა­ცე­მე­ბით, 6 ნო­ემ­ბერს ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 1,6737-ით გა­ნი­სა­ზღვრე­ბო­და.

ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტა ბოლო ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში სტა­ბი­ლუ­რად უფა­სურ­დე­ბა. ეს ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია 2011 წლის დე­კემ­ბრის შემ­დეგ, რო­დე­საც ლა­რის კურ­სი დო­ლარ­თან მი­მარ­თე­ბა­ში 1.6793 ნიშ­ნულ­ზე და­ფიქ­სირ­და.

"პა­ლიტ­რა TV"-ის ეთერ­ში გა­და­ცე­მა "ემას შოუ" დღეს, 21:30 სა­ათ­ზე გავა.

იხი­ლეთ ვი­დეო

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

ნოდარ ხადური დოლარის კურსის ზრდაში პანიკის საფუძველს ვერ ხედავს

ნოდარ ხადური დოლარის კურსის ზრდაში პანიკის საფუძველს ვერ ხედავს

დოლარის კურსის ზრდაში საგანგაშო არაფერია, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა "პალიტრა ტვ"-ის გადაცემა "ემას შოუს" განუცხადა.

მისი თქმით, დოლარის კურსის ზრდასთან დაკავშირებით, პანიკის საფუძველი არ არსებობს. ამასთან, ხადურის განმარტებით, საქართველოს ეროვნულ ბანკთან მუდმივი კონსულტაციები მიმდინარეობს.

"ეს არის ჩვეულებრივი მომენტი. კურსი ზაფხულის განმავლობაში მყარდებოდა 1,66 იყო და შემცირდა თითქმის 1,64-მდე. ახლა ოდნავ გაიზარდა, ამაში არაფერი საგანგაშო არ არის. ჩვენ ყველას პულსზე ხელი გვიჭირავს და თუ საჭირო გახდება ჩარევა, ეროვნული ბანკი მზად არის. მას წელს ძალიან გაეზარდა სავალუტო რეზერვები და არანაირი საფრთხე კურსის გაუარესებისა არ არსებობს, მით უმეტეს, ექსპორტი იზრდება", - აღნიშნა ნოდარ ხადურმა.

ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 1,6793 ნიშნულზე დაეცა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 6 ნოემბერს ეს მაჩვენებელი 1,6737-ით განისაზღვრებოდა.

ეროვნული ვალუტა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სტაბილურად უფასურდება. ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2011 წლის დეკემბრის შემდეგ, როდესაც ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 1.6793 ნიშნულზე დაფიქსირდა.

"პალიტრა TV"-ის ეთერში გადაცემა "ემას შოუ" დღეს, 21:30 საათზე გავა.

იხილეთ ვიდეო

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ