პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საფლავების და ეკლესიის ჩაძირვას აპირებენ, ქრისტიანები არიან ეგენი?!" - სვანები პროტესტის უკიდურესი ფორმით იმუქრებიან
"საფლავების და ეკლესიის ჩაძირვას აპირებენ, ქრისტიანები არიან ეგენი?!" - სვანები პროტესტის უკიდურესი ფორმით იმუქრებიან

სო­ფელ ხა­იშ­ში ხუ­დონ­ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ მო­რიგ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე მიგ­ვეჩ­ქა­რე­ბო­და და გზას უთე­ნია და­ვა­დე­ქით. გზა­დაგ­ზა ნა­ხევ­რად აშე­ნე­ბუ­ლი და მი­ტო­ვე­ბუ­ლი ხუ­დო­ნის პრო­ექ­ტის ძვე­ლი კონ­სტრუქ­ცი­ე­ბი გვხვდე­ბა. მა­ლე სო­ფელ ლალ­ხო­რა­ლის ტე­რი­ტო­რი­ას ვუ­ახ­ლოვ­დე­ბით. ამ სოფ­ლის მო­სახ­ლე­თა ნა­წი­ლი ჯერ კი­დევ მე-20 სა­უ­კუ­ნის 80-ი­ან წლებ­ში გა­და­ა­სახ­ლეს, რო­დე­საც საბ­ჭო­თა მთავ­რო­ბამ სა­ბო­ლო­ოდ გა­დაწყ­ვი­ტა ჰე­სის მშე­ნე­ბ­ლო­ბა. მათ შო­რის ზუ­რაბ გე­ლო­ვა­ნის ოჯა­ხიც იყო. ბა­ტო­ნი ზუ­რა­ბი ნა­მო­სახ­ლარს გვიჩ­ვე­ნებს და გვიხ­სნის რა ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უნ­და აშენ­დეს მთა­ვა­რი კაშ­ხა­ლი. ჩვენ წინ უზარ­მა­ზა­რი მთაა აღ­მარ­თუ­ლი, გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ ჰე­სის მშე­ნე­ბ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში და­გუ­ბე­ბუ­ლი წყლის დო­ნე ამ მთის შუ­ა­წელს მი­აღ­წევს და მთელ ხე­ო­ბას და­ფა­რავს.

ზუ­რაბ გე­ლო­ვა­ნი:

- ჯერ კი­დევ კო­მუ­ნის­ტე­ბის დროს გა­ა­ყალ­ბეს გე­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვის მო­ნა­ცე­მე­ბი. საქ­მე ისა­ა, რომ ამ ად­გი­ლებ­ში ენ­გუ­რის მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­რო კია კლდო­ვა­ნი, მაგ­რამ მარ­ცხე­ნა სა­ნა­პი­რო ნა­შა­ლი მი­წა­ა, შე­გიძ­ლი­ათ თქვენ თვი­თონ ნა­ხოთ, ად­გილ­-ად­გილ რო­გორ არის მი­წა დაძ­რუ­ლი და ჩა­მოშ­ლი­ლი. აქა­უ­რო­ბა წყლის მა­სის და­წო­ლას გა­უძ­ლებს?! ჯან­და­ბას ჩვე­ნი თა­ვი, გა­დაგ­ვა­სახ­ლე­ბენ, მოგ­ვცე­მენ ალ­ბათ გარ­კვე­ულ კომ­პენ­სა­ცი­ას, მაგ­რამ ჩემს ძმებ მეგ­რე­ლებ­სა და და­ნარ­ჩენ საქ­ართ­ვე­ლოს მივ­მარ­თავ: ერ­თხე­ლაც რომ აიშ­ვას ამ წყალ­მა თა­ვი, ხომ უნ­და წა­ლე­კოს მთე­ლი სა­მეგ­რე­ლო და და­სავ­ლე­თი სა­ქარ­თვე­ლო. კა­ლა­ძეს რომ და­უ­ჟი­ნი­ა, მა­ინც აშენ­დე­ბა­ო, ერ­თხელ მა­ინც იყო ჩა­მო­სუ­ლი, ნა­ხა აქა­უ­რო­ბა?! არა­ვინ კითხ­უ­ლობს ჩვენს აზრს. წი­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იყო და, ჩვენს ზურგს უკან ჩვე­ნი კუთ­ვნი­ლი მი­წე­ბი ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს გა­დას­ცა, მე­რე კი­დევ ამ ვი­თომ ინ­ვეს­ტორს 1 დო­ლა­რად აჩუ­ქა. ხატ­ზე და­ვი­ფი­ცეთ და უკან აღარ და­ვი­ხევთ.

ხა­იშ­ში ჩა­სუ­ლებს ხალ­ხმრავ­ლო­ბა გვხვდე­ბა, თბი­ლი­სი­დან ჩა­სუ­ლი სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო კო­მი­ტე­ტის, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის, მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ყვე­ლა თე­მის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ხა­ი­შის წ­მინ­და გი­ორ­გის ეკ­ლე­სი­ის ეზო­ში შეკ­რე­ბი­ლან. ხა­ი­შელ­თა მი­ერ ხატ­ზე და­დე­ბულ ფიცს ახ­ლა უკ­ვე მეს­ტი­ის სხვა­დას­ხვა თე­მის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც უერ­თდე­ბი­ან და თა­ვის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას ხე­ლმო­წე­რით ადას­ტუ­რე­ბენ.

ტაძ­რის წი­ნამ­ძღვა­რი მა­მა დე­მეტ­რე:

- ამ ტაძ­რის სა­ძირ­კვე­ლი მე-12 სა­უ­კუ­ნი­სა­ა, გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ თურ­მე უნ­და ჩა­ძი­რონ. კა­ლა­ძეს ისიც უთ­ქვამს, ტა­ძარს გა­და­ვი­ტან­თო, ეს წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი რა­მა­ა, ვის გა­უ­გია ტაძ­რის გა­და­ტა­ნა?! ად­გი­ლობ­რივ­მა მო­სახ­ლე­ო­ბამ, მთლი­ა­ნად სვა­ნეთ­მა ხმა­მა­ღლა თქვა, რომ ჰე­სი არ უნ­და აშენ­დეს. დი­დი იმე­დი მაქვს, რომ ამას გა­ით­ვალ­ის­წი­ნებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. სა­ერ­თოდ ასე­თი რამ - მა­სობ­რი­ვად ხატ­ზე და­ფი­ცე­ბა - სვა­ნეთ­ში დი­დი ხა­ნია არ ყო­ფი­ლა, ხალ­ხი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, ასე მოქ­ცე­უ­ლი­ყო.

ეკა კვი­ცი­ა­ნი:

- ჩვენ სო­ფელ ბე­ჩო­დან ჩა­მო­ვე­დით და გვერ­დით ვუდ­გა­ვართ ხა­ი­შე­ლებს, რად­გან ეს მარ­ტო მა­გა­თი პრობ­ლე­მა არ არის. ეს ჰე­სი მთლი­ა­ნად შეც­ვლის ჩვენს ისე­დაც მძი­მე ბუ­ნებ­რივ პი­რო­ბებს. ენ­გურ­ჰეს­მა რაც ვერ დაგ­ვაკ­ლო, ეს აა­ნაზღ­ა­უ­რებს ალ­ბათ..

ეკ­ლე­სი­ის ეზოს ერთ მხა­რეს სვა­ნი მა­მაკა­ცე­ბი შეკ­რე­ბი­ლან და ლოც­ვის ტრა­დი­ცი­ულ რი­ტუ­ალს ას­რუ­ლე­ბენ:

ირაკ­ლი იო­სე­ლი­ა­ნი:

- ვლო­ცუ­ლობთ, რომ ჩვე­ნი საქ­მე უკე­თე­სად წა­ვი­დეს. რომ შეგ­ვეშ­ვე­ლოს ღმერ­თი და მო­ვა­ხერ­ხოთ ჩვე­ნი სახ­ლ-კა­რი­სა და მი­წა-­წყლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა. მოგ­ვცეს უფალ­მა ძა­ლა, რომ და­დე­ბუ­ლი ფი­ცი შე­ვას­რუ­ლოთ. ამ ჩვენს ტა­ძარს ხომ ხე­დავთ? ჩა­ვი­კე­ტე­ბით ამ ტა­ძარ­ში და მას­თან ერ­თად დაგ­ვძი­რონ ან ჩაგ­ვხო­ცონ და ჩაგ­ვა­ტა­ნონ ამ მშე­ნებ­ლო­ბას. აქა­უ­რო­ბას ცოცხ­ა­ლი თა­ვით არ დავ­თმობთ.

აქ­ცია ხა­ი­შის ცენ­ტრში გრძელ­დე­ბა, სიტყ­ვით გა­მო­დი­ან რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი მცხოვ­რებ­ლე­ბი, ასე­ვე ხა­ი­შელ­თა მხარ­და­სა­ჭე­რად ჩა­სუ­ლი სტუმ­რე­ბი.

ნი­ნო ჩხო­ბა­ძე, "მწვა­ნე­თა მოძ­რა­ო­ბის" თა­ნა­თავ­მჯდო­მა­რე:

- გე­ო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, იმ ეკო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი­დან, რა­საც ჩვენ ვხე­დავთ, მი­მაჩ­ნი­ა, რომ საფ­რთხე ძა­ლი­ან მა­ღა­ლი­ა. გი­გან­ტუ­რი კაშ­ხლის მშე­ნებ­ლო­ბა აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­იწ­ვევს ეკო­სის­ტე­მე­ბის რღვე­ვას, ტყე­ე­ბის გაქ­რო­ბას, მეწყ­რე­ბი­სა და ღვარ­ცო­ფე­ბის საფ­რთხის ზრდას. სო­ცი­ა­ლუ­რი ფო­ნი ისე­დაც მძი­მე­ა, ის ზი­ა­ნი, რაც ქვე­ყა­ნას ამით მი­ად­გე­ბა, ნამ­დვი­ლად გა­და­ფა­რავს იმ ეკო­ნო­მი­კურ მო­გე­ბას, რა­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ელის.

ღამ­დე­ბა, უკ­ვე გვა­რი­ა­ნად ცი­ვა, აქ­ცია ნელ­-ნე­ლა იშ­ლე­ბა, მოწყ­ე­ნი­ლი ხა­ი­შე­ლე­ბი ტო­ვე­ბენ სოფ­ლის ცენ­ტრს. ღრმად მო­ხუ­ცი ქალ­ბა­ტო­ნი მი­ახ­ლოვ­დე­ბა და აც­რემ­ლე­ბუ­ლი მე­უბ­ნე­ბა:

- საფ­ლა­ვე­ბისა და ეკ­ლე­სი­ის ჩა­ძირ­ვას აპი­რე­ბენ, ქრის­ტი­ა­ნე­ბი არი­ან ეგე­ნი?! ყვე­ლა ახ­ლო­ბე­ლი მანდ მყავს და­საფ­ლა­ვე­ბუ­ლი, ახ­ლა სა­დღა უნ­და წა­ვი­დე, ჩვენ­მა კა­ცებ­მა ხატ­ზე და­ი­ფი­ცეს, აღარ გა­დათ­ქვა­მენ, ნე­ტავ, მა­ნამ­დე მოვ­კვდე­ბო­დე, ვიდ­რე კი­დევ რა­ღაც უბე­დუ­რე­ბა დატ­რი­ალ­დე­ბა...

დღეს არ­სე­ბუ­ლი პრო­ექ­ტით, ჰე­სის სიმ­ძლავ­რე 702 მე­გა­ვა­ტი იქ­ნე­ბა. კაშ­ხლის მშე­ნებ­ლო­ბით და­იტ­ბო­რე­ბა 528 ჰექ­ტა­რი ტე­რი­ტო­რი­ა. 14 და­სახ­ლე­ბი­დან გახ­დე­ბა სა­ჭი­რო მო­სახ­ლე­ო­ბის გა­სახ­ლე­ბა. აქე­დან ოთხი სო­ფე­ლი - ხა­ი­ში, გაღ­მა ხა­ი­ში, და­კა­რი და ტო­ბა­რი სრუ­ლად და­იტ­ბო­რე­ბა, და­ნარ­ჩე­ნი და­სახ­ლე­ბე­ბი­დან მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე ოჯახს გა­ა­სახ­ლე­ბენ. სულ, სა­ვა­რა­უ­დოდ, 2000-ზე მეტ ადა­მი­ანს მო­უ­წევს საცხ­ოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლის და­ტო­ვე­ბა.

ნა­თია დო­ლი­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

"საფლავების და ეკლესიის ჩაძირვას აპირებენ, ქრისტიანები არიან ეგენი?!" - სვანები პროტესტის უკიდურესი ფორმით იმუქრებიან

"საფლავების და ეკლესიის ჩაძირვას აპირებენ, ქრისტიანები არიან ეგენი?!" - სვანები პროტესტის უკიდურესი ფორმით იმუქრებიან

სო­ფელ ხა­იშ­ში ხუ­დონ­ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ მო­რიგ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე მიგ­ვეჩ­ქა­რე­ბო­და და გზას უთე­ნია და­ვა­დე­ქით. გზა­დაგ­ზა ნა­ხევ­რად აშე­ნე­ბუ­ლი და მი­ტო­ვე­ბუ­ლი ხუ­დო­ნის პრო­ექ­ტის ძვე­ლი კონ­სტრუქ­ცი­ე­ბი გვხვდე­ბა. მა­ლე სო­ფელ ლალ­ხო­რა­ლის ტე­რი­ტო­რი­ას ვუ­ახ­ლოვ­დე­ბით. ამ სოფ­ლის მო­სახ­ლე­თა ნა­წი­ლი ჯერ კი­დევ მე-20 სა­უ­კუ­ნის 80-ი­ან წლებ­ში გა­და­ა­სახ­ლეს, რო­დე­საც საბ­ჭო­თა მთავ­რო­ბამ სა­ბო­ლო­ოდ გა­დაწყ­ვი­ტა ჰე­სის მშენე­ბ­ლო­ბა. მათ შო­რის ზუ­რაბ გე­ლო­ვა­ნის ოჯა­ხიც იყო. ბა­ტო­ნი ზუ­რა­ბი ნა­მო­სახ­ლარს გვიჩ­ვე­ნებს და გვიხ­სნის რა ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უნ­და აშენ­დეს მთა­ვა­რი კაშ­ხა­ლი. ჩვენ წინ უზარ­მა­ზა­რი მთაა აღ­მარ­თუ­ლი, გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ ჰე­სის მშე­ნე­ბ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში და­გუ­ბე­ბუ­ლი წყლის დო­ნე ამ მთის შუ­ა­წელს მი­აღ­წევს და მთელ ხე­ო­ბას და­ფა­რავს.

ზუ­რაბ გე­ლო­ვა­ნი:

- ჯერ კი­დევ კო­მუ­ნის­ტე­ბის დროს გა­ა­ყალ­ბეს გე­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვის მო­ნა­ცე­მე­ბი. საქ­მე ისა­ა, რომ ამ ად­გი­ლებ­ში ენ­გუ­რის მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­რო კია კლდო­ვა­ნი, მაგ­რამ მარ­ცხე­ნა სა­ნა­პი­რო ნა­შა­ლი მი­წა­ა, შე­გიძ­ლი­ათ თქვენ თვი­თონ ნა­ხოთ, ად­გილ­-ად­გილ რო­გორ არის მი­წა დაძ­რუ­ლი და ჩა­მოშ­ლი­ლი. აქა­უ­რო­ბა წყლის მა­სის და­წო­ლას გა­უძ­ლებს?! ჯან­და­ბას ჩვე­ნი თა­ვი, გა­დაგ­ვა­სახ­ლე­ბენ, მოგ­ვცე­მენ ალ­ბათ გარ­კვე­ულ კომ­პენ­სა­ცი­ას, მაგ­რამ ჩემს ძმებ მეგ­რე­ლებ­სა და და­ნარ­ჩენ საქ­ართ­ვე­ლოს მივ­მარ­თავ: ერ­თხე­ლაც რომ აიშ­ვას ამ წყალ­მა თა­ვი, ხომ უნ­და წა­ლე­კოს მთე­ლი სა­მეგ­რე­ლო და და­სავ­ლე­თი სა­ქარ­თვე­ლო. კა­ლა­ძეს რომ და­უ­ჟი­ნი­ა, მა­ინც აშენ­დე­ბა­ო, ერ­თხელ მა­ინც იყო ჩა­მო­სუ­ლი, ნა­ხა აქა­უ­რო­ბა?! არა­ვინ კითხ­უ­ლობს ჩვენს აზრს. წი­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იყო და, ჩვენს ზურგს უკან ჩვე­ნი კუთ­ვნი­ლი მი­წე­ბი ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს გა­დას­ცა, მე­რე კი­დევ ამ ვი­თომ ინ­ვეს­ტორს 1 დო­ლა­რად აჩუ­ქა. ხატ­ზე და­ვი­ფი­ცეთ და უკან აღარ და­ვი­ხევთ.

ხა­იშ­ში ჩა­სუ­ლებს ხალ­ხმრავ­ლო­ბა გვხვდე­ბა, თბი­ლი­სი­დან ჩა­სუ­ლი სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო კო­მი­ტე­ტის, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის, მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ყვე­ლა თე­მის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ხა­ი­შის წ­მინდა გი­ორ­გის ეკ­ლე­სი­ის ეზო­ში შეკ­რე­ბი­ლან. ხა­ი­შელ­თა მი­ერ ხატ­ზე და­დე­ბულ ფიცს ახ­ლა უკ­ვე მეს­ტი­ის სხვადას­ხვა თე­მის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც უერ­თდე­ბი­ან და თა­ვის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას ხე­ლმო­წე­რით ადას­ტუ­რე­ბენ.

ტაძ­რის წი­ნამ­ძღვა­რი მა­მა დე­მეტ­რე:

- ამ ტაძ­რის სა­ძირ­კვე­ლი მე-12 სა­უ­კუ­ნი­სა­ა, გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ თურ­მე უნ­და ჩა­ძი­რონ. კა­ლა­ძეს ისიც უთ­ქვამს, ტა­ძარს გა­და­ვი­ტან­თო, ეს წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი რა­მა­ა, ვის გა­უ­გია ტაძ­რის გა­და­ტა­ნა?! ად­გი­ლობ­რივ­მა მო­სახ­ლე­ო­ბამ, მთლი­ა­ნად სვა­ნეთ­მა ხმამა­ღლა თქვა, რომ ჰე­სი არ უნ­და აშენ­დეს. დი­დი იმე­დი მაქვს, რომ ამას გა­ით­ვალ­ის­წი­ნებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. სა­ერ­თოდ ასე­თი რამ - მა­სობ­რი­ვად ხატ­ზე და­ფი­ცე­ბა - სვა­ნეთ­ში დი­დი ხა­ნია არ ყო­ფი­ლა, ხალ­ხი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, ასე მოქ­ცე­უ­ლი­ყო.

ეკა კვი­ცი­ა­ნი:

- ჩვენ სო­ფელ ბე­ჩო­დან ჩა­მო­ვე­დით და გვერ­დით ვუდ­გა­ვართ ხა­ი­შე­ლებს, რად­გან ეს მარ­ტო მა­გა­თი პრობ­ლე­მა არ არის. ეს ჰე­სი მთლი­ა­ნად შეც­ვლის ჩვენს ისე­დაც მძი­მე ბუ­ნებ­რივ პი­რო­ბებს. ენ­გურ­ჰეს­მა რაც ვერ დაგ­ვაკ­ლო, ეს აა­ნაზღ­ა­უ­რებს ალ­ბათ..

ეკ­ლე­სი­ის ეზოს ერთ მხა­რეს სვა­ნი მა­მაკა­ცე­ბი შეკ­რე­ბი­ლან და ლოც­ვის ტრა­დი­ცი­ულ რი­ტუ­ალს ას­რუ­ლე­ბენ:

ირაკ­ლი იო­სე­ლი­ა­ნი:

- ვლო­ცუ­ლობთ, რომ ჩვე­ნი საქ­მე უკე­თე­სად წა­ვი­დეს. რომ შეგ­ვეშ­ვე­ლოს ღმერ­თი და მო­ვა­ხერ­ხოთ ჩვე­ნი სახ­ლ-კა­რი­სა და მი­წა-­წყლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა. მოგ­ვცეს უფალ­მა ძა­ლა, რომ და­დე­ბუ­ლი ფი­ცი შე­ვას­რუ­ლოთ. ამ ჩვენს ტა­ძარს ხომ ხე­დავთ? ჩა­ვი­კე­ტე­ბით ამ ტა­ძარ­ში და მას­თან ერ­თად დაგ­ვძი­რონ ან ჩაგ­ვხო­ცონ და ჩაგ­ვა­ტა­ნონ ამ მშე­ნებ­ლო­ბას. აქა­უ­რო­ბას ცოცხ­ა­ლი თა­ვით არ დავ­თმობთ.

აქ­ცია ხა­ი­შის ცენ­ტრში გრძელ­დე­ბა, სიტყ­ვით გა­მო­დი­ან რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი მცხოვ­რებ­ლე­ბი, ასე­ვე ხა­ი­შელ­თა მხარ­და­სა­ჭე­რად ჩა­სუ­ლი სტუმ­რე­ბი.

ნი­ნო ჩხო­ბა­ძე, "მწვა­ნე­თა მოძ­რა­ო­ბის" თა­ნა­თავ­მჯდო­მა­რე:

- გე­ო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, იმ ეკო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი­დან, რა­საც ჩვენ ვხე­დავთ, მი­მაჩ­ნი­ა, რომ საფ­რთხე ძა­ლი­ან მა­ღა­ლი­ა. გი­გან­ტუ­რი კაშ­ხლის მშე­ნებ­ლო­ბა აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­იწ­ვევს ეკო­სის­ტე­მე­ბის რღვე­ვას, ტყე­ე­ბის გაქ­რო­ბას, მეწყ­რე­ბი­სა და ღვარ­ცო­ფე­ბის საფ­რთხის ზრდას. სო­ცი­ა­ლუ­რი ფო­ნი ისე­დაც მძი­მე­ა, ის ზი­ა­ნი, რაც ქვე­ყა­ნას ამით მი­ად­გე­ბა, ნამ­დვილად გა­და­ფა­რავს იმ ეკო­ნო­მი­კურ მო­გე­ბას, რა­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ელის.

ღამ­დე­ბა, უკ­ვე გვა­რი­ა­ნად ცი­ვა, აქ­ცია ნელ­-ნე­ლა იშ­ლე­ბა, მოწყ­ე­ნი­ლი ხა­ი­შე­ლე­ბი ტო­ვე­ბენ სოფ­ლის ცენტრს. ღრმად მო­ხუ­ცი ქალ­ბა­ტო­ნი მი­ახ­ლოვ­დე­ბა და აც­რემ­ლე­ბუ­ლი მე­უბ­ნე­ბა:

- საფ­ლა­ვე­ბისა და ეკ­ლე­სი­ის ჩა­ძირ­ვას აპი­რე­ბენ, ქრის­ტი­ა­ნე­ბი არი­ან ეგე­ნი?! ყვე­ლა ახ­ლო­ბე­ლი მანდ მყავს და­საფ­ლა­ვე­ბუ­ლი, ახ­ლა სადღა უნ­და წა­ვი­დე, ჩვენ­მა კა­ცებ­მა ხატ­ზე და­ი­ფი­ცეს, აღარ გა­დათ­ქვა­მენ, ნე­ტავ, მა­ნამ­დე მოვ­კვდე­ბო­დე, ვიდ­რე კი­დევ რა­ღაც უბე­დუ­რე­ბა დატ­რი­ალ­დე­ბა...

დღეს არ­სე­ბუ­ლი პრო­ექ­ტით, ჰე­სის სიმ­ძლავ­რე 702 მე­გა­ვა­ტი იქ­ნე­ბა. კაშ­ხლის მშე­ნებ­ლო­ბით და­იტ­ბო­რე­ბა 528 ჰექ­ტა­რი ტე­რი­ტო­რი­ა. 14 და­სახ­ლე­ბი­დან გახ­დე­ბა სა­ჭი­რო მო­სახ­ლე­ო­ბის გა­სახ­ლე­ბა. აქე­დან ოთხი სო­ფე­ლი - ხა­ი­ში, გაღ­მა ხა­ი­ში, და­კა­რი და ტო­ბა­რი სრუ­ლად და­იტ­ბო­რე­ბა, და­ნარ­ჩე­ნი და­სახ­ლე­ბე­ბი­დან მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე ოჯახს გა­ა­სახ­ლე­ბენ. სულ, სა­ვა­რა­უ­დოდ, 2000-ზე მეტ ადა­მი­ანს მო­უ­წევს საცხ­ოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლის და­ტო­ვე­ბა.

ნათია დოლიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია