მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შე­ტე­ვა სა­აფ­თი­ა­ქო ნარ­კო­მა­ნი­ა­ზე - არასრულწლოვანთა დიდი ნაწილი წამალდამოკიდებული გახდა
შე­ტე­ვა სა­აფ­თი­ა­ქო ნარ­კო­მა­ნი­ა­ზე - არასრულწლოვანთა დიდი ნაწილი წამალდამოკიდებული გახდა

წამ­ლი­სა და ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის დღემ­დე მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, მე­ო­რე ჯგუ­ფის ფარ­მა­ცევ­ტულ პრო­დუქ­ცი­ა­ზე აფ­თი­აქ­ში რე­ცეპ­ტის წარ­დგე­ნა სა­ვალ­დე­ბუ­ლო არ იყო. ამ ჯგუ­ფის პრე­პა­რა­ტებ­ში შე­დი­ო­და არა­ერ­თი და­სა­ხე­ლე­ბის ან­ტი­ე­პი­ლეფ­სი­უ­რი პრე­პა­რა­ტი, რო­მელ­საც მო­ზარ­დე­ბი და ახალ­გაზ­რდე­ბი ნარ­კო­ტი­კუ­ლი თრო­ბის მიზ­ნით მო­იხ­მა­რენ. ნარ­კო­ლო­გე­ბის თქმით, აფ­თი­ა­ქებ­ში ამ ჯგუ­ფის მე­დი­კა­მენ­ტე­ბის უკონტ­რო­ლო გა­ცე­მამ სა­ვა­ლა­ლო შე­დე­გი გა­მო­ი­ღო - არას­რულ­წლოვ­ანთა დი­დი ნა­წი­ლი წა­მალ­და­მო­კი­დე­ბუ­ლი გახ­და, საფ­რთხე შე­უქ­მნა მათ ჯან­მრთე­ლო­ბა­სა და სი­ცოცხ­ლეს. 1-ლი იან­ვრი­დან სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინი­ცი­ა­ტი­ვით, წამ­ლი­სა და ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბა შე­ვა.

და­ვით მა­ჭა­რაშ­ვი­ლი, სა­მე­დი­ცინო საქ­მი­ა­ნო­ბის სა­ხელ­მწი­ფო რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ინ­სპექ­ტი­რე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი:

- წამ­ლი­სა და ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის ახა­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბი პირ­ვე­ლი და მე­ო­რე ჯგუ­ფის ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი პრო­დუქ­ტის აფ­თი­ა­ქი­დან გა­ცე­მი­სას ფორ­მა N3 რე­ცეპ­ტის წარ­დგე­ნას ეხე­ბა. მე­ო­რე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხი ის არის, რომ 1-ლი იან­ვრი­დან არას­რულ­წლო­ვა­ნებ­ზე აღარ გა­ი­ცე­მა პირ­ვე­ლი და მე­ო­რე ჯგუ­ფის ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი პრო­დუქ­ტი. პირ­ვე­ლი ჯგუ­ფის ფარ­მა­ცევ­ტულ პრო­დუქტს მი­ე­კუთ­ვნე­ბა ისე­თი პრე­პა­რა­ტე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი და პრე­კურ­სო­რე­ბი (ბუ­ნებ­რი­ვი ან სინ­თე­ზუ­რი წარ­მო­შო­ბის ნივ­თი­ე­რე­ბა), ასე­ვე ზო­გი­ერ­თი ფსი­ქო­აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის შემ­ცვე­ლი სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი. მე­ო­რე ჯგუ­ფის ფარ­მა­ცევ­ტულ პრო­დუქტს მი­ე­კუთ­ვნე­ბა ის სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, რო­მელ­თა გა­მო­ყე­ნე­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია ექი­მის და­ნიშ­ნუ­ლე­ბის გა­რე­შე.

მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბი­თაც დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი იყო ფორ­მა N3 რე­ცეპ­ტი, რო­მელ­ზეც უნ­და გა­მო­ი­წე­როს მე­ო­რე ჯგუ­ფის ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი პრო­დუქ­ტი, თუმ­ცა იქ­ვე დაშ­ვე­ბუ­ლი იყო ასე­თი ნონ­სენ­სი - მე­ო­რე ჯგუ­ფის პრო­დუქ­ტე­ბის გა­ცე­მის­თვის სა­ვალ­დე­ბუ­ლო არ იყო აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­ცეპ­ტის წარ­დგე­ნა. ახა­ლი კა­ნო­ნით, მე­ო­რე ჯგუ­ფის ნე­ბის­მი­ე­რი ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი პრო­დუქ­ტი აუ­ცი­ლებ­ლად ფორ­მა N3 რე­ცეპ­ტით უნ­და გა­ი­ცეს. ეს პრე­პა­რა­ტე­ბი­ა: ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბი, ჰორ­მო­ნა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, გულ­-სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბის სამ­კურ­ნა­ლო წამ­ლე­ბი, რო­მელ­თა გა­მო­ყე­ნე­ბა ექი­მის და­ნიშ­ნუ­ლე­ბის გა­რე­შე არ შე­იძ­ლე­ბა.

- რა არის ფორ­მა N3-ის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი? პა­ცი­ენ­ტის მა­ტე­რი­ა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე უარ­ყო­ფი­თად ხომ არ აი­სა­ხე­ბა?

- ეს პრო­ცე­დუ­რა არ იქ­ნე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ფი­ნან­სუ­რი და­ნა­ხარ­ჯის ზრდას­თან, პი­რი­ქით - შემ­ცირ­დე­ბა, რად­გან პა­ცი­ენ­ტი თა­ვის დრო­ზე იყი­დის სა­ჭი­რო მე­დი­კა­მენ­ტებს და მკურ­ნა­ლო­ბაც მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი და შე­დე­გი­ა­ნი იქ­ნე­ბა. ახალ კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში ისიც გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი­ა, რომ ქრო­ნი­კუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის, რომ­ლებ­საც სის­ტე­მა­ტუ­რად სჭირ­დე­ბათ სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, შე­იძ­ლე­ბა გრძელ­ვა­დი­ა­ნი და ექ­ვსი თვის მა­რა­გის წამ­ლე­ბი გა­მო­ი­წე­როს. თუ ადა­მი­ანს ერ­თბა­შად არა აქვს წამ­ლე­ბის შე­ძე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა, ამ რე­ცეპ­ტით ექ­ვსი თვის ვა­და­ში შე­უძ­ლია სხვა­დას­ხვა აფ­თი­აქ­ში მხო­ლოდ მის­თვის სა­ჭი­რო რა­ო­დე­ნო­ბა იყი­დოს.

- ქარ­თვე­ლი ნარ­კო­ლო­გე­ბი უკ­ვე კარ­გა ხა­ნია იბ­რძვი­ან ისე­თი პრე­პა­რა­ტე­ბის ურე­ცეპ­ტოდ გა­ცე­მის წი­ნა­აღ­მდეგ, რომ­ლებ­საც ახალ­გაზ­რდე­ბი ნარ­კო­ტი­კე­ბის სა­ხით მო­იხ­მა­რენ. ახა­ლი კა­ნო­ნი ამ მხრივ რა ცვლი­ლე­ბებს ით­ვა­ლის­წი­ნებს?

- ეს პრე­პა­რა­ტე­ბი მი­ე­კუთ­ვნე­ბა მე­ო­რე ჯგუ­ფის ფარ­მა­ცევ­ტულ პრო­დუქ­ცი­ას. მა­გა­ლი­თად, ან­ტი­ე­პი­ლეფ­სი­უ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი: ბაკ­ლო­სა­ნი, ტე­ბან­ტი­ნი, გა­ბა­გა­მა, ადან­ტე, გრი­მო­დი­ნი და სხვა... დღემ­დე ამ­გვარ პრე­პა­რა­ტებ­ზე არა­ნა­ი­რი კონ­ტრო­ლის მე­ქა­ნიზ­მი არ ვრცელ­დე­ბო­და. ამ ჯგუ­ფის წამ­ლე­ბი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ნარ­კო­ტი­კუ­ლი თრო­ბის მი­საღ­წე­ვად, ძა­ლი­ან ხში­რად მათ არას­რულ­წლოვ­ანე­ბი მო­იხ­მა­რენ. ახა­ლი კა­ნო­ნით მსგავ­სი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მი­მოქ­ცე­ვა მკაც­რად გა­კონ­ტროლ­დე­ბა და პირ­ვე­ლი ჯგუ­ფის ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის სი­ა­ში გა­და­ვა. მაგ­რამ არ ვართ და­ცუ­ლი, რომ ხვალ და ზეგ ნარ­კო­ტი­კუ­ლი თრო­ბის მი­საღ­წე­ვად აქ­ტუ­ა­ლუ­რი არ გახ­დეს მე­ო­რე ჯგუ­ფის­თვის მი­კუთ­ვნე­ბუ­ლი სხვა ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი პრო­დუქ­ტი. ამი­ტო­მაც, სა­ვალ­დე­ბუ­ლო იყო სხვა სა­ხის მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მი­მოქ­ცე­ვის გა­კონ­ტრო­ლე­ბაც.

- თუ აფ­თი­აქ­მა მა­ინც ურე­ცეპ­ტოდ გას­ცა ამ ჯგუ­ფის მე­დი­კა­მენ­ტი, ამ შემ­თხვე­ვა­ში რა სან­ქცია და­წეს­დე­ბა?

- გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ფი­ნან­სუ­რი სან­ქცი­ე­ბი. გარ­და ამი­სა, თუ სამ­ჯერ და­ფიქ­სირ­და კა­ნონ­დარ­ღვე­ვა და აფ­თი­ა­ქი­დან რე­ცეპ­ტის გა­რე­შე გა­ი­ცა პირ­ვე­ლი ან მე­ო­რე ჯგუ­ფის ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი პრო­დუქ­ცი­ა, აღ­ნიშ­ნულ ობი­ექტს ფი­ნან­სურ სან­ქცი­ას­თან ერ­თად ფარ­მა­ცევ­ტულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე ნე­ბარ­თვა ჩა­მო­ერ­თმე­ვა.

ზუ­რაბ სი­ხა­რუ­ლი­ძე, ნარ­კო­ლო­გი:

- სა­აფ­თი­ა­ქო წამ­ლე­ბის მი­მოქ­ცე­ვა­ზე არა­ნა­ი­რი კონ­ტრო­ლი არ არ­სე­ბობ­და, სწო­რედ ამან გა­ნა­პი­რო­ბა ის, რომ მო­ზარ­დებ­სა და ახალ­გაზ­რდებ­ში წა­მალ­და­მო­კი­დე­ბულ­თა რიცხ­ვი კა­ტას­ტრო­ფუ­ლად გა­ი­ზარ­და და, რაც ყვე­ლა­ზე სა­ვა­ლა­ლო­ა, მა­თი უმ­რავ­ლე­სო­ბა ტოქ­სი­კო­მა­ნად ჩა­მო­ყა­ლიბ­და. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვიბ­რძო­დით იმის­თვის, რომ პრე­პა­რა­ტე­ბი, რომ­ლებ­საც მო­ზარ­დე­ბი ნარ­კო­ტი­კე­ბად მო­იხ­მარ­დნენ, ურე­ცეპ­ტოდ არ გა­ცე­მუ­ლი­ყო. მთე­ლი არ­სე­ბით მი­ვე­სალ­მე­ბი ახალ კა­ნონს, რო­მე­ლიც სა­აფ­თი­ა­ქო ბიზ­ნესს გა­ა­კონტ­რო­ლებს.

- სა­აფ­თია­ქო ბიზ­ნე­სის გა­კონ­ტრო­ლე­ბა მდგო­მა­რე­ო­ბას გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებს?

- რა თქმა უნ­და, მა­სობ­რი­ვად გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებს, მაგ­რამ თუ ვინ­მე "ლე­ვად" მა­ინც გა­ყი­დის ამ­გვარ წა­მალს, ეს უკ­ვე მის სინ­დის­ზე იქ­ნე­ბა.

ლიკა კე­რა­ტიშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

შე­ტე­ვა სა­აფ­თი­ა­ქო ნარ­კო­მა­ნი­ა­ზე - არასრულწლოვანთა დიდი ნაწილი წამალდამოკიდებული გახდა

შე­ტე­ვა სა­აფ­თი­ა­ქო ნარ­კო­მა­ნი­ა­ზე - არასრულწლოვანთა დიდი ნაწილი წამალდამოკიდებული გახდა

წამ­ლი­სა და ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის დღემ­დე მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, მე­ო­რე ჯგუ­ფის ფარ­მა­ცევ­ტულ პრო­დუქ­ცი­ა­ზე აფ­თი­აქ­ში რე­ცეპ­ტის წარ­დგე­ნა სა­ვალ­დე­ბუ­ლო არ იყო. ამ ჯგუ­ფის პრე­პა­რა­ტებ­ში შე­დი­ო­და არა­ერ­თი და­სა­ხე­ლე­ბის ან­ტი­ე­პი­ლეფ­სი­უ­რი პრე­პა­რა­ტი, რო­მელ­საც მო­ზარ­დე­ბი და ახალ­გაზ­რდე­ბი ნარ­კო­ტი­კუ­ლი თრო­ბის მიზ­ნით მო­იხ­მა­რენ. ნარ­კო­ლო­გე­ბის თქმით, აფ­თი­ა­ქებ­ში ამ ჯგუ­ფის მე­დი­კა­მენ­ტე­ბის უკონტ­რო­ლო გა­ცე­მამ სა­ვა­ლა­ლო შე­დე­გი გა­მო­ი­ღო - არას­რულ­წლოვ­ანთა დი­დი ნა­წი­ლი წა­მალ­და­მო­კი­დე­ბუ­ლი გახ­და, საფ­რთხე შე­უქ­მნა მათ ჯან­მრთე­ლო­ბა­სა და სი­ცოცხ­ლეს. 1-ლი იან­ვრი­დან სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინი­ცი­ა­ტი­ვით, წამ­ლი­სა და ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბა შე­ვა.

და­ვით მა­ჭა­რაშ­ვი­ლი, სა­მე­დი­ცინო საქ­მი­ა­ნო­ბის სა­ხელ­მწი­ფო რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ინ­სპექ­ტი­რე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი:

- წამ­ლი­სა და ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის ახა­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბი პირ­ვე­ლი და მე­ო­რე ჯგუ­ფის ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი პრო­დუქ­ტის აფ­თი­ა­ქი­დან გა­ცე­მი­სას ფორ­მა N3 რე­ცეპ­ტის წარ­დგე­ნას ეხე­ბა. მე­ო­რე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კითხი ის არის, რომ 1-ლი იან­ვრი­დან არას­რულ­წლოვა­ნებ­ზე აღარ გა­ი­ცე­მა პირ­ვე­ლი და მე­ო­რე ჯგუ­ფის ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი პრო­დუქ­ტი. პირ­ვე­ლი ჯგუ­ფის ფარ­მა­ცევ­ტულ პრო­დუქტს მი­ე­კუთ­ვნე­ბა ისე­თი პრე­პა­რა­ტე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი და პრე­კურ­სო­რე­ბი (ბუ­ნებ­რი­ვი ან სინ­თე­ზუ­რი წარ­მო­შო­ბის ნივ­თი­ე­რე­ბა), ასე­ვე ზო­გი­ერ­თი ფსი­ქო­აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის შემ­ცვე­ლი სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი. მე­ო­რე ჯგუ­ფის ფარ­მა­ცევ­ტულ პრო­დუქტს მი­ე­კუთ­ვნე­ბა ის სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, რო­მელ­თა გა­მო­ყე­ნე­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია ექი­მის და­ნიშ­ნუ­ლე­ბის გა­რე­შე.

მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბი­თაც დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი იყო ფორ­მა N3 რე­ცეპ­ტი, რო­მელ­ზეც უნ­და გა­მო­ი­წე­როს მე­ო­რე ჯგუ­ფის ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი პრო­დუქ­ტი, თუმ­ცა იქ­ვე დაშ­ვე­ბუ­ლი იყო ასე­თი ნონ­სენ­სი - მე­ო­რე ჯგუ­ფის პრო­დუქ­ტე­ბის გა­ცე­მის­თვის სა­ვალ­დე­ბუ­ლო არ იყო აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­ცეპ­ტის წარ­დგე­ნა. ახა­ლი კა­ნო­ნით, მე­ო­რე ჯგუ­ფის ნე­ბის­მი­ე­რი ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი პრო­დუქ­ტი აუ­ცი­ლებ­ლად ფორ­მა N3 რე­ცეპ­ტით უნ­და გა­ი­ცეს. ეს პრე­პა­რა­ტე­ბი­ა: ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბი, ჰორ­მო­ნა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, გულ­-სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბის სამ­კურ­ნა­ლო წამ­ლე­ბი, რომელთა გა­მო­ყე­ნე­ბა ექი­მის და­ნიშ­ნუ­ლე­ბის გა­რე­შე არ შე­იძ­ლე­ბა.

- რა არის ფორ­მა N3-ის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი? პა­ცი­ენ­ტის მა­ტე­რი­ა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე უარ­ყო­ფი­თად ხომ არ აი­სა­ხე­ბა?

- ეს პრო­ცე­დუ­რა არ იქ­ნე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ფი­ნან­სუ­რი და­ნა­ხარ­ჯის ზრდას­თან, პი­რი­ქით - შემ­ცირ­დე­ბა, რად­გან პა­ცი­ენ­ტი თა­ვის დრო­ზე იყი­დის სა­ჭი­რო მე­დი­კა­მენ­ტებს და მკურ­ნა­ლო­ბაც მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი და შე­დე­გიანი იქ­ნე­ბა. ახალ კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში ისიც გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი­ა, რომ ქრო­ნი­კუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის, რომ­ლებ­საც სის­ტე­მა­ტუ­რად სჭირ­დე­ბათ სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, შე­იძ­ლე­ბა გრძელ­ვა­დი­ა­ნი და ექ­ვსი თვის მა­რა­გის წამ­ლე­ბი გა­მო­ი­წე­როს. თუ ადა­მი­ანს ერ­თბა­შად არა აქვს წამ­ლე­ბის შე­ძე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა, ამ რე­ცეპ­ტით ექ­ვსი თვის ვა­და­ში შე­უძ­ლია სხვა­დას­ხვა აფ­თი­აქ­ში მხო­ლოდ მის­თვის სა­ჭი­რო რა­ო­დე­ნო­ბა იყი­დოს.

- ქარ­თვე­ლი ნარ­კო­ლო­გე­ბი უკ­ვე კარ­გა ხა­ნია იბ­რძვი­ან ისე­თი პრე­პა­რა­ტე­ბის ურე­ცეპ­ტოდ გა­ცე­მის წი­ნა­აღ­მდეგ, რომ­ლებ­საც ახალ­გაზ­რდე­ბი ნარ­კო­ტი­კე­ბის სა­ხით მო­იხ­მა­რენ. ახა­ლი კა­ნო­ნი ამ მხრივ რა ცვლი­ლე­ბებს ით­ვა­ლის­წი­ნებს?

- ეს პრე­პა­რა­ტე­ბი მი­ე­კუთ­ვნე­ბა მე­ო­რე ჯგუ­ფის ფარ­მა­ცევ­ტულ პრო­დუქ­ცი­ას. მა­გა­ლი­თად, ან­ტი­ე­პი­ლეფ­სი­უ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი: ბაკ­ლო­სა­ნი, ტე­ბან­ტი­ნი, გა­ბა­გა­მა, ადან­ტე, გრი­მო­დი­ნი და სხვა... დღემ­დე ამ­გვარ პრე­პა­რა­ტებ­ზე არა­ნა­ი­რი კონ­ტრო­ლის მე­ქა­ნიზ­მი არ ვრცელ­დე­ბო­და. ამ ჯგუ­ფის წამ­ლე­ბი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ნარ­კო­ტი­კუ­ლი თრო­ბის მი­საღ­წე­ვად, ძა­ლი­ან ხში­რად მათ არას­რულ­წლოვ­ანე­ბი მო­იხ­მა­რენ. ახა­ლი კა­ნო­ნით მსგავ­სი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მი­მოქ­ცე­ვა მკაც­რად გა­კონ­ტროლ­დე­ბა და პირ­ვე­ლი ჯგუ­ფის ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის სი­ა­ში გა­და­ვა. მაგ­რამ არ ვართ და­ცუ­ლი, რომ ხვალ და ზეგ ნარ­კო­ტი­კუ­ლი თრო­ბის მი­საღ­წე­ვად აქ­ტუ­ა­ლუ­რი არ გახ­დეს მე­ო­რე ჯგუ­ფის­თვის მი­კუთ­ვნე­ბუ­ლი სხვა ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი პრო­დუქ­ტი. ამი­ტო­მაც, სა­ვალ­დე­ბუ­ლო იყო სხვა სა­ხის მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მი­მოქ­ცე­ვის გა­კონ­ტრო­ლე­ბაც.

- თუ აფ­თი­აქ­მა მა­ინც ურე­ცეპ­ტოდ გას­ცა ამ ჯგუ­ფის მე­დი­კა­მენ­ტი, ამ შემ­თხვე­ვა­ში რა სან­ქცია და­წეს­დე­ბა?

- გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ფი­ნან­სუ­რი სან­ქცი­ე­ბი. გარ­და ამი­სა, თუ სამ­ჯერ და­ფიქ­სირ­და კა­ნონ­დარ­ღვე­ვა და აფ­თი­ა­ქი­დან რე­ცეპ­ტის გა­რე­შე გა­ი­ცა პირ­ვე­ლი ან მე­ო­რე ჯგუ­ფის ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი პრო­დუქ­ცი­ა, აღ­ნიშ­ნულ ობი­ექტს ფი­ნან­სურ სან­ქცი­ას­თან ერ­თად ფარ­მა­ცევ­ტულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე ნე­ბარ­თვა ჩა­მო­ერ­თმე­ვა.

ზუ­რაბ სი­ხა­რუ­ლი­ძე, ნარ­კო­ლო­გი:

- სა­აფ­თი­ა­ქო წამ­ლე­ბის მი­მოქ­ცე­ვა­ზე არა­ნა­ი­რი კონ­ტრო­ლი არ არ­სე­ბობ­და, სწო­რედ ამან გა­ნა­პი­რო­ბა ის, რომ მო­ზარ­დებ­სა და ახალ­გაზ­რდებ­ში წა­მალ­და­მო­კი­დე­ბულ­თა რიცხ­ვი კა­ტას­ტრო­ფუ­ლად გა­ი­ზარ­და და, რაც ყვე­ლა­ზე სა­ვა­ლა­ლო­ა, მა­თი უმ­რავ­ლე­სო­ბა ტოქ­სი­კო­მა­ნად ჩა­მო­ყა­ლიბ­და. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვიბ­რძო­დით იმის­თვის, რომ პრე­პა­რა­ტე­ბი, რომ­ლებ­საც მო­ზარ­დე­ბი ნარ­კო­ტი­კე­ბად მო­იხ­მარ­დნენ, ურე­ცეპ­ტოდ არ გა­ცე­მუ­ლი­ყო. მთე­ლი არ­სე­ბით მი­ვე­სალ­მე­ბი ახალ კა­ნონს, რო­მე­ლიც სა­აფ­თი­ა­ქო ბიზ­ნესს გა­ა­კონტ­რო­ლებს.

- სა­აფ­თია­ქო ბიზ­ნე­სის გა­კონ­ტრო­ლე­ბა მდგო­მა­რე­ო­ბას გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებს?

- რა თქმა უნ­და, მა­სობ­რი­ვად გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებს, მაგ­რამ თუ ვინ­მე "ლე­ვად" მა­ინც გა­ყი­დის ამ­გვარ წა­მალს, ეს უკ­ვე მის სინ­დის­ზე იქ­ნე­ბა.

ლიკა კერატიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია